ოსკარი 2026

1773653646

ოსკარი 2026 - რა ეცვათ ვარსკვლავებს წითელ ხალიჩაზე

ჰოლივუდის ყველაზე პრესტიჟულ კინო დაჯილდოებაზე, აკადემიის ჯილდო ოსკარი 2026-ზე, ვარსკვლავებმა წითელ ხალიჩაზე თვალისმომჭრელი და გამორჩეული სტილი მოირგეს. მსახიობები და მოდელები ცნობილი მოდის სახლების კაბებითა და კოსტიუმებით გამოჩნდნენ, რომელთა შორის იყო „შანელი“, დიორი“, „ვერსაჩე“.ელეგანტურმა, კლასიკურმა და თამამმა ლუქებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ოსკარის წითელი ხალიჩა არა მხოლოდ კინოს, არამედ მოდის სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სცენაცაა.

The Pussycat Dolls

1773409320

ჯგუფი The Pussycat Dolls სცენაზე ბრუნდება

ჯგუფმა The Pussycat Dolls დაადასტურა, რომ ახალი სინგლისა და მსოფლიო ტურნესთვის ტრიოს სახით ერთიანდებიან.ნიკოლ შერზინგერმა, ეშლი რობერტსმა და კიმბერლი უაიტმა უკვე გამოუშვეს ახალი ტრეკი სახელწოდებით Club Song, ივნისში კი კონცერტების სერიას დაიწყებენ.ტურნე სახელწოდებით PCD Forever-ის 53 კონცერტისგან შედგება. ის ჩრდილოეთ ამერიკიდან დაიწყება, სექტემბერში კი ევროპაში გადაინაცვლებს. ფონალური შოუ 13 ოქტომბერს ლონდონში გაიმართება.

ქეით უინსლეტი

1773308640

ქეით უინსლეტი „ბეჭდების მბრძანებლის“ ახალ ფილმს უერთდება

ქეით უინსლეტი ენდი სერკისის შუახმელეთის ეპოსს, „ბეჭდების მბრძანებელი: გოლუმზე ნადირობა“ შეუერთდება. Deadline-ისთვის სანდო წყაროების მიერ მიწოდებული ინფორმაციით, ის ქალის მთავარ როლს შეასრულებს, თუმცა თავად პერსონაჟის ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება.სერკისმა და პიტერ ჯექსონმა გასული წლის დიდი ნაწილი უინსლეტის დაყოლიებას დაუთმეს. ფილმში მონაწილეობა მსახიობისთვის ახალ ზელანდიაში გადაბარგებას ნიშნავს, სადაც მისი სცენების გადაღება მაისის ბოლოდან ოქტომბრამდე გაგრძელდება.ოსკაროსანი უინსლეტი შეუერთდება სამსახიობო გუნდს, რომელშიც უკვე დადასტურებულია ძველი ვარსკვლავების დაბრუნება: ელაიჯა ვუდი (ფროდო ბეგინსი), იან მაკკელენი (გენდალფი) და თავად ენდი სერკისი (გოლუმი). აღნიშნულ როლებს ეს სამეული 2001 წლის „ბეჭდის საძმოდან“ მოყოლებული ასრულებს, ისევე როგორც ჯ.რ.რ. ტოლკინის ნაწარმოებებზე დაფუძნებულ შემდგომ ფილმებში.ორიგინალური ტრილოგიის რეჟისორი პიტერ ჯექსონი და სცენარისტები ფრენ უოლში და ფილიპა ბოიენსი სურათის პროდიუსერები არიან და მუშაობის ყველა ეტაპში იღებენ მონაწილეობას.„ბეჭდების მბრძანებლის“ ეკრანიზაციის პირველი ფილმი ეკრანებზე 2001 წელს გამოვიდა. მოგვიანებით მისმა ავტორებმა ტრილოგიის პრიქველი „ჰობიტი“ გადაიღეს. ორივე ტრილოგიის საერთო შემოსავალმა 5,9 მილიარდი დოლარი შეადგინა. ფილმმა „ბეჭდების მბრძანებელი: მეფის დაბრუნება“ კი 11 „ოსკარი“ მიიღო. ასეთ შედეგს კიდევ მხოლოდ ორმა ფილმმა მიაღწია - „ტიტანიკმა“ (1997) და „ბენ ჰურმა“ (1959).

ცისანა სეფიაშვილი

1773252558

"საუბარი იყო გადარჩენა-არგადარჩენაზე, ფეხის ამპუტაციაც შეუძლებელი იყო..." - ცისანა სეფიაშვილი

მომღერალი და ტელეწამყვანის, ცისანა სეფიაშვილის ცხოვრებაში ახლა ყველაზე მშვიდი და იდილიური ეტაპია. 50 წლის ზღურბლს რაც გადააბიჯა ცხოვრების პრიორიტეტები მნიშვნელოვნად შეცვალა. აღიარებს, რომ ბევრი ადამიანი გაუშვა მისი ცხოვრებიდან, თუმცა ვინც დარჩა მათ ორმაგად აფასებს.მისი ჰარმონიის წყარო მისი მეუღლე ოთო გიორგობიანი, ოთხი შვილი და მოსიყვარულე მშობლები არიან. სხვათა შორის ცისანას ცხოვრებაში სიყვარული მაშინ გამოჩნდა, როდესაც სულაც აღარ ფიქრობდა სიყვარულზე და თვლიდა, რომ ამის გარეშეც ძალიან ბედნიერი და შემდგარი ქალი იყო, თუმცა ოთოს გამოჩენამ მისი ხედვები და გეგმები მნიშვნელოვნად შეცვალა. ამ სიყვარულსაც მოჰყვა  განსაცდელი, როდესაც ერთი შეხედვით მარტივი ფეხის მოტეხილობა იმდენად გართულდა, რომ 9 თვის განმავლობაში 23 ოპერაცია დასჭირდა.- მე არ შემიძლია გაჩერებული და პასიური ვიყო კარიერაში. ჩემი საქმიანობა დამატებით ძალას მაძლევს ცხოვრებაში. ეს შესაძლებელია იმ დროს, როდესაც ჩემს გვერდით არის ადამიანი, რომელიც ყველანაირ თავისუფლებას გაძლევს, მეტ სტიმულს გაძლევს, რომ ვაკეთო საკუთარი საქმე.- მეუღლეს გულისხმობთ?- კი, რა თქმა უნდა. ის ნამდვილად მაძლევს ძალას, რომ ვაკეთო ჩემი საქმეები.- მეუღლემ როგორი კომფორტი შეგიქმნათ, რომ ასე ბედნიერად და ლაღად გრძნობთ თავს?- ჩემმა ქმარმა ძალიან ბევრი კომფორტი შემიქმნა. პირველ რიგში მნიშვნელოვანია ჩემს შვილებთან მისი ურთიერთობა და ჩემთან დამოკიდებულება, რომელიც ისეთია, რომ არც კი მეგონა თუ არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც ასე იზრუნებდნენ მეორე ადამიანზე. ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ თავი კომფორტულად იგრძნოს. ხშირად ვეხუმრები კიდეც, რომ შენს გვერდით უფრო კეთილშობილი გავხდი. ყველა ჩემ წამოწყებას მხარს უჭერს, ეს ტელევიზია იქნება, სიმღერა, თუ ახალი იდეები, რომლის განხორციელებაც მომავალში მინდა. ყველა შემთხვევაში ის გვერდში მიდგას. ყველაფერში მიწყობს ხელს, რაც მე მაბედნიერებს.- თუმცა დაოჯახებითანავე პრობლემების გადალახვაც მოგიწიათ, ვგულისხმობ მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ეს პრობლემა, რომ გადალახეთ ალბათ ახლა განსაკუთრებული სიმშვიდეა თქვენს შორის?ეს იყო მართლაც რთული პერიოდი, იმიტომ, რომ აქ საუბარი იყო ამ ადამიანის გადარჩენა-არგადარჩენაზე. ფეხის ამპუტაციაც შეუძლებელი იყო, რადგან შესაძლოა ვერ გადაეტანა. ერთმანეთის გვერდში დგომამ, გატანამ და მხარდაჭერამ თავის საქმე გააკეთა. მიუხედავად იმისა, ერთი წუთითაც არ დამიტოვებია ოთო საავადმყოფოში, ერთად ვათენებდით ღამეებს, გაუსაძლისი ტკივილები ჰქონდა. ოთომ მანამდე იმდენი რამ მომცა, იმხელა სიყვარული დამანახვა, რომ ამან მომცა ძალა, რომ ასე დავდგომოდი ამ რთულ პერიოდში გვერდით. საბედნიეროდ დღეს ყველა ეს ეტაპი გავლილია. წყარო: ჟურნალი „სარკე“

BTS

1772693728

BTS-მა ახალი ალბომის ტრეკ-ლისტი გამოაქვეყნა, Netflix-მა კი ჯგუფის კონცერტის თრეილერი

კეი-პოპ ჯგუფმა BTS ახალი ალბომის Arirang-ის ტრეკლისტი გამოაქვეყნა. ჩანაწერი 20 მარტს გამოვა, მასში 14 სიმღერა შევა, რომელთა შექმნაშიც ჯგუფის წევრებთან ერთად მონაწილეობდნენ Diplo, კევინ პარკერი Tame Impala-დან და სხვა მუსიკოსები.Diplo, რომელიც ცნობილია პროექტით Major Lazer მუშაობდა ტრეკებზე: Body to Body, FYA, Like Animals, One More Night და Into the Sun. კევინ პარკერი სიმღერის Merry Go Round თანაავტორია. Arirang-ის კიდევ ერთ კომპოზიციაზე FYA Diplo-სთან და ცნობილ ავსტრალიელ დიჯეი თან Flume-თან ერთად საკულტო რეპ-ექსპერიმენტატორი JPEGmafia მუშაობდა.კიდევ 4 ტრეკის თანაავტორი ჯგუფის OneRepublic ვოკალისტი რაიან ტედერია - Body to Body, Swim, Normal და Please. Diplo-მ აღნიშნა, რომ Arirang-ი იქნება „ყველაზე გიჟური ალბომი ისტორიაში“.

გიორგი შოშიტაშვილი

1772484228

“მთელი დღე სასტუმროს საცავში გავატარეთ, ხალხი ჩვენთან ერთად ლოცულობს" - რას ყვება ისრაელში ჩარჩენილი გიორგი შოშიტაშვილი

ახლოაღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად ისრაელიდან საქართველოში ამ დრომდე ვერ ბრუნდებიან ქართული ესტრადის ვარსკვლავები. «პრაიმ ტაიმი» ანსამბლ «ქსოვრელების» სოლისტს გიორგი შოშიტაშვილს აშდოთში დაუკავშირდა და შეეცადა მისგან გაერკვია რა ვითარებაა ახლა ისრაელში იქ, სადაც ისინი იმყოფებიან.- გიორგი, როდის და რატომ გაემგზავრეთ ისრაელში მომღერლები?- 26 თებერვალს ჩამოვფრინდით ისრაელში, კაკული გურიელაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტისთვის. ჩვეულებრივი სიმშვიდე იყო და 28 თებერვალს დილით გაისმა განგაშის ხმა, რაც იმას ნიშნავს რომ კარგი არ ხდება და დაიწყო ომი. კონცერტი გაუქმდა ამ ეტაპზე, მაგრამ როცა ყველაფერი დასრულდება კონცერტი აუცილებლად ჩატარდება.- სად იმყოფებით ამჟამად?- 28 თებერვალი მთლიანად სასტუმროს საცავში გავატარეთ, აშდოთში ვიმყოფებით ჩვენ და აქ ახლა საბედნიეროდ სიწყნარეა. პრევენციის მიზნით ირთვება სირენები. მადლობას ვუხდი აშდოთის მერიას ასეთი ყურადღებისთვის. ბატონ მოშე ბოთერაშვილს ვუხდი უდიდეს მადლობას. ამ ხალხისთვის ეს ახალი არ არის და ჩვეულებრივი განწყობაა, ჩვენთან ერთად არიან, ლოცულობენ. გვმასპინძლობს მოშე გურიელაშვილი და ერთი წამით არ გვტოვებენ უყურადღებოდ. დაძაბულ ურთიერთობებს ფაქტიურად ვერ ვგრძნობთ. ახლა კარგად ვართ, მშვიდად ვართ და ველოდებით როდის დავბრუნდებით თბილისში, სავარაუდოდ 2-3 დღეში დავბრუნდებით. 8 მარტს ერთად გავატარებთ.

ტომ ჰენკსი

1772000862

ტომ ჰენკსი აბრაამ ლინკოლნის როლს შეასრულებს

ტომ ჰენკსი აშშ-ის მე-16 პრეზიდენტს, აბრაამ ლინკოლნის როლს შეასრულებს დრამაში „ლინკოლნი ბარდოში“. ​ Variety-ის მონაცემებით, ჰენკსი უკვე ოფიციალურად შეუერთდა სამსახიობო გუნდს. გარდა ამისა, ის პროექტის პროდიუსერიც იქნება.„ლინკოლნი ბარდოში“ ჯორჯ სონდერსის 2017 წლის ამავე სახელწოდების ბესტსელერის მიხედვით იქნება გადაღებული. რეჟისორი დიუკ ჯონსონია.ფილმი მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ როგორ გადაიტანა ლინკოლნმა შვილის, უილიამის გარდაცვალება - ბიჭი 11 წლის ასაკში ავადმყოფობას შეეწირა. მოქმედება ერთი ღამის განმავლობაში ვითარდება - სწორედ მაშინ, როცა უილიამი კვდება. ამასთან, მოვლენები ძირითადად „ბარდოში“ წარიმართება - ეს არის შუალედური მდგომარეობა სიკვდილსა და სულის სხეულიდან საბოლოო გამოყოფას შორის.

Met Gala

1771917042

Met Gala 2026-ის დრესკოდი გამოცხადდა

Met Gala 2026-ის ორგანიზატორებმა წვეულების დრესკოდი გამოაცხადეს: Fashion Is Art (მოდა ხელოვნებაა). მეჯლისის კოსტიუმების ინსტიტუტის გამოფენას გახსნის სახელწოდებით Costume Art („კოსტიუმის ხელოვნება“), რომელიც სამოსს, როგორც დამოუკიდებელ მხატვრულ ობიექტს წარმოაჩენს.გამოფენა მოდას მეტროპოლიტენ-მუზეუმის კოლექციაში არსებულ ფერწერასა და სკულპტურასთან დააკავშირებს. კოსტიუმების ინსტიტუტის კურატორმა, ენდრიუ ბოლტონმა, აღნიშნა, რომ პროექტი იკვლევს, თუ როგორ აყალიბებდა ტანსაცმელი სხეულისა და სოციალური სტატუსის შესახებ წარმოდგენებს სხვადასხვა ეპოქაში.საღამოს თანათავმჯდომარეები იქნებიან: ბიონსე, ნიკოლ კიდმანი, ვინუს უილიამსი და ანა ვინტური.ღონისძიება 4 მაისს, Condé Nast Galleries-ის სივრცეში გაიმართება.Met Gala ტარდება როგორც საქველმოქმედო საღამო ნიუ-იორკის კოსტიუმების ინსტიტუტის მხარდასაჭერად. პირველი მეჯლისი 1948 წელს ჩატარდა და მას შემდეგ ტრადიციულად იქცა.

 ბრუნო მარსი

1771915660

ბრუნო მარსმა ახალი ალბომის ტრეკ-ლისტი წარადგინა

ბრუნო მარსმა თავისი ახალი ალბომის The Romantic-ის ტრეკ-ლისტი წარადგინა. ჩანაწერი 27 თებერვალს გამოვა. ეს მუსიკოსის პირველი სოლო ნამუშევარია 10-წლიანი პაუზის შემდეგ.ალბომში 9 კომპოზიცია შევა, მთავარი სინგლი კი ტრეკი I Just Might გახდა, რომელიც ჩარტს Billboard Hot 100 ჩაუდგა სათავეში.The Romantic-ის ტრეკ-ლისტი:1. Risk It All2. Cha Cha Cha3. I Just Might4. God Was Showing Off5. Why You Wanna Fight?6. On My Soul7. Something Serious8. Nothing Left9. Dance With Me

ერიკ დეინი

1771682036

„როგორც კი დიაგნოზი დაუსვეს, მაშინვე მივწერე, „მე აქ ვარ თუ გჭირდები“ და ტელეფონმა 30 წამში დარეკა...“ - ელენ პომპეო ერიკ დეინზე

​ერიკ დეინი 53 წლის ასაკში გარდაიცვალა.  მსახიობს ლუ გერიგის დაავადება (ლატერალური ამიოტროფული სკლეროზი, ALS) ჰქონდა, რაზეც მან საჯაროდ 10 თვის წინ ისაუბრა.ბოლო თვეების განმავლობაში სერიალების „გრეის ანატომია“ და „ეიფორია“ ვარსკვლავი ეტილთ გადაადგილდებოდა და მეუღლის, შვილების და მეგობრების გვერდით, ახლობლების გარემოცვაში გარდაიცვალა.„ჩვენ მძიმე გულით ვაცხადებთ, რომ ერიკ დეინი გარდაიცვალა ხუთშაბათს დღისით, ბასთან გამკლავების შემდეგ. ბოლო დღეები მან გაატარა საყვარელი მეგობრების, ერთგული მეუღლისა და ორ მშვენიერ ქალიშვილთან - ბილისა და ჯორჯიასთან ერთად, რომლებიც მისი სამყაროს ცენტრი იყვნენ“, - ნათქვამია დეინების ოჯახის განცხადებაში.მსახიობის გარდაცვალებას ეხმიანებიან მისი კოლეგები. „ოქროს გლობუსის“ ნომინანტმა მსახიობმა მხარდაჭერა გამოუცხადა ყოფილ კოლეგას წინასწარ ჩაწერილი ვიდეომიმართვით ALS Network Champions for Cures & Care Gala-ზე, რომელიც 24 იანვარს გაიმართა და დეინის პატივსაცემად იყო მიძღვნილი.56 წლის ელენ პომპეომ, რომელიც წლების განმავლობაში დეინის პარტნიორი იყო ABC-ის სამედიცინო დრამაში, განაცხადა, რომ დიაგნოზის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე დაუკავშირდა მას და გააოცა დეინის სწრაფმა რეაქციამ.„როგორც კი დიაგნოზი დაუსვეს მაშინვე მივწერე „მე აქ ვარ თუ გჭირდები” და ტელეფონმა 30 წამში დარეკა...“ იხსენებს ელენი.„ბოლო დღეებში მასთან მიმოწერა მქონდა, მესიჯებს ვწერდით. დაახლოებით ერთი კვირის წინ ვესაუბრე მას, რამდენიმე ჩვენი მეგობარი წავიდა მის სანახავად და მაშინ უკვე აშკარად იგრძნობოდა, რომ საუბრის უნარი სწრაფად ეკარგებოდა“,- აღნიშნა პატრიკ დემპსმა.

„მანდალორელის და გროგუს“ ახალი თრეილერი

1771403144

„მანდალორელის და გროგუს“ ახალი თრეილერი გამოქვეყნდა

სტუდიამ Lucasfilm „ვარსკვლავური ომების“ სამყაროს ახალი ფილმის - „მანდალორელის და გროგუს“ ახალი თრეილერი გამოაქვეყნა. რეჟისორ ჯონ ფავროს სურათი სერიალ „მანდალორელის“ გაგრძელება იქნება და დინ ჯარინისა და პატარა გროგუს ახალ თავგადასავლებზე მოგვითხრობს. 

ნინი ბადურაშვილი

1771271040

"ვე­რაფ­რით წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ჩემი ბოლო შეხ­ვედ­რა იყო ერეკ­ლეს­თან..." - ნინი ბადურაშვილი

მომღერალმა ნინი ბადურაშვილმა "სახალხო ინტერვიუში" მამასთან ბოლო შეხვედრა გაიხსენა. ნინის მამასთან, რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა. "ავად იყო, მეც და ყვე­ლას ისე გვე­გო­ნა, რომ ვირუ­სი ჰქონ­და, ყელი სტკი­ო­და, ან­გი­ნის გამო ხმა ჩახ­ლე­ჩი­ლი ჰქონ­და და ვერ ლა­პა­რა­კობ­და. მახ­სოვს, მას­თან სახ­ლში ბოლო ას­ვლა - იწვა და მი­თხრა, შე­უძ­ლოდ ვარო, მაგ­რამ ვე­რაფ­რით წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ის ჩემი ბოლო შეხ­ვედ­რა იყო ერეკ­ლეს­თან.ვერც ის და­ვუშ­ვი, რომ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ვირუ­სის­გან შე­იძ­ლე­ბო­და, ადა­მი­ა­ნი აღარ ყო­ფი­ლი­ყო. არა­ნა­ი­რი წი­ნას­წა­რი გრძნო­ბა არ მქო­ნია, რომ რა­ი­მე ცუდი იყო მო­სა­ლოდ­ნე­ლი. მა­საც ასე ეგო­ნა, რომ მალე აუ­ცი­ლებ­ლად მორ­ჩე­ბო­და… იმ დღეს მე­გობ­რებ­თან ერ­თად უცხო­ეთ­ში მივფრი­ნავ­დი და და­ვემ­შვი­დო­ბე. რომ ჩა­მო­ვი­დო­დი, რა­ღაც გეგ­მე­ბი გვქონ­და - ფილ­მს იღებ­და... სწო­რედ იმ ფილ­მის გა­და­ღე­ბე­ბის დროს გა­ცივ­და... ის ბოლო შეხ­ვედ­რა ძა­ლი­ან ჩვე­უ­ლებ­რი­ვი იყო... მერე ჩვე­ნი ნა­თე­სა­ვის მი­წე­რი­ლი მე­სი­ჯი ვნა­ხე, რო­მე­ლიც ერეკ­ლეს რამ­დე­ნი­მე დღე­ში გა­უგ­ზავ­ნია: "მგო­ნი, ეს ჩემი ბოლო მე­სი­ჯია და მალე აღარ ვიქ­ნე­ბი“, - უკვე ძა­ლი­ან ცუ­დად გრძნობ­და თავს... ხში­რად მი­ფიქ­რია იმა­ზე, რომ მე რა­ტომ არ მი­თხრა, რომ ასე ცუ­დად იყო, ეს ნამ­დვი­ლად არ ვი­ცო­დი. არა­და, ყო­ველ­დღი­უ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია მქონ­და, მაგ­რამ ბო­ლოს რო­დე­საც მივ­წე­რე, აღარ მი­პა­სუ­ხა. მივ­ხვდი, რა­ღაც არ იყო ისე. რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ვი­ყა­ვი, სახ­ლში დავ­რე­კე, ლა­ლის ვე­ლა­პა­რა­კე. ლა­ლიმ მი­თხრა, - სას­წრა­ფო გვყავ­და, თქვეს, - გა­და­ვიყ­ვან­თო, მაგ­რამ არ გაჰ­ყვა, ვირუ­სი მაქვს და მალე მორ­ჩე­ბაო. რას წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ვირუ­სის­გან და ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გა­ცი­ე­ბის­გან შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი გარ­დაც­ვლი­ლი­ყო. თან ერეკ­ლე ახალ­გაზ­რდა, ჯან­მრთე­ლი, სი­ცო­ცხლით აღ­სავ­სე ადა­მი­ა­ნი იყო. დიდი გეგ­მე­ბი ჰქონ­და... რთუ­ლია ამას­თან შე­გუ­ე­ბა... უკვე 6 წელი გა­ვი­და, მაგ­რამ არის მო­მენ­ტე­ბი, რო­დე­საც სახ­ლში მივ­დი­ვარ და მინ­და და­ვურ­ე­კო, იმ დღის ამ­ბე­ბი მო­ვუყ­ვე, რად­გან ასე ხდე­ბო­და ხოლ­მე, - დღის ბო­ლოს ვუ­რე­კავ­დი და ამ­ბებს ვუყ­ვე­ბო­დი... ვერც იმას ვი­ჯე­რებ, რომ ლა­ლიც აღარ არის... აი, ვერ მი­ი­ღო ჩემ­მა ტვინ­მა რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ცო­ცხლე­ბი აღარ არი­ან იმი­ტომ, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში უდი­დე­სი ად­გი­ლი ეკა­ვათ. ვე­რაფ­რით ვხვდე­ბი, რა­ნა­ი­რად აღარ არი­ან და რა­ნა­ი­რად არ შე­მიძ­ლია, რომ ავ­დგე, და­ვურ­ე­კო და მო­ვუყ­ვე ჩემი ამ­ბე­ბი..."- თქვა ნინიმ.