ვიდეოები

1791194642

დავით სონღულაშვილი რთველის მიმდინარეობას საკოორდინაციო შტაბში გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ქალაქ გურჯაანში, რთველის საკოორდინაციო შტაბში იმყოფებოდა, სადაც შტაბის მუშაობას, ყურძნის ჩაბარების და მოსავლის დაბინავების პროცესს გაეცნო.„ადგილზე გავეცანით რთველის მიმდინარეობას. ამ დროისთვის ვენახების თითქმის ნახევარი უკვე დაკრეფილია და რთველი პიკურ პერიოდშია. გავეცანით რთველის შტაბის მუშაობას, რიგების მართვასა და ყურძნის ხარისხობრივ სეგრეგაციას. მნიშვნელოვანია, რომ რთველი ორგანიზებულად მიმდინარეობს და ჩაბარებული ყურძნის უმეტესი ნაწილი მაღალი ხარისხისაა. არსებული მონაცემებისა და საპროგნოზო მოსავლის გათვალისწინებით, წლევანდელი რთველი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მაღალი ხარისხის იქნება. წელს პირველად დანერგილმა ყურძნის ხარისხობრივმა დიფერენციაციამ მევენახეებს დამატებითი მოტივაცია მისცა, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ყურძნის ხარისხს, რაც საბოლოოდ ღვინის ხარისხზე აისახება. ეს ყველაფერი ერთობლიობაში ქართულ ღვინოს კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს გახდის და საერთაშორისო ბაზრებზე მის პოზიციებს კიდევ უფრო გაამყარებს“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.5 ოქტომბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 168 500 ტონა ყურძენი, საიდანაც 166 865 ტონა მაღალი და საშუალო ხარისხის ყურძენია, რაც გადამუშავებული მოსავლის 99%-ს შეადგენს. გადამუშავებული ყურძნიდან 86,7 ათასი ტონა საფერავია, 70 ათას ტონამდე - რქაწითელი, ხოლო დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. ღვინის საწარმოებს ყურძენი 12 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა.რთველის ორგანიზებულად ჩატარებისა და მოსავლის სრულად რეალიზაციის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, ყველა მევენახე მოსავალს დააბინავებს. შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ კახეთში მოწეულ ყურძენს ფიზიკური პირებისგან დადგენილი პირობების შესაბამისად იბარებს.საფერავის შემთხვევაში, რომლის შაქრიანობაც არანაკლებ 20%-ია, 1 კგ ყურძნის ფასი 1,50 ლარს შეადგენს, 16%-დან 20%-მდე შაქრიანობის შემთხვევაში - 1 ლარს, ხოლო 16%-ზე ნაკლები შაქრიანობის ყურძნის შემთხვევაში - 50 თეთრს.რქაწითელისა და სხვა საღვინე ჯიშების შემთხვევაში, არანაკლებ 19%-იანი შაქრიანობის ყურძნის ფასი 1,30 ლარია, 16%-დან 19%-მდე შაქრიანობის - 90 თეთრი, ხოლო 16%-ზე ნაკლები შაქრიანობის შემთხვევაში - 50 თეთრი.ყურძნის ჩაბარების პროცესს ქალაქ გურჯაანში განთავსებული რთველის საკოორდინაციო შტაბი უწევს კოორდინაციას. რთველთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელი ხაზის ნომრებზე - 1501 და 032 2 19 37 18.

სონღულაშვილი

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1785509812

ჯარიმა 10 000 ლარამდე გაიზარდა - ვინ და რა შემთხვევაში დაჯარიმდება

სათამაშო ბიზნესის სფეროში სამართლებრივი პასუხისმგებლობა მკაცრდება და სანებართვო პირობების შეუსრულებლობისთვის დაწესებული ჯარიმების ოდენობები იზრდება.მიღებული კანონპროექტის მიხედვით, სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმის ოდენობა 7 000 ლარის ნაცვლად, 20 000 ლარით განისაზღვრა.სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმის ოდენობა 1 000 ლარის ნაცვლად, 10 000 ლარით განისაზღვრა.აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმა 2 000 ლარის ნაცვლად, 10 000 ლარი იქნება.აზარტული და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმის ოდენობა 2 000 ლარის ნაცვლად, 10 000 ლარით განისაზღვრება, ხოლო სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინეს, სათამაშო აპარატების და ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელთა მიმართ დაწესებული ჯარიმა 7 000 ლარის ნაცვლად, 20 000 ლარი იქნება.

სხვა სიახლეები

პროკურატურა

სამართალი • 1792650169

გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა

11:00 საათზე, გენერალურ პროკურატურაში საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილის ბექა კვიციანის ბრიფინგი გაიმართება.

სოზარ სუბარი

პოლიტიკა • 1792649711

სოზარ სუბარი: საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე რადიკალურმა ოპოზიციამ თქვა, რომ საგამოძიებო კომისის დასკვნა უბრალოდ "ფაქტების კომპილაცია", "ფაქტების შეჯამებაა" და მეტი არაფერი - ამით კი დაასტურეს, რომ კომისიის მიერ შექნილი დოკუმენტი შედგება უტყუარი ფაქტებისგან და აღიარეს, რომ რეალურად, ეს არის უმძიმესი საბრალდებო დასკვნა მათ წინააღმდეგ

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი რადიკალური ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე მიმდინარე პროცესს ეხმაურება. მისი განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა სასამართლო სხდომაზე თავადვე დაადასტურეს საგამოძიებო კომისიის დასკვნაში წარმოდგენილი ფაქტების უტყუარობა, როდესაც დოკუმენტს „ფაქტების კომპილაცია“ და „ფაქტების შეჯამება“ უწოდეს.სუბარის შეფასებით, ამით მათ აღიარეს, რომ 500-გვერდიანი დასკვნა რეალურ ფაქტებს ეფუძნება და მძიმე ბრალდებებს შეიცავს იმ პოლიტიკური ძალების მიმართ, რომელთა საქმიანობაც დოკუმენტშია აღწერილი.„პირადად ჩემი და პარტია „ხალხის ძალის“ პოზიცია, ვფიქრობ, რომ გასაგებია. ჩვენ ვართ საკონსტიტუციო სარჩელის თანაავტორები და ხელმომწერები.2012 წელს ქართველი ხალხის მოთხოვნა ნამდვილად იყო, რომ პარტიები, რომლებმაც სისხლის კალოები გალეწეს საქართველოში, უნდა აკრძალულიყვნენ. სამწუხაროდ, ეს პროცესი ძალიან დაგვიანდა, მაგრამ ხალხის დაკვეთა არ შეცვლილა. დაკვეთა კი ის არის, უნდა აეკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ის არაადამიანური და დანაშაულებრივი სისტემა შექმნა.ეს რომ ნამდვილად სისტემა იყო, დადასტურებულია ევროსასამართლოს არაერთი გადაწყვეტილებით. საქმეში „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“ პირდაპირ წერია, რომ ნაციონალური მოძრაობის დროს ადგილი ჰქონდა ხელისუფლების მხრიდან მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართულ სისტემურ და სისტემატურ დანაშაულს.ანუ, შექმნილი იყო სისტემა, რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევაზე, ქუჩებსა და ციხეებში ადამიანების წამებასა და მკვლელობაზე, საკუთრების უფლების მასობრივ დარღვევაზე იყო ორიენტირებული და ამას ჰქონდა სისტემატური ხასიათი, ანუ პრაქტიკულად მთელი 9 წლის განმავლობაში ეს ხდებოდა ციხეებში, პოლიციაში, ქუჩაში და ა.შ. ადგილი ჰქონდა საკუთრების წართმევას, ტელევიზიებში შევარდნებსა და დარბევებს და უამრავ სხვა სახის დანაშაულს.ყველაფერი ეს დადასტურებულია იმ საგამოძიებო კომისიის დასკვნაში, რომელიც ასე ყელში აქვთ გაჩხერილი იმ პარტიებს, რომლებიც პრაქტიკულად არა ქართველი ხალხის ნების, არამედ უცხოური გავლენების და მათი უცხოელი პატრონების დაკვეთების შემსრულებლები არიან.ის, რომ ეს დასკვნა სინამდვილეს ასახავს, მოპასუხე პარტიების წარმომადგენლებმა თვითონვე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე, როდესაც თქვეს, რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნა უბრალოდ „ფაქტების კომპილაცია“, „ფაქტების შეჯამებაა“ და მეტი არაფერი, ანუ დაადასტურეს, რომ ეს დასკვნა რეალობას ასახავს.ამით, პრაქტიკულად, აღიარეს, რომ კომისიის მიერ შექმნილი 500-გვერდიანი დოკუმენტი შედგება უტყუარი ფაქტებისგან და რეალურად, მათივე აღიარებით, ეს არის უმძიმესი საბრალდებო დასკვნა მათსავე წინააღმდეგ.დიახ, ეს არის ფაქტები, რომელიც კომისიის სხდომაზე მოწვეულმა 150-მდე მოწმემ დაადასტურა; ეს არის ფაქტები, რომლებიც დადასტურებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ, ასევე დადასტურებულია საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ და ეს არის ფაქტები, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებში წერია,”- განაცხადა სოზარ სუბარმა.

ხვიჩა კვარა

სპორტი • 1792648571

პსჟ-ს გეგმაშია, ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტი 2032 წლამდე გაახანგრძლივოს

ფრანგული კლუბი „პარი სენ-ჟერმენი“ ხვიჩა კვარაცხელიასთან თანამშრომლობის გაგრძელებას გეგმავს. გავრცელებული ინფორმაციით, პარიზელების სურვილია, ქართველ ფეხბურთელთან კონტრაქტი 2032 წლამდე გაახანგრძლივონ.ამასთან, კლუბის მიზანია, კვარაცხელია გუნდის ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქციოს.გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია, თუმცა ახალი კონტრაქტის პირობები საბოლოოდ შეთანხმებული არ არის.

ირაკლი ნადარეიშვილი

პოლიტიკა • 1792647787

ირაკლი ნადარეიშვილი: სააგენტო "აწარმოე საქართველოში" მთლიანად ფოკუსირდა მცირე და საშუალო სექტორის განვითარებაზე, ეს არის 90 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი და 8.5 მილიარდი ლარი ინვესტიციის მხარდაჭერა

 ირაკლი ნადარეიშვილი: სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მთლიანად ფოკუსირდა მცირე და საშუალო სექტორის განვითარებაზე, 20 000-ზე მეტმა მეწარმემ სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერა მიიღო ამ წლების განმავლობაში, ეს არის 90 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი და 8.5 მილიარდი ლარი ინვესტიციის მხარდაჭერა„ჩვენ ავიღეთ საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება და რეალურად შევქმენით ეკოსისტემა, სადაც მეწარმეს ხელმისაწვდომობა აქვს განვითარების ყველა ეტაპზე სახელმწიფოს სხვადასხვა მხარდაჭერის ინსტრუმენტზე“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა.მინისტრის მოადგილემ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ საქმიანობის შედეგები შეაჯამა და აღნიშნა, რომ მისი შექმნით, 2014 წლიდან საქართველოს მთავრობამ გადადგა პირველი რეალური ნაბიჯი კერძო სექტორის სისტემური და გრძელვადიანი მხარდაჭერის მიმართულებით.„სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მთლიანად ფოკუსირდა მცირე და საშუალო სექტორის განვითარებაზე. საკმაოდ ამბიციური გეგმა იყო, ვინაიდან ეს არის ჩვენი ეკონომიკის უდიდესი ნაწილი, დღესაც თითქმის 60%-ს წარმოადგენს მცირე და საშუალო სექტორის გამოშვება და დასაქმება. ის გამოწვევები, რაც არსებობდა, თავმოყრილი იყო ძირითადად ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მიმართულებით“, - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა სახელმწიფოს მხრიდან მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის ფინანსური, ასევე სხვა ინსტრუმენტების მნიშვნელობას.„ეს არის ძირითადად ფინანსური ინსტრუმენტები, ვინაიდან ეს იყო მთავარი გამოწვევა, თუმცა, გვქონდა არაფინანსური ინსტრუმენტებიც. რეალურად, 20 000-ზე მეტმა მეწარმემ სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერა მიიღო ამ წლების განმავლობაში. ეს არის 90 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი და 8.5 მილიარდი ლარი ინვესტიციის მხარდაჭერა, რომელიც განხორციელდა“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.ირაკლი ნადარეიშვილის შეფასებით, ეს რიცხვები, თავისთავად ითარგმნება მაკროეკონომიკურ პარამეტრებში.„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ორჯერ გაზრდილ ექსპორტზე, ისევ და ისევ მხოლოდ მცირე და საშუალო სექტორზე ვლაპარაკობთ. ეს არის ოთხჯერ გაზრდილი გამოშვება, ბანკების მხრიდან ამ სექტორის ექვსჯერ გაზრდილი სასესხო უზრუნველყოფა, რომელიც 5 მილიარდიდან 30 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. 30 მილიარდი არის ის სასესხო რესურსი, რომელიც დღეს 2025 წლის მონაცემებით, მცირე და საშუალო სექტორზე იქნა ფინანსური ინსტიტუტებიდან გამოყოფილი“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.ამასთან, ირაკლი ნადარეიშვილმა ხაზი გაუსვა პროგრამის ფართო საერთაშორისო აღიარებას, მათ შორის, 2024 წელს OECD-ის მცირე და საშუალო ბიზნესის პოლიტიკის ინდექსის რეიტინგში.„აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში უპირობო პირველი ადგილი მივიღეთ, 12 კრიტერიუმიდან საქართველომ 11-ში პირველი ადგილი აიღო“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

თამაზ ელიზბარაშვილი

სამართალი • 1792647718

თამაზ ელიზბარაშვილმა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა

თამაზ ელიზბარაშვილმა საქართველოს პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა. იგი აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს.პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ბრალდებულის განმარტებით, მას არავინ დამუქრებია და დაზარალებულებს მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ. შესაბამისად, მან უარყო მის მიერ წარსულში გაკეთებული განცხადება."თამაზ ელიზბარაშვილი დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას, როდესაც დაზარალებულს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.ბრალდებულ თამაზ ელიზბარიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

✕