puli

1745431294

ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვისაც მერია სწავლას დაუფინანსებს

სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის  ფარგლებში, თბილისის მერიაში 5 მარტიდან დღემდე 1 900-ზე მეტი განაცხადი შემოვიდა, აქედან 254 განაცხადი უკვე დაკმაყოფილდა, - ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.მისი თქმით, სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის  წევრისა  და  შშმ სტუდენტებისთვის 2024-2025  სასწავლო  წლის გაზაფხულის სემესტრის  სწავლის საფასურის დაფინანსებას.„ძალიან დიდია ინტერესი აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, შემოსული განაცხადების განხილვა გრძელდება და ეტაპობრივად ყველა იქნება დაკმაყოფილებული. განცხადებების მიღება გაგრძელდება  31 მაისამდე. ასე რომ, იაქტიურეთ, წარმოადგინეთ განაცხადები და მუნიციპალიტეტი ყველანაირად დაგეხმარებათ ამ მიმართულებით“, - განაცხადა თბილისის მერმა.ამასთანავე, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, 442 წარმატებული მაგისტრანტი თბილისის მერიის ფინანსურ დახმარებას მიიღებს, რაც ასევე მნიშვნელოვანია ახალგაზრდების  ხელშეწყობის თვალსაზრისით. 

ჯარიმა

1744801348

ამ კანონდარღვევისთვის ჯარიმა 500 და 1500 ლარია - დეტალები

 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, "ჭიაკოკონობის" ტრადიციული რიტუალის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის ნარჩენის (მათ შორის, საბურავების, პლასტიკის მასალის, ფოთლების) ღია წესით დაწვა აკრძალულია."აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის წინა ოთხშაბათს ტრადიციული რიტუალი - "ჭიაკოკონობა" იმართება. რიტუალის დროს ცეცხლის დასანთებად, მოსახლეობა სხვადასხვა ტიპის მუნიციპალურ ნარჩენს იყენებს. აღნიშნული ნარჩენების დაწვისას, გამოიყოფა გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობისათვის საშიში ტოქსიკური, კანცეროგენული ნივთიერებები და აირები. საფრთხე ექმნება მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, ბავშვების ჯანმრთელობას, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ტრადიციულ რიტუალში.გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის ნარჩენის (მათ შორის, საბურავების, პლასტიკის მასალის, ფოთლების) ღია წესით დაწვა აკრძალულია.ნარჩენების მართვის კოდექსის თანახმად, მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების - ფოთლების, ბაღის/პარკის ნარჩენების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღია წესით დაწვა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო საბურავის, რეზინისა და სხვა ელასტომერული მასალის ღია წესით დაწვის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს 1 500 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევს.გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი "ჭიაკოკონობის ღამეს" კონტროლს გაამკაცრებს და თითოეულ სამართალდარღვევაზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს.გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე", - აღნიშნულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებაში.

puli

1744702521

ახალი გადაწყვეტილება, რომელიც პირველი მაისიდან ამოქმედდება

სესხის სხვა ფინანსური ორგანიზაციიდან რეფინანსირების შემთხვევაში წინსწრების საკომისიო მცირდება."ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში" ცვლილებები ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, ძალაში 1-ლი მაისიდან შევა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.ცვლილებების მიხედვით, ფიზიკური პირებისა და ორ მილიონ ლარამდე მოცულობის ჯამური ვალდებულებების მქონე იურიდიული პირებისთვის სესხის/კრედიტის სხვა ფინანსური ორგანიზაციიდან სრული ან ნაწილობრივი რეფინანსირების შემთხვევაში წინსწრების საკომისიოს მაქსიმალური ოდენობა ნაცვლად დღეს არსებული 2%-ისა 0.5%-მდე მცირდება."ცვლილებების შედეგად შემცირდება ვალდებულების ერთი ფინანსური ორგანიზაციიდან მეორეში გადატანის ხარჯი, რაც ხელს შეუწყობს ფინანსურ ორგანიზაციებს შორის კონკურენციის გაძლიერებასა და მომხმარებლებისთვის მეტად ხელსაყრელი პირობების შეთავაზებას.მნიშვნელოვანია, რომ წარმოდგენილი ცვლილებებით, პირველად, დოკუმენტალურ ოპერაციებზე (აკრედიტივი, დოკუმენტალური ინკასო, საბანკო გარანტია, აქცეპტები და სხვა), წინსწრებით დაფარვის საკომისიოს ზედა ზღვარი 2%-ის ოდენობით განისაზღვრა. ვინაიდან ეს საკითხი დოკუმენტალურ ოპერაციებთან მიმართებით დღემდე რეგულირებული არ იყო და პრაქტიკაში უფრო მაღალი საკომისიოების დაწესების შემთხვევებიც გვხვდებოდა, სებ-მა მიზანშეწონილად ჩათვალა მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში შესაბამისი ცვლილებები შესულიყო" - ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.

ბინა

1744097571

თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი ფართები კიდევ სამ ოჯახს დაუკანონდება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროგრამა, რომელიც 2017 წლიდან წარმატებით მიმდინარეობს, გრძელდება.როგორც კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საცხოვრებელი ფართით უკვე დაკმაყოფილებულია 3 049 ოჯახი, რომელთა რიცხვს დღეს კიდევ სამი ოჯახი შეემატება.„საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროგრამა 2017 წლიდან წარმატებით მიმდინარეობს. ეს ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო, როდესაც 2017 წელს ვატარებდით საარჩევნო კამპანიას და ვხვდებოდით მოსახლეობას. ჩვენ მაშინ ძალიან ბევრი ადამიანი გვხვდებოდა ამ პრობლემით. იმ დროიდან დავიწყეთ მუშაობა ამ მიმართულებით, შევიმუშავეთ კონკრეტული ხედვა და როდესაც დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობამ აგვირჩია, დავიწყეთ მისი განხორციელება. დღევანდელი მონაცემებით, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებულია 3 049 ოჯახი. ეს არის ის შენობა-ნაგებობები, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში იყო. ამ ფართებში ათეული წლებია, ცხოვრობდნენ ოჯახები და ვერ ახერხებდნენ მათ დაკანონებას, რაც ძალიან დიდ უკმაყოფილებას იწვევდა“, – განაცხადა თბილისის მერმა.მისივე ინფორმაციით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საცხოვრებელი ფართი კიდევ სამ ოჯახს დაურეგისტრირდება ნაძალადევის, საბურთალოსა და კრწანისის რაიონებში. დედაქალაქის მერმა მოუწოდა ამ პრობლემის მქონე მოქალაქეებს, მიმართონ მათივე რაიონულ გამგეობებს, სადაც მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას, თუ რა დოკუმენტაციაა წარსადგენი იმისთვის, რომ საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში ოფიციალურად გადაეცეთ.

ჯარიმა

1743522343

დღეიდან ამ დანაშაულისთვის ჯარიმა 2000 ლარია - ვის რა შემთხვევაში შეეხება ეს ჯარიმები

დღეიდან, პიროტექნიკის გამოყენების წესების დარღვევაზე ჯარიმები ამოქმედდა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს რამდენიმე ახალი მუხლი დაემატა, რომელიც ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს პიროტექნიკური ნაწარმის საქართველოში იმპორტთან, ექსპორტთან, წარმოებასთან ან/და რეალიზაციასთან დაკავშირებული შემდეგი ქმედებებისთვის:პიროტექნიკური ნაწარმის იმ პირისთვის მიყიდვა, ვისაც კანონმდებლობის შესაბამისად არა აქვს მისი ფლობის/გამოყენების უფლება, გამოიწვევს 2 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას.ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ აღნიშნული ქმედების კვლავ ჩადენა გამოიწვევს მის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.პიროტექნიკური ნაწარმის შეძენა, ფლობა ან/და გამოყენება იმ პირის მიერ, ვისაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არ აქვს მისი შეძენის, ფლობის ან/და გამოყენების უფლება, გამოიწვევს მის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. აღნიშნული ქმედების ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ აღნიშნული ქმედების კვლავ ჩადენა კი გამოიწვევს მის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით ან უამისოდ.გარდა ამისა, ბავშვთან ერთად მშობელსაც ან მის კანონიერ წარმომადგენელსაც დააჯარიმებენ იმ შემთხვევაში თუ:არასრულწლოვანი შეიძენს, გამოიყენებს ან თან ექნება პიროტექნიკური ნაწარმი;ან არ დაემორჩილება სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის განკარგულებას ან მოთხოვნას;ან რამენაირ შეურაცხყოფას მიაყენებს, მაგალითად, სიტყვიერს.ასეთ შემთხვევაში ჯარიმა 100-დან 300 ლარამდეა.

ჯარიმა

1743497019

ამ კანონდარღვევისთვის, დღეიდან ჯარიმა 5000 ლარი იქნება - დეტალები

დღეიდან, საქართველოში, თამბაქოს ნაწარმი მხოლოდ სადა, სტანდარტული შეფუთვით გაიყიდება.კანონის თანახმად, ყველა ბრენდი ვალდებულია გამოიყენოს ერთიანი, სტანდარტული ფერის შეფუთვა, რომელზეც მითითებული იქნება მხოლოდ ბრენდისა და ქვესახეობის დასახელება, სამედიცინო გაფრთხილებებისა და სხვა აუცილებელი ინფორმაციის თანხლებით.თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვის გარეშე რეალიზაცია, თამბაქოს ნაწარმისა და მისი შეფუთვის სტანდარტიზების წესის დარღვევა 5 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.სიგარეტის ერთგვაროვანი შეფუთვის შესახებ რეგულაცია 2024 წლის 1-ლი ოქტომბრიდან მიიღეს და დღეიდან ის ძალაში შევიდა. 

პარლამენტის ფოიე

1743439831

ამ დანაშაულისთვის სასჯელი მკაცრდება - რა წერია პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტში

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონპროექტი.პროექტის თანახმად, ხე-ტყით უკანონოდ სარგებლობის შემთხვევაში სასჯელი გამკაცრდება და დამრღვევ პირს ადმინისტრაციულის ნაცვლად სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება.წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად, სახერხ საამქროში მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახერხი ან/და თერმული დამუშავების დანადგარის (ტექნიკის) ან/და მოწყობილობის რეგისტრაციის გარეშე მონტაჟისათვის მკაცრდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და ნაცვლად ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთისა განისაზღვრება თავისუფლების აღკვეთა ერთიდან სამ წლამდე ვადით, ხოლო იგივე ქმედების არაერთგზის ჩადენისათვის ერთიდან ორ წლამდე ვადა იცვლება სამიდან ხუთ წლამდე ვადით.ცვლილება ასევე შედის იმავე მუხლის შენიშვნაში, რომლის თანახმადაც, იურიდიული პირის პასუხისმგებლობის ნაწილში იზრდება საქმიანობის უფლების ჩამორთმევის ვადა და ნაცვლად სამ წლამდე ვადისა განისაზღვრება 5 წლამდე ვადით.პროექტის თანახმად, ნაცვლად ტერმინისა "ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა", რომელიც შინაარსობრივად საკმაოდ ვიწრო ცნებაა, ხდება ახალი ტერმინების შემოტანა - "მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვა" და "დიდი ოდენობით უკანონო დამზადება".მომხსენებლის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის ნინო თანდილაშვილის განმარტებით, ხე-ტყით უკანონოდ სარგებლობის სფეროში პასუხისმგებლობის გამკაცრებას ექნება შემაკავებელი ეფექტი, რამაც თავის მხრივ, უნდა განაპირობოს ხე-ტყით უკანონოდ სარგებლობის სფეროში მდგომარეობის გამოსწორება.წარმოდგენილი კანონპროექტიდან გამომდინარე შესაბამისი ცვლილება შედის "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში".კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილული კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე გატანას.

puli

1743066663

„ყველა დარღვევაზე მოხდება რეაგირება. საჯარიმო სანქცია ამ შემთხვევაში 5 000 ლარია“ - ახალი გადაწყვეტილება რომელიც უნდა იცოდეთ

მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან, საქართველოში, თამბაქოს კონტროლის რეფორმების მიმართულებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეგულაცია ამოქმედდება. თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია მხოლოდ სადა, სტანდარტიზებული შეფუთვით იქნება ნებადართული, – ინფორმაციას ამის შესახებ თამბაქოს კონტროლის ალიანსი ავრცელებს.თამბაქოს კონტროლის ალიანსის ინფორმაციით, კანონის თანახმად, ყველა ბრენდი ვალდებულია, გამოიყენოს ერთიანი, სტანდარტული ფერის შეფუთვა, რომელზეც მითითებული იქნება მხოლოდ ბრენდისა და ქვესახეობის დასახელება, სამედიცინო გაფრთხილებებისა და სხვა აუცილებელი ინფორმაციის თანხლებით.„სადა შეფუთვა მიზნად ისახავს თამბაქოს ნაწარმის მიმზიდველობის შემცირებას, განსაკუთრებით მოზარდებსა და ახალგაზრდებში. კვლევების თანახმად, სტანდარტიზებული შეფუთვა ამცირებს თამბაქოს მოხმარების დაწყების ალბათობას და ხელს უწყობს მოწევის შეწყვეტას.აღსანიშნავია, რომ თამბაქოს ნაწარმის სადა შეფუთვის რეგულაცია 2018 წელს უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა თამბაქოს ინდუსტრიის ჩარევის და მათი სახელისუფლებო ლობისტების ზეწოლით საკანონმდებლო ცვლილება არ განხორციელდა და რეგულაციის ამოქმედება რამდენჯერმე გადაიდო. რეგულაციის გადავადების ერთ-ერთი მიზეზის თანახმად, თამბაქოს ინდუსტრია ცვლილებებისთვის მზად არ იყო. ასევე მანიპულირებდნენ რუსეთ-უკრაინის ომით, სადაც საწარმოო პროცესი არ გაჩერებულა. სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინტერესების უგულვებელყოფის ხარჯზე, ყოველ ჯერზე გაითვალისწინა ინდუსტრიის მოთხოვნები და პროფესიული ორგანიზაციების მოწოდება, არ დაეჭირათ მხარი რეგულაციის გადავადებისთვის და უზრუნველეყოთ მისი დროული ამოქმედება.თამბაქოს ნაწარმის სადა შეფუთვის რეგულაციის ამოქმედება მნიშვნელოვანი ნაბიჯია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით. მიუხედავად გადავადებებისა და ინდუსტრიის წინააღმდეგობისა, რეგულაციის ამოქმედება ხელს შეუწყობს თამბაქოს მოხმარების შემცირებას და საზოგადოების ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.აღსანიშნავია, რომ თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, უკვე თებერვალში დაფიქსირდა თამბაქოს ზოგიერთი მწარმოებლის მიერ სავაჭრო ქსელებში სადა შეფუთვით სარეალიზაციოდ სიგარეტების შეტანის ფაქტები. პირველი აპრილიდან კი, ყველა დარღვევაზე მოხდება შესაბამისი რეაგირება. საჯარიმო სანქცია ამ შემთხვევაში 5 000 ლარია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

puli

1743015148

ამ ადამიანებისთვის მერიის ბიუჯეტიდან 70 110 ლარი გამოიყოფა - ვინ მიიღებს დაფინანსებას

„ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე მოქალაქეთა მხარდაჭერას სხვადასხვა სახის პროგრამით ვახორციელებთ, რომელთაგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი „ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამაა. ამ მიმართულების დაფინანსება მიმდინარე წელსაც გაგრძელდება“, - განაცხადა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.„ბიუჯეტში გათვალისწინებული გვაქვს სოციალური დახმარებებისა და ჯანდაცვის მიმართულებები, რისთვისაც საკმაოდ დიდი თანხებია გამოყოფილი. წლების განმავლობაში სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს 100%-ით უფინანსდებოდათ მედიკამენტები. გასულ წელს მივიღეთ გადაწყვეტილება და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ მიმართულებით საჭიროებს მხარდაჭერასა და დახმარებას, ყველას აღმოვუჩენთ თანადგომას და 100%-ით დაფინანსდება მედიკამენტები. არ აქვს მნიშვნელობა პირი სოციალურად დაუცველია თუ არა“, - განაცხადა თბილისის მერმა.მისი თქმით, პროგრამა HER-2 დადებითი ადგილობრივად გავრცელებული და მეტასტაზური ფორმის ძუძუს კიბოს დიაგნოზის მქონე მოქალაქეების სიცოცხლის გახანგრძლივება/განკურნებას ემსახურება და შესაბამისად, ძვირად ღირებული მედიკამენტები ფინანსდება. თბილისის მერია 18, რიგ შემთხვევაში კი, გაცილებით მეტ ინფუზიას აფინანსებს.„2024 წლიდან ძვირად ღირებული სამკურნალო მედიკამენტები სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფი მოქალაქეების მსგავსად, პროგრამის ყველა მოსარგებლეს სრულად, 100%-ით უფინანსდება. ერთი პაციენტის მკურნალობის სრული კურსის ჩასატარებლად, მინიმუმ 24 750 და მაქსიმუმ 70 110 ლარი გამოიყოფა. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად, საქართველოს მოქალაქეს ბოლო ორი წლის განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად, პროგრამაში ჩართვის დროისთვის, თბილისის მუნიციპალიტეტში უნდა ჰქონდეს რეგისტრაცია“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.მან ასევე აღნიშნა, რომ მოქალაქემ პროგრამაში ჩასართავად, განცხადებით და შესაბამისი საბუთებით დედაქალაქის მერიას უნდა მიმართოს, რომელთა საფუძველზე, მედიკამენტის აფთიაქიდან გასატანად, საგარანტიო წერილი გაიცემა.„გვაქვს ბევრი პროგრამა, ბევრი მიმართულება და, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან ყოველთვის იქნება მხარდაჭერა. უნდა აღნიშნოს, რომ იგივე დამოკიდებულებაა ჯანდაცვის მიმართულებითაც. უამრავი ადამიანი მოგვმართავს სხვადასხვა ოპერაციის დაფინანსების თხოვნით. აქაც მაქსიმალურად ყველას ხელს ვუწყობთ და ჩვენი მხრიდან გამოიყოფა კონკრეტული თანხები, რათა დავაკმაყოფილოთ მოქალაქეთა მომართვიანობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ჯარიმა

1742930337

ჯარიმა 5 000 ლარია - ნახეთ გადაწყვეტილება, რომელიც 1-ელი აპრილიდან ამოქმედდება

მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან, საქართველოში, თამბაქოს კონტროლის რეფორმების მიმართულებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეგულაცია ამოქმედდება. თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია მხოლოდ სადა, სტანდარტიზებული შეფუთვით იქნება ნებადართული, – ინფორმაციას ამის შესახებ თამბაქოს კონტროლის ალიანსი ავრცელებს.თამბაქოს კონტროლის ალიანსის ინფორმაციით, კანონის თანახმად, ყველა ბრენდი ვალდებულია, გამოიყენოს ერთიანი, სტანდარტული ფერის შეფუთვა, რომელზეც მითითებული იქნება მხოლოდ ბრენდისა და ქვესახეობის დასახელება, სამედიცინო გაფრთხილებებისა და სხვა აუცილებელი ინფორმაციის თანხლებით.„სადა შეფუთვა მიზნად ისახავს თამბაქოს ნაწარმის მიმზიდველობის შემცირებას, განსაკუთრებით მოზარდებსა და ახალგაზრდებში. კვლევების თანახმად, სტანდარტიზებული შეფუთვა ამცირებს თამბაქოს მოხმარების დაწყების ალბათობას და ხელს უწყობს მოწევის შეწყვეტას.აღსანიშნავია, რომ თამბაქოს ნაწარმის სადა შეფუთვის რეგულაცია 2018 წელს უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა თამბაქოს ინდუსტრიის ჩარევის და მათი სახელისუფლებო ლობისტების ზეწოლით საკანონმდებლო ცვლილება არ განხორციელდა და რეგულაციის ამოქმედება რამდენჯერმე გადაიდო. რეგულაციის გადავადების ერთ-ერთი მიზეზის თანახმად, თამბაქოს ინდუსტრია ცვლილებებისთვის მზად არ იყო. ასევე მანიპულირებდნენ რუსეთ-უკრაინის ომით, სადაც საწარმოო პროცესი არ გაჩერებულა. სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინტერესების უგულვებელყოფის ხარჯზე, ყოველ ჯერზე გაითვალისწინა ინდუსტრიის მოთხოვნები და პროფესიული ორგანიზაციების მოწოდება, არ დაეჭირათ მხარი რეგულაციის გადავადებისთვის და უზრუნველეყოთ მისი დროული ამოქმედება.თამბაქოს ნაწარმის სადა შეფუთვის რეგულაციის ამოქმედება მნიშვნელოვანი ნაბიჯია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით. მიუხედავად გადავადებებისა და ინდუსტრიის წინააღმდეგობისა, რეგულაციის ამოქმედება ხელს შეუწყობს თამბაქოს მოხმარების შემცირებას და საზოგადოების ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.აღსანიშნავია, რომ თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, უკვე თებერვალში დაფიქსირდა თამბაქოს ზოგიერთი მწარმოებლის მიერ სავაჭრო ქსელებში სადა შეფუთვით სარეალიზაციოდ სიგარეტების შეტანის ფაქტები. პირველი აპრილიდან კი, ყველა დარღვევაზე მოხდება შესაბამისი რეაგირება. საჯარიმო სანქცია ამ შემთხვევაში 5 000 ლარია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

puli

1742280807

კარგი სიახლე, რომელიც პირველი მაისიდან ამოქმედდება - საყურადღებო ინფორმაცია

სესხის სხვა ფინანსური ორგანიზაციიდან რეფინანსირების შემთხვევაში წინსწრების საკომისიო მცირდება."ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში" ცვლილებები ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, ძალაში 1-ლი მაისიდან შევა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.ცვლილებების მიხედვით, ფიზიკური პირებისა და ორ მილიონ ლარამდე მოცულობის ჯამური ვალდებულებების მქონე იურიდიული პირებისთვის სესხის/კრედიტის სხვა ფინანსური ორგანიზაციიდან სრული ან ნაწილობრივი რეფინანსირების შემთხვევაში წინსწრების საკომისიოს მაქსიმალური ოდენობა ნაცვლად დღეს არსებული 2%-ისა 0.5%-მდე მცირდება."ცვლილებების შედეგად შემცირდება ვალდებულების ერთი ფინანსური ორგანიზაციიდან მეორეში გადატანის ხარჯი, რაც ხელს შეუწყობს ფინანსურ ორგანიზაციებს შორის კონკურენციის გაძლიერებასა და მომხმარებლებისთვის მეტად ხელსაყრელი პირობების შეთავაზებას.მნიშვნელოვანია, რომ წარმოდგენილი ცვლილებებით, პირველად, დოკუმენტალურ ოპერაციებზე (აკრედიტივი, დოკუმენტალური ინკასო, საბანკო გარანტია, აქცეპტები და სხვა), წინსწრებით დაფარვის საკომისიოს ზედა ზღვარი 2%-ის ოდენობით განისაზღვრა. ვინაიდან ეს საკითხი დოკუმენტალურ ოპერაციებთან მიმართებით დღემდე რეგულირებული არ იყო და პრაქტიკაში უფრო მაღალი საკომისიოების დაწესების შემთხვევებიც გვხვდებოდა, სებ-მა მიზანშეწონილად ჩათვალა მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში შესაბამისი ცვლილებები შესულიყო" - ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.

puli

1741773513

ვინ მიიღებს სწავლის დაფინანსებას მერიისგან - დეტალები

„სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში, 2024-2025 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, თბილისის მერიამ განცხადებების მიღება დაიწყო და პროცესი 31 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.დედაქალაქის მერიის ცნობით, პროგრამის ფარგლებში დაფინანსდებიან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტები.თბილისის მერიისგან მიღებული სწავლის დაფინანსების მოცულობა დამოკიდებულია სტუდენტების აკადემიურ მოსწრებაზე.„სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში, 2024 წელს ფინანსური მხარდაჭერა 5 000-მდე სტუდენტს გაეწია.