ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების მეორე იერიში განახორციელა
1749840137
"უცხოური დაფინანსება, მათ შორის, გრანტი არ უნდა იყოს გამოყენებული თავდასხმის იარაღად", - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, უცხოეთიდან შემოსული თანხები უნდა მოხმარდეს საზოგადოებრივ ინტერესს.
"გრანტი, რომელიც შემოდის საქართველოში უცხოეთიდან, რა თქმა უნდა, შეიძლება მოხმარდეს მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებრივ ინტერესს და არა იმ ინტერესს, რომელსაც ჰქვია კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების, თუ მათთან აფილირებული ორგანიზაციების დაფინანსება", - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.