ვიდეოები

1714474137

VIDEO: ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც მიმდინარე კვირაში ფინანსურად და პირად ურთიერთობაში კარგი პერიოდი ექნებათ

მნიშვნელოვანი და საყურადღებო მოვლენები, რომლებიც მიმდინარე კვირაში უნდა გავითვალისწინოთ - ეზოთერიკოს ანზორ ოდიშარიას პროგნოზი ზოდიაქოს თორმეტი ნიშნისთვის: ვრცლად ↓

ფული

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

ძიუდო

სპორტი 1714632807

2026 წლის ევროპის ჩემპიონატს თბილისი უმასპინძლებს

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ევროპის ძიუდოს კავშირს, საქართველოს ძიუდოს ფედერაციასა და კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის ხელი მოეწერა სამმხრივ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც 2026 წლის ევროპის ჩემპიონატს თბილისი უმასპინძლებს.როგორც ძიუდოს ფედერაციაში აცხადებენ, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ინიციატივას მხარი დაუჭირა."საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ" უკანასკნელ პერიოდში არაერთი ამბიციური რეფორმა განახორციელა. ქვეყნისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია ეს მოპოვებული წარმატება - 2026 წელს ევროპის ჩემპიონატის ჩატარება, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქვეყნის, როგორც სპორტულ, ასევე ზოგადი პოლიტიკის სწორ და ეფექტიან წარმართვას. მინდა, მივულოცო ქართველ გულშემატკივარს და ხაზი გავუსვა იმ მხარდაჭერასა და თანადგომას, რომელსაც ძიუდოს ფედერაციის მიმართ იჩენს საქართველოს მთავრობა და პრემიერ-მინისტრი” - განაცხადა საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ათაბეგაშვილმა შეთანხმებაზე ხელის მოწერის შემდეგ.

აღდგომის ამინდი

საზოგადოება 1714632538

სინოპტიკოსები მოსახლეობას დღეს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებენ

2 მაისს ქუთაისში +21 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +13 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმს. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13. ბათუმში დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.ფოთში დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს. ნალექიანი დღეა ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +22 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი. +20 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.მესტიაში წვიმიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.ჭიათურაშიც წვიმს. დღე +23 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა 10 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია ნალექი.ბორჯომშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +24 იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.გორში დღისით +24 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.გუდაურში იწვიმებს, დღე +17 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +22, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.ლაგოდეხში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით წვიმიანი ამინდი და +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი.გურჯაანშიც წვიმიანი დღე იქნება. დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.რუსთავში დღისით +26 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +26 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა.

ნათლობა

საზოგადოება 1714632295

შეიძლება თუ არა მეორედ მონათვლა - საინტერესო ინფორმაცია

მრწამსის მიხედვით, ვაღიარებთ „ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა“. ანუ, ადამიანი მხოლოდ ერთხელ ინათლება. თუმცა, არის მეორედ მონათვლის შემთხვევებიც. რა დროსაა დაშვებული ადამიანის მეორედ მონათვლა? ამ საინტერესო საკითხზე  წმ. ექვთიმე ათონელის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის დირექტორი, დავით ჩიკვაიძე საუბრობს:“მეორედ ნათლობას, როგორც ასეთს, საეკლესიო კანონები არ უშვებს. არსებობს ორი შემთხვევა, რომელიც პირობითად შეიძლება ჩავთვალოთ “მეორედ” ნათლობად:ა) როდესაც ნათლობის წესი შესრულებულია არაუფლებამოსილი პირის მიერ. უფლებამოსილი პირი არის უწყვეტი სამოციქულო მადლის მქონე, მართლმადიდებელი ეპისკოპოსის მიერ ხელდასხმული მღვდელი ან თავად ეპისკოპოსი. შესაბამისად, სხვა პირის მიერ შესრულებული ნათლობა ვერ ჩაითვლება კანონიკურად. აქვე უნდა ითქვას გამონაკლისის შესახებ, რომ მომაკვდავი ადამიანის მონათვლის უფლება აქვს ნებისმიერ მართლმადიდებელ ქრისტიანს, სქესის მიუხედავად.ბ) თუ ადამიანმა არ იცის, მონათლულია თუ არა და არ არსებობს არავინ, რომელიც დაამოწმებს მის ნათლობას. ასეთ დროს, საიმისოდ, რომ ადამიანი დაზღვეული იყოს მოუნათლავად გარდაცვალებისგან, დაიშვება მისი მონათვლა, მაგრამ ნათლობის ფორმულის წინ წარმოითქმის სიტყვები „უკუეთუ არა ნათელღებულ არს…”თუ მეორედ ნათლობა შესრულდა საეკლესიო წესის დარღვევით, რომელი ნათლობა მიიჩნევა შესრულებულად?თუ პირველი ნათლობაც განწესის დარღვევით არის შესრულებული და მეორეც, ნათლობა არ ჩაითვლება შესრულებულად.ხშირია შემთხვევა, როდესაც ნათლულს, ნათლიასთან გარკვეული მიზეზის გამო ურთიერთობის შეწყვეტის გამო სურს, თავიდან მოინათლოს და ჰყავდეს ახალი ნათლია. რამდენად მიზანშეწონილია ამ შემთხვევაში მეორემ მონათვლა?ნათლიის შეცვლა და მით უფრო, ამ მიზეზით მეორედ ნათლობა საეკლესიო კანონებით აკრძალულია.

ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკა 1714632164

ლომჯარია მაყუთს აკეთებს, რატი ამაღლობელი წინ და უკან დაგატარებთ, ვაშაძე მიტინგიდან იპარება, თქვენ კი პერიოდულად წიწაკის სპრეის ისუნთქავთ და წყლის ჭავლით სველდებით, რისთვის? არ დაიჯეროთ, რომ ვინმე კანონის წინააღმდეგ იბრძვის - ლევან ნიკოლეიშვილი

გუშინ, მომიტინგეებს რომ პოლიციასთან გაწევ-გამოწევა ჰქონდათ, სად გაქრა უნიტაზის პოეტი, ახალი ლიდერი რატი ამაღლობელი? გიორგი ვაშაძეზე არ ვკითხულობ, ამ თაღლითს გაქცევა დამალვის ტექნიკა უმაღლეს დონეზე აქვს შესწავლილი, არ მახსენდება არცერთი შემთხვევა, მიტინგიდან დროულად და სწრაფად რომ არ გაიპაროს, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.ის ასევე სვამს კითხვას, რატომ არ იყო აქციაზე ვითარების დაძაბვის დროს ადგილზე ნინო ლომჯარია, რომელმაც გაფიცვა დააანონსა.ექსპერტის თქმით, მომიტინგეები, რომლებსაც ამ პირების სჯერათ, უკვე აღარ იწვევენ მასში თანაგრძნობას, ვინაიდან, ფაქტოა, რომ რადიკალები საკუთარი ფულის დაცვას ცდილობენ."„ნიუ-იორკის პოლიციამ კოლუმბიის უნივერსიტეტსა და ნიუ იორკის სითი კოლეჯში, პროპალესტინური აქციის 300-მდე მონაწილე დააკავა. სამართალდამცველებმა კამპუსების ტერიტორია კარვებისგან გაწმინდეს-ო.“ ეს როგორ შეიძლება, ეს გაუგონარია, რა ვქნათ დავგმოთ ნიუ ორკის პოლიციის ქმედება, თუ უბრალოდ არ ჩავერიოთ უცხო ქვეყნის საშინაო საქმეებში?! ჩვენთან რა ხდება? ცარიელ შენობაზე შეტევის მსურველებს, თურმე წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეით გაუმასპინძლდნენ-ცხადია ამაზე უფრო შეშფოთდებიან თუ ნიუ ორკის პოლიციის ქმედებების არ და ვერ დამნახავი უცხოელები?! გუშინ, მომიტინგეებს რომ პოლიციასთან გაწევ-გამოწევა ჰქონდათ, სად გაქრა უნიტაზის პოეტი, ახალი ლიდერი რატი ამაღლობელი? გიორგი ვაშაძეზე არ ვკითხულობ, ამ თაღლითს გაქცევა დამალვის ტექნიკა უმაღლეს დონეზე აქვს შესწავლილი, არ მახსენდება არცერთი შემთხვევა, მიტინგიდან დროულად და სწრაფად რომ არ გაიპაროს. და ბოლოს აქციების გვირგვინი, სააკაშვილის პირადი დამცველი, მისთვის თაღლითი ექიმების მიმყვანი, რომლებმაც მიშას წამება, შიმშილობა, მოწამვლა და რამდენიმე საათში სიკვდილი დაგვიანონსეს, ცნობილი გრანტიმჭამია, ნინო ლომჯარია- მან დააანონსა გაფიცვა: ვისაც არ გინდათ რუსული კანონი, სამსახურში არ დაგინახოთ, არ დაგინახოთ გლეხი ყანაში და მევენახე ვაზში, შეწყვიტეთ საუკუნის პროექტი რიკოთზე, გემები ვინც ზღვაშია ხმელეთზე გამოდით, თვითმფრინავები გაჩერდით ცაში ან უბრალოდ არ აფრინდეთ, ბენზინგასამართ სადგურებმა არავის ჩაუსხათ საწვავი, აფთიაქებმა არ გასცეთ წამლები, ექიმებმა შეაჩერეთ ოპერაციები, ბავშვებმა არ იტიროთ, მოხუცებმა არ გაიღიმოთ, მშობიარობის მომლოდინე ქალებიც თუ შეიკავებენ თავს ცუდი არ იქნება, ყოველ შემთხვევაში სანამ ლომჯარია არ გეტყვით! ეს ხომ დიდი პატრიოტი, ცნობილი NGO-შნიკი, გრანტიჭამია, თაღლითი ნინო ლომჯარიას მოწოდებაა! ახლა კი მე გეტყვით, ჩვეულებრივი მოქალაქე, დღეს დიდი ხუთშაბათია, ხვალ წითელი პარასკევი, , წადით ეკლესიაში, წირვა ლოცვას დაესწარით, კვირას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულია, იზეიმეთ, მერე სასაფლაოზე გადით , თქვენ მიცვალებულებს პატივი მიაგეთ, ერთმანეთს ქრისტეს აღდგომა მიულოცეთ, იზეიმეთ და იმხიარულეთ...თან ერთ კვირიანი დასვენებაცაა...ლომჯარია და მისნაირებს კი თავში ქვა უხლიათ, უბრალოდ ვისაც მათი კიდევ რამის გჯერათ, რა ვქნა უკვე არც მეცოდებით და არც თანაგიგრძნობთ, ლომჯარია მაყუთს აკეთებს, რატი ამაღლობელი წინ და უკან დაგატარებთ, ვაშაძე მიტინგიდან იპარება, თქვენ კი პერიოდულად წიწაკის სპრეის ისუნთქავთ და წყლის ჭავლით სველდებით, რისთვის? თაღლითი ლომჯარიასთვის? არ დაიჯეროთ, რომ თითქოს ვინმე კანონის წინააღმდეგ იბრძვის, თავისი ფულისთვის იბრძვიან, თავისი ფულისთვის!!!" - წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

გვენეტაძე

პოლიტიკა 1714631092

პოლიტიკური უმცირესობების აგრესიულმა აქციებმა დაადასტურა, რომ ბავშვთა ასაკი ზოგიერთი ოპოზიციონერისა და მათი მხარდაჭერისათვის იწყება 18-19 წლიდან და აღწევს 45-50 წლამდე და ეს ბავშვები წარმატებით ესვრიან ქართველ სამართალდამცავებს ქვებს, მინის ბოთლებს და სხვადასხვა ბასრ საგნებს - ედიშერ გვენეტაძე

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. როგორც  ექსპერტი წერს, პოლიტიკური უმცირესობების აგრესიულმა აქციებმა დაადასტურა ერთი საოცარი რამ! სახელდობრ ის, რომ თურმე საქართველოში ბავშვთა ასაკი ზოგიერთი ოპოზიციონერისა და მათი მხარდაჭერისათვის იწყება 18-19 წლიდან და აღწევს ასე 45-50 წლამდე და ეს ბ ა ვ შ ვ ე ბ ი სულ-სულ პატალა გოგონები და ბიჭუნები საკმაო წარმატებით ესვრიან ქართველ სამართალდამცავებს ქვებს, მინის ბოთლებს, სხვადასხვა ბასრ საგნებს, ცდილობენ სახელმწიფო დაწესებულებების  რკინის კარების დამტვრევას.“ჩვენთან პოლიტიკური უმცირესობების აგრესიულმა აქციებმა დაადასტურა ერთი საოცარი რამ! სახელდობრ ის, რომ თურმე საქართველოში ბავშვთა ასაკი ზოგიერთი ოპოზიციონერისა და მათი მხარდაჭერისათვის იწყება 18-19 წლიდან და აღწევს ასე 45-50 წლამდე!და ეს ბ ა ვ შ ვ ე ბ ი სულ-სულ პატალა გოგონები და ბიჭუნები საკმაო წარმატებით ესვრიან ქართველ სამართალდამცავებს ქვებს, მინის ბოთლებს, სხვადასხვა ბასრ საგნებს, ცდილობენ სახელმწიფო დაწესებულებების  რკინის კარების დამტვრევას, სპობენ და ანადგურებენ ვიდეოთვალებს....ძალიან სწრაფად უკიდებენ ცეცხლს  შენობებს, ქუჩებს, ამტვრევენ სხვის კერძო საკუთრებას მაგალითად ავტომანქანებს!და ამ პატალა, პატალა ბავშვების უაღრესად აგრესიულ და ქვეყნის ნგრევისაკენ მიმართულ "შემოქმედებას" მხარს უჭერენ და აღფრთოვანებული არიან მათი ქმედებით ჩვენი საჯარო სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების ზოგიერთი პროფესორ-მასწავლებელი. ე.წ. მწერალი-ტუალეკულტელი, რეჟისორი, დისკოს "ტანციორი", სპორტსმენი, ხელოვნების მოღვაწე!რაც მთავარია ამ ჩვილი ბავშვების ქმედებას ხელმძღვანელობენ ბუჩქებში მიმალული, ჯერ კიდევ  ნორჩი მოზარდნი: ხატია დეკანოიძე, ჭიჭიკო ვაშაძე, პატიკო მანჯგალაძე, ზურაბა გირჩი, ნიკოლოზა გვარამია, ნიკანდრო მელია...საოცარია მეგობრებო მაგრამ ამ ბავშვებსა და მოზარდებს სათავეში ჩაუყენეს ნიკოლოზას და კერენსკის დროინდელი, ზნეობისაგან ბოლომდე დაცლილი, კაცმა რომ არ იცის იმდენი სპეცსამსახურების ღობეზე გადამხტარი, საქართველოს კონსტიტუციის დამრღვევი და აბუჩად ამგდები,  ამჟამად სამწუხაროდ საქართველოს პრეზიდენტად წოდებული, უსამშობლო, გადაღრძუებული კუდიანი დედაბერი სალომე, რომელიც მათ აგულიანებს და სეთურის ასინეთასავით ჩიფჩიფებს:დაჰკარით, დახოცეთ, დაწვით, დაანგრიეთ, გაანადგურეთ!მე თქვენ გვერდით ვარ!ხოლო გაღმა-გამოღმიდან ღრმად მოხუცებულნი პრეზიდენტნი, კომისარნი, მინისტრნი,  ელჩნი, დიპლომატნი ხელობას უქებენ საქართველოს დამაქცეველებს და დემოკრატიის ლამპიონებად წარმოადგენენ!”- წერს ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.