23 მაისს ელექტრომომარაგება თბილისის სხვადასხვა უბნებში დროებით შეიზღუდება

20:08 05-22-2019

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 23 მაისს ელექტრომომარაგება თბილისის სხვადასხვა უბნებში დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია თელასი ავრცელებს.

გთავაზობთ რაიონების მიხედვით ელექტრო ენერგიის გამორთვის დროს.

საბურთალოს რაიონი 

10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე შეზღუდვა შეეხება, ვაჟა-ფშაველას II კვარტლის, საბურთალოს, ბახტრიონის, სულხან ცინცაძის, გამრეკელის, კუტუზოვის, ტაშკენტის, გაგარინის, შარტავას, გურიელის და ნუცუბიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე შეზღუდვა შეეხება: ქოშიგორისა და აგრარული უნივერსიტეტის დასახლებებს, ასევე დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის, სოფელი დიღმის ნატბეურების დასახლების, სამხედრო გზატკეცილის, მირიან მეფის, ნიკოლოზ ბერაძის და უდაბნოს მონასტრის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე შეზღუდვა შეეხება: ჯავახეთის და ხომლელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე შეზღუდვა შეეხება: თემქა-მუხიანის გადასასვლელის, ლოტკინის სანერგე მეურნეობის, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, სამღებროს, ხუდადოვის, ფილიას, ინტერნატის, სამღერეთის, მარიამ ივანიშვილ-დემურიას და წერონისის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), დიღმის მასივის IV კვარტლის, ბელიაშვილის და ახმეტელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარცხენა სანაპირო, აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), ზაარბრიუკენის მოედნის, ტყვიავის, სანაპიროს, რომის, სანკტ-პეტერბურგის, ზაქარია ქურდიანის, ჩერნიშევსკის, ნეკრასოვის, მოსე გოგიბერიძის, მიხეილ წინამძღვრიშვილის და უზნაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, III, IIIა მიკრორაიონების, წყაროთუბნის, ვლადიმერ ნანეიშვილის, კეცხოველის, ანგია ბოჭორიშვილის და ლეო კერესელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

11:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე შეზღუდვა შეეხება: ლერმონტოვის, მაჩაბლის, მოსე ხონელის და სოლოლაკის ქუჩების მაცხოვრებლებს.