შესაძლო ტერაქტის საფრთხე ლონდონში - დედაქალაქის ცენტრში გზები გადაიკეტა

LIVE UPDATE
1

ლონდონის ცენტრში, უსაფრთხოების მიზნით, გზები გადაკეტეს. უაითჰოლის ქუჩაზე გამნაღველები არიან მობილიზებული. უსაფრთხოების გამკაცრებული ზომების მიღება საეჭვო ნივთის აღმოჩენის გამო გახდა საჭირო. ადგილზე მუშაობენ სპეციალისტები იმის დასადგენად, არსებობს თუ არა აფეთქების საფრთხე.

გადაკეტილი ტერიტორია მოიცავს დაუნინგ-სთითის 10 ნომერსაც, სადაც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია მდებარეობს.

ავტორი: მარიამ გიგანი