ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების მეორე იერიში განახორციელა
1749840137
13 ივნისს ქუთაისში დღისით +28 და ღამით +18 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები მზიან ამინდს ვარაუდობენ.
წვიმიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთში, სადაც დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19. ბათუმშიც მზიანი ამინდი იქნება, დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიანი ამინდია ფოთშიც. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი. მზეა ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +29, ღამით კი +19 გრადუსია ნავარაუდევი.
მზიანი დღეა სოხუმშიც. +28 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში მზიანია ამინდია, დღისით +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიანი ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +31 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +15 გრადუსი იქნება. იწვიმებს.
წვიმიანი დღეა ბორჯომში, +31 იქნება დღისით, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანშიც იწვიმებს. დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით 9 გრადუსი დაფიქსირდება.
გორში დღისით +32 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში დღის განმავლობაში 14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება. ომალოში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +17, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხშიც მზიანი ამინდია. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +32 გრადუსი იქნება, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო ამინდია თელავშიც, სადაც დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსია ნავარაუდევი.
გურჯაანშიც მზიან ამინდს ელოდებიან. დღისით +32 გრადუსი, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში მზიანი დღე იქნება. დღისით +31 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში დღისით +34 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც მზიან ამინდის ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +19 გრადუსი იქნება.