policiis lenti

1788595173

მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, არიან დაშავებულები - ტრაგედია ომალოში

ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ოთხი კი დაშავდა თუშეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.შემთხვევა სოფელ ომალოში მოხდა.თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც ხუთი ადამიანი იმყოფებოდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენჯერმე ამობრუნდა.მიღებული დაზიანებების შედეგად, ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, ოთხი მგზავრი კი დაშავდა.სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, დაშავებულები თელავის საავადმყოფოში გადაიყვანა.ექიმების განმარტებით, დაზარალებულებს მრავლობითი დაზიანებები და ქვედა კიდურების მოტეხილობები აღენიშნებათ. ავარიის მიზეზად, გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.

ლენტა

1788522388

ავარია ხობში - 6 დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა.არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად, ერთ ავტომობილში მყოფი 2, ხოლო მეორე ავტომობილში მყოფი 4 ადამიანი დაშავდა.დაშავებულები, სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

saswrafo

1788512945

თელავში, პიტბულმა პატრონი დაგლიჯა - როგორია ქალის მდგომარეობა

თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა. 50 წლამდე ქალს საკუთარი ძაღლი დაესხა თავს.ცხოველისგან თავის დასაღწევად, ძაღლის ლიკვიდაცია გახდა საჭირო. ქალს დაზიანებები სხეულის სხვადასხვა არეში აქვს მიღებული მათ შორის მძიმე დაზიანება აქვს თვალის არეში.ძაღლისგან დაკბენილი ქალი საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც მას თვალზე ოპერაცია ჩაუტარდა.ექიმების განმარტებით, ქალის მდგომარეობა სტაბილურია.ფაქტზე გამოძიება 124 -ე მუხლი დაიწყო რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მიწისძვრაა

1788512615

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 3.1 მაგნიტუდის მიწისძვრა თბილისიდან 53კმ-ში, ქალაქ გორში მოხდა.მათივე ცნობით, ბიძგები თბილისის დროით, 11:55-ზე დაფიქსირდა.

ფოტო

1788511318

ბათუმში მანქანა სქროლს შეეჯახა, რომლითაც მამა-შვილი გადაადგილდებოდა

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის  გამზირზე  ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. მსუბუქი ავტომობილი სქროლს შეეჯახა. დაშავებულები არიან მამა-შვილი, რომლებიც სქროლით  გადაადგილდებოდნენ. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. ფაქტზე გამოძიება დაიწყო  სისხლის სამართლის კოდექსის  276 მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის  უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

სასწრაფო ბულვარში

1788461572

ბათუმში, ორი კატერის შეჯახების შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

ბათუმში ორი კატერის შეჯახების შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევა დღეს მოხდა. „აჭარა თაიმსის“ ცნობით, შეჯახების შემდეგ კატერზე მყოფი ადამიანები ზღვაში ჩავარდნენ.ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები და სამართალდამცველები.როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

სასწრაფო ბულვარში

1788456290

ბათუმში, ზღვაში ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა - არიან დაშავებულები

ბათუმში ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა. ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შეჯახების შედეგად კატერზე მყოფი ადამიანები ზღვაში ჩავარდნენ.შემთხვევის შედეგად დაშავდა სულ მცირე 4 ადამიანი. არსებული ინფორმაციით, მათ სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აქვთ.ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულები არიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები და სამართალდამცველები.„პრაიმტაიმი“ დამატებით დეტალებს არკვევს.

ქართველი

1788415200

„ჩვენი ღიმილის ბიჭი, როგორ უნდა მიგიღოს მიწამ...“ - თბილისი-მოსკოვის რეისზე, ავარიისას დაღუპულ ქართველ ახალგაზრდას გლოვობენ

რუსეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 6 ადამიანის, მათ შორის ზესტაფონელი აკაკი ტოფაძის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას „ინფო იმერეთი“ ავრცელებს.თბილისი-მოსკოვის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო ავტობუსი 30 აგვისტოს, გვიან ღამით, რუსეთის ფედერალურ ტრასა კავკაზზე „კამაზის“ მარკის სატვირთო მანქანას შეეჯახა და ხევში გადავარდა.ავტობუსში 47 მგზავრი იყო. 6 დაიღუპა, 26 კი დაშავდა, მათ შორის 9 ბავშვი.ავტობუსის მგზავრების 95% ქართველები იყვნენ.„რა ტკივილი ხარ აკაკი“ ; „როგორ დაგვადუმე“;  „საოცარი ადამიანი იყო, ძალიან მენანები აკაკი“; „აკაკი, როგორ უნდა მიგიღოს მიწამ“; „ჩვენი ღიმილის ბიჭი“, - წერენ სოციალურ ქსელში ახლობლები.

პოლიციის ლენტი

1788282753

თბილისში, კორპუსის მეათე სართულიდან სკამი ისროლეს, რომელიც ბავშვს დაეცა - დაკავებულია ერთი პირი

თბილისში, კორპუსის მეათე სართულიდან ნასროლი სკამი ბავშვს დაეცა. დაშავებული მცირეწლოვანი მძიმე დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.შემთხვევა ბროწეულის ქუჩაზე, ე.წ. დევნილთა კორპუსთან მოხდა.როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაკავებულია ერთი პირი. უწყების ცნობითვე, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ლენტი ზღვა

1788278186

ბათუმში, ზღვაში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს

ბათუმში, ზღვაში ქალის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.გავრცელებული ინფორმაციით, ქალი 29 აგვისტოს, დაახლოებით ღამის 11 საათისათვის, ბათუმის ძველი ბულვარის მიმდებარედ შევიდა ზღვაში და გაუჩინარდა.მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

ტრაგედია ზუგდიდში

1788247656

ცნობილია ავარიის დროს დაღუპულების ვინაობა - ტრაგედია ზუგდიდში

ზუგდიდში, სოფელ კახათში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა.მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი და მგზავრი, ახალგაზრდა მამაკაცი და ქალი ადგილზე ადგილზე დაიღუპნენ. გარდაცვლილები არიან, 22 წლის  მარიამ ჩიქავა და ბაკურ გაბისონია. წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ადგილობრივის ეზოში შევარდა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ'ის 276'-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობის დარღვევას გულისხმობს რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.„პრაიმტაიმი“ დამატებით დეტალებს არკვევს.

ავარიაა

1788246068

მძიმე ავარია ზუგდიდში - არის მსხვერპლი

ზუგდიდში, სოფელ კახათში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა.მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი და მგზავრი, ახალგაზრდა მამაკაცი და ქალი ადგილზე დაიღუპნენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები.შემთხვევა დღეს დილით მოხდა.