ხვიჩა კვარა

1792648571

პსჟ-ს გეგმაშია, ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტი 2032 წლამდე გაახანგრძლივოს

ფრანგული კლუბი „პარი სენ-ჟერმენი“ ხვიჩა კვარაცხელიასთან თანამშრომლობის გაგრძელებას გეგმავს. გავრცელებული ინფორმაციით, პარიზელების სურვილია, ქართველ ფეხბურთელთან კონტრაქტი 2032 წლამდე გაახანგრძლივონ.ამასთან, კლუბის მიზანია, კვარაცხელია გუნდის ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქციოს.გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია, თუმცა ახალი კონტრაქტის პირობები საბოლოოდ შეთანხმებული არ არის.

კვარა

1792607387

„ამ ოქროს ბიჭს 10 მილიონამდე გამომწერი ჰყავს და ამ პოსტს მხოლოდ ქართულად წერს...“ - როგორ ამხნევებენ ხვიჩას მძიმე ტრავმის შემდეგ

ხვიჩა კვარაცხელიას მძიმე ტრავმას არაერთი ადამიანი გამოეხმაურა, ქართველ ფეხბურთელს სოციალურ ქსელში გამამხნევებელი კომენტარები დაუტოვა.ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ხვიჩას კუმირის, რონალდოსია:„ფეხბურთში ყველაზე რთული ბრძოლები ხშირად ის ბრძოლებია, რომლებსაც ვერავინ ხედავს. ეს გრძნობა კარგად ვიცი, კვარა. მაგრამ არასდროს დაივიწყო, რამ მოგიყვანა აქამდე და არ მისცე რთულ მომენტს უფლება, საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი შეგაპაროს. შეინარჩუნე ეს ცეცხლი. შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის“, – დაწერა რონალდომ.ლუკა ლოჩოშვილი: მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ შენს გვერდით ვართ.ბუდუ ზივზივაძე: მიყვარხარ კაპიტანო. მალე დაგვიბრუნდები უფრო ძლიერი.სოსო ნებიერიძე: შენს გვერდით ვართ. ფერან ტორესი: ძმაო, ყოველთვის შენთან ვარ.დონარუმა: წინ, ჩემო მეგობარო! ჩვენ შენთან ვართ!adidasfootball: როცა დაბრუნდები, შენ გვერდით ვიქნებით. მთელი სიყვარული შენ;სიმეონე: მტკიცედ იყავი, ძმაო!„ამ ოქროს ბიჭს 10 მილიონამდე გამომწერი ჰყავს და ამ პოსტს მხოლოდ ქართულად წერს, მხოლოდ თავის 3.5 მილიონ ადამიანს მიმართავს და ჰპირდება, რომ ამ მოცემულობასაც ღირსეულად გაუმკლავდება, იშრომებს და უფრო ძლიერი დაგვიბრუნდება.ჩვენი ძვირფასი.. უძვირფასესი სიყვარულის ბიჭი! ხვიჩა, მადლობა ყველაფრისთვის აქამდე და კიდე მომავლისთვის, რომელსაც შენთან ერთად დაველოდებით სულმოუთქმენლად.“ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის მესამე ტურში, „ბარსელონასთან“ შეხვედრისას მიიღო. „პარი სენ-ჟერმენმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ქართველ ფეხბურთელს მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგი გაუწყდა და უახლოეს დღეებში ოპერაცია ჩაუტარდება.მძიმე ტრავმის გამო კვარაცხელია რამდენიმე თვეს გამოტოვებს. მისი მოედანზე დაბრუნების ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია.

არველაძე ნემსაძე

1792604956

„ნემსა, მიყვარხარ და მომენატრები“ - შოთა არველაძე

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. მეგობრები გიორგი ნემსაძეს ემშვიდობებიან.სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილები არ წყდება.გიორგი ნემსაძესთან ერთად გადაღებული ფოტო გაავრცელა შოთა არველაძემ და დაწერა:„ნემსა, მიყვარხარ და მომენატრები“.

რონალდო ხვიჩა

1792590177

რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას მიმართავს: „არ მისცე რთულ მომენტს უფლება, საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი შეგაპაროს“

მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას მძიმე ტრავმას გამოეხმაურა და ქართველ ფეხბურთელს სოციალურ ქსელში გამამხნევებელი კომენტარი დაუტოვა.„ფეხბურთში ყველაზე რთული ბრძოლები ხშირად ის ბრძოლებია, რომლებსაც ვერავინ ხედავს. ეს გრძნობა კარგად ვიცი, კვარა. მაგრამ არასდროს დაივიწყო, რამ მოგიყვანა აქამდე და არ მისცე რთულ მომენტს უფლება, საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი შეგაპაროს. შეინარჩუნე ეს ცეცხლი. შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის“, – დაწერა რონალდომ.ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის მესამე ტურში, „ბარსელონასთან“ შეხვედრისას მიიღო. „პარი სენ-ჟერმენმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ქართველ ფეხბურთელს მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგი გაუწყდა და უახლოეს დღეებში ოპერაცია ჩაუტარდება.მძიმე ტრავმის გამო კვარაცხელია რამდენიმე თვეს გამოტოვებს. მისი მოედანზე დაბრუნების ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია.

სს

1792581342

ხვიჩა კვარაცხელია მიმართვას ავრცელებს

ხვიჩა კვარაცხელია „ბარსელონასთან“ ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურის შეხვედრაში დაშავდა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა კატალონიელებთან მატჩში მუხლის ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება იძულებით მოუწია.ქართველმა თავდამსხმელმა თავიდანვე სამედიცინო დახმარება მოითხოვა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო.როგორც გაირკვა მას „ბარსელონასთან“ მატჩში ჯვარედინი იოგი გაუწყდა და რამდენიმე დღეში ოპერაციას გაუკეთებენ.„პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა ვარსკვლავმა გულშემატკივრებისთვის მიმართვა გაავრცელა, გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა და თავისი ემოციები გაუზიარა.„ამ დგომზე ბევრი მეკითხებოდა ბევრს უთქვამს კიდეც მსოფლიოში ყველა ფეხბურთელი რომ ლოცულობდეს თამაში ფრედ დამთავრდებოდაო. ეს შეიძლება სიმართლე ყოფილიყო, მაგრამ მე ყოველი თამაშის წინ ღმერთს ვთხოვდი მოედანი ჯანმრთელად დამეტოვებინა, მაგრამ ამაოდ. დიდი დრო არ გასულა, მაგრამ თავში მიტრიალებს - რატომ მაინც და მაინც მე?არასდროს არაფერი დამიკლია ალბათ ამ თამაშისთვის საუკეთესოდ მოვემზადე რაც კი ოდესმე მოვმზადებულვარ. ყველაფრისთვის მეგონა მზად ვიყავი, მაგრამ ამისთვის არა და მაინც ვხვდები, რომ ღმერთმა მე ამირჩია და თუ ამით მე სხვა მოედანზე მყოფი ფეხბურთელები დავიცავი, მზად ვარ ეს თვეები შრომაში, ტკივილში, ცრემლებში გავიარო.ვიცი რომ უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდშია, არ გიღალატებთ პირობას ვდებ წამს არ დავაკლებ. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის მალე შევხვდებით“,- წერს კვარაცხელია.

ხვიჩა კვარაცხელია

1792575644

მძიმე ინფორმაცია პარიზიდან - ხვიჩა კვარაცხელიას ოპერაცია დასჭირდება

„პარი სენ-ჟერმენმა“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა. სამწუხაროდ, მედიაში გაკეთებული წინასწარი პროგნოზი გამართლდა და ქართველმა ფეხბურთელმა მუხლის წინა ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა.„ბარსელონასთან“ გუშინდელ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა. უახლოეს დღეებში მას ოპერაცია ჩაუტარდება“, - წერს კლუბი.რაც შეეხება კიდევ ორ ტრავმირებულს - უსმან დემბელესა და მარკინიოსს, ისინი გუნდს რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარებიან.

კვარაცხელია

1792574477

ხვიჩა კვარაცხელიამ „ბარსელონასთან“ მატჩში ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა

ხვიჩა კვარაცხელიამ ბარსელონასთან მატჩში ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა. ფეხბურთელი რამდენიმე დღეში ოპერაციას გაიკეთებს.რეაბილიტაციის სავარაუდო ვადა 7-დან 9 თვემდეა.ხვიჩა კვარაცხელია „ბარსელონასთან“ ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურის შეხვედრაში დაშავდა.საქართველოს ნაკრების კაპიტანმა კატალონიელებთან მატჩში მუხლის ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება იძულებით მოუწია.ქართველმა თავდამსხმელმა თავიდანვე სამედიცინო დახმარება მოითხოვა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

ნაკრები

1792487442

NBA-ის ლეგიონი: როგორ ფორმაში ხვდებიან ქართველი კალათბურთელები ახალ სეზონს | საქართველოს ბანკი - კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორი

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდი საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შთამბეჭდავად დაიწყო. აგვისტოს ბოლოს ორი მატჩი გავმართეთ: შინ მონტენეგრო დავამარცხეთ (101:74), გასვლაზე კი პორტუგალიასაც ვძლიეთ (90:98).ამ ორი გამარჯვების შემდეგ, საქართველომ 13 ქულას მოუყარა თავი და მე-3 ადგილს იკავებს. სატურნირო ცხრილში ვითარება დაძაბულია. ჯგუფს უკრაინა ლიდერობს (14 ქ.), ხოლო მეორე ადგილზე მყოფ ესპანეთს ჩვენსავით 13 ქულა აქვს და მხოლოდ ბურთების უკეთესი სხვაობით გვასწრებს. 4-6 ადგილებს პორტუგალია, საბერძნეთი და მონტენეგრო იყოფენ (12-12 ქულით).შესანიშნავი სტარტის მიუხედავად, მეორე რაუნდში ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. ვინაიდან მომდევნო ეტაპზე ჯგუფიდან 3 საუკეთესო ნაკრები გადის, შანსს ექვსივე გუნდი ინარჩუნებს. წინ კიდევ 4 მატჩია და მთავარი ბრძოლები ახლა იწყება.მომდევნო ორ შეხვედრას ქართველი კალათბურთელები ნოემბერში გამართავენ: 26 ნოემბერს გასვლაზე საბერძნეთს დაუპირისპირდებიან, ხოლო 29 ნოემბერს სახლში, პორტუგალიას უმასპინძლებენ.სამწუხაროდ, NBA-ის გადატვირთული კალენდრის გამო, ამ ციკლში ნაკრებს სანდრო მამუკელაშვილი და გოგა ბითაძე ვერ დაეხმარებიან. სანამ რეგულარული ჩემპიონატის დაწყებამდე, ორივე ქართველმა NBA-ის წინასასეზონო შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა.მსოფლიოში ყველაზე ძლიერ და კონკურენტულ ლიგაში ახალი, 2026-2027 წლების სეზონი სტარტს 20 ოქტომბერს იღებს. 82-მატჩიანი რეგულარული მარათონი უზომოდ გადატვირთული კალენდრით ხასიათდება. სწორედ ეს არის იმის მთავარი მიზეზი, რომ უმაღლეს დონეზე ასპარეზობის მიუხედავად, ბითაძე და მამუკელაშვილი ნოემბრის სანაკრებო ფანჯრის მატჩებს გამოტოვებენ.სანდრო მამუკელაშვილს ლეგენდარული “ლეიკერსის” შემადგენლობაში სულ ახლახან ჰქონდა დებიუტი. ეს იყო წინასასეზონო შეხვედრა „საკრამენტო კინგსის“ წინააღმდეგ. 19 წუთში ქართველმა ფორვარდმა 8 ქულა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 მოხსნა დააგროვა.მატჩის შემდეგ სანდრომ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და აღნიშნა- “ჩემთვის მთავარია მოედანზე გავიდე, მონდომებით ვითამაშო, მაქსიმუმი გავაკეთო და დანარჩენი თავისით მოხდებაო”.მამუკელაშვილის ადაპტაციასა და სათამაშო ასპექტებზე ისაუბრა “ლეიკერსის” მთავარმა მწვრთნელმა, ჯეი ჯეი რედიკმაც, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ სანდრო გუნდის სათამაშო სისტემასა და ტაქტიკას უკვე კარგად შეეწყო.წინასასეზონო სამზადისში “ლეიკერსმა” 5 მატჩი გამართა. მამუკელაშვილი პარკეტზე ხუთივე შემთხვევაში ვიხილეთ (საშუალოდ 20 წუთს ატარებდა). ჩინებულად ითამაშა “გოლდენ სტეიტთან” შეხვედრაში (15 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი), თუმცა სტეფ კარისთან და კომპანიასთან “ლეიკერსმა” ვერაფერი გააწყო და დიდი ანგარიშით (128:98) დამარცხდა.“საკრამენტოსთან” მატჩში მამუ გუნდის ერთ-ერთ ლიდერად მოგვევლინა და მეტოქის კალათში 19 ქულა ჩააგდო, რისთვისაც ლუკა დონჩიჩისგან საქებარი სიტყვებიც დაიმსახურა: “თამაშს კარგად კითხულობს და შესანიშნავ გადაცემებს აკეთებსო”, - აღნიშნა სლოვენიელმა.მამუკელაშვილმა “გოლდენ სტეიტთან“ მორიგ მატჩშიც მიიქცია ყურადღება, სადაც საოცარი, ეფექტური ჩატენვა შემოგვთავაზა. ცხადია, ეს ვიდეო სოციალურ ქსელებში ელვის სისწრაფით გავრცელდა.“ლეიკერსი” NBA-ის რეგულარულ ჩემპიონატში პირველ მატჩს 22 ოქტომბერს ჩაატარებს და პირველსავე შეხვედრაში სწორედ “გოლდენ სტეიტს” დაუპირისპირდება.NBA-ის მორიგი სეზონისთვის აქტიურად ემზადება “ორლანდო მეჯიქის” ქართველი ცენტრი გოგა ბითაძეც. “ორლანდომ” წინასასეზონო ეტაპზე პირველი შეხვედრა “მემფის გრიზლის” წინააღმდეგ ჩაატარა. ბითაძემ პარკეტზე თითქმის 13 წუთი გაატარა და 7 ქულა, 2 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა.იქნება თუ არა იგი ძირითადი შემადგენლობის წევრი, ამას ცოტა ხანში ვიხილავთ. თუმცა, გოგა აღნიშნავს, რომ “ვეცდები გუნდისთვის საუკეთესო გავაკეთო, დავიწყებ სასტარტოში თუ სკამზე ვიქნები, ნებისმიერ როლს გამოწვევად მივიღებო”.ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს სპორტსმენებსსაქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია

ქომაგები

1792477464

საქართველო-უნგრეთის შეხვედრას სტუმართა ქომაგები ვერ დაესწრებიან

14 ნოემბერს ერთა ლიგაზე საქართველოსა და უნგრეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის თბილისში დაგეგმილ შეხვედრას სტუმართა გულშემატკივრები ვერ დაესწრებიან – ინფორმაციას უეფა-ს სადისციპლინო კომიტეტი აქვეყნებს.უნგრელი ფანები 5 ოქტომბერს გამართული ერთა ლიგის მატჩის დროს მომხდარი ინციდენტის გამო დასაჯეს.უეფა-მ პირობითი სანქცია (რომელიც თავდაპირველად 2024 წლის ოქტომბერში დაწესდა) უნგრელი გულშემატკივრების მხრიდან გამოვლენილი რასისტული და დისკრიმინაციული ქცევის გამო აამოქმედა. სადისციპლინო კომიტეტის ცნობით, უნგრელი გულშემატკივრების მიერ ჩადენილი დარღვევები მოიცავდა რასისტულ და დისკრიმინაციულ ქმედებებს.გარდა ამისა, უნგრელი ქომაგები დამნაშავედ ცნეს მოედანზე საგნების სროლაში, სტადიონის ინფრასტრუქტურის დაზიანებაში, ეროვნული ჰიმნების შესრულებისას არასპორტული ქცევის გამოვლენასა და პიროტექნიკის გამოყენებაში. უნგრეთის ფეხბურთის ფედერაცია დაახლოებით 78 ათასი ევროთი დაჯარიმდა.

კონსტანტინე პეტრიაშვილი

1792394859

კონსტანტინე პეტრიაშვილმა 23-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ლას ვეგასში დასრულებულ 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, 18 წლის კონსტანტინე პეტრიაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.ქართველი ფალავანი 2026 წელს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე მეოთხე მედალს დაეუფლა. პეტრიაშვილი 20-წლამდელებში ევროპის ჩემპიონი და მსოფლიო პირველობის ბრინჯაოს პრიზიორია, ხოლო 23-წლამდელებში ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების ბრინჯაოს პრიზიორი.ცნობისათვის, ლას ვეგასის მსოფლიო პირველობაზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია – ალექსანდრე აბრამიშვილი (125 კგ) ვიცე-ჩემპიონი გახდა, კონსტანტინე პეტრიაშვილიმა (97 კგ) და სანდრო ყურაშვილმა (92 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. სამი მედლით დაასრულა მსოფლიო პირველობაზე გამოსვლა საქართველოს ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ნაკრებმაც – კობა ქარუმიძე (55 კგ) მსოფლიო ჩემპიონია, თორნიკე მიქელაძე (82კგ) და ანრი ფუტკარაძე (77კგ) კი ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.

jj

1792387760

ისტორიაში პირველად საქართველო 2027 წელს წყალბურთში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს უმასპინძლებს

ისტორიაში პირველად საქართველო 2027 წელს წყალბურთში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს უმასპინძლებსბათუმმა წყალბურთში ტურნირს "შავი ზღვის საერთაშორისო თასი" უმასპინძლა, რომელზეც საქართველოსთან ერთად უნგრეთის, გერმანიის, იტალიის, სერბეთის, იაპონიისა და საფრანგეთის ცნობილი წყალბურთის კლუბები ასპარეზობდნენ.ტურნირის ფარგლებში ხელი მოეწერა ოფიციალურ დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც 2027 წელს წყალბურთში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს საქართველო ისტორიაში პირველად უმასპინძლებს.ხელშეკრულებას ხელი სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ ირაკლი მეძმარიაშვილმა, ევროპის საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტმა ანტონიო ხოსე სილვამ და საქართველოს საწყლოსნო ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი აბდუშელიშვილმა მოაწერეს.

ტოტი

1792341248

კახა კალაძე „ფეხბურთის ოქროს კვირეულის“ ფარგლებში საქართველოში იტალიის ელჩს და ფრანჩესკო ტოტის შეხვდა

იტალიის სერია A-ს ჩემპიონატის თასი თბილისშია. Golden Week of Football-ის ფარგლებში, იტალიის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც იტალიის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში მასიმილიანო დ’ანტუონო და იტალიის საფეხბურთო კლუბების - „რომასა“ და „მილანის“ ლეგენდები, ფრანჩესკოტოტი და კახა კალაძე დაესწრნენ.სპეციალურად „ფეხბურთის ოქროს კვირეულის“ (Golden Week of Football) ფარგლებში, საქართველოში იტალიის ჩემპიონატის თასი სერია A-ს წარმომადგენელმა ჩამოიტანა.თბილისის მერმა კახა კალაძემ და ფრანჩესკო ტოტიმ, როგორც იტალიის ჩემპიონებმა, თასთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

✕