ვიდეოები

1714474137

VIDEO: ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც მიმდინარე კვირაში ფინანსურად და პირად ურთიერთობაში კარგი პერიოდი ექნებათ

მნიშვნელოვანი და საყურადღებო მოვლენები, რომლებიც მიმდინარე კვირაში უნდა გავითვალისწინოთ - ეზოთერიკოს ანზორ ოდიშარიას პროგნოზი ზოდიაქოს თორმეტი ნიშნისთვის: ვრცლად ↓

ფული

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი 1714543692

ზოდიაქოს ის ნიშნები, რომლებიც 2024 წლის მაისში შედარებით ფრთხილად უნდა იყვნენ

როცა ცხოვრებაში რთული ეტაპები დგება, მნიშვნელოვანია, არ დავნებდეთ და დაბრკოლებები გამოცდილებად ვაქციოთ. 2024 წლის გაზაფხულის ბოლო თვე არაერთ სიახლეს გვიმზადებს. თუმცა, შესაძლოა, არასასიამოვნო სიურპრიზების წინაშეც აღმოვჩნდეთ. ასტროლოგებმა დაასახელეს ზოდიაქოს ის ნიშნები, რომლებიც ამ თვეში შედარებით ფრთხილად უნდა იყვნენ, არსებული გამოწვევები კი ცხოვრებისეულ გამოცდილებად გადააქციონ:ვერძიშესაძლოა, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გადაიღალეთ და საკუთარი თავი სამსახურს, კარიერულ განვითარებასა და სწავლას მიუძღვენით და ახლობლებთან კომუნიკაციისათვის დრო აღარ დაგრჩათ. სწორედ ამის გამო, არ არის გამორიცხული, რომ ამ თვეში საყვარელი ადამიანებისაგან არაერთი საყვედური მოისმინოთ და მათგან გულგრილი დამოკიდებულება იგრძნოთ. ეს კი თქვენს ემოციურ მდგომარეობაზე ცუდად აისახება და მოტივაციასაც დაკარგავთ. ამიტომ, 2024 წლის მაისი გაჩვენებთ, რომ სამსახურსა და პირად ურთიერთობებს შორის ბალანსის დაცვა ყველაზე მნიშვნელოვანია. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, თქვენთვის ძვირფასი ადამიანები უყურადღებობის გამო დაკარგოთ და თავადაც ემოციურად განსაკუთრებით გადაიღალოთ.ლომი მაისში შესაძლოა, ყველა გადადებულმა და ვერდასრულებულმა საქმემ თავი ერთად მოიყაროს და აუცილებელი გახდეს, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადადგათ. პასუხისმგებლობებს ვეღარ გაექცევით. ამიტომაც, ასტროლოგების რჩევაა, რომ ბევრ ვალდებულებას ნუ მოიტოვებთ და პერიოდულად, მათ შესასრულებლად რაღაც გააკეთეთ. მაგალითად, მოაწესრიგეთ დოკუმენტები, შეკრიბეთ ინფორმაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გვერდზე გადადებული საქმეები დაგროვდება და შესაძლოა, გამკლავება გაგიჭირდეთ. ეს კი ემოციურ არასტაბილურობას გამოიწვევს და უარყოფით გავლენას ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე იგრძნობთ... ვრცლად

 შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1714543660

ოქმში დავაფიქსიროთ, რომ ოპოზიცია FARA-დან და საფრანგეთიდან უცხოური ძალის დეფინიციების გადმოტანას მხარს არ უჭერს - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის მიერ ოპოზიციისთვის შეთავაზებულ წინადადებას გამოეხმაურა.ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციას შესთავა, FARA-დან და საფრანგეთიდან  სიტყვა სიტყვით გადმოეტანათ უცხოური ძალის დეფინიციები, რაზეც ოპოზიციის წარმომადგენლებისგან უარი მიიღო, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარემ მოითხოვა ოქმში დაეფიქსირებინათ, რომ ოპოზიცია მხარს არ უჭერს გადმოტანას

როგორ უნდა დაიცვათ თქვენი იღბალი და ენერგეტიკა

რჩევები 1714543380

როგორ დაიცვათ თავი გათვალვისგან

ბოროტი თვალი არის ძლიერი უარყოფითი ენერგიის ეფექტი ადამიანზე, რომლის მეშვეობითაც სხეულში შემავალი ენერგია მიედინება გარეთ. ბოროტი თვალის შედეგი ბევრია: ქრონიკული დაღლილობის სინდრომიდან დაწყებული ფსიქოლოგიურ აშლილობით დამთავრებული. ჩვენ გეტყვით, როგორ დაიცვათ თავი გათვალვისგან.ზოგჯერ ბოროტი თვალის შედეგია, როდესაც საკუთარი უარყოფითი აზრები და ემოციები, ქრონიკული დეპრესიის მდგომარეობა, ართმევს ადამიანს დიდ ენერგიას.ითვლება, რომ “თვალისმომჭრელი” ადამიანის ამოცნობა მათი გარეგნობით შეიძლება. ზოგ ქვეყანაში ასეთად მუქი თვალები ითვლება, მაგრამ ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში ასეთად ცისფერი თვალები აღიარეს. სხვათა შორის, სწორედ ამიტომ გამოიყენება თვალის ფორმის ლურჯი მძივები ბოროტი თვალის წინააღმდეგ. ბოროტი თვალი აქვს არაკეთილსინდისიერ, უარყოფითი აზრების მქონე ადამიანს. თუ შესაძლებელია, მოიშორეთ ასეთი ადამიანები ან მინიმუმამდე დაიყვანეთ კომუნიკაცია.თქვენ შეგიძლიათ დაიცვათ თავი ბოროტი თვალისგან ენერგიის დაცვის სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით. ერთ-ერთი მარტივი ტექნიკაა „სარკეირება“: თქვენ უნდა წარმოიდგინოთ საკუთარი თავი დაცული სხვა ადამიანებისგან სარკის გარსით, მაშინ ყველა ნეგატიური ზეგავლენა, რომელიც თქვენზეა მიმართული, დაუბრუნდება მას, ვინც გამოგზავნა.ეფექტური დაცვა ბოროტი თვალისგან ასევე შეიძლება იყოს ლოცვა მფარველი ანგელოზისადმი.ადამიანთა შორის ყველაზე გავრცელებული დამცავი საშუალება ბოროტი თვალისგან, რა თქმა უნდა, ტანსაცმლის შიგნიდან ჩვეულებრივი დამცავი ქინძისთავის ტარებაა. სასურველია შეინახოთ იგი სახლის აღმოსავლეთ კუთხეში სამი დღე ან ერთი დღე ხატის უკან. დამცავ საშუალებად შეგიძლიათ მარცხენა ხელის მაჯაზე წითელი ფერის სამაჯური გაიკეთოთ. ან შეგიძლიათ თან წაიღოთ პატარა მრგვალი სარკე. სარკე უნდა ინახებოდეს ჯიბეში ისე, რომ სარკის ზედაპირი გარეთ იყოს მიმართული, რათა ასახოს უარყოფითი ენერგია.ბოროტი თვალისგან დასაცავად, შეგიძლიათ გამოიყენოთ ძალაუფლების ობიექტები – დამცავი ამულეტი ან ტალიმენი. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პირობა: არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადასცეთ თქვენი ტალიმენი ან ამულეტი ვინმეს ხელში და ასევე არასასურველია მისი ხსენება საუბარში.თუ გრძნობთ ვინმეს უარყოფით გავლენას თქვენზე, თქვენ უნდა მიიღოთ თბილი შხაპი რაც შეიძლება სწრაფად, რათა წყლით ჩამოიბანოთ ჩარჩენილი ენერგიის „ჭუჭყი“. ნახეთ სრულად

ძაფი

რჩევები 1714542231

მოჯადოებული ნივთები სახლში, რომელიც აღდგომამდე უნდა დაწვათ

თემა, როგორ მოვხსნათ ჯადო დამოუკიდებლად, აშკარად ამოუწურავი თემაა. ზოგი საკუთარ თავში ბნელ ძალებს პოულობს, რომ ვინმე შეგნებულად დაწყევლოს, ზოგი მთელ ენერგიას ხარჯავს, რომ ავი თვალისა და სხვა სისაძაგლისგან თავი დაიცვას. როგორც ჩანს, ამაზე საუბარს აზრი აქვს.როგორ მოვხსნათ ჯადო დამოუკიდებლადფილმებიდან ვიცით ბევრი საშინელი რიტუალის არსებობის შესახებ, რომლებიც ადამიანის მოკვლას ემსახურება. გასაგებია, რომ ვუდუს თოჯინას არავინ წნავს, რომ შემდეგ ნემსები დაარჭოს. თუმცა, შეიძლება წნავდეს. მოდით, ყველაზე პოპულარულ მეთოდებს თვალი გადავავლოთ – მოჯადოებულ ნივთებს.1. ნემსიალბათ, უძველესი და ყველაზე გავრცელებული მეთოდი ჯადოს გასაკეთებლად. თუ მოულოდნელად ნემსი აღმოაჩინეთ იქ, სადაც მისი ადგილი არაა, ეს შეიძლება მოშურნეების გაკეთებული იყოს. ჩვეულებრივ, ფეხსაწმენდის ან დივნის ქვეშ დებენ. შიშველი ხელებით არ შეეხოთ, მხოლოდ ხელთათმანებით. აუცილებლად უნდა გატეხოთ და ცეცხლში ჩააგდოთ, რომ ვინმე სხვა მისი გავლენის ქვეშ არ მოექცეს.2. ბოქლომიჟანგიანი ბოქლომი შეიძლება თქვენს სახლში დამალონ, რომ პირად ცხოვრებაში პრობლემები შეგექმნათ. რა თქმა უნდა, ეს ბეღლის დიდი ბოქლომი არა, უფრო მინიატურული ზომის იქნება. ხალხში ამბობენ, რომ სჯობს წყალში გადააგდოთ, მანამდე კი გახსნა სცადოთ. თუ ვერ ახერხებთ, მაშინ ღმერთმა დალოცოს და მდინარეში ჩააგდეთ.3. თმაძაფით შეკრული თმა ყველაზე ნამდვილი ჯადოა, რომელსაც თქვენი პირადი ცხოვრებით უკმაყოფილო ქალები აკეთებენ. გაბრაზება არ ღირს, უბრალოდ ეს ყველაფერი შუაზე გაჭერით და დაწვით. გახსოვდეთ, რომ ცეცხლის ძალას ნებისმიერი შეთქმულების განადგურება შეუძლია. ახლა ხვდებით, რატომ უჭირდათ ჯადოქრებს შუა საუკუნეებში?4. ჩანაწერიან ქაღალდი გაუგებარი ხელწერით. იქნებ, ეს გვერდი დაუდევარი სკოლის მოსწავლის რვეულის ნაგლეჯია ან ჩანაწერი სწრაფი უბედურების მოტანის სურვილით. დაწვით. ნაკლებად სავარაუდოა, რომ იქ მითითებული იყოს ადგილი, სადაც განძი დევს. სრულად

პარლამენტი მიკროფონი

პოლიტიკა 1714538235

„გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა რამდენიმე საათში გაგრძელდება

"გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა პარლამენტში რამდენიმე საათში გაგრძელდება. სესია 12:00 საათისთვის უნდა დაიწყოს. სადავო დოკუმენტის მუხლობრივი განხილვა გუშინ, 20:00 საათზე, რეგლამენტით დადგენილ დროს დასრულდა.ამ ეტაპზე, 11 პუნქტისგან შემდგარი კანონპროექტის მხოლოდ სამ მუხლზე მსჯელობა დასრულდა.კანონპროექტის საბოლოოდ მისაღებად, იურიდიულ კომიტეტსა და პლენარულ სხდომაზე ის სამ-სამი მოსმენით უნდა განიხილონ და კენჭი უყარონ. რეზონანსული კანონპროექტის დამტკიცების სავარაუდო თარიღად 17 მაისი სახელდება."ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ანა წითლიძის განცხადებით, მმართველმა გუნდმა, საზოგადოებაში არსებული პროტესტის გამო, ეს კანონი არ უნდა მიიღოს."გარდა დემაგოგიისა, არცერთ კითხვაზე კონკრეტული პასუხი არ ჰქონიათ. როდესაც საქართველოს ათი ათასობით მოქალაქე აპროტესტებს ამ კანონს, როდესაც თბილისში ახალგაზრდების ეს რაოდენობა გამოდის და ეუბნება, ხელისუფლებას, რომ არ მიიღოს ეს კანონი, დანარჩენს რომ თავი დავანებოთ, მარტო ამიტომ უნდა ჰქონდეს ხელისუფლებას ის პოზიცია, რომ ეს კანონი არ გაიტანოს", - განაცხადა ანი წითლიძემ.პარტია "გირჩის" წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის შეფასებით, ეს კანონის არის დაპირისპირების კანონი."საბოლოო ჯამში, ეს კანონიც არის დაპირისპირების კანონი. მუხლობრივი განხილვა, უმეტესწილად, არის "ნაციონალების" ლანძღვა. ეს არის ახალი ბრძოლა ოპოზიციასთან, დასავლელ პარტნიორებთან, ამ კანონის განხილვაც ამას აჩვენებს", - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.