აღსრულების ეროვნულ ბიუროში, 3 თვეში 2400 საქმე მორიგებით დასრულდა

11:56 04-23-2019
15

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 2019 წლის 3 თვის მორიგების მაჩვენებლის სტატისტიკა გამოაქვეყნა.

როგორც ირკვევა, მხარეებს შორის მორიგებისა და განწილვადების მაჩვენებელმა 2019 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით, 2 408 შემთხვევა იყო.

საანგარიშო პერიოდში უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის საქმეებიდან მორიგებით დასრულდა 133 შემთხვევა და შესაბამისად, იძულებითი გამოსახლება არ განხორციელდა;

მორიგების შედეგად გამოცხადებული აუქციონი შეწყდა 73 შემთხვევაში და არ მოხდა ქონების რეალიზაცია.

2019 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით, სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებული ჯარიმის განწილვადება გაუკეთდა 1 511 მოქალაქეს.

სტატისტიკის მიხედვით, 2019 წლის მარტის ბოლოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარმოებაში არსებული 8 428 ერთეული ალიმენტიდან – დარეგულირებულია 3 620 საქმე.