ვიდეოები

1715576480

LIVE: კადრები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც ვითარება დაძაბულია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და აპარატის თანამშრომლები პარლამენტში ჩიტაძის ქუჩიდან შედიან. "ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა აქციის მონაწილეების შეძახილების ფონზე უწევთ, რომლებიც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მხარდამჭერ დეპუტატებს "მონებს" და "რუსებს" ეძახიან.

დაძაბული ვითარება პარლამენტთან

ტაბლოიდი

სოციალური თემა

puli

1710493056

დღეიდან ამ პირებს სესხზე პროცენტი შეუმცირდათ - ნახეთ, ხართ თუ არა მათ სიაში

სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, 150 000 პენსიონერს სესხის პროცენტი დღეიდან შეუმცირდება.„ლიბერთი ბანკში“ აცხადებენ, რომ 15 მარტიდან განახლდება პირობები იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც სარგებლობენ 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემული პენსიით უზრუნველყოფილი სესხებით.კერძოდ, „ლიბერთი ბანკის“ გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება ყველა იმ პირს, ვისაც არ უსარგებლია 2023 წელს დაწესებული განახლებული პირობებით. შესაბამისად, ცვლილება შეეხება 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემულ საპენსიო სესხებსა და ოვერდრაფტებს.„ამ ცვლილების შედეგად, 150 000-მდე პენსიის მიმღებ პირს ავტომატურად დაუკორექტირდება სესხის მიმდინარე პირობები და საპროცენტო განაკვეთი გაუტოლდება განახლებული პირობებით გაცემული სესხების პროცენტს“, – აღნიშნულია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.შეგახსენებთ, 2023 წლიდან საპენსიო სესხების მომხმარებლებისთვის ახალი პირობები განისაზღვრა და სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დაწესდა სპეციალური ფორმულა, რომელზე დაყრდნობითაც საპენსიო სესხის განაკვეთი უნდა ითვლებოდეს შემდეგნაირად – ექვსთვიან TIBR ინდექსს პლუს 15%. TIBR-ის ინდექსი არის თბილისის ბანკთაშორისი განაკვეთის ინდექსი, რომელიც როგორც წესი ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთის ტოლია. შესაბამისად, არსებული მდგომარეობით, საპენსიო სესხების განაკვეთი 23-24 პროცენტის ფარგლებში უნდა იყოს.ცვლილება შეეხოთ იმ პირებს, რომლებსაც საპენსიო სესხის ხელშეკრულება 2023 წლამდე ჰქონდათ გაფორმებული. განაკვეთების ცვლილება 15 მარტს მოხდება.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 22 თებერვალს ეროვნული ბანკისა და „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება.

სხვა სიახლეები

კალაძე

პოლიტიკა 1715596248

ვერ მოინახა ერთი დალოცვილი ადამიანი, ვინც შეძლებს, რაიმე არგუმენტი წარმოადგინოს - კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ძალიან სამწუხაროა, რომ ხელისუფლება დასავლეთის მხრიდან არაარგუმენტირებულ განცხადებებს ისმენს.ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა.„დასავლეთის მხრიდან კრიტიკას რაც შეეხება, ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ არაარგუმენტირებულ განცხადებებს ვისმენთ. მთელი ამ ხნის განმავლობაში, ვერ მოინახა ერთი დალოცვილი ადამიანი, ვინც შეძლებს, რაიმე არგუმენტი წარმოადგინოს და არგუმენტირებულად ისაუბროს. ცხადია, რომ არგუმენტები უბრალოდ არ არსებობს. როდესაც შენ თეთრზე გეუბნებიან, რომ შავია, როდესაც არის ნაცრის თვალებში შეყრის მცდელობა, ეს ძალიან დამაზიანებელია.პირველ რიგში, ეს ადამიანები აზიანებენ ევროპული ინტეგრაციის გზაზე ჩვენს მსვლელობას, დისკრედიტაციას უწევენ და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ევროპულ მომავალს თავიანთი განცხადებებით. თუმცა მიუხედავად ამ ყველაფრისა, საქართველოს ხელისუფლება მზადაა, შეასრულოს ის 9-პუნქტიანი გეგმა, რომელიც მოცემულია და ვერაფერმა და არაფერმა უნდა შეუშალოს ხელი ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ანა ბუჩუკური

პოლიტიკა 1715596235

ყველასთვის გასაგებია, რომ ეს მხოლოდ ერთი კანონის მიღება არაა და ბევრად სისტემურ და მსხვილ პრობლემასთან გვაქვს საქმე - ანა ბუჩუკური

ყველასთვის გასაგებია, რომ საქმე არა მხოლოდ ერთი კანონის მიღებას, არამედ ბევრად სისტემურ პრობლემას ეხება, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეებთან შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.„ოპოზიციის ბევრი წარმომადგენელი იყო. საუბარი იყო მიმდინარე პროცესებზე, რაც ძალიან კარგია. რასაც, პირველ რიგში, ხაზი გავუსვი, ისაა, რომ მიუხედავად ხელისუფლების ქმედებებისა, ეს ადამიანები საქართველოს პარტნიორები და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები რომ ჩამოდიან ამ რთულ დროს საქართველოში ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. საუბრის ძირითადი თემა იყო მიმდინარე პროცესები. ყველასთვის გასაგებია, რომ ეს მხოლოდ ერთი კანონის მიღება არაა და ბევრად სისტემურ და მსხვილ პრობლემასთან გვაქვს საქმე. ეს გასაგებია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გასაგებია ქვეყნის პარტნიორებისთვისაც. მიმდინარე სირთულეები გასცდა მხოლოდ ერთი კანონის, აგენტურის კანონის ფარგლებს“,- განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

მაიკლ როთი

პოლიტიკა 1715596119

სხვადასხვა ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციები საქართველოში შეხვედრებს მართავენ

საქართველოში სხვადასხვა ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციები იმყოფებიან, მათ შორის გერმანიის, პოლონეთის, ჩეხეთის, ლიეტუვის და ესტონეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები. მათ უკვე შეხვდა ოპოზიცია.როგორც შეხვედრის შემდეგ ქართველმა ოპოზიციონერებმა აღნიშნეს, საუბრის მთავარი თემა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები გახდა. გერმანელმა პოლიტიკოსმა მაიკ როთმა კი ხელისუფლებას გამჭვირვალობის კანონის გაწვევისკენ მოუწოდა.„ჩვენ საქართველოს და ქართველი ხალხის მეგობრები ვართ. შეაჩერეთ „უცხოური აგენტების“ კანონი. საქართველოსთვის ნათელი მომავლის ვერანაირ შანსს ვერ ვხედავთ, თუ მთავრობა ამ კანონს უკან არ გაიწვევს“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ როთმა

კალაძე

პოლიტიკა 1715596016

როგორ შეიძლება მე, ან ჩვენს თანაგუნდელებს გვინდოდეს რუსეთი, წარსულში მინდა დავაბრუნო ჩემი შვილები, ჩვენი მომავალი? - კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ევროკავშირის მხრიდან სანქციების დაწესებას არ ელოდება, რადგან ის საკუთარი ქვეყნის ინტერესს იცავს.როგორც მან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ხელისუფლებისთვის მთავარი არა რომელიმე ევროპარლამენტარის თუ პოლიტიკოსის განცხადება, არამედ ქართველი ხალხის აზრია.„არავის ეშინია სანქციების. რას გვაშანტაჟებთ ამ სანქციებით? საერთოდ არ მაქვს არანაირი პრობლემა თუ დამასანქცირებენ. ჯერ რატომ უნდა დამასანქცირონ, აბსოლუტურად გაუგებარია. იმისთვის, რომ ჩემი ქვეყნის ინტერესს ვიცავ? ეს არის ევროპა და ევროპული მომავალი? ვინმეს დაჩაგვრა არის ევროპული მომავალი, როგორც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით აკეთებდნენ? ასეთი ევროპა გინდათ თქვენ? ჩემთვის ქართველი ხალხია პირველ რიგში მნიშვნელოვანი. ქართველი ხალხი არის უპირველეს ყოვლისა“, - განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი ცხრაპუნქტიანი გეგმა ზედმიწევნით შეასრულოს, რათა ქვეყნის ევროპულ მომავალს ხელი არაფერმა შეუშალოს.„ამ ქვეყნის მომავალი არის ევროპული და აუცილებლად შევალთ იმ ოჯახში, რასაც ევროკავშირი ჰქვია. ამ გზაზე წარმოდგენილია ცხრაპუნქტიანი გეგმა და მზად ვართ, ეს ყველაფერი შევასრულოთ. როგორც ეს 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების დროს მოხდა და კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, ახლაც მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ და ევროინტეგრაციის გზას ვერავინ და არაფერმა შეუშალოს ხელი“, - განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერმა აქვე კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ქვეყნის საგარეო კურსი ევროკავშირის წევრობისკენაა მიმართული და მოქმედი ხელისუფლება ამ გზიდან გადახვევას არ აპირებს.„ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გამოხატოს საკუთარი მოსაზრება, მაგრამ პარლამენტის პიკეტირება, ბლოკირება, კატეგორიულად მიუღებელია. არ არის სწორი ფორმა. მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ამ ახალგაზრდებს: უბრალოდ, გაუგებარია, რას ვაპროტესტებთ. ჩვენი კურსი და მომავალი არის ევროპა, ევროპული მომავალი. სხვა შეუძლებელია. როგორ შეიძლება მე, ჩვენს თანაგუნდელებს გვინდოდეს რუსეთი ან რუსული მომავალი? წარსულში გვინდა დაბრუნება? წარსულში მინდა დავაბრუნო ჩემი შვილები, ჩვენი მომავალი? არ არის ეს სწორი დამოკიდებულება. პირიქით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს. გავა დრო, მერწმუნეთ, ძალიან მალე, ყველა ის ადამიანი, ვინც დღეს აღნიშნულ კანონპროექტს აპროტესტებს, დარწმუნდება, რომ ცდებოდნენ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დავით მათიკაშვილი

პოლიტიკა 1715595840

საზოგადოებამ კარგად რომ იცოდეს, ესენი არიან ჩვეულებრივი მატყუარები, ცდილობენ საკუთარი ინტერესები, რევოლუციური სცენარები განახორციელონ ტყუილებით და დეზინფორმაციით - მათიკაშვილი

საზოგადოებამ კარგად რომ იცოდეს, ესენი არიან ჩვეულებრივი მატყუარები, ცდილობენ საკუთარი ინტერესები, რევოლუციური სცენარები განახორციელონ ტყუილებით და დეზინფორმაციით,-ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე დავით მათიკაშვილმა "ქრონიკასთან" საუბრისას განაცხადა.მისი თქმით, პარლამენტის წევრებმა წესით კარგად უნდა იცოდნენ, რას ნიშნავს მესამე მოსმენა, როდესაც მხოლოდ ტექნიკური საკითხები განიხილება.როგორც დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, მათ კარგად იცოდნენ სად და როდის ტარდებოდა სხდომა, თუმცა, მთელი ღამე გაათენებინეს დეზინფორმირებულ ახალგაზრდებს, თვითონ კი კეკლუცობდნენ ჟურნალისტებთან დერეფნებში და არ „შემობრძანდნენ დარბაზში“.„სხვა კითხვა რომ არ იყო, მძიმე და წერტილთან დაკავშირებით და კენჭისყრაზე მომხსენებელმა მყისიერად დააყენა ეს საკითხი, მითუმეტეს, როდესაც ერთი საკითხი იყო განსახილველი და ესეც ძალიან კარგად იცოდნენ, სად არის აქ სიმართლე. კიდევ ერთხელ, საზოგადოებამ კარგად რომ იცოდეს, ესენი არიან ჩვეულებრივი მატყუარები, ცდილობენ საკუთარი ინტერესები, რევოლუციური სცენარები განახორციელონ ტყუილებით და დეზინფორმაციით“,-დასძინა დავით მათიკაშვილმა.