სესხი

1786874543

თბილისში ორ მოქალაქეს სესხი იძულებით ააღებინეს... - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ.დანაშაულში მონაწილე პირებმა ერთ-ერთ მოქალაქეს დამტკიცებული თანხა სრულად გამოატანინეს და ფული მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს.სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მონაწილე 3 პირი დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულების მიერ მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული თანხის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.პოლიციის მიერ, დანაშაულში მონაწილე სხვა პირების მხილებისა და პასუხისგებაში მიცემის მიზნით მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

შსს

1786866571

პოლიციამ თბილისში ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით სამი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს.შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ.უწყების ცნობით, დანაშაულში მონაწილე პირებმა ერთ-ერთ მოქალაქეს დამტკიცებული თანხა სრულად გამოატანინეს და ფული მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს.„სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მონაწილე 3 პირი დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულების მიერ მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული თანხის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.პოლიციის მიერ, დანაშაულში მონაწილე სხვა პირების მხილებისა და პასუხისგებაში მიცემის მიზნით მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია ინფორმაც

ნარკოტიკი

1786865482

პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბათუმში, ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი, მათ შორის 50 შეკვრა სარეალიზაციოდ დაფასოებული „მეთადონი“.მათივე ცნობით, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავება

1786865319

პოლიციამ თბილისში ავტომობილის ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ორი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით, ორი პირი დააკავეს, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანია. ინფორმაციას შსს ავრცელებს.მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თბილისში ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილ ავტომობილს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ და ნაქურდალი ავტომობილით დასავლეთ საქართველოს მიმართულებით გადაადგილდებოდნენ.„დანაშაულის ჩადენიდან მალევე მათ ნაქურდალი ავტომობილით ავტოსაგზაო შემთხვევა მოახდინეს. მანქანა შემთხვევის ადგილზე მიატოვეს და თავად მიიმალნენ.სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულები ცხელ კვალზე დააკავეს, ნაქურდალი მანქანა კი ნივთმტკიცებად ამოიღეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - წერია ინფორმაციაში.

ავარია გომის მთაზე

1786806894

გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე, რომლის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა, მიკროავტობუსის მძღოლს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე, რომლის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა, მიკროავტობუსის მძღოლს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.ამ დროისთვის კაცი კლინიკაში საბადრაგო მეთვალყურეობის ქვეშ რჩება, მოგვიანებით კი მას საპატიმრო დაწესებულებაში გადაიყვანენავტოსაგზაო შემთხვევა გომის მთაზე 12 აგვისტოს მოხდა. ავარიას ბელარუსის 4 მოქალაქე ემსხვერპლა, ჯამში დაშავებულია 17 ადამიანი, მათ შორის, სულ მცირე 6 არასრულწლოვანია.შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

პროკურატურა

1786802165

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა.შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს, ინახავდნენ და საქართველოში უკანონოდ შემოიტანეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინი“.დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), 263-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურა

1786801036

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა,პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის, რეალიზაციის მცდელობის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის ფაქტზე სამი ადამიანი დამნაშავედ ცნო.თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები სრულად ცნო დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” და მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტებით, 260-ე კვარტა მუხლის მე-5 ნაწილის „ბ” და მე-6 ნაწილის „ა” ქვეპუნქტებით, 19-260-ე ტერცია მუხლის მე-5 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით და 236-ე მუხლით მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად ორ ბრალდებულს 18 -18 წლით, ერთს კი 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

საავადმყოფო

1786800641

სოხუმის საავადმყოფოდან პატიმარი გაიქცა

14 აგვისტოს ღამით  სოხუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ტრავმატოლოგიური განყოფილებიდან პატიმარი გაიქცა. მსჯავრდებული გუმბა ა. რ.-ია.იგი წინასწარი დაკავების იზოლატორიდან საავადმყოფოში მკურნალობდა. ფაქტზე თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პროკურატურამ საქმე აღძრა და მიმდინარეობს მისი ძებნა.        

 საქართველოს პროკურატურა

1786783878

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.პროკურატურის ინფორმაციით, კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ მოიპოვა და მობილურ ტელეფონში ინახავდა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ ფოტოსურათებს, რაც სოციალური ქსელის მეშვეობით უკანონოდ გაუგზავნა რამდენიმე პირს.კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა ბრალდებული მიმდინარე წლის 14 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა და გავრცელება) წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ფსიქოტროპული

1786780380

მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, ბათუმის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი - ,,ბათუმის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტი აღმოაჩინეს.უცხო ქვეყნის მოქალაქეების ბარგის შემოწმების შედეგად, საერთო ჯამში აღმოჩენილი იქნა, 560 კაფსულაფსიქოტროპული პრეპარატი  - ,,პრეგაბალინი“, რომელიც მათ სამგზავრო ჩანთაში ჰქონდათ განთავსებული.ორივე კანონდამრღვევი მოქალაქის მიმართ, გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი.  

სუსი

1786778218

სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, სისხლის სამართლის ორ სხვადასხვა საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, სისხლის სამართლის ორ სხვადასხვა საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინებების საფუძველზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავეს.ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე, რომელიც საქართველოს ოთხ მოქალაქესთან ერთად წარმოადგენდა თაღლითურ დანაშაულებრივ ჯგუფს, საქართველოში დროებით მყოფ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს 14 500 აშშ დოლარის სანაცვლოდ, ბინადრობის ნებართვის მიღებაში დახმარებას დაჰპირდა, თუმცა დანაპირები ვერ შეასრულა.დაზარალებულს გასული ჰქონდა ქვეყანაში კანონიერად ყოფნის ვადა, რაც ცნობილი იყო დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებისთვის. შესაბამისად, მოგვიანებით, დაკავებულ ბრალდებულთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი საქართველოს მოქალაქეები თურქეთის რესპუბლიკის იმავე მოქალაქეს დაუკავშირდნენ და 3000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, საქართველოში მისი ყოფნის კანონიერი საფუძვლის შექმნაში შეუწყვეს ხელი – კერძოდ, აღნიშნული პირის პირადობის მოწმობის გამოყენებით, საზღვრის რეალური კვეთის გარეშე, ,,პირადობის მოწმობით მგზავრობის, შემოსვლისა და გასვლის ფორმაში“, განათავსეს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ორმხრივი კვეთის დამადასტურებელი ოფიციალური შტამპები.რაც შეეხება სისხლის სამართლის მეორე საქმეს – გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში დროებით მყოფ თურქმენეთის რესპუბლიკის მოქალაქეს გასდიოდა ქვეყანაში კანონიერად ყოფნის ვადა; საქართველოს მოქალაქე კი, 4000 აშშ დოლარის სანაცვლოდ დაჰპირდა მას საზღვარზე გაყვანას და შემდგომ უკან შემოყვანას ისეთი ფორმით, რომ კანონიერად გაგრძელდებოდა საქართველოში ყოფნის ვადა. ბრალდებულმა ვერ შეასრულა დანაპირები, თუმცა მაინც მოითხოვა და მიიღო თანხის ნაწილი.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“, 19.180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აგრძელებს მუშაობას აღნიშნულ დანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა პირების გამოვლენისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.

დაკავება

1786777287

სამართალდაცველებმა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს.სამართალდამცველებმა, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე, ბრალდებულების პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება - 560 აბი„პრეგაბალინი".გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.