გორის მერიამ რუსი დიზაინერების მიღებაზე უარი განაცხადა

16:51 06-12-2019
176

„რეგიონ ფეშენ ვიკზე მონაწილეობას რუსი დიზაინერები ვერ მიიღებენ. ამის შესახებ  იოსებ კავკავაშვილმა განუცხადა, რომელიც 20 -21 და 22 ივნისს გორში დაგეგმილი ფესტივალის ორგანიზატორია. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

„იყო საუბარი იმაზე, რომ რუს დიზაინერსაც მიეღო მონაწილეობა „რეგიონ ფეშენ ვიკზე“, რომელიც გორში გაიმართება. თუმცა, მერიამ ამაზე უარი გვითხრა და პრინციპში, ჩვენი პოზიციაც ასეთი იყო, რომ რუსეთს არ უნდა მიეღო ამ ფესტივალში მონაწილეობა, - აცხადებს იოსებ კავკავაშვილი.

„რეგიონ ფეშენ ვიკზე“ სულ 15 დიზაინერი მიიღებს მონაწილეობას, მათგან 5 უცხოელია. (უკრაინა; პოლონეთი; სომხეთი; აზერბაიჯანი; იტალია).