ვიდეოები

1714474137

VIDEO: ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც მიმდინარე კვირაში ფინანსურად და პირად ურთიერთობაში კარგი პერიოდი ექნებათ

მნიშვნელოვანი და საყურადღებო მოვლენები, რომლებიც მიმდინარე კვირაში უნდა გავითვალისწინოთ - ეზოთერიკოს ანზორ ოდიშარიას პროგნოზი ზოდიაქოს თორმეტი ნიშნისთვის: ვრცლად ↓

ფული

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

ალექსანდრე დარახველიძე

პოლიტიკა 1714547005

ჩვენი გეგმა გაწერილია საქართველოს კონსტიტუციაში - ალექსანდრე დარახველიძე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე პოლიციელებისთვის დღემდე არსებულ სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ:„ჩვენი გეგმა გაწერილია საქართველოს კონსტიტუციაში და იმ კანონებში, რომლითაც მოქმედებს. ეს არის "შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ" კანონი. ასევე, "პოლიციის შესახებ" კანონი, რომელიც გვავალდებულებს რომ თუკი შეკრება-მანიფესტაცია არის მშვიდობიანი სახელმწიფომ უნდა გააკეთოს ყველაფერი იმისათვის, რომ თითოეულ მონაწილეს ჰქონდეს პროტესტის თავისუფლად გამოხატვის საშუალება, მაგრამ როგორც კი გასცდება ეს პროტესტი დასაშვებ ფარგლებს, კერძოდ მიიღებს ძალადობრივ ხასიათს, განხორციელდება შენობის შესასვლელების ბლოკირება, ინდივიდუალური თავდასხმები პირებზე, რა თქმა უნდა პოლიცია ვალდებულია იმოქმედოს. შესაბამისად ეს არის ჩვენი გეგმა, ასე ვმოქმედებთ დიდი ხანია, ასე ვმოქმედებთ ბოლო დღეების განმავლობაში და რა თქმა უნდა ასე გავაგრძელებთ მუშაობას“. 

გია აბაშიძე

პოლიტიკა 1714546890

აგენტოკრატიის რესურსებით წაქეზებულმა რევანშისტებმა განახორციელეს ტოტალურად უკანონო ძალადობა სამართალდამცველებზე, რასაც მოჰყვა პროპორციულად პრევენციული და არა ნაცსადამსჯელო რეაქცია - გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ პიტერ აკერმანის ავაზაკური სახელმძღვანელო ე.წ. "მშვიდობიან პროტესტზე" ნაცრადიკალებმა ნაადრევად აამოქმედეს, რისი მიზეზიცაა უკიდურესი გავეშება "ქართული ოცნების" საყოველთაო-სახალხო, მასობრივი შეკრების გამო.ანალიტიკოსის თქმით, ვინც პოლიციელს თავს ესხმის, მისი სოციალურ-პოლიტიკური სტატუსის მიუხედავად, ის მიიღებს კანონიერ ხისტ პასუხს.მისივე თქმით, უსამშობლო, უმცირესობაში მყოფი ექსტრემისტების ჭკუაზე საქართველო არასოდეს ივლის და წინაღობების მიუხედავად, განვითარების გზიდან არ გადაუხვევს.„პიტერ აკერმანის ავაზაკური სახელმძღვანელო ე.წ. "მშვიდობიან პროტესტზე" ნაცრადიკალებმა ნაადრევად აამოქმედეს, რისი მიზეზიცაა უკიდურესი გავეშება "ქართული ოცნების" საყოველთაო-სახალხო, მასობრივი შეკრების გამო.აგენტოკრატიის რესურსებით წაქეზებულმა რევანშისტებმა განახორციელეს ორკესტრირებული, ტოტალურად უკანონო ძალადობა სამართალდამცველებზე, რასაც მოჰყვა პროპორციულად პრევენციული და არა ნაცსადამსჯელო რეაქცია. ვინც პოლიციელს თავს ესხმის, მისი სოციალურ-პოლიტიკური სტატუსის მიუხედავად, ის მიიღებს კანონიერ ხისტ პასუხს. გარეწარი ნაცკრიმინალები, რომლებიც ხელისუფლებაში იყვნენ ცხრა წლის განმავლობაში, ახალგაზრდებს ატყუებენ და უმალავენ იმას, რა მასობრივი ჯალათობა ჩაიდინეს მრავალი პროტესტის წინააღმდეგ. ღალატის პარტიის (დღეს მათი კერპის, "იუდას დღეა") ადეპტებმა ღრმად ჩაიბეჭდონ, რომ უსამშობლო, უმცირესობაში მყოფი ექსტრემისტების ჭკუაზე საქართველო არასოდეს ივლის და წინაღობების მიუხედავად, განვითარების გზიდან არ გადაუხვევს“.-წერს გია აბაშიძე.

ნიუ იორკის პოლიციამ კოლუმბიის უნივერსიტეტში პალესტინის მხარდამჭერი ათობით დემონსტრანტი დააკავა, რომელთაც შენობა ჰქონდათ ბლოკირებული

მსოფლიო 1714546349

კოლუმბიის უნივერსიტეტში პალესტინის მხარდამჭერი ათობით დემონსტრანტი დააკავეს, რომელთაც შენობა ჰქონდათ ბლოკირებული

ნიუ იორკის პოლიციამ კოლუმბიის უნივერსიტეტში დაბანაკებული პალესტინის მხარდამჭერი ათობით დემონსტრანტი დააკავა.აქციის მონაწილეებს უნივერსიტეტის შენობა დაახლოებით 24 საათის განმავლობაში ჰქონდათ ბლოკირებული, რის შემდეგაც ტერიტორიაზე პოლიცია შევიდა.პოლიციის სპიკერის განცხადებით, კამპუსი სტუდენტებისგან სამ საათში დაცარიელდა.საპროტესტო აქციები მიმდინარეობს კოლუმბიის უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩებშიც.კოლუმბიის უნივერსიტეტში სტუდენტების საპროტესტო აქცია, რამდენიმე კვირაა, მიმდინარეობს. სტუდენტები ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტას, უნივერსიტეტის მიერ ისრაელთან ფინანსური ტრანზაქციების შეწყვეტას და საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო დასჯილი სტუდენტებისა და ლექტორების ამნისტიას ითხოვენ.

პარლამენტი

პოლიტიკა 1714546162

პარლამენტში დღეს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს

საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.როგორც პარლამენტში აღნიშნავენ, საქართველოს პარლამენტის სასახლეში დღეს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს.„„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის პირველ მაისს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის სხდომებზე, პლენარულ სესიაზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები. შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე.აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა“, – ნათქვამია პარლამენტის განცხადებაში.

gia abashidze

პოლიტიკა 1714546051

საზოგადოების იმ უდიდეს ნაწილში, რომელიც ბიძინა ივანიშვილის და მმართველი გუნდის მხარდამჭერია, გარკვეულ სეგმენტში, ჩანს ბუნებრივი მღელვარება მიმდინარე დაძაბულობაზე, თუმცა, ივანიშვილის სიღრმისეული ანალიზით, მისი პროგნოზები ახდა, რასაც უახლესი ისტორია ადასტურებს - გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, თბილისის ცენტრში, საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდის მხარდამჭერებში ბუნებრივი მღელვარება იგრძნობა.მისი თქმით, აღსანიშნავია, რომ ამ ფონზე, ბიძინა ივანიშვილის არაერთი სიღრმისეული ანალიზით, მისი პროგნოზები ახდა, რასაც უახლესი ისტორია ადასტურებს.„საზოგადოების იმ უდიდეს ნაწილში, რომელიც ბიძინა ივანიშვილისა და მმართველი გუნდის მხარდამჭერია, გარკვეულ სეგმენტში, ჩანს ბუნებრივი მღელვარება მიმდინარე დაძაბულობაზე თბილისის ცენტრში. თუმცა, ბიძინა ივანიშვილის არაერთი სიღრმისეული ანალიზით, მისი შორსმჭვრეტელი პროგნოზები ახდა და ამას უახლესი ისტორია ადასტურებს.ამჯერად, შეგახსენებთ რამდენიმე უმნიშვნელოვანეს ამონარიდს ივანიშვილის 29 აპრილის გამოსვლიდან. კერძოდ:"საზოგადოებაში ისმის ხოლმე კითხვა, ხომ არ ჯობდა დროებითი სიმშვიდით მაქსიმალურად გვესარგებლა და ლგბტ-პროპაგანდისა და „ენჯეოების“ შესახებ კანონპროექტების განხილვის დაწყებით თავი ზედმეტად არ აგვეტკივებინა და თუნდაც, არჩევნების შემდეგ დაგვეწყო მისი განხილვა. ამასთან დაკავშირებით, მკაფიოდ მინდა გითხრათ: ნურავის ექნება ილუზია, რომ ამ კანონპროექტების გარეშე დიდხანს მოგვასვენებდნენ"..."როდესაც ისეთ მოთხოვნებს აყენებენ, რომლებზეც წინასწარ იციან, რომ ხელისუფლება მათ არ გაითვალისწინებს, ცხადია, რომ ამ მოთხოვნების ერთადერთი მიზანი ხელისუფლებისთვის ხელოვნური უხერხულობის შექმნაა. ასეთ პირობებში, ცხადია, რომ იგივე ძალები, რომლებიც ორი და ოთხი წლის წინ რევოლუციებს გვიწყობდნენ, შემოდგომაზე ჩვენს ქვეყანას აუცილებლად ახალი ძალით შეუტევდნენ და ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნებას კიდევ ერთხელ შეეცდებოდნენ. ენერგიას, რომელიც შემოდგომისთვის უნდა დაეგროვებინათ, ახლა ისინი ქუჩაში ნაადრევად ანიავებენ"..."დღევანდელი საქართველო არ არის არც შევარდნაძის დროინდელი საქართველო და არც იანუკოვიჩის უკრაინა. დღეს საქართველოს მართავს ძლიერი და ერთ მუშტად შეკრული პროფესიონალთა გუნდი, რომელმაც იცის სამშობლოს, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის ფასი"“ - წერს გია აბაშიძე.