შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში ომისა და ქიმიური იარაღის გამოყენების გამო, რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

სანქციები

შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში ომისა და ქიმიური იარაღის გამოყენების გამო, რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, სიაში 280 ფიზიკური და იურიდიული პირი მოხვდა.

დეპარტამენტი ასევე სანქციებს უწესებს რუსეთის სამ სამთავრობო უწყებას, რომლებიც დაკავშირებული არიან რუსული ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის პროგრამებთან და ოთხ კომპანიას, რომლებმაც ხელი შეუწყვეს აღნიშნულ უწყებებს. ახალი სანქციები რუსეთს, შტატების სახაზინო დეპარტამენტმაც დაუწესა.

ნუსხაში 200 ფიზიკური და იურიდიული პირია, რომლებიც ხელს უწყობენ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს და ეხმარებიან მას დაწესებული სანქციებისთვის თავის არიდებაში.