საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ზედიზედ მეორე ევროპის ჩემპიონატი მნიშვნელოვანი გამარჯვებით დაიწყო

მკ

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ზედიზედ მეორე ევროპის ჩემპიონატი მნიშვნელოვანი გამარჯვებით დაიწყო.

რამაზ სვანაძის გუნდმა პოლონეთის ახალგაზრდული გუნდი 2:1 დაამარცხა.

პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, თუმცა, მეორე ნახევარში ქართველი ფეხბურთელები გააქტიურდნენ, რამაც შედეგი გამოიღო.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები მეორე ტურში 14 ივნისს, საფრანგეთს დაუპირისპირდება, რომელიც დღეს პორტუგალიას შეხვდა და მატჩი 0:0 დასრულდა. ასე რომ, პირველი ტურის შემდეგ ჩვენი გუნდი ჯგუფში ერთპიროვნული ლიდერია.