ზუგდიდში ცივი იარაღით ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

01:32 11-15-2018
133

ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს ზუგდიდში, სოფელ ინგირში. წინასწარი ინფორმაციი, ინციდენტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

 

მამაკაცს ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული. ის, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

 

მედიკოსების განმარტებით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა და მას ამ წუთებში სასწრაფო გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია უტარდება

 

როგორც "პრაიმტაიმს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108- მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ფაქტთან დაკავშირებით აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.

ავტორი: მზეკო ჟვანია