გოგა ბითაძე NBA-ს უახლოვდება? - ქართველი დრაფტზე დასადგომად ემზადება (ვიდეო)

17:47 05-23-2019
52

19 წლის ქართველი კალათბურთელი გოგა ბითაძე აშშ-ში იმყოფება და NBA-ს მოახლოებული დრაფტისთვის ემზადება. 

პოპულარულმა ვებ-გვერდმა Bleacher Report NBA-ს 2019 წლის დრაფტის წინ კალათბურთელთა რეიტინგი განაახლა და 19 წლის ქართველ ტალანტ გოგა ბითაძეს მე-8 რეიტინგი მიუჩინა. 

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის დრაფტი 20 ივნისს გახლავთ დაგეგმილი, ამდენად, მომავალ ვარსკვლავებზე დაკვირვება გაძლიერებულ რეჟიმზეა გადასული.