თინათინ რუხაძე

1773321869

კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ივანე მაჩაბლის სახელობის ახლად რეაბილიტირებული დარბაზი დაათვალიერა

კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ივანე მაჩაბლის სახელობის ახლად რეაბილიტირებული დარბაზი დაათვალიერა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.დარბაზი პირვანდელი იერსახით არის აღდგენილი. ჩატარდა იატაკის, კედლებისა და ჭერის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ასევე, აღდგა ცენტრალური ხის კარი.სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანია „ანაგმა“ უსასყიდლოდ შეასრულა.მინისტრმა, ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელებთან ერთად, სამომავლო ღონისძიებებსა და თანამშრომლობის პერსპექტივაზე იმსჯელა.უახლოეს პერიოდში დარბაზში წიგნის მუზეუმის ექსპოზიციის ნაწილი განთავსდება, პარალელურად კი, მოეწყობა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები.

ჩემი ექვთიმე

1773307174

რევაზ თაყაიშვილის წიგნის - „ჩემი ექვთიმე“ პრეზენტაცია გაიმართა

კულტურის სამინისტროში რევაზ თაყაიშვილის წიგნის - „ჩემი ექვთიმე“ პრეზენტაცია გაიმართა.კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, წიგნი, რომელიც სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა, ექვთიმე თაყაიშვილის ავტობიოგრაფიულ ჩანაწერებზეა დაფუძნებული. მასში აღწერილია დიდი ქართველის ცხოვრება, მოღვაწეობა და იმდროინდელი ეპოქა.წიგნის პრეზენტაციას კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, მინისტრის პირველი მოადგილე მაკა გურგენიძე, მოადგილე გიორგი მირცხულავა, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, მკვლევრები და ექვთიმე თაყაიშვილის შთამომავლები დაესწრნენ.

თინათინ რუხაძე

1772629582

კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.კომისიის მე-15 სხდომა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის თანათავმჯდომარეობით გაიმართა.„ჩემთვის დიდი პატივია ამ სხდომაში მონაწილეობა, რადგან საქართველო და სომხეთი არა მხოლოდ მეზობლები, არამედ პარტნიორებიც არიან, რაც გამყარებულია მრავალსაუკუნოვანი კულტურული და ხალხთაშორისი კავშირებით.კულტურის სფეროში ჩვენი მყარი თანამშრომლობის დასტურია 2025-2027 წლების ერთობლივი კულტურული პროგრამა. მჯერა, რომ კულტურა დარჩება მყარ ხიდად, რომელიც ჩვენს საზოგადოებებს აერთიანებს და ეკონომიკურ პროგრესს ადამიანურ ღირებულებებთან აკავშირებს“, - განაცხადა თინათინ რუხაძემ.

თინათინ რუხაძე

1772446819

კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე იყალთოს საეკლესიო არქიტექტურული კომპლექსის ფერისცვალების გუმბათოვანი ეკლესიისა და აკადემიის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე იყალთოს საეკლესიო არქიტექტურული კომპლექსის ფერისცვალების გუმბათოვანი ეკლესიისა და აკადემიის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო, - ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს.ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ფერისცვალების ეკლესიის ტაძრის კალთებზე სპილენძის გადახურვისა და სარტყლის მოწყობა; ტაძრის ინტერიერში გვიანდელი შელესილობისა და შეღებილი ნაწილების მოხსნა; ბზარების დაკერვა, დაჩანგვლა და ინექცირება.„ჩატარდა საძირკვლის გაძლიერების სამუშაოები; გუმბათზე მოეწყო სპილენძის გადახურვა და სარტყელი.აკადემიის შენობის რეაბილიტაციის ფარგლებში, მოიხსნა მცენარეული საფარი; გადაეწყო გალავნის კედელი და მოიხსნა მორყეული ქვები. მიმდინარეობს გალავნის მიმდებარედ მიწის მოჭრა და საძირკვლის გაძლიერების სამუშაოები.„მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ჩართულია რეაბილიტაციის პროცესში. ხელისუფლება და ჩვენი ეკლესია ერთად ვმუშაობთ იმისათვის, რომ კულტურული მემკვიდრეობის ეს უდიდესი ძეგლი გადავარჩინოთ. მზად ვართ, რომ მას არასდროს მოვაკლოთ ყურადღება“, - განაცხადა თინათინ რუხაძემ.მინისტრთან ერთად, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს: აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა (მახარაძე), თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გიგა მამუკელაშვილმა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა თეა ონიანმა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამშვილდე

1772437452

„სამშვილდის ნაქალაქარი უნდა გადარჩეს“ - მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის განცხადებას ავრცელებს

„სამშვილდეს აქვს პოტენციალი გახდეს საქართველოში  ყველაზე საინტერესო ტურისტული არეალი. ის დღეს უპატრონოდ არის მიტოვებული და შველას საჭიროებს. " -  ნათქვამია ,,მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის"  განცხადებაში, რომელსაც ორგანიზაცია  ავრცელებს და საქართველოს კულტურისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებს მიმართავს;,,გვინდა შეშფოთება გამოვხატოთ სამშვილდის ნაქალაქარის მდგომარეობის გამო. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეს უნიკალური ძეგლი, არამარტო ყველაზე დიდი ნაქალაქარია საქართველოში(53ჰა) არამედ ერთადერთი ძეგლია ამიერკავკასიაში, რომელიც ხელუხლებელი ავთენტურობით არის შემორჩენილი.იმის გამო რომ 2018 წლის შემდეგ ნაქალაქარში  გაწმენდითი სამუშაოები აღარ ჩატარებულა,  გაზრდილი მცენარეული საფარის გამო,  ზოგიერთ უბანში ათასწლოვანი ქუჩები  და ნამოსახლარები აღარ იკითხება.  ზაფხულში ტერიტორია ქვეწარმავლების ბუდედ არის ქცეული, რის გამოც ძეგლის მონახულება,  უკვე გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული.განსაკუთრებით,  მძიმე მდგომარეობაშია სამშვილდის ციტადელის ცალკეული ნაწილები და  სიონის ნაშთები, სამწუხაროდ უძველეს თავდაცვის კედლებს საფრთხეს არამარტო ასაკი და ბუნებრივი პროცესები,  არამედ დამთვალიერებელთა უკონტროლო გადაადგილებაც უქმნის.  ციტადელზე ( ბოლო დროს უკვე სიონის შემორჩენილ კედლებზეც) ასვლა და ფოტოს გადაღება დღეს  ერთგვარ რიტუალად იქცა.ძეგლის გადარჩენის იმედი, პირველად 2018 წელს გაჩნდა, როდესაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ სამშვილდის ნაქალაქარში ციტადელის კარიბჭის რესტავრაცია და ძეგლის ფართომასშტაბიანი გაწმენდითი სამუშაოები წამოიწყო. პარალელურად, ადგილზე რამდენიმე არქეოლოგიური ექსპედიცია მუშაობდა, რა  დროსაც ნაქალაქარის ისტორიის აქამდე უცნობი და ამავდროულად მნიშვნელოვანი დეტალები გამოვლინდა.2021 წელს  საქართველოს მთავრობას საჯაროდ ჰქონდა გაცხადებული სურვილი  სამშვილდის ნაქალაქარი პერსპექტიულ ტურისტულ არეალად ექცია. თუმცა ინიციატივას აქამდე ქმედითი ნაბიჯები არ მოჰყოლია.  არადა  სამშვილდეს, ნამდვილად  აქვს  პოტენციალი გახდეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ტურისტული  არეალი.ამას ისიც ცხადყოფს,  რომ  მიუხედავად შესაბამისი ინფრასტრუქტურის არ არსებობისა, ძეგლი დამთვალიერებელთა ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის. გასათვალისწინებელია ისიც,  რომ სამშვილდის ნაქალაქარი ადგილობრივ თუ საერთაშორისო სატრანსპორტო კვანძთან- თბილისთან სულ  რაღაც  80 კილომეტრში მდებარეობს. მივმართავთ საქართველოს კულტურისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებსდაიწყოს მსჯელობა სამშვილდის ნაქალაქარის რეაბილიტაციის და ტურისტულად განვითარების პერსპექტივებზე. სამშვილდის პროექტი არამარტო დაგვეხმარება ძეგლის გადარჩენაში, არამედ ხელს შეუწყობს  კიდეც ადგილობრივი მოსახლეობის  ეკონომიკურ გაძლიერებას“, - ნათქვამია ,,მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის"  განცხადებაში.

თინათინ რუხაძე

1772002364

თინათინ რუხაძემ თბილისის ილუზიების მუზეუმში მხატვარ დავით მაჭავარიანის მიერ შექმნილი „ვეფხისტყაოსნის“ გრაფიკული ინტერპრეტაციის ციფრული ვერსია დაათვალიერა

კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ თბილისის ილუზიების მუზეუმში მხატვარ დავით მაჭავარიანის მიერ შექმნილი „ვეფხისტყაოსნის“ გრაფიკული ინტერპრეტაციის ციფრული ვერსია დაათვალიერა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 14 თებერვლიდან, მუზეუმის დამთვალიერებლებს შესაძლებლობა აქვთ, „ვეფხისტყაოსანი“ სრულიად ახალ, თანამედროვე ფორმატში აღმოაჩინონ.„ვეფხისტყაოსნის“ გრაფიკული ნამუშევრის ციფრული ვერსია უკვე ითარგმნა და გამოიცა იტალიაში, საფრანგეთსა და პოლონეთში.„მადლობას ვუხდი პროექტის ავტორს, მხატვარ დავით მაჭავარიანს, რომელმაც, მულტიმედიის საშუალებით, „ვეფხისტყაოსანი“ განსხვავებული, საინტერესო სახით წარმოაჩინა.შოთა რუსთაველი და მისი „ვეფხისტყაოსანი“ ქართველებისთვის მარადიული ფასეულობებია. დავით მაჭავარიანის ნამუშევარში კიდევ ერთხელ ვხედავთ დიდ ტრადიციებს, ღირებულებებს, იმ ღერძს, რაზეც დგას ჩვენი ერი.ვფიქრობ, რომ ეს მულტიმედია პროექტი კუთვნილ ადგილს დაიმკვიდრებს და ძალიან ბევრ ადამიანს თანამედროვე ენით მოუყვება უდიდესი ნაწარმოების შესახებ“, - განაცხადა თინათინ რუხაძემ.

IV-V საუკუნეების სამარხები

1771852762

რუსთავის მერიის ინფორმაციით, რუსთავში, სანაპიროს ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისას, წინასწარი მონაცემებით, IV-V საუკუნეების სამარხები აღმოაჩინეს

რუსთავის მერიის ინფორმაციით, სანაპიროს ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში, წინასწარი მონაცემებით, IV-V საუკუნეების სამარხები აღმოაჩინეს.როგორც რუსთავის მერიაში აცხადებენ, რუსთავის ისტორიულმა მუზეუმმა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს უკვე მოაწოდა ინფორმაცია და ტერიტორიის შესწავლას არქეოლოგთა ჯგუფი მალე დაიწყებს.„საგზაო სამუშაოები აღმოჩენილი სამარხიდან მოშორებით, გზის მეორე პერიმეტრზეც არქეოლოგთა მეთვალყურეობით გაგრძელდება“, – აღნიშნულია რუსთავის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

უხმო კინოს რეტროსპექტივა

1771847943

საფრანგეთში ქართული უხმო კინოს რეტროსპექტივა იმართება

პარიზში, ჟერომ სეიდუ-პატეს ფონდში (Fondation Jérôme Seydoux-Pathé) რეტროსპექტივა „ქართული უხმო კინო – ერის სარკე“ მიმდინარეობს. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული არქივი ავრცელებს.მათივე ცნობით, ღონისძიება, რომელიც 4 თებერვლიდან 3 მარტამდე ქართული კინოს ავანგარდის 20-მდე ფილმის ჩვენებას ითვალისწინებს, „კარტბლანშის“ პრინციპით ხორციელდება.„აღნიშნული სტატუსი ჟერომ სეიდუ-პატეს ფონდმა სპეციალურად საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრსა და საქართველოს ეროვნულ არქივს მიანიჭა. რეტროსპექტივის ფარგლებში გაიმართა ავანგარდული ქართული კინოსადმი მიძღვნილი შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ: ევრიმაჟის წარმომადგენელი, კინორეჟისორი სოფია ბაბლუანი, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის პროექტების მენეჯერი, კინომცოდნე ნინო ქავთარაძე, საქართველოს ეროვნული არქივის კინოფოტოფონო არქივის ხელმძღვანელი გიორგი კაკაბაძე, ქართული კინოს სპეციალისტები – აღმოსავლური კულტურის უნივერსიტეტის, INALCO-ს ემერიტუს პროფესორი ჟან რადვანი და სორბონას უნივერსიტეტის პროფესორი გაბრიელლე ჩომენტოვსკი, ასევე, პარიზის ნანტერეს უნივერსიტეტის კომპარატივისტული ლიტერატურის ლექტორი მაია ვარსიმაშვილი-რაფაელი.მომხსენებლებმა იმსჯელეს 1920-იანი წლების საქართველოში მხატვრულ ლიტერატურასა და ქართული კინოს საწყისებს შორის კავშირზე, მიმოიხილეს ავანგარდული ქართული კინოს ისტორიული კონტექსტი და ხაზი გაუსვეს მის გამორჩეულ ადგილს მსოფლიო კინოს ისტორიაში.რეტროსპექტივის ფარგლებში მაყურებლისათვის ჟერომ სეიდუ-პატეს ფონდის კინოთეატრში წარდგენილ ფილმებს შორის არის: „ჩემი ბებია“, „ელისო“, „მარილი სვანეთს“, „უგუბურა“, „ხანუმა“, „გიული“, „ვინ არის დამნაშავე“, „სურამის ციხე“ და სხვა. აღსანიშნავია, რომ კინოჩვენებები პარიზის მუსიკისა და ცეკვის ეროვნული კონსერვატორიის პიანისტების მიერ შესრულებული მუსიკალური აკომპანემენტით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ეროვნული არქივის ინფორმაციაში.

ოტონე ვილაში

1771844989

თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“ პირველად საქართველოში გამართავს ბაროკოს ოპერის ავთენტიკურ დადგმასა და შესრულებას - ანტონიო ვივალდის პირველ ოპერას „ოტონე ვილაში“

საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“ 3, 5, 6 და 8 მარტს, რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე სცენაზე, პირველად საქართველოში გამართავს ბაროკოს ოპერის ავთენტიკურ დადგმასა და შესრულებას — ანტონიო ვივალდის პირველ ოპერას „ოტონე ვილაში“. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.ანტონიო ვივალდის ოპერის - „ოტონე ვილაში“ პრემიერა 1713 წელს შედგა ვიჩენცას ოპერის თეატრში - Teatro delle Garzerie. უნდა აღვნიშნოთ, რომ რუსთაველის თეატრი შემთხვევით არ შეირჩა, მისი ინტერიერი და თეატრის „მცირე სცენის“ გაბარიტები, ვიჩენცას თეატრის მსგავსია, რაც იძლევა შესაძლებლობას, რომ დადგმა სწორედ ისე განხორციელდეს, როგორც ვივალდის დროს იყო. გარდა ამისა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მუსიკა შესრულდება ისტორიულ ინსტრუმენტებზე ავთენტიკური მანერით.პროექტშიმონაწილეობენ ქართველი და უცხოელი შემსრულებლები: მაქსიმილიანო დანტა (ოტონე), პაოლა ვალენტინა მოლინარი (კლეონილა), თამარ ცირეკიძე (კაიო), ფაბიანა ვიზენტინი (ტულია),მატეო სტრაფი (დეჩო), დამდგმელი რეჟისორი ილარია საინატო, რეჟისორის ასისტენტი - თათა პოპიაშვილი.„საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად აგრეთვე მონაწილეობენ უცხოეთიდან მოწვეული შემსრულებლები და ბაროკოს მუსიკის სპეციალისტები: სერჯო აცოლინი (ფაგოტი), დიეგო კანტალუპი (თეორბო, გიტარა), გაბრიელე ლევი (კლავესინი), ჯუზეპე ფალჩილია (I ჰობოი / ფლეიტა), კლემან დიეზი (II ჰობოი / ფლეიტა) და სოფი ლამბერბურგი (ჩელო).„საქართველოს სინფონიეტა“ 2012 წლიდან ამიერკავკასიაში პირველი ბაროკოს ორკესტრია, რომელიც ბაროკოს ეპოქის მუსიკას ავთენტიკური მანერით უკრავს ისტორიულ ინსტრუმენტებზე. 2015 წელს, ორკესტრმა დააფუძნა „თბილისის ბაროკო ფესტივალი“, რომელიც ყოველწლიურად იმართება და უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.საქართველოს სინფონიეტა“ თანამშრომლობს მსოფლიოს საუკეთესო მუსიკოსებთან და ანსამბლებთან, მათ შორის: ჟორდი სავალი, სერჯო აცოლინი, ქრისტინე ბუში, ანდრეას შოლი, მაიან ლიხტი, ჟან რონდო, დავიდე ამადიო, ანსამბლი “Zefiro”, ბერლინის ძველი მუსიკის აკადემია (AKAMUS) და სხვა.ორკესტრმა ამ წლების განმავლობაში უკვე არაერთი წარმატებული პროექტი განახორციელა როგორც საქართველოში, აგრეთვე საერთაშორისო ასპარეზზე, თუმცა ანტონიო ვივალდის ოპერის დადგმა განსაკუთრებულ ადგილს იკავებს, ვინაიდან საქართველოში პირველად ხდება ბაროკოს ოპერის დადგმა იმ ეპოქისთვის ყველა დამახასიათებელი ნიშნის გათვალისწინებით, ეს იქნება თეატრი, სცენა, სცენოგრაფია, ინსტრუმენტები, დადგმისა თუ მუსიკალური შესრულების სტილი.3, 5, 6 და 8 მარტს, რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე სცენაზე, მაყურებელს ექნება შესაძლებლობა დაესწროს ისტორიულ დადგმას და მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსებისა და მომღერლების შესრულებით ისიამოვნოს ანტონიო ვივალდის პირველი ოპერით - „ოტონე ვილაში“.სპექტაკლების დასაწყისი 19:30ბილეთები: www.tkt.ge

ბერლინალე

1771738581

„ბერლინალე 2026“-ის გამარჯვებულები დასახელდნენ

ბერლინის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი ჯილდო გერმანელი რეჟისორის ილკერ ჩატაკის ფილმმა „ყვითელი წერილები“ მიიღო.გრან-პრი კი თურქ რეჟისორ ემინ ალპერს ხვდა წილად, ფილმისთვის „გადარჩენა“.„ვერცხლის დათვი“ საუკეთესო სამსახიობო შესრულებისთვის გერმანელ მსახიობ სანდრა ჰიულერს გადაეცა მთავარი როლისთვის ფილმში „ვარდი. „დათვი“ მეორე პლანის საუკეთესო როლებისთვის გადაეცათ ანა კალდერ-მარშალსა და ტომ კორტნის („დედოფალი ზღვაზე“).საუკეთესო რეჟისურისთვის ჯილდო ბრიტანელმა რეჟისორმა გრანტ გიმ მიიღო („ყველას მოსწონს ბილ ევანსი“), საუკეთესო სცენარისტად კი ჟენევიევ დიულიუდ-დესალი აღიარეს („ნინა როზა“).

ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელმა იაპონიის საელჩოს გრანტი მოიპოვა - სასწავლებელს 15 პიანინო და როიალი გადაეცემა

1771578552

ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელმა იაპონიის საელჩოს გრანტი მოიპოვა - სასწავლებელს 15 პიანინო და როიალი გადაეცემა

აჭარის კულტურის სამინისტროს ეგიდით, ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელმა იაპონიის საელჩოს გრასრუტების კულტურული პროგრამის (GCGP) გრანტი მოიპოვა. სასწავლებელს, გრანტის ფარგლებში, 15 პიანინო და როიალი გადაეცემა. საგრანტო ხელშეკრულებას სამუსიკო სასწავლებლის დირექტორმა, ნინო ჩაიძემ და იაპონიის ელჩმა, იშიძუკა ჰიდეკიმ მოაწერეს.აჭარის კულტურის მინისტრმა, ელისო ბოლქვაძემ, სამუსიკო სასწავლებელს გრანტის მიღება მიულოცა და აღნიშნა, რომ სახელოვნებო განათლების ხელშეწყობა მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მინისტრის განცხადებით, სამინისტრო აქტიურად გააგრძელებს მუშაობას სახელოვნებო სკოლების ინსტიტუციური და მატერიალურ-ტექნიკური გაძლიერების მიმართულებით. ელისო ბოლქვაძემ მადლობა გადაუხადა იაპონიის ელჩს მხარდაჭერისთვის და სამომავლოდ თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.იაპონიის ელჩმა, იშიძუკა ჰიდეკიმ ხაზი გაუსვა მუსიკალური სკოლის ისტორიულ მნიშვნელობას, რომელსაც განსაკუთრებული როლი აქვს აჭარაში მუსიკალური ტრადიციებისა შენარჩუნებასა და კულტურული გარემოს ჩამოყალიბებაში. მისივე განცხადებით აღნიშნული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაამყარებს იაპონიასა და საქართველოს შორის მეგობრულ და კულტურულ პარტნიორობას.ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სამუსიკო სასწავლებლის ახალი მუსიკალური ინსტრუმენტებით აღჭურვა ხელს შეუწყობს სასწავლებლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაძლიერებასა და სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესებას, მოსწავლეთა პროფესიულ განვითარებას, სახელოვნებო განათლების სტანდარტების ამაღლებას.ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მუსიკალური ნომრებით წარსდგნენ.

თინათინ რუხაძე

1771572170

თინათინ რუხაძე ლამისყანაში მდებარე ჯამბაკურ-ორბელიანების სასახლის კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლამისყანაში მდებარე ჯამბაკურ-ორბელიანების სასახლის კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.კომპლექსის სრულ რეაბილიტაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს.პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე დასრულებულია შენობის გადახურვის, ფასადისა და შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი; მოეწყო სველი წერტილები და ელექტროგაყვანილობა; რეაბილიტაცია ჩაუტარდა გალავნის კედლებსა და მის ზედა ნაწილებს; დასრულდა კოშკების გადახურვა და საიზოლაციო სამუშაოები; შშმ პირთათვის დამონტაჟდა სპეციალური ლიფტი.ამჟამად, სასახლის პირველ სართულზე მიმდინარეობს კარების მონტაჟის, მეორე სართულზე - იატაკის მოწყობის სამუშაოები; გალავნის დაზიანებული ქონგურების გადაწყობა; ამორტიზირებული აგურის სალოდეების დაშლა-აწყობა; კოშკების გადასახური ფილების გაწმენდა; ეზოს ქვაფენილით მოპირკეთება და ელექტროგაყვანილობის ქსელის მოწყობა.„მოხარული ვარ, რომ კულტურული მემკვიდრეობის კუთხით მნიშვნელოვანი ობიექტების აღდგენას ვახორციელებთ. ჯამბაკურ-ორბელიანების სასახლის კომპლექსი იმითაც გამოირჩევა, რომ აქ მუზეუმიც ფუნქციონირებს. რეაბილიტაციის პროექტი მთელი ამ მემკვიდრეობის სათანადოდ აღდგენასა და შენარჩუნებას ემსახურება.ამავე სოფელში არის ძეგლის სტატუსის მქონე სხვა ობიექტებიც, რომლებიც მოვლა-პატრონობას საჭიროებს და მიმაჩნია, რომ სამომავლოდ, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, მათი რეაბილიტაციაც უნდა დაიგეგმოს, რათა სულ უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს, თუ რამხელა ისტორიას ინახავს ეს ადგილი", - განაცხადა თინათინ რუხაძემ.მინისტრთან ერთად, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს: სახელმწიფო რწმუნებულმა შიდა ქართლის მხარეში სიმონ გულედანმა, კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა თეა ონიანმა.ჯამბაკურ-ორბელიანების სასახლის კომპლექსის რეაბილიტაცია მიმდინარე წელს დასრულდება.ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.