ლუის ენრიკე

1773684074

„წნეხზე გაძლება მოგვიწევს, მაგრამ...“ - ენრიკე და დემბელე ჩელსისთან მატჩის წინ

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ სტუმრად ლონდონის „ჩელსის“ დაუპირისპირდება. შეხვედრამდე 1 დღით ადრე პარიზული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ უსმან დემბელესთან ერთად პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.ლუის ენრიკე:„ფაქტია, რომ ჯერ მხოლოდ პირველი შეხვედრა ჩავატარეთ მაღალ დონეზე. წინ მეორე მატჩია, რომელიც ყოველთვის განსხვავებული გამოდის. საპასუხო შეხვედრები სპეციფიკურია, რადგან აქ უკვე გამოვარდნის რეალური საფრთხე არსებობს, რაც ყველაფერს ართულებს. თუმცა, ჩვენ მზად ვართ — მიჩვეულები ვართ ასეთი დონის მატჩების თამაშს და გვსურს, მოედანზე მაქსიმუმი გავაკეთოთ“.უსმან დემბელეს ლიდერულ თვისებებზე:„მწვრთნელისთვის მისნაირი ფეხბურთელის ყოლა საოცრებაა. მან შეძლო საკუთარი მენტალიტეტის შეცვლა და პოზიციური ტრანსფორმაცია. მთელი ცხოვრება ტიპური გარემარბი იყო, თუმცა გუნდის წარმატებისთვის თამაშის სტილის შეცვლას დათანხმდა. უსმანისნაირი მოთამაშე გუნდში ნამდვილი საჩუქარია. როგორც გულშემატკივრისთვის კი, მისი ყურება დიდი სიამოვნებაა — ის გამორჩეული ფეხბურთელია, რომელმაც ბურთთან ერთად ყველაფერი იცის“.განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე

გორგაძე

1773678840

„შეიძლება, სწორედ ის დღეა, როცა ეს უნდა გვეგრძნო“ - ბექა გორგაძე

რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2026 წლის ფინალურ მატჩში საქართველოს მორაგბეთა ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 17-19 დამარცხდა.8 წლის შემდეგ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენმა გუნდმა ტურნირის მოგება ვერ მოახერხა.  შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, ბექა გორგაძემ განვლილი მატჩი შეაფასა:განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე

თორნიკე შენგელია

1773592980

ზედიზედ მე-2 მატჩს გამოტოვებს - შენგელია ტრავმირებულია

ბარსელონას საკალათბურთო ქართველი ლიდერი თორნიკე შენგელია ტრავმირებულია, რის გამოც ევროლიგის გასული ტურის მატჩი ჰაპოელ თელ-ავივის წინააღმდეგ გამოტოვა.გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების კაპიტნის დაზიანება სერიოზული არ არის, თუმცა, როგორც Mundo Deportivo წერს შენგელია კატალონიურ დერბს მაინც გამოტოვებს.ბარსელონა ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში ბადალონას ხვდება და შენგელია სწორედ ამ მატჩში ვერ მიიღებს მონაწილეობას.განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე

კორმიე თოფურია

1773592740

ორივე წარმოუდგენლად ელიტურია | კორმიემ თოფურიასა და მახაჩევზე ისაუბრა

UFC-ის ორი წონის ყოფილმა ჩემპიონმა დენიელ კორმიემ განაცხადა, რომ შესაძლოა ისლამისა და თოფურიას დაპირისპირება ყველაზე დიდი და საუკეთესო ბრძოლა იყოს, რადგან ორივე წარმოუდგენლად ელიტური მებრძოლია.დენიელ კორმიე: „ვფიქრობ, ისლამისა და თოფურიას დაპირისპირება შეიძლება იყოს ყველაზე დიდი და საუკეთესო ბრძოლა, რაც კი UFC-ს შეუძლია ნებისმიერ წონით კატეგორიაში ჩაატაროს, უბრალოდ იმიტომ, რომ ორივე მათგანი წარმოუდგენლად ელიტურია. არ ვიცი, გვყავს თუ არა UFC-ში ამ ორზე უკეთესი მებრძოლი, რომელიც ამას იმსახურებს.“განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე

ჩაკვეტაძე

1773518374

ჩაკვეტაძის საგოლე პასი | უოტფორდი სტოკ სიტისთან დამარცხდა

ინგლისის ჩემპიონშიფის 38-ე ტურში სტოკ სიტიმ შინ უოტფორდი 3:1 დაამარცხა. უოტფორდმა 37-დან მე-11 შეხვედრა დათმო, ამ მომენტში 52 ქულით მე-10 ადგილზეა, საუკეთესო ექვსეულს 8 ქულით ჩამორჩება.გუნდი არასტაბილურია, ბოლო 12 მატჩიდან მხოლოდ 2 მოიგო, პრემიერ ლიგაში აღზევებისთვის ბრძოლა ძალიან გაუჭირდება. საბა გოგლიჩიძე და გიორგი ჩაკვეტაძე უოტფორდის სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ, 90 წუთი ითამაშეს. მილონ მანჰუფის დუბლით უოტფორდი 2:0-ს იგებდა, აღნიშნული 2 გოლისას საბა გოგლიჩიძე არ შემცდარა.განაგრძე კითხვაhttps://www.crystalsport.ge/news/82704-chakvetadzis-sagole-pasi--uotpordi-stok-sitistan-damartskhda 

გულიაშვილი

1773518256

გულიაშვილს ორი გოლი გაუუქმეს - რასინგმა ლეონესას მოუგო

ლა ლიგა 2-ის 30-ე ტურში გიორგი გულიაშვილის „რასინგი“ „კულტურალ ლეონესას“ ესტუმრა და 2:1 გაიმარჯვა. პირველ ტაიმში გულიაშვილმა გოლიც გაიტანა, თუმცა ვიდეორეფერის ჩარევის შემდეგ მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა და გოლი გააუქმა. რამდენიმე წუთში „რასინგმა“ მაინც გაიტანა: პეიო კანალესის პასის შემდეგ გულიაშვილმა ბურთი ჭკვიანურად გაატარა, ანდრეს მარტინმა კი ანგარიში გახსნა.განაგრძე კითხვაhttps://www.crystalsport.ge/news/82706-guliashvils-ori-goli-gauukmes---rasingma-leonesas-mougo 

დვალიშვილი

1773518178

„მერაბი ქამარს დაიბრუნებს“ - სენდჰეგენის პროგნოზი იანი-დვალიშვილზე

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ამერიკელმა მებრძოლმა, კორი სენდჰეგენმა Home of Fight-თან ინტერვიუში მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის პოტენციურ დაპირისპირებაზე ისაუბრა. „სენდმენის“ აზრით, „მანქანა“ ჩემპიონის ტიტულს დაიბრუნებს.„მართალი გითხრათ, მეგონა, რომ მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანს მეორე ჩხუბშიც მოუგებდა, თუმცა იანმა კარგად წარმოაჩინა თავი.განაგრძე კითხვაhttps://www.crystalsport.ge/news/82702-merabi-kamars-daibrunebs---sendhegenis-prognozi-iani-dvalishvilze 

ზურიკო დავითაშვილი

1773223317

„ბევრს მუშაობს და სწრაფია“ | სენტ-ეტიენის ექს-მოთამაშემ ზურიკო შეაქო

„სენტ-ეტიენის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, პასკალ ფეინდუნომ ზურიკო დავითაშვილი შეაქო. ფეინდუნო გამოცემა Top Mercato-ს ესაუბრა და განაცხადა, რომ ლიგა 1-ში დასაწინაურებლად სწორედ ზურიკოსნაირი მოთამაშეა საჭირო.„ზურიკოს სტილი ძალიან მომწონს. შეუპოვარია, ბევრს მუშაობს და სისწრაფითა და ოსტატურობით გამოირჩევა. ლიგა 1-ში დასაწინაურებლად საჭიროა, გყავდეს ფეხბურთელები, რომლებიც სეზონში მინიმუმ 15 გოლს გაიტანენ. „სენტ-ეტიენს“ ზურიკოს სახით სწორედ ასეთი მოთამაშე ჰყავს...“განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე

კვარა საქართველო

1773223118

„ლიგის ფინალის წინ პირველი, რაც ჩემოდანში ჩავდე, საქართველოს დროშა იყო“ | კვარას ინტერვიუ

ხვიჩა კვარაცხელიამ Le Parisien-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. ქართველმა ფეხბურთელმა საკუთარი თავი დაახასიათა და განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ მხოლოდ ერთი სურვილი ჰქონდა: მოედანზე საქართველოს დროშით ერბინა.შეგიძლია საკუთარი თავი რამდენიმე სიტყვით დაახასიათო?„მომთმენი, აგრესიული, მებრძოლი და... ქართველი! ბოლო ორი თითქმის ერთი და იგივეა და მხოლოდ ქართველები მიხვდებიან, რაზე მაქვს საუბარი.“შეგიძლია ფრანგ პუბლიკას აუხსნა, რას გულისხმობ?„საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა. ვცდილობთ, ის კარგად წარმოვაჩინოთ და მსოფლიოს გავაცნოთ. მაგალითად, როდესაც ხალხი საქართველოში ჩამოდის, მათ მაქსიმალურად მაღალ დონეზე ვმასპინძლობთ. როდესაც ვთამაშობ, პირველ რიგში საქართველოსთვის ვთამაშობ და შემდეგ — საკუთარი თავისთვის. როდესაც ჩემი მსგავსი პატარა ქვეყნიდან მოდიხარ, ძალიან ცოტა შანსი გაქვს, ისეთ დიდ კლუბში ითამაშო, როგორიც პარი სენ-ჟერმენია. დღეს ჩემთვის დიდი სიამაყეა, რომ „პარიზის ქართველად“ მიცნობენ...“განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე

კვარა ბიბისი

1773222966

როგორ იქცა კვარაცხელია ვარსკვლავად | BBC-იმ ხვიჩას სტატია მიუძღვნა

„მოკრძალებული დასაწყისი, რონალდუ და NBA — როგორ იქცა ხვიჩა კვარაცხელია ვარსკვლავად“, - ეს ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემის, BBC-ის სტატიის სათაურია.მისი ავტორი, გუილემ ბალაგი, „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველ გარემარბზე ვრცლად წერს და მკითხველს მას ახლოდან აცნობს. „ხვიჩა კვარაცხელიამ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე კრეატიულ ტალანტად დაიმკვიდრა თავი. „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი გარემარბი ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ თამაშობს, მაგრამ მოედნის მიღმა აბსოლუტურად სხვანაირია.25 წლის ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგის ცხრა მატჩში 7 საგოლე მოქმედება მიითვალა (4 გოლი, 3 საგოლე გადაცემა), რითაც ის ამ ტურნირზე პსჟ-ის საუკეთესო ბომბარდირია და ყველაზე მეტი საგოლე მოქმედებაც აქვს. მერვედფინალში მოქმედი ჩემპიონის მეტოქე ჩელსია — კლუბი, რომელმაც წარსულში მისი გაფორმება სცადა.„ვთვლი, რომ უბრალო ადამიანი ვარ. ვცდილობ თავმდაბალი ვიყო, ოჯახის წევრების მოსაზრებები გავითვალისწინო და ყოველთვის მახსოვდეს, ვინ ვარ და საიდან მოვდივარ“, — ეს ხვიჩას სიტყვებია და მოდით, მის მიერ გავლილი გზა დეტალურად განვიხილოთ.განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე

თოფურიას ინტერვიუ

1773140768

მახაჩევი, გეიჯი და გიჟური კვირა | ილია თოფურიას მენეჯერის კომენტარი

ილია თოფურიას მენეჯერი, მალკი კავა Anik & Florian Podcast-ის სტუმარი იყო და UFC-სთან გამართულ მოლაპარაკებებზე ისაუბრა, რომლებიც „თეთრი სახლის“ ტურნირს ეხებოდა. კავამ დაადასტურა, რომ თავდაპირველად „ელ მატადორს“ „თეთრ სახლში“ არ უნდა ეჩხუბა და დასძინა, რომ თოფურიას ორი არჩევანი ჰქონდა.„ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება. რეალობა ისაა, რომ ყველა დეტალი პარასკევ საღამოს შეთანხმდა. მეძინა, UFC-მ გამაღვიძა და მითხრა, რომ თოფურიასა და გეიჯის ორთაბრძოლის ჩანიშვნა სურდათ. მთელი ღამე არ მიძინია, მოლაპარაკებები მქონდა და არც ჰანტერ კემპბელს უძინია. საბოლოოდ შეთანხმებას დილის 11-12 საათზე მივაღწიეთ...“განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე

პედი პიმბლეტი

1773140634

„გეიჯის შეუძლია სენსაცია მოახდინოს“ | პედი პიმბლეტი ილიას მომდევნო ჩხუბზე

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლი, პედი პიმბლეტი ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ორთაბრძოლის ჩანიშვნას გამოეხმაურა.„ბედიმ“ საკუთარი პროგნოზიც შემოგვთავაზა. ინგლისელი ვარაუდობს, რომ სენსაცია მოხდება და „ელ მატადორი“ დამარცხდება.„ჩემი ორი მეგობარი მთავარი მოვლენის მონაწილეები არიან. ილიამ თქვა, რომ დაახლოებით ამ პერიოდში დაბრუნდებოდა და ივნისი მისთვის იდეალური ვარიანტია. რაც შეეხება გეიჯის, როდესაც ჯასტინი ჩემთან ჩხუბობდა, სურდა, დავემარცხებინე და შემდეგ თეთრ სახლში გასამართ ტურნირზე ეჩხუბა...“ განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე