„დელისზე" მგზავრებს მატარებლის ვაგონები დაატოვებინეს

11:24 04-08-2019
970

მეტროსადგურ „დელისზე მგზავრებს მატარებლის ვაგონები დაატოვებინეს. ამის მიზეზი ტექნიკური შეფერხება გახდა. ინფორმაცია „პრაიმტაიმს თბილისის მერიაში დაუდასტურეს.

,,პრაიმტაიმის ინფორმაციით, შეფერხება და სპეციფიკური სუნი ზეთის გადახურებამ გამოიწვია, რის შემდეგაც სპეციალური ინსტრუქციით, მემანქანემ მატარებელი ჩიხში გადაიყვანა.

თბილისის მეტროში მომხდარი ინციდენტი ბოლო 20 დღეში უკვე მეხუთე შემთხვევაა.