სოზარ სუბარი

1792649711

სოზარ სუბარი: საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე რადიკალურმა ოპოზიციამ თქვა, რომ საგამოძიებო კომისის დასკვნა უბრალოდ "ფაქტების კომპილაცია", "ფაქტების შეჯამებაა" და მეტი არაფერი - ამით კი დაასტურეს, რომ კომისიის მიერ შექნილი დოკუმენტი შედგება უტყუარი ფაქტებისგან და აღიარეს, რომ რეალურად, ეს არის უმძიმესი საბრალდებო დასკვნა მათ წინააღმდეგ

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი რადიკალური ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე მიმდინარე პროცესს ეხმაურება. მისი განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა სასამართლო სხდომაზე თავადვე დაადასტურეს საგამოძიებო კომისიის დასკვნაში წარმოდგენილი ფაქტების უტყუარობა, როდესაც დოკუმენტს „ფაქტების კომპილაცია“ და „ფაქტების შეჯამება“ უწოდეს.სუბარის შეფასებით, ამით მათ აღიარეს, რომ 500-გვერდიანი დასკვნა რეალურ ფაქტებს ეფუძნება და მძიმე ბრალდებებს შეიცავს იმ პოლიტიკური ძალების მიმართ, რომელთა საქმიანობაც დოკუმენტშია აღწერილი.„პირადად ჩემი და პარტია „ხალხის ძალის“ პოზიცია, ვფიქრობ, რომ გასაგებია. ჩვენ ვართ საკონსტიტუციო სარჩელის თანაავტორები და ხელმომწერები.2012 წელს ქართველი ხალხის მოთხოვნა ნამდვილად იყო, რომ პარტიები, რომლებმაც სისხლის კალოები გალეწეს საქართველოში, უნდა აკრძალულიყვნენ. სამწუხაროდ, ეს პროცესი ძალიან დაგვიანდა, მაგრამ ხალხის დაკვეთა არ შეცვლილა. დაკვეთა კი ის არის, უნდა აეკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ის არაადამიანური და დანაშაულებრივი სისტემა შექმნა.ეს რომ ნამდვილად სისტემა იყო, დადასტურებულია ევროსასამართლოს არაერთი გადაწყვეტილებით. საქმეში „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“ პირდაპირ წერია, რომ ნაციონალური მოძრაობის დროს ადგილი ჰქონდა ხელისუფლების მხრიდან მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართულ სისტემურ და სისტემატურ დანაშაულს.ანუ, შექმნილი იყო სისტემა, რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევაზე, ქუჩებსა და ციხეებში ადამიანების წამებასა და მკვლელობაზე, საკუთრების უფლების მასობრივ დარღვევაზე იყო ორიენტირებული და ამას ჰქონდა სისტემატური ხასიათი, ანუ პრაქტიკულად მთელი 9 წლის განმავლობაში ეს ხდებოდა ციხეებში, პოლიციაში, ქუჩაში და ა.შ. ადგილი ჰქონდა საკუთრების წართმევას, ტელევიზიებში შევარდნებსა და დარბევებს და უამრავ სხვა სახის დანაშაულს.ყველაფერი ეს დადასტურებულია იმ საგამოძიებო კომისიის დასკვნაში, რომელიც ასე ყელში აქვთ გაჩხერილი იმ პარტიებს, რომლებიც პრაქტიკულად არა ქართველი ხალხის ნების, არამედ უცხოური გავლენების და მათი უცხოელი პატრონების დაკვეთების შემსრულებლები არიან.ის, რომ ეს დასკვნა სინამდვილეს ასახავს, მოპასუხე პარტიების წარმომადგენლებმა თვითონვე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე, როდესაც თქვეს, რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნა უბრალოდ „ფაქტების კომპილაცია“, „ფაქტების შეჯამებაა“ და მეტი არაფერი, ანუ დაადასტურეს, რომ ეს დასკვნა რეალობას ასახავს.ამით, პრაქტიკულად, აღიარეს, რომ კომისიის მიერ შექმნილი 500-გვერდიანი დოკუმენტი შედგება უტყუარი ფაქტებისგან და რეალურად, მათივე აღიარებით, ეს არის უმძიმესი საბრალდებო დასკვნა მათსავე წინააღმდეგ.დიახ, ეს არის ფაქტები, რომელიც კომისიის სხდომაზე მოწვეულმა 150-მდე მოწმემ დაადასტურა; ეს არის ფაქტები, რომლებიც დადასტურებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ, ასევე დადასტურებულია საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ და ეს არის ფაქტები, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებში წერია,”- განაცხადა სოზარ სუბარმა.

ირაკლი ნადარეიშვილი

1792647787

ირაკლი ნადარეიშვილი: სააგენტო "აწარმოე საქართველოში" მთლიანად ფოკუსირდა მცირე და საშუალო სექტორის განვითარებაზე, ეს არის 90 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი და 8.5 მილიარდი ლარი ინვესტიციის მხარდაჭერა

 ირაკლი ნადარეიშვილი: სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მთლიანად ფოკუსირდა მცირე და საშუალო სექტორის განვითარებაზე, 20 000-ზე მეტმა მეწარმემ სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერა მიიღო ამ წლების განმავლობაში, ეს არის 90 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი და 8.5 მილიარდი ლარი ინვესტიციის მხარდაჭერა„ჩვენ ავიღეთ საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება და რეალურად შევქმენით ეკოსისტემა, სადაც მეწარმეს ხელმისაწვდომობა აქვს განვითარების ყველა ეტაპზე სახელმწიფოს სხვადასხვა მხარდაჭერის ინსტრუმენტზე“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა.მინისტრის მოადგილემ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ საქმიანობის შედეგები შეაჯამა და აღნიშნა, რომ მისი შექმნით, 2014 წლიდან საქართველოს მთავრობამ გადადგა პირველი რეალური ნაბიჯი კერძო სექტორის სისტემური და გრძელვადიანი მხარდაჭერის მიმართულებით.„სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მთლიანად ფოკუსირდა მცირე და საშუალო სექტორის განვითარებაზე. საკმაოდ ამბიციური გეგმა იყო, ვინაიდან ეს არის ჩვენი ეკონომიკის უდიდესი ნაწილი, დღესაც თითქმის 60%-ს წარმოადგენს მცირე და საშუალო სექტორის გამოშვება და დასაქმება. ის გამოწვევები, რაც არსებობდა, თავმოყრილი იყო ძირითადად ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მიმართულებით“, - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა სახელმწიფოს მხრიდან მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის ფინანსური, ასევე სხვა ინსტრუმენტების მნიშვნელობას.„ეს არის ძირითადად ფინანსური ინსტრუმენტები, ვინაიდან ეს იყო მთავარი გამოწვევა, თუმცა, გვქონდა არაფინანსური ინსტრუმენტებიც. რეალურად, 20 000-ზე მეტმა მეწარმემ სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერა მიიღო ამ წლების განმავლობაში. ეს არის 90 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი და 8.5 მილიარდი ლარი ინვესტიციის მხარდაჭერა, რომელიც განხორციელდა“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.ირაკლი ნადარეიშვილის შეფასებით, ეს რიცხვები, თავისთავად ითარგმნება მაკროეკონომიკურ პარამეტრებში.„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ორჯერ გაზრდილ ექსპორტზე, ისევ და ისევ მხოლოდ მცირე და საშუალო სექტორზე ვლაპარაკობთ. ეს არის ოთხჯერ გაზრდილი გამოშვება, ბანკების მხრიდან ამ სექტორის ექვსჯერ გაზრდილი სასესხო უზრუნველყოფა, რომელიც 5 მილიარდიდან 30 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. 30 მილიარდი არის ის სასესხო რესურსი, რომელიც დღეს 2025 წლის მონაცემებით, მცირე და საშუალო სექტორზე იქნა ფინანსური ინსტიტუტებიდან გამოყოფილი“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.ამასთან, ირაკლი ნადარეიშვილმა ხაზი გაუსვა პროგრამის ფართო საერთაშორისო აღიარებას, მათ შორის, 2024 წელს OECD-ის მცირე და საშუალო ბიზნესის პოლიტიკის ინდექსის რეიტინგში.„აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში უპირობო პირველი ადგილი მივიღეთ, 12 კრიტერიუმიდან საქართველომ 11-ში პირველი ადგილი აიღო“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ნადარეიშვილი

1792647651

ირაკლი ნადარეიშვილი: საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია მონაწილეობას მიიღებს და ინვესტირებას გააკეთებს წილობრივ საინვესტიციო ფონდებში, ვენჩურულ ფონდებში, ეს არის ძალიან დიდი სპექტრი იმ ფინანსური ინსტრუმენტების, რომელიც ჩვენს ბიზნესს სჭირდება

 მცირე და საშუალო სექტორის მხარდაჭერა რჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციაზე (GEDC) საუბრისას გადაცემაში "იმედი ლაივი" განაცხადა.როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ის ყველა ინსტრუმენტი, ყველა პროგრამა, რომელიც დღეს არსებობს, არათუ ნარჩუნდება, არამედ ფართოვდება.„მანდატი მნიშვნელოვნად იზრდება. ჩვენ აღარ ვსაუბრობთ მხოლოდ მცირე და საშუალო სექტორის მხარდაჭერაზე, ჩვენ ვსაუბრობთ ფართო გაგებით ეკონომიკის მხარდაჭერაზე. ეს გულისხმობს აბსოლუტურად ახალ დამატებით ინსტრუმენტებს, ვინაიდან შევდივართ სპეციალიზებულ სექტორებში, სადაც მანამდე სააგენტო არ იყო წარმოდგენილი“, - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.მისივე განმარტებით, ასევე არის ახალი სექტორები, ახალი დარგები, სადაც კორპორაცია თავის საქმიანობას განახორციელებს.„ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრუქტურული რეფორმა, რომელსაც საქართველოს მთავრობა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ეროვნული ბანკი პარლამენტთან ერთად ახორციელებს ბოლო წლების განმავლობაში, არის კაპიტალის ბაზრის რეფორმა. ესეც არის უპირველესი, ასე ვთქვათ, ინსტრუმენტი იმისათვის, რომ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის დივერსიფიკაცია მოხდეს ქვეყანაში და არ ვიყოთ მხოლოდ საბანკო სექტორში კონცენტრირებული და ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს.„აწარმოე საქართველოში“ ცოტა ხნის წინ გახდა სწორედ ის ინსტიტუტი, რომელმაც ძალიან წარმატებით განხორციელებული თითქმის ხუთი-ექვსი წლის განმავლობაში პოლიტიკის შემუშავების შემდეგ ეტაპზე უკვე დაიწყო იმპლემენტაციის და უშუალოდ მხარდაჭერის და ხელშეწყობის ინსტრუმენტების მიწოდება ბაზარზე. პირველი იყო ეს ფასიანი ქაღალდების გამოშვების მხარდაჭერა, სადაც 1,5 მილიარდზე მეტი ფასიანი ქაღალდების მხარდაჭერა განხორციელდა“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.მისივე თქმით, კორპორაციის ახალი ინსტრუმენტები მოიცავს სასესხო ინსტრუმენტებს.„კორპორაცია მონაწილეობას მიიღებს და ინვესტირებას გააკეთებს წილობრივ საინვესტიციო ფონდებში, ვენჩურულ ფონდებში, ეს არის ძალიან დიდი სპექტრი იმ ფინანსური ინსტრუმენტების, რომელიც ჩვენს ბიზნესს სჭირდება, რომელსაც ჩვენი ბიზნესი ელოდება, რაც გაზრდის ხელმისაწვდომობას, გააიაფებს ფინანსურ რესურსს. აუცილებლად უნდა ვახსენო ფაქტორინგი. ეს კანონი პარლამენტმა მიიღო მიმდინარე წელს, პირველი იანვრიდან შევა ძალაში. ეს არის უმნიშვნელოვანესი, კიდევ ერთი ფინანსური ინსტრუმენტი, სადაც კორპორაციას ექნება ძალიან მნიშვნელოვანი როლი, ვინაიდან ყველა ახალ ინსტრუმენტს სჭირდება პოპულარიზაცია, ახსნა, მომხმარებლამდე მიტანა“, - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

თორნიკე ფაღავა

1792646572

რაც დათესეს საქართველოში, მიიღეს საფრანგეთში - თორნიკე ფაღავა

 პოლიტიკური კარმა - ასე აფასებს მმართველი გუნდი ევროპის ქვეყნებში გამართულ საპროტესტო აქციებს.პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, თორნიკე ფაღავას განცხადებით, საქართველოს წინააღმდეგ ახალგაზრდების წაქეზება ევრობიუროკრატიას თავადვე შემოუბრუნდა."ეს არის პოლიტიკური კარმა, რომელიც დღეს დაუბრუნდა ევრობიუროკრატიას. დიახ, ბატონებო, 2024 წელს, განსაკუთრებით ახალგაზრდები, მოატყუეს, მათ შორის ევრობიუროკრატებმა და წააქეზეს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ.მთელი ამ დროის განმავლობაში, საქართველოში ბევრად უფრო მაღალი სტანდარტით მოქმედებდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. რაც დათესეს საქართველოში, მიიღეს საფრანგეთში", - განაცახდა თორნიკე ფაღავამ.

ქადაგიშვილი

1792643548

თუ გამოვიყენებთ იმ რიტორიკას, რომლითაც საფრანგეთი თუ დასავლეთი ჩვენ მოგვმართავდა, მაშინ ვთქვათ ასე: ეს არის დემოკრატიის შემზღუდავი კანონები" - ირაკლი ქადაგიშვილი საფრანგეთში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონის მიღებაზე

საფრანგეთში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონის მიღებას თბილისში ისევ ეხმიანებიან.მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ როდესაც საფრანგეთი იმავე საკანონმდებლო შეზღუდვებს იღებს, რის გამოც საქართველოს აკრიტიკებდა - ეს პარტნიორების მხრიდან მორიგი ორმაგი სტანდარტია.პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, უცხოური გავლენისა და დეზინფორმაციისგან ქვეყნის დაცვის აუცილებლობა დღეს უკვე ყველა ევროპულ სახელმწიფოს ესმის."თუ ჩვენ გამოვიყენებთ იმ რიტორიკას, რა რიტორიკითაც საფრანგეთი თუ დასავლეთი ჩვენ მოგვმართავდა, მაშინ ვთქვათ ასე, რომ ეს არის დემოკრატიის შემზღუდავი კანონები, რომლის მიზნია, მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისათვის არ დაუშვან მმართველი ელიტისთვის არასასურველი კანდიდატის გამარჯვება.ასეთი კანონმდებლობა არა მარტო საფრანგეთმა მიიღო, მათ შორის იტალიამ მკვეთრად გაამკაცრა თავისი კანონმდებლობა. ეს ის პროცესია, რა პროცესიც დაუდგათ და რომელიც საქართველომ უკვე გაიარა", - გააცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.შეგახსენებთ, საფრანგეთის სენატმა კანონპროექტს მხარი ერთხმად დაუჭირა, დოკუმენტი განსახილველად ეროვნულ ასამბლეას გადაეცა.

თენგიზ შარმანაშვილი

1792642618

ვინაიდან განხილვა ნელ-ნელა სამართლებრივისკენ იწყებს გადახრას, უფრო ოპტიმისტურად განვეწყვე - თენგიზ შარმანაშვილი საკონსტიტუციო სარჩელზე

 5 პოლიტიკური ძალის აკრძალვის შესახებ არსებითი განხილვა ბათუმში დღეს განახლდება. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი ამჯერადაც შუამდგომლობებს მოისმენს.პროცესის პირველი დღე თითქმის მთლიანად ოპოზიციის მოთხოვნებსა და კამათს დაეთმო. მოსამართლეთა აცილება, სააკაშვილის გამოკითხვა და საგამოძიებო კომისიის დასკვნის ამოღება - პლენუმმა ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, პროცესისადმი ოპტიმისტურადაა განწყობილი. "მოისმინეთ სასამართლოს განმარტებები, რატომ არ გაიზიარა კონკრეტული შუამდგომლობა. შეგნებულად არ დავიწყებ სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებას, რადგან ვალდებული ვარ, გავიზიარო მათი შეხედულება.ვინაიდან ეს განხილვა ნელ-ნელა სამართლებრივისკენ იწყებს გადახრას, უფრო ოპტიმისტურად განვეწყვე, რომ ეს პროცესი შეიძლება სამართლებრივადაც გაგრძელდეს. სხვათა შორის, ეს ძალიან კარგია სამართლებრივი კულტურის ჩამოსაყალიბებლადაც", - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.შეგახსენებთ, მმართველი გუნდი "ნაციონალური მოძრაობის", კოალიცია "ცვლილებისთვის", "ლელოს", "ფედერალისტებისა" და გახარია "საქართველოსთვის" აკრძალვას - მათი მხრიდან წლების განმავლობაში ადამიანის უფლებების დარღვევის, სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის მოტივით, ითხოვს.

საკონსტიტუციო სასამართლო

1792642116

საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის თაობაზე სარჩელის განხილვა დღეს განახლდება

საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე სახელისუფლო გუნდის სარჩელის განხილვადღეს, 22 ოქტომბერს, 12:00 საათზე გაგრძელდება.საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას განცხადებით, სასამართლო კვლავ შუამდგომლობების ეტაპზე რჩება.საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 დეპუტატი წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი ხუთი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“.სარჩელის ავტორთა განცხადებით, ზემოაღნიშნული პოლიტიკური გაერთიანებები 2016 წლიდან უწყვეტ რეჟიმში უარყოფენ საქართველოს მოქმედი ხელისუფლების და მმართველი პოლიტიკური პარტიის როგორც საშინაო პოლიტიკურ, ისე საგარეო პოლიტიკურ ლეგიტიმაციას და ამით აღიარებენ, რომ მათსა და მმართველ პარტიას შორის ერთ-ერთი მხარე უსათუოდ არაკონსტიტუციურად უნდა შეირაცხოს. სარჩელში ასევე ნათქვამია, რომ ზემოხსენებული პოლიტიკური პარტიების საქმიანობის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა და ძალადობით შეცვლა, საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, რის გამოც ეს პარტიები არაკონსტიტუციურად უნდა იყოს ცნობილი და პოლიტიკური საქმიანობა აეკრძალოს.პარტიების აკრძალვის ერთ-ერთ არგუმენტად დასახელებულია ის, რომ ეს ხუთი პარტია საყოველთაო არჩევნების გზით არჩეულ ორგანოებში, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და ამ კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილ არაკონსტიტუციურ ქმედებებში, მათ შორის საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებულ საბოტაჟში წლების განმავლობაში თვისებრივად ერთნაირი პოზიციით წარმოჩინდებოდნენ, საერთო მისწრაფებით მოქმედ კოალიციურ ერთობას ქმნიდნენ და დღესაც ასე მოქმედებენ.კონსტიტუციურ სარჩელს თან ერთვის XI მოწვევის პარლამენტში შექმნილი დროებით საგამოძიებო კომისიის დასკვნა.საქმის არსებითი განხილვა 21, 22 და 23 ოქტომბერს გაიმართება.

ცოტნე ანანიძე

1792616180

VIDEO: „ნაციონალური მოძრაობის“ დროს პარტიებს და ოპოზიციურ ლიდერებს კი არ კრძალავდნენ, პირდაპირ კლავდნენ და მაგალითია, კობა დავითაშვილი - ცოტნე ანანიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ დროს პარტიებს და ოპოზიციურ ლიდერებს კი არ კრძალავდნენ, პირდაპირ კლავდნენ და მაგალითია, კობა დავითაშვილი, ჩვენი თანამებრძოლი... - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

გიორგი კირთაძე

1792615969

VIDEO: არ მჯერა, რომ ხათუნა სამნიძე და ხატია დეკანოიძე ქვეყნის საწინააღმდეგო საქმეებს სჩადიოდნენ - გიორგი კირთაძე

„მე არ მჯერა, რომ ხათუნა სამნიძე და ხატია დეკანოიძე ქვეყნის საწინააღმდეგო საქმეებს სჩადიოდნენ...“, - ამის შესახებ პარტია „ახლების“ აღმასრულებელმა მდივანმა, გიორგი კირთაძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

ცოტნე ანანიძე

1792615471

VIDEO: ჩვენი ოპოზიცია ყოველთვის იხედება გარეთ და არა ქართველი ხალხისკენ - ცოტნე ანანიძე

„ჩვენი ოპოზიცია ყოველთვის იხედება გარეთ და არა ქართველი ხალხისკენ...“, - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.  

ცოტნე ანანიძე

1792615127

VIDEO: 2012 წლამდე, მარტო ბათუმის ნომერ მე-3 პენიტენციური დაწესებულების სურათები რომ აჩვენოთ მსოფლიოს, ყველა დარწმუნდება, რომ სწორედ ასეთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც შექმნა ამგვარი სისტემა 21-ე საუკუნეში მართლა ასაკრძალია - ცოტნე ანანიძე

„2012 წლამდე, მარტო ბათუმის ნომერ მე-3 პენიტენციური დაწესებულების სურათები რომ აჩვენოთ მსოფლიოს, მე მგონია, რომ ყველა დარწმუნდება, რომ სწორედ ასეთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც შექმნა ამგვარი სისტემა 21-ე საუკუნეში მართლა ასაკრძალია...“, - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.  

სოზარ სუბარი

1792615078

სოზარ სუბარი: ის, რაც დემოკრატიული პროცესია გერმანიაში, ჩეხეთში, პოლონეთში, მოლდოვაში, ესპანეთში, ბუნებრივია, ეს იქნება დემოკრატიული პროცესი საქართველოშიც

გაბედეს და საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზში საკონსტიტუციოს მოსამართლეებს ემუქრებოდნენ, თქვენ დაგემუქრებათ დასავლური სანქციები, თუ არ მიიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენთვის არის მისაღებიო, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა ოპოზიციასთან დაკავშირებით.სუბარის თქმით, ისევ უცხოელი პატრონების სახელით ემუქრებიან ქართველ ხალხსაც, ქართველ ამომრჩეველსაც და საკონსტიტუციოს მოსამართლეებსაც.„რა თქმა უნდა, ორმაგი სტანდარტები ჩვენთვის ვერ იქნება მისაღები, ამიტომ ჩვენმა საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს იმ ფაქტებზე, მხოლოდ და მხოლოდ ფაქტებზე, რომლებიც მაგიდაზე უდევს.სხვათა შორის, დღესაც სასამართლო პროცესზე მოვისმინეთ პირდაპირი მუქარა სასამართლოს მიმართ, როდესაც მოპასუხეები მათ ემუქრებოდნენ სანქციებით. ანუ ისინი დღესაც ქვეყნის გარეთ ეძებენ მფარველს, პატრონს. გაბედეს და საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზში საკონსტიტუციოს მოსამართლეებს ემუქრებოდნენ, თქვენ დაგემუქრებათ დასავლური სანქციები, თუ არ მიიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენთვის არის მისაღებიო.ქვეყნის შიგნით რომ მხარდაჭერა არ აქვთ, თქვენ აღნიშნეთ. მართლაც 20 თუ 30 კაცი იყო საკონსტიტუციო სასამართლოსთან შეკრებილი, მათი მხარდამჭერები და ეს იყო მთელი ერთკვირიანი მობილიზების შედეგი. ისევ უცხოელი პატრონების სახელით ემუქრებიან ქართველ ხალხსაც, ქართველ ამომრჩეველსაც და საკონსტიტუციოს მოსამართლეებსაც“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

✕