ლევან შელეგია

1776970859

„როცა პაციენტს არასაჭირო წამლებს უწერ, არ ხარ ექიმი...“ - ლევან შელეგია

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი, ლევან შელეგია მორიგ საინტერესო ინფორმაციას გვიზიარებს, რომელიც სოციალურ ქსელებს ეხება. „ 1. როცა ყოველ დღე ფეისბუქზე ამტკიცებ, რომ ყველაზე ბედნიერი ხარ, დიდია ალბათობა, რომ არ ხარ.2. როცა ყველა ტაძართან დემონსტრაციულად პირჯვარს იწერ, მარხვას არ მაზავ და ხატების მუზეუმში ცხოვრობ, მაგრამ სახლში დედის ტრ$კს ახურებ მეუღლეს და ბავშვებს, ესეიგი უბრალოდ ტიპობ, არ ხარ ქრისტიანი,ნუ აბოლებ ხალხს!3. როცა პაციენტს არასაჭირო წამლებს უწერ, არ ხარ ექიმი.4.როცა შვილს შენი ეშინია, ვერ ხარ მშობელი.5.როცა სიძულვილს ქადაგებ, არ ხარ სასულიერო პირი.6.როცა ძვირადღირებულ ჯიპში თბილად ზიხარ და ხელში ბოლო აიფონი გიკავია, შენს მრევლს კი წამლის ფული არ აქვს, ვერ ხარ სასულიერო პირი.7.როცა მოსწავლეს უკივი და ამცირებ, არ ხარ მასწავლებელი.8.როცა მეგობარს სიმართლეს ვერ ეტყვი, არ არის ის მეგობარი.9.როცა შვილს აყვედრებ ამაგს, არ ხარ დედა/მამა.10. როცა შვილს მარტო აკეთებ და სხვა არაფერში იღებ მონაწილეობას, არ ხარ მამა.11.როცა პარტნიორს ღალატობ, არ გიყვარს არც ის, არც საკუთარი თავი.12.როცა სხვებს ჩაგრავ, არ ხარ არავინ.13.როცა სხვებზე ძალადობ - არც მაშინ.14.როცა მეუღლეზე ძალადობ, შვილების პირველი მტერი ხარ.15.როცა რასისტი, ფაშისტი, ჰომოფობი, ტირანი, ცხოველების მჩაგვრელი ხარ, ავად არის შენი სული სიძულვილით.16.როცა სხვა რელიგიები გძულს, არც ქრისტიანი ხარ.17.როცა პატივს არ სცემ, ესეიგი არც გიყვარს.18.როცა არ ზრუნავ, არც მაშინ გიყვარს.19.სანამ სხვას სცემ დედის გინების გამო, შენ ნუ აგინებ დედაშენს ყოველ წინადადებაში.20.როცა პენსიონერი ემიგრანტი დედის ევრო-დოლარებზე ზიხარ ჯანმრთელი ახალგაზრდა, ჩვეულებრივი გამომძალველი ხარ და დედა არის შენი მძევალი",- წერს შელეგია.  

ბავშვი

1776452939

„ბევრ მშობელს ეს საერთოდ არ აქვს გააზრებული, ამის ფასს საზოგადოებაც გადაიხდის...“ - რას წერს ექიმი ლევან შელეგია

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია „ფეისბუკზე“ ხშირად აქვეყნებს პოსტებს, სადაც საზოგადოებას სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე რჩევებს უზიარებს.ამჯერად იგი ახალ პოსტს აქვეყნებს და ხსნის, რატომ არის ბავშვის ყოლა და გაზრდა ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა:„გადაწყვეტილება, რომელიც ქმნის ადამიანებს, ოჯახებს, საზოგადოებებს, ქვეყნებს, საერთაშოორისო კლიმატს.ბავშვის საქციელი, აზრები, შეხედულებები, განსაკუთრებით ცხოვრების პირველ ეტაპზე, ყალიბდება სახლში.სკოლამდელი და დაწყებითი კლასების ბავშვისთვის მთავარი მოდელები, რომელთა მაგალითზე და მიბაძვითაც ისინი სწავლობენ ცხოვრების ანბანს, არიან მშობლები პირველ რიგში და ოჯახის სხვა წევრები.პატივისცემა, მოთმინების უნარი, ზრდილობა თუ ძალადობრივი საქციელი, იმპულსურობა, სხვების აბუჩად აგდება …გენეტიკა იმხელა როლს არ თამაშობს, როგორც მოდელზე სწავლა, ანუ მშობლების დაკვირვებება, მათი საქციელის დამახსოვრება და შემდეგ შესაბამის სიტუაციაში ამ დამახსოვრებული საქციელის გამოვლენა.ვისაც მეტი გაინტერესებთ ამ თემაზე გაეცანით ფსიქოლოგიაში კოგნიტური პარადიგმის შემომტანს, ალბერტ ბანდურას და მის ნაშრომებს. Albert Bandura - Observational / Imitational Learning;ბავშვის ყოლა და გაზრდა არის ალბათ ყველაზე საპასუხისმგებლო რამ, რაც არსებობს.სამწუხაროდ ძალიან ბევრ მშობელს ეს საერთოდ არ აქვს გააზრებული. ამის შედეგი კი სავალალო და ტრაგიკულია, პირველ რიგში ისევ ასე უბრალოდ გაკეთებული, გაჩენილი და საკვებ მიცემული ბავშვებისთვის.მაგრამ ამის ფასს საზოგადოებაც გადაიხდის, რომელშიც ინერციით ან საერთოდ ძალადობაში და/ან ინტელექტუალურ-ემოციურ ვაკუუმში წამოზრდილი ადამიანები ადვილად ვერ მოახდენენ ინტეგრაციას, იქნებიან ანტისოციალურები, მოძალადეები, ფეთქებადები, ნეოფობები, ჰომოფობები, მიზოგინები, შოვინისტები, რელიგიური ექსტრემისტები, უსაქმურები, დამნაშავეები …მეტი სიფრთხილე თავიდანვე!პრეზერვატივის და კონტრაცეპციის სხვა მეთოდების ზუსტი ხმარება, ახალი სიცოცხლის შექმნის პასუხისმგებლობის და მასშტაბის სრული გააზრება იქნებოდა პირველი კონსტრუქტიული ნაბიჯი.და საერთოდაც, შვილის ყოლა არანაირად არ არის არც აუცილებლობა, არც ვალდებულება. მათემატიკური გამრავლება ხარისხის გარეშე ნსმდვილად არც ერს წაადგება, არც ოჯახს და არც თვითონ უაზრობაში და უყველაფრობაში გაზრდილ მსხვერპლს.“,- წერს ლევან შენგელია. 

მარიამ შრმანაშვილი

1776244320

„გუშინ არასასიამოვნო ფაქტი მოხდა.." - მარიამ შარმანაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს

 ინფლუენსერი და ზუმბას სპეციალისტი მარიამ შარმანაშვილისოციალურ ქსელში მიმართვას აქვეყნებს და ამბობს, რომ მისი მეუღლე, კარლო პონტი, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, თაღლითობის მსხვერპლი გახდა:„ახლა ერთ ძალიან მნიშვნელოვან თემას უნდა შევეხო. გუშინ არასასიამოვნო ფაქტი მოხდა. როდესაც კარლო საქართველოში ჩამოვიდა, ტაქსისტმა, რა დისტანციაზეც ჩემთვის, მაქსიმუმ, 80-100 ლარი გამოურთმევიათ, კარლოს 100 დოლარი გამოართვეს. მინდა მივმართო იმ ტაქსის მძღოლებს, რომლებსაც უცხოელებთან აქვთ შეხება - ძალიან მაგრად "ტეხავს", როდესაც გგონიათ, რომ უცხოელებმა ან ტარიფი არ იციან ან მოატყუებთ და ეს ჩვეულებრივ ამბად ჩაივლის. ამჯერად ამ ადამიანის ნომრებს არ ვასაჯაროებ, მაგრამ სამომავლოდ თუ მსგავსი შემთხვევა განმეორდება, აუცილებლად გავასაჯაროებ. ეს იყოს გაფრთხილება.არ ვიცი, სახელმწიფოს მხრიდანაც ეს თემა რატომ არ რეგულირდება. ასეთი არაადეკვატური თანხის გამორთმევის შემდეგ, უნდა ჯარიმდებოდნენ ეს ადამიანები. პირველ რიგში, ეს ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის კარგი არ არის, როდესაც ასე არაკეთილსინდისიერად შეიძლება, ექცეოდნენ ტაქსის მძღოლები უცხოელ მოქალაქეებს. ამ თემაზე გაზიარება იმიტომ მოვინდომე, რომ ვიმედოვნებ, შემთხვევის გაზიარების შემდეგ, იქნებ, ან რეგულაცია დაწესდეს ან იქნებ, შერცხვეთ ამ ადამიანებს ასეთი თაღლითობის და აღარ გააკეთონ".

გიორგიო მამარდაშვილი

1775733000

„არც ხვიჩა იყო ფრანგი და არც გიორგი ინგლისელი, ორივე დიადი საქართველოს შვილები არიან, მაგრამ...“ - რას წერს გოგა ჩანადირი

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი გოლი გაიტანა. ქართველმა ფეხბურთელმა მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში „ლივერპულის“ კარი 65-ე წუთზე აიღო და „პარი სენ-ჟერმენის“ სასარგებლოდ ანგარიში 2:0 გახადა.„ლივერპულის“ კარს „პარი სენ-ჟერმენის“ წინააღმდეგ გიორგი მამარდაშვილი იცავდა. აღნიშნულ ამბავს სოციალურ ქსელში ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი გამოეხმაურა:„რა იშვიათი შემთხვევაა ორი ქართველის დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგაზე. დღეს ეს ვიხილეთ კვარაცხელია-მამარდაშვილის არა ერთ გუნდში, არამედ ერთმანეთის წინააღმდეგ. ორივემ ბრწყინვალე თამაში აჩვენა.წაგებული „ლივერპულის“ მხარეს მამარდა ყველაზე საუკეთესო იყო შესანიშნავი მოგერიებებით, მოგებული გუნდის პსჟ-ს მხარეს კი კვარადონა იყო საუკეთესო, რომელმაც 2:0 მოგებაში უდიდესი წვლილი შეიტანა 1 გოლის გატანის ჩათვლით. „არც ხვიჩა იყო ფრანგი და არც გიორგი ინგლისელი, ორივე დიადი საქართველოს შვილები არიან, მაგრამ მაინც სასიამოვნო იყო ორი ქართველის ხილვა უდიდეს საფეხბურთო ფორუმზე, რომელსაც დღეს მილიარდზე მეტმა ადამიანმა მიადევნა თვალი“, - წერს გოგა ჩანადირი.

zura shevardnadze

1775472000

,,სანამ ჯერარგაგონილი სიტყვებით მამკობდნენ ახალი კაფე მოვაწყვე გარდენიაში” - ზურა შევარდნაძე

"გარდენიას" მფლობელი, ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. "ამასობაში, სანამ ჯერარგაგონილი სიტყვებით მამკობდნენ ახალი კაფე მოვაწყვე გარდენიაში.მივიხედე, მოვიხედე და "მყუდრო" დავარქვი.ხვალ დავისვენებთ და სამშაბათიდან ყველა სილამაზის და სიმყუდროვის მოყვარულს სიხარულით ვუმასპინძლებთ!",- წერს ზურა შევარდნაძე.ბოლო პერიოდია ზურა შევარდნაძის მიმართ უკმაყოფილო ადამიანები საუბრობენ.

ქეთა თოფურია

1774465624

„ჩემო ხატია...“ - ქეთა თოფურია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

მომღერალი ქეთა თოფურია სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. ქეთას სთორიდან ირკვევა, რომ მისი უახლოესი მეგობარი, ხატია ბიგანიშვილი დაიღუპა. ქეთას და ხატიას მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებდათ. „მსუბუქი იყოს მიწა შენთვის, ჩემო ხატია“, - წერს ქეთა თოფურია. 

მეუფე იოანე

1773735747

VIDEO: „სასწრაფოდ მჭირდებოდა თანხა, მივედი პატრიარქთან...“ - მეუფე იოანე ილია მეორეზე საუბრისას ატირდა

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც მეუფე იოანე ერთ-ერთი ქადაგების დროს საკუთარ ისტორიას იხსენებს, რომელიც პატრიარქის მისადმი გამოჩენილ დიდ მადლს უკავშირდება.როგორც მეუფე ჰყვება, ოჯახური პრობლემები ჰქონდა და დიდი თანხა ესაჭიროებოდა, მივიდა პატრიარქთან და სთხოვა...ვრცლად 

zura shevardnadze

1773495629

„სასწაულზე მეტიც იყო ამის ნახვა... გვეჩვენებოდა ალბათ რომ ტიროდნენ კიდეც“ - რას წერს ზურა შევარდნაძე

ქართველი ფლორისტი, მწერალი და ტელეწამყვანი, ზურა შევარდნაძე, რომელიც ცნობილია თავისი ყვავილებისადმი განსაკუთრებული სიყვარულითა და ბაღის მოვლისადმი​მიძღვნილი შრომით, სოციალურ ქსელში ხშირად უზიარებს საზოგადოებას ამა თუ იმ რჩევებს და სახალისო ისტორიებს მისი წარსულიდან. ამჯერად ზურამ სოციალურ ქსელში ახალი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ბავშვობას იხსენებს და გაზაფხულის დადგომაზე წერს:„ჩემი ბავშვობისდროინდელ გურიაში ყველას სჯეროდა, რომ მერცხლების მოფრენას გაზაფხულზე მოაქ ოჯახიზა სიკეთე და ყორიფელი კაი. სახლზე მერცხალი რომ ბუდეს არ გეიკეთებს გლახას უნდა ელოდეს პატრონი.ჩვენი შუშაბანდის სარაბახი და პარმაღის მესამე, მოღუნული ქილიში ქონდათ ამოჩემებული, აპრილის ბოლოსკენ გამოჩნდებოდენ, გულმოდგინედ მოზელდენ ტალახს და იწყებდენ ბუდის შენებას. ხან მეკირიები დაესხმებოდენ თავს, წაართმევდენ სიმწრით ნაშენებს, ბოლომდე ამოქოლავდენ და დაისაკუთრებდენ.იმ წლის გაზაფხულზე ხარება დღეს მოფრინდნენ, ძველი ბუდე შეაკეთეს და მალევე დაჩეკეს ექვსი ბარტყი, ყველა დაზარდეს და დააფრთიანეს.ნაფერისცვალებევს გასაფრენად რომ ემზადებოდენ რატომღაც დედა მერცხალი ბუდეში რჩებოდა დღისით, იქიდან იმზირებოდა მოწყენილი. ბაბუამ თქვა რაცხა უჭირს თვარა ასე არ გაჩერდებოდაო, დავაკვირდით..აკითხავდენ სხვა მერცხლები, ბუდეზე ჩამოუსხდებოდენ, იყო ერთი ჟივილი, ის კიდევ უფრო მოიწყენდა, ბოლოს ბუდეში მთლად ჩაიმალა, თავიც აღარ უჩანდა.დადგა გაფრენის დღე, შეგროვდენ, მეზობლის სახლებიდან სხვა მერცხლებიც მოვიდნენ, ყველამ მოაკითხა იჟივლეს, იჟივლეს, უფრინეს ირგვლივ ჩვენს სახლს და ეზოს, ვერაფერს გახდნენ ან რა უნდა ექნათ, გაფრინდნენ.ბაბუამ სკამი დაიდგა, ავიდა და ბუდიდან ფრთამოტეხილი, მარტო დარჩენილი დედა მერცხალი ჩამოიყვანა, მიმინოს ყავს გამონაქცევიო დაადგინა. მარტო ჩვენ ბავშვებმა კიარა დიდებმაც იდარდეს. ბებიამ უიღბლა დაარქვა და გვითხრა: "რა ოჯახი ვართ ნენა ამდენმა სულმა ერ ჩიტს თუ ვერ მივხედეთ და ვეპატრონეთ არხეინათ იყავით აფერს არ გუუჭივრეფო."იმ დღიდან ჩვენი, ბაღნების მთავარი საზრუნავი, სადარდებელი, სიხარული და მწუხარება მხოლოდ უიღბლა გახდა. ბებიამ კვერცხის ცილა და კუპრის საპონი ათქვიფა, ჩემს ძველ ფეხსაცმელს ენა ამოგლიჯა, თხელი ტყავი ფრთის ფორმაზე გამოჭრა და ნარეცხი მიტკალით არტაშანი დავადეთ მტკივან ფრთაზე უიღბლას. ბაბუამ მომცრო ყუთი შეჭედა, ფუჩეჩით, რბილი თივით გამოვტენეთ და შიგ ჩავსვით. რძეში მოზელილი ჭადისგულის ბურთულებს ვაჭმევდით ერთხანს, ხან კვერცხისგულს ვუჩიტავდით. ორ კვირაში მოიკეთა, ძალა მოიკრიბა ფრთაც მოურჩა და შუშაბანდში გადავასახლეთ, კარების თავზე მივუმაგრეთ ყუთი. ფრთხილად გამოდიოდა, ფანჯრის რაფებზე შუშებთან შეგროვილ ბუზებზს დარაჯობდა.დაზამთრდა, ჩამოთოვა საყორნია, ტოლების და ბახმაროს მთებიც ჩამოათეთრა. უიღბლა მთლად დასევდიანდა, უმეტეს დროს ყუთში ატარებდა მხოლოდ წყლის დასალევად თუ გამოვიდოდა, ერთი ორი სიცივისგან დარეტიანებული ბუზი ჰყოფნიდა მთელი დღე, რას არ ვთავაზობდით მაგრამ ჩვენი მოტანილი არაფერი უნდოდა, ძალიან შეგვეჩვია, აღარ გვიფრთხოდა.გამარტებისკენ დღეები რომ დაგრძელდა, დათბა, გარეთაც დაიწყო სახლის ირგვლივ და ეზოში ფრენა. ტყემლები და ფრანგულა მსხლები რომ აყვავდა შუშაბანდი და ყუთი დატოვა, თავის ბუდეში გადასახლდა, ხალისიანი გახდა, ბუმბულიც გამოიცვალა.ბევრი ემოციებიანი, სიხარულით, სიცილ-ყიჟინით მონატრებული ადამიანების შეხვედრა მინახავს ამ 45 წლის მანძილზე მაგრამ არც მანამდე და არც მერე იმის მსგავსი არაფერი როგორიც მერცხლების შეხვედრა იყო იმ წლის გაზაფხულზე... როგორ ჟიოდნენ, ყველანი როგორ ჟიოდნენ, როგორ ეფერებოდნენ ერთმანეთს შუბლებით სასწაული და სასწაულზე მეტიც იყო ამის ნახვა. გვეჩვენებოდა ალბათ რომ ტიროდნენ კიდეც.ოთხი ბარტყი გამოჩეკა და გაზარდა იმ წელს უიღბლამ, დააფრთიანა, ნაფერსცვალებევს დიდი მადლიერებით სამი წრე დაარყეს ჩვენს ოდასახლს და სხვა მერცხლებთან ერთად გაფრინდა.გასათხოვი ყველა გავათხუეთ, მოსაყვანებმა ყველამ მოიყვანეს, შვიდი ბიჭი შვილი გაჩნდა მარტო ჩვენს სანათესაოში, თავიც არ წამოგვტკენია არცერთს, სულ ირიახო ურუახო ისმოდა ჩვენსას იმ წელიწადს“,- წერს ზურა შევარდნაძე. 

გიორგი გველესიანი

1773438352

„ვარჯიშობს და რაც მთავარია, კითხულობს წიგნებს“ - რა ინფორმაცია ვრცელდება გიორგი გველესიანზე

ირანში მიმდინარე მოვლენები სულ უფრო დაძაბულ ხასიათს იძენს, შესაბამისად, დიდ ინტერესს იწვევს სად იმყოფება ამჯერად ირანული კლუბის ქართველი ფეხბურთელი გიორგი გველესიანი. როგორც ცნობილი გახდა, გველესიანი ამჯერად საქართველოში იმყოფება, ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოლიტიკოსმა თედო ისაკაძემ დაწერა და ფეხბურთელთან ერთად გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა. „ჩამოვიდა, აქ არის, ვარჯიშობს და რაც მთავარია, კითხულობს წიგნებს.ბევრი ლიტერატორი ვერ დაიკვეხნის ისე იცნობს მსოფლიო ლიტერატურას“, - წერს თედო ისაკაძე. გი­ორ­გი გვე­ლე­სი­ა­ნი ზე­დი­ზედ მე­სა­მედ ირა­ნის ჩემ­პი­ო­ნა­ტის წლის სა­უ­კე­თე­სო მცვე­ლად 2025 წელსაც და­ა­სა­ხე­ლეს. ის ამ­ჟა­მად თე­ი­რა­ნის "პერ­სე­პო­ლი­სის" ღირ­სე­ბას იცავს.

 ლიკა გაგნიძე,

1773437828

„თანხის ჩარიცხვა აღარ არის საჭირო, საკმარისზე მეტიცაა… ექიმმა იმედი მომცა, რომ ბოლომდე გამომაჯანმრთელებს“ – ლიკა გაგნიძე

„თანხის ჩარიცხვა აღარ არის საჭირო საკმარისზე მეტიცაა უღრმესი მადლობა ყველას გთხოვთ აღარ ჩამირიცხოთ, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვიზაჟისტი და „ტიკტოკერი“ ლიკა გაგნიძე წერს.ლიკამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ სიმსივნესთან ბრძოლას ხელმეორედ იწყებს და ამისთვის საზოგადოების ფინანსური დახმარება სჭირდებოდა.  „თანხის ჩარიცხვა აღარ არის საჭირო საკმარისზე მეტიცაა. უღრმესი მადლობა ყველას გთხოვთ აღარ ჩამირიცხოთ ახლა გენეტიკურ ტესტს მიკეთებენ მაგის მერე გადაწყდება როგორი ტიპის მკურნალობა იქნება საჭირო (გთხოვთ გადააზიარეთ) ძალიან დიდი მადლობა ყველა თქვენგანს და უფალს ვიდეოში ვთელავ და ბოლომდე ვერ ვამბობ სათქმელს, დღეს ფლორენსის კლინისკის დირექტორიც გამესაუბრა რომ ყველანაირ მხარდაჭერას მიცხადებენ ყველანაირ ეტაპზე და დიდი მადლობა ასევე უძლიერეს სპეციალისტს Prof. Dr. Cem lyibozkurt-ს, რომელმაც ყველა შემთხვევაში იმედი მომცა რომ ბოლომდე გამომაჯანმრთელებს “, – წერს ლიკა გაგნიძე. 

თამუნა

1773221997

„ეს ბიჭი გულში გვყავს“ – თამუნა მდივანი ოჯახურ კადრს გვიზიარებს

მსახიობი და ინფლუენსერი, თამუნა მდივანი, სოციალურ ქსელში ოჯახურ კადრს გვიზიარებს. კადრში მისი ვაჟი, გიორგი დებთან და დედასთან ერთადაა. „ეს ბიჭი გულში გვყავს“ – აღნიშნავს თამუნა და უამრავ გულთბილ კომენტარს იღებს. „ჩემი წილი გიო მუდამ ჩემს გულშია ჩემი ტკბილი ბიჭი“„ჩემო თამუნა ახლა უფლის გულშია გიო, შემოგევლე როგორ მენატრები, ღმერთი შენთან“ „როგორი ბედნიერები ხართ თამუ“ – აღნიშნავენ სოცქსელში.

ჯანეტ ქერდიყოშვილი

1773144148

ჯანეტ ქერდიყოშვილი მიმართვას ავრცელებს

ყოფილი „მის საქართველო“ ჯანეტ ქერდიყოშვილი ახალი სატელევიზიო გადაცემის, „ჩვენი საქართველოს“, ერთ-ერთი წამყვანი გახდა. გადაცემას ის ტელეწამყვან დიმა ობოლაძესთან ერთად უძღვება.გადაცემის სატელევიზიო პრემიერა 9 მარტს შედგა. ეთერში გასვლის შემდეგ ჯანეტ ქერდიყოშვილმა სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა და მაყურებელს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.„დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, ვინც ნახა ჩემი საქართველო, გაგვიზიარა დრო, ემოცია და მხარდაჭერა 🤍თქვენი თითოეული კომენტარი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ უფრო დიდ მოტივაციას გვაძლევს შევქმნათ საინტერესო და გულით გაკეთებული პროექტი.მადლობა ყველას“,- წერს ჯანეტ ქერდიყოშვილი.