ვიტალი კლიჩკო

1771147172

ვიტალი კლიჩკო: კიევი კატასტროფის ზღვარზეა. უკრაინა გადარჩება თუ არა, კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას

Financial Times-ი კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც ის ქვეყანაში არსებულ ვითარებასა და საგანგაშო გზავნილებზე საუბრობს. კლიჩკო აღნიშნავს, რომ კიევი კატასტროფის ზღვარზეა და უკრაინის, როგორც სუვერენული სახელმწიფოს არსებობა, ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.კლიჩკომ FT-ს განუცხადა, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის განუწყვეტელმა საჰაერო დარტყმებმა კიევი კატასტროფის ზღვარზე მიიყვანა.„ამჟამად, ჩვენი ქვეყნის მომავლის საკითხი - გადავრჩებით თუ არა დამოუკიდებელ ქვეყნად - კვლავ ღიად რჩება“, - განუცხადა კლიჩკომ FT-ს.ქალაქის 3.5 მილიონი მცხოვრები მოსკოვის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ ყველაზე მკაცრ ზამთარს განიცდის. ტემპერატურა მინუს 20°C-ზე დაბლა დაეცა და კიევი ყინულისა და თოვლის სქელი ფენითაა დაფარული. რუსეთმა მაცხოვრებლების სირთულეები კიდევ უფრო გაამწვავა ასობით რაკეტისა და დრონის ერთდროულად გაშვებით, რამაც ელექტროენერგიის, გათბობისა და წყალმომარაგების ფართომასშტაბიანი გათიშვა გამოიწვია. წელს დედაქალაქის 12 000 საცხოვრებელი კორპუსიდან დაახლოებით ნახევარი გარკვეულ მომენტში გათბობის გარეშე დარჩა. მთელ ქალაქს ელექტროენერგიის განმეორებითი გათიშვა ჰქონდა.რუსულმა ბალისტიკურმა რაკეტებმა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემა გაარღვია, რომლის უმეტესობასაც, ზელენსკის თქმით, საბრძოლო მასალა ამოეწურა. მან ევროპელი პარტნიორები დაადანაშაულა პირობის დარღვევაში, რამაც რუსეთს საშუალება მისცა, კიევი „ელექტროენერგიის გათიშვის პირას“ მიეყვანა.სტატიის ავტორის ცნობით, პრეზიდენტმა მერი დაადანაშაულა კიევის ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე მკაცრი ზამთრისთვის არასათანადოდ მომზადებაში, ხოლო კლიჩკომ საპირისპირო მიმართულებით გაიშვირა თითი.ინტერვიუში მან აღიარა, რომ ზელენსკისთან მისი ხანგრძლივი დაპირისპირება ომამდე დაიწყო. კლიჩკო აცხადებს, რომ ომის დროს განხორციელებულმა ამ ქმედებებმა შეასუსტა დეცენტრალიზაციის მნიშვნელოვანი რეფორმები, რომლებიც ოდესღაც დემოკრატიულ წარმატებად ითვლებოდა. კლიჩკოსა და ზელენსკის შორის დაძაბულობა კვლავ გამწვავდა მას შემდეგ, რაც მერმა პრეზიდენტი ომის დაწყებიდან დაახლოებით 1600 სისხლის სამართლის საქმის აღძვრის ბრძანებაში დაადანაშაულა, რაც, მისი თქმით, პოლიტიკურად მოტივირებულია.„ამჟამად, ჩვენი ქვეყნის მომავლის საკითხი - გადავრჩებით თუ არა დამოუკიდებელ ქვეყნად - კვლავ ღიად რჩება“, - განუცხადა კლიჩკომ FT-ს.

ოდესა

1771046571

რუსეთის დარტყმის შედეგად ოდესასა და კიევის ოლქში საცხოვრებელი სახლები დაიწვა - არიან დაშავებულები

რუსული ძალების მიერ დარტყმის შედეგად ოდესის ერთ-ერთ რაიონში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ინფორმაცია ოდესის ადმინისტრაციის უფროსმა სერგეი ლისაკმა გაავრცელა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.კიევის ოლქში კი ორი ადამიანი დაიჭრა, - ინფორმაციას ოლქის ადმინისტრაციის უფროსი ნიკოლაი კალაშნიკი ავრცელებს. მისივე ცნობით, შეტევის შედეგად კერძო საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

1770789891

Reuters: ზელენსკი თებერვალში არჩევნებს გამოაცხადებს

 უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გეგმავს, რომ თებერვალში არჩევნები გამოაცხადოს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.სააგენტოს ცნობით, ზელენსკი არჩევნების თარიღს 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის მეოთხე წლისთავზე გამოაცხადებს.სავარაუდოდ, არჩევნები მაისში ჩატარდება. როგორც Reuters-ი იუწყება, ზელენსკი ახალ საპრეზიდენტო არჩევნებს და ტერიტორიულ საკითხთან დაკავშირებულ რეფერენდუმს დანიშნავს.ქვეყნის მეთაურის არჩევის პარალელურად უკრაინელებს მოუწევთ გადაწყვიტონ, ეთანხმებიან თუ არა აშშ-ისა და ევროპელების ჩართულობით შემუშავებულ სამშვიდობო გეგმას.

ხარკოვი

1770787553

რუსეთმა ხარკოვის ოლქი დაბომბა. დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვი

 რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გვიან ღამით უკრაინის ხარკოვის ოლქის ქალაქი ბოგოდუხოვი დრონით დაბომბა. ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.გავრცელებული ცნობების თანახმად, დრონი ერთ-ერთ კერძო სახლს მოხვდა. მაშველებმა ნანგრევებიდან ოთხი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს. გარდაცვლილები არიან 34 წლის მამაკაცი და სამი ბავშვი. ორი ბიჭი ერთი წლის იყო, ხოლო ერთი გოგონა - 2 წლის.ამასთან ერთად, დაბომბვის შედეგად დაშავდა 35 წლის ფეხმძიმე ქალი და კიდევ ერთი ადამიანი. ხანძრის ქრობის პროცესში მონაწილეობას იღებდნენ მეხანძრე-მაშველები, აგრეთვე გამნაღმველები და კინოლოგები.

საჰაერო განგაში

1770783498

უკრაინის რეგიონებში კვლავ საჰაერო განგაშია გამოცხადებული - მოქალაქეებს თავშესაფარში გადასვლისკენ მოუწოდებენ

 უკრაინის რეგიონებში კვლავ საჰაერო განგაშია გამოცხადებული. მოქალაქეებს თავშესაფარში გადასვლისკენ მოუწოდებენ.ოკუპანტებმა ქალაქების და დასახლებების მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები და დრონები გაუშვეს. თავდასხმის სამიზნე გახდა ხარკოვის ოლქი, ქალაქ ბოგო-დუხოვში მიმდინარეობს სახანძრო სამაშველო ოპერაცია. მაშველები ნანგრევებში მოყოლილებს ეძებენ. მედიის ინფორმაციით, დარტყმებს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის სამი ბავშვია. არიან დაშავებულები.უკრაინის მწვავე გამოწვევად რჩება ენერგოკრიზისი. რუსეთის ძალები ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავენ. ძლიერი ყინვის პირობებში კიევში 1 400 მრავალსართულიანი სახლი ცენტრალური გათბობის გარეშეა დარჩენილი.

ვოლოდიმირ ზელენსკი

1770698035

უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა - ვოლოდიმირ ზელენსკი

 უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა, უსაფრთხოებას ალტერნატივა არ აქვს. მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენი სახელმწიფოს აღდგენას ალტერნატივა არ აქვს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.მისი თქმით, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ამ კვირაში მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებები იგეგმება.„რაც მთავარია, ჩვენმა პარტნიორებმა უნდა გაიზიარონ ჩვენი შეხედულებები : მშვიდობა აუცილებელია და საიმედო უსაფრთხოების გარანტიები ერთადერთი რეალური საფუძველია მშვიდობისა და იმისთვის, რომ რუსებმა არ დაუშვან შეთანხმებების დარღვევა თავდასხმით ან ჰიბრიდული ოპერაციით“, - აღნიშნა ზელენსკიმ.მისი თქმით, ყველას შეუძლია დაინახოს, რას აკეთებენ რუსი მკვლელები, რაკეტები და დრონები.„ამისგან დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა ხელშესახები უნდა იყოს და საფუძველი ჩაუყაროს ხანგრძლივ მშვიდობას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ვიტალი კლიჩკო

1770533574

ვიტალი კლიჩკომ კიეველებს ცივი ღამეებისთვის მომზადებისკენ მოუწოდა

ვიტალი კლიჩკომ კიევის მცხოვრებლებს მოუწოდა, ცივი ღამეებისთვის მოემზადონ. უკრაინის დედაქალაქის მერის თქმით, კიეველებს მოუწევთ „გადაიტანონ უახლოესი რამდენიმე დღე-ღამე, რომელიც კიევისთვის ძალიან რთული იქნება“. მეტეოროლოგიური პროგნოზის თანახმად, 8-10 თებერვალს უკრაინის დედაქალაქში, რუსეთის მასირებული დარტყმების შემდეგ ენერგოსექტორში შექმნილი მძიმე ვითარების ფონზე, -12-დან -17 გრადუსამდე ყინვაა მოსალოდნელი.მანამდე კი უკრაინულმა ენერგეტიკულმა კომპანიამ DTEK განაცხადა, რომ დაზიანებების გამო კიევს ელექტროენერგია დღე-ღამეში მხოლოდ 1,5-2 საათით მიეწოდება.„6-დან 7 თებერვლის ღამეს რუსებმა ენერგოსისტემაზე იერიში მიიტანეს. დაზიანდა DTEK-ის ორი თბოელექტროსადგური და საკვანძო მაღალი ძაბვის ქვესადგურები. მაღალი ძაბვის ქვესადგურების დაზიანების გამო, იძულებით განიტვირთა ატომური ელექტროსადგურები. უკრაინამ ხელმისაწვდომი ელექტროენერგიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა. სისტემა მუშაობს მაქსიმალური შეზღუდვებით“, - განაცხადეს კომპანიაში და ასევე მოუწოდეს მოსახლეობას, რთული დღეებისთვის მოემზადონ.

ზაპოროჟიე

1770178908

ზაპოროჟიესა და ხარკოვში, რუსული უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - დაშავებულია 15 მოქალაქე

 ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ზაპოროჟიესა და ხარკოვში რუსული უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმას. დაშავებულია 15 მოქალაქე.აფეთქებების შედეგად, დაზიანდა საცხოვრებელი და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა; ზიანი მიადგა ენერგო სისტემასაც, რომელიც ბოლო პერიოდში უკრაინაში მწვავე კრიზისს განიცდის.მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლებში მოსახლეობა გაუსაძლის ყინვაში გათბობისა და დენის გარეშეა დარჩენილი

კეროლაინ ლევიტი

1770177720

დონალდ ტრამპისთვის რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებული მასშტაბური სარაკეტო თავდასხმა მოულოდნელი არ ყოფილა - კეროლაინ ლევიტი

 დონალდ ტრამპისთვის რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებული მასშტაბური სარაკეტო თავდასხმა მოულოდნელი არ ყოფილა, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა.„ამაზე პრეზიდენტს დღეს დილით ვესაუბრე და, სამწუხაროდ, მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ეს ორი ქვეყანაა, რომლებიც რამდენიმე წლის განმავლობაში ძალიან სასტიკ ომში არიან, ომში, რომელიც არასდროს დაიწყებოდა, პრეზიდენტი რომ თანამდებობაზე ყოფილიყო. ის წინა პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სისუსტისა და არაკომპეტენტურობის გამო დაიწყო”, – განაცხადა ლევიტმა.თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას ლევიტმა განაცხადა, რომ აშშ-ის შუამავლობით რუსეთსა და უკრაინას შორის დაგეგმილი მოლაპარაკებები მიმდინარე კვირის ბოლოს აბუ დაბიში გაგრძელდება. ლევიტის თქმით, აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მონაწილეობას მიიღებენ უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის დაგეგმილ სამმხრივ მოლაპარაკებებში.ლევიტის თქმით, სამმხრივი მოლაპარაკებები „ისტორიულია“, რადგან „სამ ქვეყანას არასდროს ჰქონია შესაძლებლობა, დამსხდარიყვნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან“.„სტივ უიტკოფმა, ჯარედ კუშნერმა და პრეზიდენტმა ტრამპმა შეუძლებელი შესაძლებელი გახადეს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის საკითხში და ვიცი, რომ ისინი ისწრაფვიან იგივე გააკეთონ რუსეთსა და უკრაინას შორის ომთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ლევიტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

1770177610

ტრამპის პირად თხოვნას ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შეჩერების შესახებ რუსეთმა ბალისტიკური რაკეტების რეკორდული რაოდენობით უპასუხა, ველოდებით აშშ-ის რეაქციას - ვოლოდიმირ ზელენსკი

 რუსეთმა ტრამპის პირად თხოვნას ბალისტიკური რაკეტების რეკორდული რაოდენობით უპასუხა, ველოდებით აშშ-ის რეაქციას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.ყოველდღიური მიმართვისას ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთმა მიზანმიმართულად უგულებელყო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პირადი თხოვნა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შეჩერების შესახებ და ახლა კიევი ვაშინგტონისგან პასუხს ელოდება.„ეს აშშ-ის პრეზიდენტის პირადი თხოვნა იყო. ვხედავთ, რომ რუსეთმა ამ თხოვნას ბალისტიკური რაკეტების რეკორდული რაოდენობით უპასუხა. ოთხი დღეც არ გასულა იმ დღიდან, როდესაც მან ეს რუსეთს სთხოვა. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს, მათ შორის იმაზე, რასაც რუსეთი გვპირდება ან, შეიძლება, დაგვპირდეს. თუ მათი სიტყვა ახლა არ შესრულდება, მაშინ რას უნდა ველოდოთ შემდეგ?“ – განაცხადა ზელენსკიმ.მისივე თქმით, რუსები ამ ომამდეც იტყუებოდნენ.„და ახლა – თუნდაც ასეთ დეტალებში, ასეთ შეთანხმებებში ამერიკასთან – რუსეთი კვლავ გვატყუებს. ისინი მოსკოვში გამოუსწორებლები არიან. მათ სურთ სიცივით ისარგებლონ, რადგან თავიანთი თავდასხმებით ვერ დაგვიპყრობენ ჩვენ, უკრაინას“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ოკუპანტებმა კიევი დაბომბეს

1770102414

ოკუპანტებმა კიევი დაბომბეს - არიან დაშავებულები

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გამთენიისას უკრაინის დედაქალაქი კიევი დაბომბა. ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაიბომბა კიევის თითქმის ყველა რაიონი. დამწვარია საბავშვო ბაღი, მრავალსართულიანი კორპუსები. ერთ-ერთი ჭურვი ბენზინგასამართ სადგურს მოხვდა. დაზიანდა ძაბვის გადამცემი ხაზიც. დაბომბვის შედეგად დაშავდა სამი ადამიანი.კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დაბომბვის შედეგად 2 ათასამდე მრავალსართულიანი კორპუსი გათბობის გარეშე დარჩა. სპეციალისტები ადგილზე უკვე მუშაობენ.

უკრაინის დროშა

1770095656

უკრაინული დელეგაცია აბუ-დაბიში გაემგზავრა, სადაც 4-5 თებერვალს რუსეთთან მოლაპარაკებებს გამართავს

 უკრაინის დელეგაციის წევრები არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში გაემგზავრნენ, სადაც 4-5 თებერვალს უკრაინა-აშშ-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებები გაიმართება. ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაავრცელა.„დღეს ჩვენს დელეგაციასთან თათბირი გავმართეთ. ბიჭები უკვე გზაში არიან. შეხვედრები [აშშ-თან და რუსეთთან] ოთხშაბათს და ხუთშაბათს გაიმართება“, - განაცხადა ზელენსკიმ საღამოს ტრადიციული ვიდეომიმართვის დროს.მან აგრეთვე დასძინა, რომ სამმხრივი ფორმატის გარდა უკრაინული დელეგაცია ორმხრივ რეჟიმში გამართავს მოლაპარაკებებს ამერიკულ მხარესთან.