ბანკი

1792593780

საქართველოს ეროვნული ბანკი ოქტომბრის „მონეტარული პოლიტიკის ანგარიშს“ აქვეყნებს

ეროვნულმა ბანკმა საზოგადოებასთან კომუნიკაციის გაძლიერების მიზნით, გასულ წელს მონეტარული პოლიტიკის კომუნიკაციის ახალი, სცენარებზე დაფუძნებული მიდგომა დანერგა, რომლითაც უფრო გამჭვირვალე გახადა რისკების მართვისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესი. აღნიშნული ნაბიჯით ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს განვითარების მორიგ ეტაპზე გადავიდა, რითაც აუმჯობესებს მონეტარული პოლიტიკის რეაქციის ფუნქციის აღქმადობას და აძლიერებს პოლიტიკის გადაცემის არხების ეფექტურობას."მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში" ინფლაციის, ეკონომიკური ზრდისა და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის იმ პროგნოზების აღწერას გაეცნობით, რომელთაც მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება ეფუძნება. გამოცემის მიზანი სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილების საზოგადოებისთვის დეტალური ახსნაა.ზოგადად, სცენარებზე დაფუძნებული მიდგომა მოიაზრებს მაღალი გაურკვევლობის შედეგად წარმოქმნილი რისკების სპექტრის ანალიზსა და, მათზე საპასუხოდ, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შესაძლო ტრაექტორიების კომუნიკაციას.მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს, უცვლელად, 8.25% ინარჩუნებს, თუმცა ინფლაციური რისკების ზრდის ფონზე, განაკვეთის საპროგნოზო ტრაექტორია ზრდის მიმართულებით გადახედაფრთხილი მიდგომის შესაბამისად, ეროვნული ბანკი შეინარჩუნებს მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს ინფლაციური მოლოდინების ზრდისა და მეორე რაუნდის ეფექტების განვითარების რისკები და უზრუნველყოს მიწოდების შოკის ამოწურვის შემდეგ ინფლაციის მიზნობრივ 3-პროცენტიან მაჩვენებელთან სწრაფი დაბრუნება.მაკროეკონომიკური პროგნოზი ცენტრალური სცენარი  სებ-ის განახლებული ცენტრალური სცენარის მიხედვით, ახლო აღმოსავლეთში გამწვავებული გეოპოლიტიკური ვითარება 2026 წლის მეოთხე კვარტალშიც შენარჩუნდება.გეოპოლიტიკური ვითარების შედეგად გაზრდილი ენერგორესურსების ფასების გავლენით, 2026 წელს ინფლაცია საშუალოდ 5.4% იქნება, ხოლო 2027 წლის მეორე კვარტლიდან მნიშვნელოვნად შემცირდება და კვლავ მიზნობრივ 3 პროცენტიან მაჩვენებელს დაუახლოვდება მომატებული ინფლაციური რისკები კვლავ საყურადღებო რჩება აქედან გამომდინარე, სებ ცენტრალურ სცენართან ერთად სხვადასხვა რისკ-სცენარსაც განიხილავს მაღალინფლაციური სცენარიერთი მხრივ, სებ განიხილავს მაღალინფლაციური რისკის სცენარს, რომელიც მოიაზრებს გეოპოლიტიკური ვითარების უფრო მეტად გახანგრძლივებასა და გამწვავებას.  ამასთან, მიწოდების ჯაჭვების შეფერხებები და ალტერნატიულ სატრანსპორტო მარშრუტებზე გადასვლა წარმოებასა და ტრანსპორტირებას გააძვირებს. შედეგად, გაძლიერებული გლობალური ინფლაციური წნეხი ადგილობრივ ეკონომიკას გადმოეცემა, რაც მონეტარული პოლიტიკის დამატებით გამკაცრებასა და მკაცრი პოზიციის უფრო ხანგრძლივად შენარჩუნებას მოითხოვს.დაბალინფლაციური სცენარიდაბალინფლაციური რისკის სცენარი გეოპოლიტიკური ვითარების სწრაფ დეესკალაციას მოიაზრებს. ასეთ პირობებში, საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფასების წნეხი მოსალოდნელზე ადრე შემცირდება. ამასთან სცენარი, ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტის მოსალოდნელზე სწრაფ დეესკალაციასა და გლობალურად შემცირებული ნავთობის ფასების, ადგილობრივ ბაზარზე სრულად გადმოცემას მოიაზრებს. ამასთან, სცენარი ითვალისწინებს პროდუქტიულობის ზრდის ხანგრძლივად მაღალ დონეზე შენარჩუნებას.მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემდგომი ტრაექტორია დამოკიდებული იქნება  საგარეო შოკების საქართველოს ეკონომიკაზე გადმოცემის სიძლიერესა და პოტენციურ გავლენაზე.  იმ შემთხვევაში, თუ გახანგრძლივებული მიწოდების შოკის შედეგად ინფლაციურ მოლოდინებში ზრდის ტენდენცია გამოიკვეთა, რაც მეორე რაუნდის რისკებსაც გააძლიერებს, მპკ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზომიერ ზრდას გააგრძელებს.ხოლო ამის საწინააღმდეგოდ მათი მკაფიო შემცირება და ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან მოსალოდნელზე სწრაფი და მდგრადი დაახლოება მონეტარული პოლიტიკის ეტაპობრივი ნორმალიზებისთვის შექმნის სივრცეს.გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე პუბლიკაციების განყოფილებაში.

ტურიზმი

1792564961

ყურის ქვეყნების ტუროპერატორები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან

საქართველოში მაღალმხარჯველი ტურისტული ნაკადების მოსაზიდად საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ყურის ქვეყნებში აქტიურ მარკეტინგულ აქტივობებს აგრძელებს.მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, საქართველოს კატარიდან, ქუვეითიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან 8 მსხვილი ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი ეწვია. გაცნობითი ტურის ფარგლებში ისინი თბილისის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს, კულტურას და კულინარიას გაეცნენ.ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, სტუმრები ქართველ კოლეგებს შეხვდნენ. B2B ფორმატში გამართულ შეხვედრაში 30-მდე ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, ტუროპერატორებმა სამომავლო თანამშრომლობის, ტურების დაგეგმვისა და ერთობლივი ტურისტული პაკეტების შემუშავების საკითხები განიხილეს.ყურის ქვეყნების ბაზარი საქართველოს ტურიზმის სექტორისთვის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. რეგიონიდან ჩამოსული ვიზიტორები მაღალი მხარჯველობით გამოირჩევიან. ამასთან, მათი დაინტერესება საქართველოს მიმართ ოთხივე სეზონზე მაღალია - ისინი ინტერესდებიან როგორც საზღვაო და სამთო კურორტებით, ისე სათავგადასავლო ტურიზმითა და სხვადასხვა ტურისტული აქტივობებით.

ირაკლი  გაბრიაძე

1792501680

ირაკლი გაბრიაძე: ფინანსებზე ხელმისაწვდომობის არსებული პროგრამები, ახალი ფინანსური ინსტრუმენტები და ექსპორტის მხარდაჭერა ჯამურად წაახალისებს მომდევნო 10 წლის განმავლობაში 40 მილიარდი ლარის ინვესტიციას ქართულ ეკონომიკაში

„საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სტრატეგიული სახელმწიფო პროექტების განხორციელებაში“, - განაცხადა კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გაბრიაძემ.როგორც საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის პრეზენტაციაზე გამოსვლისას მისმა ხელმძღვანელმა აღნიშნა, კორპორაცია მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ენერგეტიკის სექტორში. ამასთან, მისი თქმით, კორპორაციის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ინვესტიციების წახალისებაა.„მიზანი გვაქვს, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში დადგმული სიმძლავრე 2.5-ჯერ გაიზარდოს და მსხვილი სტრატეგიული, სტრატეგიული ობიექტები აშენდეს. სხვადასხვა მიმართულებით ვგეგმავთ, რომ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის არსებული პროგრამებით 16 მილიარდ ლარზე მეტ ინვესტიციას წავახალისებთ, ახალი ფინანსური ინსტრუმენტებით 7 მილიარდ ლარზე მეტ ინვესტიციას შევუწყობთ ხელს“, - განაცხადა ირაკლი გაბრიაძემ.ამასთან, ეკონომიკის განვითარების კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა ხაზი გაუსვა, რომ დაგეგმილია 2000 ექსპორტიორის მხარდაჭერა, რაც, მისი შეფასებით, ძალიან ამბიციური გეგმაა, რადგან დღეის მდგომარეობით ბაზარზე სულ 2500 ექსპორტიორია.„მხარს დავუჭერთ ასევე კერძო ფასიანი ქაღალდების გამოშვების მიმართულებით 16 მილიარდ ლარამდე ინვესტიციას და 1 მილიარდ ლარამდე გაიზრდება კერძო საინვესტიციო ფონდების აქტივების მოცულობა, ისეთი აქტივების, რომლებიც წილობრივ მონაწილეობაში მიიღებენ მონაწილეობას. ჯამურად აღნიშნული წაახალისებს მომდევნო 10 წლის განმავლობაში 40 მილიარდი ლარის ინვესტიციას ქართულ ეკონომიკაში“, - განაცხადა ირაკლი გაბრიაძემ.

ირაკლი გაბრიაძე

1792501527

ირაკლი გაბრიაძე: ეკონომიკის განვითარების კორპორაცია კონსოლიდაციის და ოპტიმიზაციის საფუძველზე შეიქმნა, სადაც ერთ ინსტიტუციაში თავი მოიყარა ბევრმა გამოცდილებამ, რომელიც წლების განმავლობაში დაგროვდა

„საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია შეიქმნა კონსოლიდაციის და ოპტიმიზაციის საფუძველზე, სადაც ერთ ინსტიტუციაში თავი მოიყარა ბევრმა გამოცდილებამ, რომელიც წლების განმავლობაში დაგროვდა“ - ამის შესახებ ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი გაბრიაძემ განაცხადა.მისი თქმით, ასევე გაფართოვდა მანდატი - მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის არსებული მექანიზმები დარჩება, თუმცა დაემატება სხვა სეგმენტების მექანიზმები, როგორიცაა პირდაპირი სესხები, პირდაპირი წილობრივი მონაწილეობა, ჩართულობა და ინვესტიცია კაპიტალის ფონდებში, ფაქტორინგის პლატფორმის განვითარება და სხვა.„ჩვენი მიზანია, რომ შევინარჩუნოთ ეკონომიკური განვითარების არსებული ტემპები, რასაც სჭირდება ახალი, განახლებული მიდგომა და უფრო ფართო, სახელმწიფოს მეტი ჩართულობა ეკონომიკაში. სწორედ ამისთვის შეიქმნა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია, რათა ეს ჩართულობა და მეტი მხარდაჭერა შევთავაზოთ ბიზნესს“ - აღნიშნა ირაკლი გაბრიაძემ.

ვიზიტი

1792490913

შუა აზიის ქვეყნებიდან საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა იზრდება

2026 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში საქართველოში შუა აზიის ქვეყნებიდან 240,795 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +2.3%-ით, +5,494 ვიზიტით მეტია.მესამე კვარტალში შუა აზიის ქვეყნებიდან საქართველოში 125,379 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა +1.6%-ს შეადგენს.• თურქმენეთი +12.2%• ტაჯიკეთი +8%• ყაზახეთი +2.9%უზბეკეთი +0.7%2026 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში საქართველოში 6,112,078 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +0.04%-ით, +2,323 ვიზიტით მეტია. 9 თვეში რეკორდულად მაღალი ტურისტული ვიზიტი ფიქსირდება საქართველოში 4,404,872 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც +2.3%-ით, +97,778 ვიზიტით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ტურიზმი

1792489324

9 თვეში ჩინეთიდან საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა

2026 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში საქართველოში ჩინეთიდან 119,081 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23.6%-ით, +22,748 ვიზიტით მეტია.ივლისი-სექტემბრის პერიოდში ჩინეთიდან საქართველოში 64,527 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც გასული წლის მესამე კვარტალთან შედარებით +14,949 ვიზიტით მეტია, ზრდა +30.2%-ს შეადგენს.საქართველოსთვის ჩინეთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია.  წელს საქართველო აზიაში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე ITB China-2026 პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგა და საქართველოს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო როგორც გამოფენაზე, ასევე ჩინურ მედიაში გაშუქების კუთხით.საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩინეთის ტურისტულ ბაზარზე აქტიურ კამპანიას ატარებს, რაც მოიცავს ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლების გადამზადებას, B2B შეხვედრების ჩატარებას, როუდშოუების, პრეზენტაციების გამართვას და ჩინეთიდან ინფლუენსერების, მედიისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებისთვის საქართველოში გაცნობითი ტურების ორგანიზებას.კამპანიების პარალელურად იზრდება ახალი ავიარეისების რაოდენობა ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით. წელს პირველად შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო.2026 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში საქართველოში 6,112,078 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +0.04%-ით, +2,323 ვიზიტით მეტია. 9 თვეში რეკორდულად მაღალი ტურისტული ვიზიტები დაფიქსირდა საქართველოში 4,404,872 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც +2.3%-ით, +97,778 ვიზიტით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ტურიზმი

1792483384

ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში 9 თვეში საერთაშორისო ვიზიტებისა და შემოსავლების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

2026 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში რეკორდულად მაღალი 473,620 ვიზიტი დაფიქსირდა, ზრდა გასული წლის 3 კვარტალთან შედარებით +20.1%-ია. აღსანიშნავია, რომ იანვარ-სექტემბრის პერიოდში ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნიდან საქართველოში ვიზიტორების ვიზიტების ზრდა ფიქსირდება.ვიზიტების რაოდენობასთან ერთად რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება შემოსავლებშიც ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან, 9 თვეში საქართველომ ყველაზე მეტი შემოსავალი 665.4 მილიონი აშშ დოლარი ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან მიიღო, რაც +29.1%-ით (+150.1 მილიონი აშშ დოლარით) მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.მესამე კვარტალში ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან რეკორდულად მაღალი შემოსავალი დაფიქსირდა - 310.2 მილიონი აშშ დოლარი, რაც +30.2%-ით (+72 მილიონი აშშ დოლარით) მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.მესამე კვარტალში, ივლისი-სექტემბრის პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა, რამაც 224,419 ვიზიტი შეადგინა. ზრდა 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +16.6%-ს შეადგენს.ვიზიტორთა ზრდით გამოირჩევიან ევროპის შემდეგი ქვეყნები:* დანია: +56.5%* ლიეტუვა: +46.8%* კვიპროსი: +45.2%* სლოვაკეთი: +26.3%* ლატვია: +25.6%* რუმინეთი: +23.3%* იტალია: +22.7%* ფინეთი: +21.3%* ირლანდია: +20.9%* ნიდერლანდები: +20.1%* ესტონეთი: +19.9%* გაერთიანებული სამეფო: +18.2%* საფრანგეთი: +18.2%* ბულგარეთი: +17.5%* გერმანია: +16.8%* ბელგია: +16%* ჩეხეთი: +15.6%* პოლონეთი: +14%* უნგრეთი: +12.5%* შვედეთი: +11.1%* ესპანეთი: +7.9%2026 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში საქართველოში 6,112,078 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +0.04%-ით, +2,323 ვიზიტით მეტია.9 თვეში ტურისტული ვიზიტების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა: საქართველოში 4,404,872 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც +2.3%-ით, +97,778 ვიზიტით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ბანკი

1792481430

მესამე კვარტალში საქართველომ მოგზაურობიდან 1,864.4 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო

2026 წლის მესამე კვარტალში საქართველომ მოგზაურობიდან  1,864.4 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 11.9%-ით მეტია. ჯამურად სამ კვარტალში ქვეყანამ 3,796.1 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო,რაც წლიურად 4.4%-იანი ზრდაა.საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავალში 2026 წლის მესამე კვარტალში ევროკავშირის ქვეყნების წილი 16.6%-ით განისაზღვრა და 310.2 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა - ზრდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 30.2%-ია.სტატისტიკის მიხედვით, გაზრდილია რუსეთიდან, ისრაელიდან, აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან მიღებული შემოსავლები, წლიურად 32.3%, 24.8%, 18.6% და 52.5%-ით და, შესაბამისად, 334.2, 234.9, 78.8 და 68.4 მლნ აშშ დოლარს უტოლდება. ახლო აღმოსავლეთში ომის ფონზე, შემცირებულია ირანიდან და საუდის არაბეთიდან მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 21.3%-ით, და 31.9%-ით შემცირდა შესაბამისად, 33.8 და 58.5მლნ აშშ დოლარამდე.საქართველოს შემოსავლები მოგზაურობიდან ქვეყნების ჭრილში 2026 წლის მესამე კვარტალში შემდეგნაირად ნაწილდება:

ტურიზმი

1792481132

3.8 მილიარდი დოლარის შემოსავალი საერთაშორისო ტურიზმიდან და 6 მილიონზე მეტი მოგზაურის ვიზიტი საქართველოში - 9 თვეში ახალი რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

2026 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში საქართველოში 6,112,078 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +0.04%-ით, +2,323 ვიზიტით მეტია.9 თვეში ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, საქართველოში 4,404,872 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც +2.3%-ით, +97,778 ვიზიტით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.2026 წლის მე-3 კვარტალში მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება საერთაშორისო მოგზაურებში.ივლისი-სექტემბრის პერიოდში საქართველოში 3,061,905 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდამ +3.6% შეადგინა, რაც +105,891 ვიზიტით მეტია.აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება მესამე კვარტალშიც.ივლისი-სექტემბრის პერიოდში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 2,131,908 შეადგინა, ზრდა 2025 წლის მესამე კვარტალთან შედარებით +4.7%-ით, +95,177 ვიზიტით მეტია.9 თვეში რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებიდან. შემოსავლებმა ისტორიულ მაქსიმუმს - 3.8 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს +4.4%-ით (158.3 მილიონით აშშ დოლარით) აღემატება.იანვარ-სექტემბრის პერიოდში ქვეყანაში ყველაზე მეტი შემოსავალი ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან ფიქსირდება და რეკორდულად მაღალ რაოდენობას აღწევს - 665.4 მილიონი აშშ დოლარი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდს +150.1 მილიონი აშშ დოლარით აღემატება (+29.1%).რეკორდულია შემოსავლების კუთხით მესამე კვარტალიც ივლისი-სექტემბრის პერიოდში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავლებმა 1.9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 11.9%-ით (+198 მილიონი აშშ დოლარით) აღემატება.მნიშვნელოვნად გაიზარდა შემოსავლები ისრაელიდან და აზერბაიჯანიდან. ისრაელიდან შემოსავლები +46.7 მილიონი აშშ დოლარით (24.8%-ით) გაიზარდა და 234.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო აზერბაიჯანიდან +12.4 მილიონი აშშ დოლარით (18.6%-ით) გაიზარდა.აღსანიშნავია, რომ მესამე კვარტალში საქართველომ ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან რეკორდულად მაღალი რაოდენობის შემოსავალი - 310.2 მილიონი აშშ დოლარი მიიღო, რაც +30.2%-ით, +72 მილიონი აშშ დოლარით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მიზნობრივ ტურისტულ ბაზრებზე აქტიურ მარკეტინგულ აქტივობებს აგრძელებს.აღსანიშნავია, რომ მესამე კვარტალში, ივლისი-სექტემბრის პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა ვიზიტების რაოდენობა შემდეგი ქვეყნებიდან:დანია +56.5%ლიეტუვა +46.8%კვიპროსი +45.2%აზერბაიჯანი +36.2%ბაჰრეინი +31.6%ჩინეთი +30.2%სლოვაკეთი +26.3%ლატვია +25.6%იაპონია +24.5%რუმინეთი +23.3%იტალია +22.7%ფილიპინები +21.9%ფინეთი +21.3%უკრაინა +21.3%ირლანდია +20.9%ნიდერლანდები +20.1%ესტონეთი +19.9%ისრაელი +19.1%გაერთიანებული სამეფო +18.2%საფრანგეთი +18.2%ბულგარეთი +17.5%გერმანია +16.8%შვეიცარია +16.5%ბელგია +16%ჩეხეთი +15.6%პოლონეთი +14%უნგრეთი +12.5%შვედეთი +11.1%აშშ +9.1%ესპანეთი +7.9%

ჟურნალი

1792398674

ჟურნალ „მონეტარული ეკონომიკის“ მორიგი ნომერი

გამოვიდა სებ-ის სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალის - „მონეტარული ეკონომიკა“ - მიმდინარე წლის მესამე ნომერი. გამოცემაში ქვეყნდება როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლების, ისე გარე ავტორების მიერ მომზადებული სტატიები, კერძოდ:  გეოპოლიტიკური შოკების გადაცემის ფინანსური და რეალური არხები: გლობალური ტენდენციები და საქართველოს შემთხვევა მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსებაზე წვდომის შეზღუდვა: თეორიული საფუძვლები, გაზომვა და სახელმწიფო ინტერვენციის იერარქია საკრედიტო დერივატივები და სექიურიტიზაცია: სტრუქტურირებული ფინანსების ინსტრუმენტები, როგორც დაფინანსების ალტერნატიული არხი საქართველოსთვის სტაბილური ვირტუალური აქტივის მიმართ ნდობის ფორმირების ფაქტორები საქართველოში: ემპირიული კვლევის შედეგებისტატისტიკის წარმოების ინტეგრირებული მოდელი ცენტრალურ ბანკში: საქართველოს ეროვნული ბანკის გამოცდილება სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი „მონეტარული ეკონომიკა“ წარმოადგენს აკადემიურ რესურსს მონეტარული პოლიტიკით, საბანკო და, ზოგადად, ფინანსური სექტორით, ფინანსური ტექნოლოგიებითა და კაპიტალის ბაზრების განვითარებით დაინტერესებული მკითხველისთვის, მათ შორის ახალგაზრდა მეცნიერებისა და მკვლევრებისთვის. ჟურნალი ქმნის პლატფორმას პროფესიული, სიღრმისეული და არგუმენტირებული დიალოგისთვის.ეროვნული ბანკის პირველი ანალიტიკური ჟურნალი - „ბანკი“ - დაახლოებით 25 წლის წინ დაარსდა. მოგვიანებით გამოიცემოდა ჟურნალი „ეკონომიკა და საბანკო საქმე“. ამჯერად ჟურნალი განახლებული ფორმატით გამოდის, ქართულ და ინგლისურ ენებზე, სახელწოდებით „მონეტარული ეკონომიკა“.ჟურნალის მომდევნო ნომრისთვის რედაქცია გარე ავტორებისგან სტატიებს მიიღებს ელექტრონულ მისამართზე - monetaryeconomics@nbg.gov.ge 

ირაკლი კობახიძე

1792169937

ირაკლი კობახიძე: ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსი - „ასკანელი რეზორტი“ კახეთს კიდევ უფრო მეტ ტურისტულ მიზიდულობას შესძენს, ეს სასტუმრო შექმნის 100 მუდმივ სამუშაო ადგილს ადგილობრივი მოსახლეობისთვის

მიხარია, რომ ამ უმშვენიერეს სოფელ სანავარდოში ვხსნით დღეს ხუთვარსკვლავიან სასტუმრო კომპლექსს - „ასკანელი რეზორტს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ  სასტუმრო კომპლექსის - „ასკანელი რეზორტის“ გახსნის ღონისძიება სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურა, რომელიც  სასტუმრო ნომრებთან ერთად სპა კომპლექსს, კახურ ეზოსა და გასტრონომიულ სივრცეებს აერთიანებს.„აქ არის წარმოდგენილი წამყვანი  სასტუმრო ოპერატორი  „ვინდჰემი“, რომლის სტანდარტებითა და პარტნიორობით არის განხორციელებული ეს პროექტი. მოხარული ვარ, რომ დაგეგმილია ამ ინიციატივის ეტაპობრივი გაფართოება. სამომავლოდ მას უნდა დაემატოს თანამედროვე საკონფერენციო და საკონცერტო სივრცეები, საცხოვრებელი ვილები. ეს ყველაფერი კახეთს კიდევ უფრო მეტ ტურისტულ მიზიდულობას შესძენს მომავალში და აქცევს კიდევ უფრო ძლიერ ტურისტულ ცენტრად. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ეს სასტუმრო შექმნის 100 მუდმივ სამუშაო ადგილს  ადგილობრივი მოსახლეობისთვის.ეს ინიციატივა არის კერძო და სახელმწიფო სექტორების წარმატებული თანამშრომლობის ძალიან კარგი მაგალითი და ეს თანამშრომლობა ასახავს ჩვენს ხედვას რეგიონების განვითარებასთან დაკავშირებით. სასტუმროში  35 მილიონის ინვესტიცია ჩაიდო, ხოლო ქარხნისა და ვენახების განვითარებაში 70 მილიონი ლარის ინვესტიცია. ეს ყველაფერი ამ ინიციატივის მასშტაბს ძალიან კარგად წარმოაჩენს“, -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.პრემიერმა აქვე ხაზი გაუსვა სახელმწიფოს მხარდაჭერას.„პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ინვესტიციიდან 10 მილიონი ლარი სახელმწიფოს სუბსიდირებით დაფინანსდა. ასეთი ინიციატივები ძალიან მნიშვნელოვანია მთლიანად ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებისთვის.ასეთი ტიპის სასტუმროების მშენებლობა  განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ ფონზე, რომ მუდმივად მზარდია  ტურისტული ნაკადები ჩვენს ქვეყანაში. გასული წელი იყო რეკორდული ტურისტების რაოდენობის კუთხით, 5,5 მილიონი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა საქართველოში  და ქვეყანაში ტურიზმიდან შემოსავლებმა4,7 მლრდ დოლარი შეადგინა. მოხარული ვართ, რომ წლიდან წლამდე ეს მაჩვენებლები იზრდება.  ამ დინამიკაში განსაკუთრებულია ბიზნესის წვლილი. აქ ხაზი უნდა გაესვას  კომპანია „ასკანელის“ განსაკუთრებულ მიღწევებს, რომელიც ხარისხისადმი განსაკუთრებული ერთგულებით გამოირჩევა. საინტერესოა, რომ ეს ტერიტორია  400 ჰექტარ მიწას მოიცავს თავისი ვენახებით. ასკანელი არის ღვინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ექსპორტიორი ჩვენი ქვეყნიდან და წელიწადში 20 მილონზე მეტ ბოთლ ღვინოს ყიდის. ყოველწლიურად 22 ათასი ტონა ყურძნის მიღების გარანტიას აძლევს ეს კომპანია კახელ მევენახეებს. საერთაშორისო ასპარეზზე კომპანიას მოპოვებული აქვს 700-ზე მეტი ჯილდო, რაც თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ ხარისხი ამ კომპანიას აქვს ძალიან მაღალ დონეზე შენარჩუნებული. ასევე მისასალმებელია, რომ ეს კომპანია ხარისხიანი ღვინის  წარმოებასთან ერთად, ავითარებს საქართველოში გასტრონომიულ და ტურისტულ სივრცეებს. დღევანდელი პროექტიც ამის ძალიან კარგი დასტურია.  დარწმუნებული ვარ, რომ ეს 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო ძალიან მნიშვნელოვან სიკეთეს მოუტანს ამ რეგიონს, ყვარლის მუნიციპალიტეტს და მთლიანად კახეთს. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროექტის განხორციელებაში. მადლობა თიბისი ბანკს, ბატონ გოგა თხელიძეს, რომელიც წარმოადგენს დღეს თიბისი ბანკს ამ ღონისძიებაზე და განსაკუთრებული მადლობა ბატონ გოჩა ჩხაიძეს, რომელიც არის სულისჩამდგმელი ამ პროექტის, ამ ინიციატივის. მინდა, მას დიდი წარმატებები ვუსურვო. გილოცავთ დღევანდელ დღეს და წარმატებებს გისურვებთ“, - განაცხადა პრემიერმა. 

შეხვედრა

1792163520

ნათია თურნავა და ლაშა ხუციშვილი ჩინეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს, პან გონშენგს შეხვდნენ

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ჩინეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს, პან გონშენგს შეხვდნენ.შეხვედრა ტაილანდში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში გაიმართა.შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური და ფინანსური თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები, ცენტრალურ ბანკებს შორის პარტნიორობის გაღრმავება და ფინანსური ბაზრების განვითარების მიმართულებით არსებული შესაძლებლობები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვების დივერსიფიკაციას, ჩინეთის კაპიტალის ბაზარზე ინვესტირების მიმართულებით მიღწეულ პროგრესსა და იუანის წილის ეტაპობრივ ზრდას საქართველოს სავალუტო რეზერვებში.„ჩვენ საკმაოდ ხშირი კონტაქტი გვაქვს ჩინეთის ცენტრალურ ბანკთან, ძალიან აქტიური თანამშრომლობა და ერთობლივი პროექტები გვაკავშირებს. მათ შორის მნიშვნელოვანია, რომ ვაგრძელებთ ჩვენი საერთაშორისო სავალუტო რეზერვების დივერსიფიკაციას, ეტაპობრივად იზრდება იუანის წილი ჩვენს რეზერვებში და საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად ახორციელებს ჩინეთის კაპიტალის ბაზარზე იუანში დენომინირებულ აქტივებში ინვესტირებას. აქედან გამომდინარე, გვაქვს საკმაოდ კარგი პროგრესი და მომავალში ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელოვანი საფუძველი 2025 წლის მარტში გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმია. დოკუმენტი ითვალისწინებს თანამშრომლობას მონეტარული პოლიტიკის, ფინანსური ტექნოლოგიების, საგადახდო სისტემებისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების მიმართულებით, ასევე ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას. მემორანდუმის ფარგლებში ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება საერთაშორისო გადახდების ინფრასტრუქტურის განვითარება და ქვეყნებს შორის ფინანსური კავშირების გაძლიერებაა. ამ მიმართულებით თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ტრანზაქციების ეფექტიანობის ზრდასა და ქართულ ფინანსურ სექტორში ახალი შესაძლებლობების გაჩენას.

✕