მერაბ დვალიშვილი მიმართვას ავრცელებს
1749750149
შსს განცხადებას ავრცელებს:
"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ჭავჭავაძის გამზირსა და ვარაზისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს შეკრება/მანიფესტაცია, რომლის ფარგლებშიც დაკავებულია ტრანსპორტის სავალი ნაწილი.
აქციის მონაწილეთა მიერ, საავტომობილო გზის ხელოვნურად ბლოკირების მიზნით, ჭავჭავაძის გამზირზე განთავსებულია სხვადასხვა ტიპის კონსტრუქცია.
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 პრიმა მუხლის თანახმად, დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვა, თუ აღნიშნულის საჭიროებას არ განაპირობებს მონაწილეთა რაოდენობა. აგრეთვე დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციებით ან/და საგნებით გადაკეტვა.
აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოვუწოდებთ გაათავისუფლონ გზა და შეწყვიტონ ტრანსპორტის სავალ ნაწილზე შეკრება/მანიფესტაცია და პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში.
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად შეკრება/მანიფესტაციების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს ეძლევათ 15 წუთიანი ვადა, რათა მიმართონ ყველა შესაბამის ზომას ტრანსპორტის სავალი ნაწილის გახსნისა და ტრანსპორტის მოძრაობის აღსადგენად. წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიყენებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს.
შეკრება/მანიფესტაციის ორგანიზატორებსადა მონაწილეებს მოვუწოდებთ დაემორჩილონ პოლიციის კანონიერს.
მერაბ დვალიშვილი მიმართვას ავრცელებს
1749750149