ნკ

1792644766

საქართველოს მთის კურორტები ზამთრის სეზონისთვის მზადებას იწყებს

 ზამთრის სეზონისთვის საქართველოს მთის კურორტები მზადებას იწყებენ. ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა შესაბამის უწყებებთან საკოორდინაციო შეხვედრა გამართა, სადაც მთავარი ყურადღება უსაფრთხოებას, სატრანსპორტო ნაკადებსა და სერვისების გამართულ მუშაობას დაეთმო.მთის ტრასების სააგენტო კურორტებზე საბაგიროების ტექნიკურ განახლებასა და ხელოვნური გათოვლიანების სისტემების გაფართოებას უკვე აქტიურად ახორციელებს, რათა ვიზიტორებს სეზონზე სრულყოფილი გარემო დახვდეთ.

წვიმიანი ამინდი

1792642473

როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში

როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში. ტემპერატურა ქალაქების მიხედვით:გაგრა +19 - წვიმასოხუმი +19 - წვიმაზუგდიდი +19 - წვიმამესტია +10 - წვიმაფოთი +20 - წვიმაბათუმი +21 - წვიმაოზურგეთი +20 - წვიმაქუთაისი +18 - წვიმაამბროლაური +15 - წვიმაახალციხე +15 - წვიმაბორჯომი + 15 - წვიმაბაკურიანი +10 - წვიმაგორი +16 - წვიმაცხინვალი +14 - წვიმასტეფანწმინდა +8 - წვიმაგუდაური +5 - წვიმათელავი +16 - წვიმარუსთავი +18 - წვიმათბილისი +16 - წვიმა

წამლები

1792620047

5 მედიკამენტი, რომელთან ერთადაც ალკოჰოლის მიღება არ შეიძლება

ონკოლოგი გიორგი ღოღობერიძე ასახელებს 5 მედიკამენტს, რომელთან ერთადაც ალკოჰოლის მიღება არ შეიძლება:„ალკოჰოლი ისედაც არ არის კარგი ჩვენი ორგანიზმისთვის, მაგრამ ამ მედიკამენტებთან კომპანიაში ის შეიძლება იყოს სახიფათო.პირველი, ეს არის ანტიბიოტიკები და აქედან გამოვარჩევდი მეტროდიდაზოლს. მეორე არის ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები. ასევე, არ არის სასურველი ალკოჰოლის მიღება პარაცეტამოლთან კომბინაციაში. მეოთხე, ეს არის ბენზოდიაზეპინები, როგორიც არის მაგალითად, დიაზეპამი. მეხუთე - ანტიდეპრესანტები“, - განმარტა ექიმმა.

ალცჰაიმერი

1792619746

დღეში 3 000 ნაბიჯიც კი, შესაძლოა, ალცჰაიმერის პროგრესირების შენელებას უწყობდეს ხელს - ახალი კვლევა

ახალი კვლევის თანახმად, დღეში მხოლოდ 3 000 ნაბიჯის გადადგმაც კი, შესაძლოა, ალცჰაიმერის დაავადებასთან დაკავშირებული ცვლილებების შენელებას უწყობდეს ხელს.მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ფიზიკური აქტივობა დაკავშირებულია თავის ტვინში მავნე „ტაუ-ცილების“ ნაკლებ დაგროვებასთან, ასევე კოგნიტური შესაძლებლობებისა და ყოველდღიური ფუნქციონირების გაუარესების თითქმის განახევრებულ ტემპთან. ეს კავშირი გამოვლინდა იმ ადამიანებშიც, რომლებსაც დაავადების ადრეული ნიშნები უკვე აღენიშნებოდათ.კვლევის მიხედვით, ყველაზე მნიშვნელოვანი დადებითი შედეგები დღეში 5 000-დან 7 500-მდე ნაბიჯის გადადგმისას დაფიქსირდა.მიღებული შედეგები მიუთითებს, რომ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ეფექტის მისაღწევად ყოველდღიურად 10 000 ნაბიჯის გადადგმა აუცილებელი არ არის.მკვლევრების დასკვნით, ზომიერი ყოველდღიური ფიზიკური აქტივობაც კი შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს ალცჰაიმერის დაავადებასთან დაკავშირებული ცვლილებების შენელებისთვის.

წვიმიანი ამინდი

1792619577

„ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს...“ - უახლოესი დღეების განახლებული პროგნოზი

საქართველოში უახლოეს დღეებში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი, - ამის შესახებ „პრაიმტაიმთან“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი, დოდო გვაზავა აცხადებს.„ცალკეულ დღეებში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ხანმოკლე წვიმა, ზოგან კი ინტენსიური ნალექი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა დაიკლებს, დასავლეთში კი შედარებით თბილი ამინდი შენარჩუნდება“.როგორც დოდო გვაზავა აღნიშნავს, 21-23 ოქტომბრის პერიოდში ჰაერის ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის დედაქალაქშიც, დაახლოებით 18 გრადუსამდე დაიკლებს. კვირის ბოლომდე აღმოსავლეთ საქართველოში წვიმაც არის მოსალოდნელი.დასავლეთ საქართველოში კი შედარებით მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება და ჰაერი შესაძლოა 26 გრადუსამდე დაფიქსირდეს.რაც შეეხება შაბათ-კვირას, არსებული პროგნოზით, ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. დილის საათებში ზოგიერთ ადგილას შესაძლოა მცირე ნალექიც აღინიშნოს.

ვირუსი

1792619381

კოქსაკის ვირუსი - როგორ ვრცელდება, რა სიმპტომები ახასიათებს და რას უნდა მიაქციონ ყურადღება მშობლებმა

ბოლო დღეებში ფეისბუკის სხვადასხვა ჯგუფში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია ბავშვებში კოქსაკის ვირუსის გამოვლენის შესახებ, რასაც მშობლების შეშფოთება მოჰყვა. რა არის კოქსაკის ვირუსი, როგორ ვრცელდება, რა სიმპტომებით ხასიათდება და როდის საჭიროებს ბავშვის მდგომარეობა განსაკუთრებულ ყურადღებას? საკითხში გასარკვევად გთავაზობთ ინფორმაციას ვირუსის, მისი გავრცელების გზებისა და პრევენციის შესახებ, საერთაშორისო სამედიცინო წყაროებზე დაყრდნობით.კოქსაკის ვირუსი განსაკუთრებით ბავშვებში გავრცელებული ინფექციების ერთ-ერთი გამომწვევია. ის ხშირად იწვევს ხელ-ფეხ-პირის დაავადებას, რომელსაც ახასიათებს სიცხე, პირის ღრუს მტკივნეული წყლულები და კანზე გამონაყარი. ინფექცია ადვილად ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე, განსაკუთრებით საბავშვო ბაღებსა და სკოლებში. მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევათა უმეტესობა მსუბუქად მიმდინარეობს და პაციენტი ერთიდან ორ კვირამდე პერიოდში გამოჯანმრთელდება, მნიშვნელოვანია სიმპტომების ამოცნობა და გართულებების პრევენცია.აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) განმარტებით, ხელ-ფეხ-პირის დაავადებას რამდენიმე ტიპის ენტეროვირუსი იწვევს, მათ შორის კოქსაკის A16 და A6 ვირუსები. დაავადება ყველაზე ხშირად ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებში გვხვდება, თუმცა მისი განვითარება მოზარდებსა და ზრდასრულებშიც შესაძლებელია.რა არის კოქსაკის ვირუსი?კოქსაკის ვირუსი ენტეროვირუსების ჯგუფს მიეკუთვნება. ამ ჯგუფის სხვადასხვა ვირუსმა შესაძლოა განსხვავებული სიმპტომები გამოიწვიოს - მსუბუქი რესპირატორული ინფექციიდან დაწყებული, ხელ-ფეხ-პირის დაავადებით დამთავრებული.კოქსაკის ვირუსთან ხშირად ასოცირდება ხელ-ფეხ-პირის დაავადება, რომლის დროსაც გამონაყარი ხელისგულებზე, ტერფებზე და ზოგჯერ სხეულის სხვა ნაწილებზეც ჩნდება. პირის ღრუში წარმოქმნილი მტკივნეული წყლულები კი ბავშვს ჭამასა და სითხის მიღებაში უშლის ხელს.როგორ ვრცელდება კოქსაკის ვირუსი?ინფექცია საკმაოდ გადამდებია და მისი გავრცელება რამდენიმე გზით არის შესაძლებელი.ჰაერში გაფანტული წვეთებით: ინფიცირებული ადამიანის ხველის, ცემინების ან საუბრის დროს გამოყოფილი ნაწილაკებით.დაბინძურებული ხელებითა და ზედაპირებით: ვირუსი შესაძლოა მოხვდეს სათამაშოებზე, კარის სახელურებსა და სხვა ხშირად გამოყენებულ ნივთებზე. ინფიცირება შესაძლებელია, თუ ადამიანი დაბინძურებული ხელით თვალებს, ცხვირს ან პირს შეეხება.ნერწყვითა და ბუშტუკების სითხით: ინფექცია შესაძლოა გავრცელდეს ახლო კონტაქტისას ან საერთო ჭურჭლის გამოყენებით.ფეკალურ-ორალური გზით: ვირუსის გადაცემა შესაძლებელია ტუალეტის გამოყენების ან საფენის გამოცვლის შემდეგ, თუ ხელები სათანადოდ არ დაიბანა.CDC-ის ინფორმაციით, ინფიცირებული ადამიანი განსაკუთრებით გადამდებია დაავადების პირველ კვირაში, თუმცა ვირუსი განავალში სიმპტომების გაქრობის შემდეგაც შეიძლება რამდენიმე კვირის განმავლობაში გამოიყოფოდეს. ამასთან, ინფექციის გადაცემა უსიმპტომო ადამიანებისგანაც შესაძლებელია.რა სიმპტომებით ვლინდება კოქსაკის ვირუსი?ინფიცირებიდან სიმპტომების გამოვლენამდე, როგორც წესი, დაახლოებით 3–7 დღე გადის. დაავადება ხშირად თავდაპირველად სიცხითა და საერთო სისუსტით იწყება.ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:სხეულის ტემპერატურის მომატება;ყელის ტკივილი და მადის დაქვეითება;საერთო სისუსტე და გაღიზიანებადობა;პირის ღრუში მტკივნეული წყლულები ან ბუშტუკები;გამონაყარი ხელისგულებსა და ტერფებზე;ზოგჯერ გამონაყარი დუნდულებზე, ფეხებსა და ხელებზეც.გამონაყარი შესაძლოა წითელი ლაქების ან სითხით სავსე ბუშტუკების სახით გამოვლინდეს. ყველა პაციენტს ყველა სიმპტომი არ უვითარდება - ზოგიერთ შემთხვევაში ინფექცია მსუბუქად მიმდინარეობს ან საერთოდ უსიმპტომოა.პირის ღრუს წყლულები განსაკუთრებით საყურადღებოა მცირეწლოვან ბავშვებში, რადგან ტკივილის გამო მათ შესაძლოა სითხის მიღებაზე უარი თქვან.რამდენად საშიშია კოქსაკის ვირუსი?შემთხვევათა უმეტესობა მსუბუქად მიმდინარეობს და პაციენტი 7–10 დღეში გამოჯანმრთელდება. თუმცა, როგორც ნებისმიერი ინფექციის შემთხვევაში, გართულებების რისკი არსებობს.ერთ-ერთი მთავარი საფრთხე გაუწყლოებაა, რომელიც შეიძლება განვითარდეს მაშინ, როდესაც ბავშვს პირის ღრუს ტკივილის გამო საკმარისი სითხის მიღება უჭირს.იშვიათ შემთხვევებში ენტეროვირუსულმა ინფექციამ შესაძლოა გამოიწვიოს ვირუსული მენინგიტი ან ენცეფალიტი. ასეთი გართულებები იშვიათია, თუმცა საჭიროებს დაუყოვნებლივ სამედიცინო შეფასებას.ექიმთან დროული მიმართვა აუცილებელია, თუ:ბავშვს სითხის დალევა არ შეუძლია ან შარდვა საგრძნობლად შეუმცირდა;მაღალი ტემპერატურა სამ დღეზე მეტხანს გრძელდება;აღენიშნება ძლიერი თავის ტკივილი, კისრის გაშეშება ან უჩვეულო მოდუნება;მდგომარეობა უარესდება ან სიმპტომები ათ დღეში არ უმჯობესდება;ავად არის ექვს თვემდე ასაკის ჩვილი.ძლიერი მოდუნების, ცნობიერების ცვლილების, კრუნჩხვის ან სუნთქვის გაძნელების შემთხვევაში საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.როგორ მკურნალობენ კოქსაკის ვირუსს?კოქსაკის ვირუსით გამოწვეული ხელ-ფეხ-პირის დაავადების საწინააღმდეგო სპეციფიკური ანტივირუსული მკურნალობა, ჩვეულებრივ, არ გამოიყენება. მკურნალობა ძირითადად სიმპტომების შემსუბუქებასა და გაუწყლოების თავიდან აცილებას ემსახურება.რეკომენდებულია:სითხის ხშირი მიღება მცირე ულუფებით;გრილი სასმელები და რბილი საკვები, თუ ყლაპვა მტკივნეულია;დასვენება;სიცხისა და ტკივილის საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენება ასაკისა და მდგომარეობის გათვალისწინებით, ექიმის ან ფარმაცევტის რჩევით.ბავშვებისთვის ასპირინის მიცემა დაუშვებელია. ანტიბიოტიკები ვირუსზე არ მოქმედებს და მათი გამოყენება მხოლოდ ექიმის მიერ დადგენილი სხვა ბაქტერიული ინფექციის შემთხვევაში შეიძლება იყოს საჭირო.როგორ დავიცვათ თავი ინფექციისგან?პრევენციის მთავარი საშუალება ჰიგიენაა. ხელები ხშირად უნდა დაიბანოთ საპნითა და წყლით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, განსაკუთრებით ტუალეტის გამოყენების, საფენის გამოცვლისა და ბავშვის მოვლის შემდეგ.ასევე მნიშვნელოვანია ხშირად შეხებადი ზედაპირებისა და სათამაშოების გაწმენდა, პირადი ჭურჭლის გაზიარებისგან თავის შეკავება და ინფიცირებულ ადამიანთან ახლო კონტაქტის შეზღუდვა.ბავშვის საბავშვო ბაღში ან სკოლაში დაბრუნების საკითხი უნდა შეფასდეს მისი მდგომარეობისა და ადგილობრივი რეკომენდაციების მიხედვით. CDC-ის მითითებით, ხელ-ფეხ-პირის დაავადების მქონე ბავშვი შეიძლება დაუბრუნდეს დაწესებულებას, თუ სიცხე აღარ აქვს, თავს საკმარისად კარგად გრძნობს და პირის ღრუს წყლულების გამო უკონტროლო ნერწყვდენა არ აღენიშნება. კონკრეტული ეპიდემიური სიტუაციის დროს შესაძლოა დამატებითი შეზღუდვები მოქმედებდეს.

ლოცვა

1792619201

6 ლოცვა, რომელიც ყველა სურვილის ასრულებაში დაგეხმარებათ

ლოცვა ამოღებულია წმინდა წიგნიდან – ავგაროზი და ლოცვანი (სრული კრებული)წაიკითხეთ ეს ლოცვა ყოველ დღე და შესთხოვეთ ღმერთს წრფელი გულით. “ითხოვდით და მოგეცეს თქუენ … – მათე 7,7-11”. როდესაც ჩვენი თხოვნა გულიდან მოდის და ღმერთის წინაშე სამართლიანია ის აუცილებლად აგვისრულდება. დიდება უფალს.ყოვლად წმიდისა ღვთისმშობელისაყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩვენ, რომელ უმაღლეს ხარ ქერუბიმთა და უდიდებულეს უზეშთაეს სერაბიმთა, რომელმან იტვირთე სიტყვა ღვთისა ხორცითა, ვითარცა ღვთისმშობელ ხარ, გალობით გადიდებთ.ცხოველსმყოფელისა და პატიოსნისა ჯვარისაჯვარსა წმიდასა პატიოსანსა, რომელსა აქებენ ანგელოსნი და ძალნი ზეცათანი, ჩვენცა მათთანა თაყვანის-ვცემთ და ვადიდებთ, და ვითხოვთ მისგან ხსნასა ყოველთა ვნებათაგან.წმინდისა იოანე ნათლისმცემლისაყოველთა ნაშობთა უმეტესო, მდგომარენი ლოცვათა შინა მორწმუნეთა კრებულნი, ლმობიერად და ცრემლით შეგივრდებით, ნათლისმცემელო ქრისტესო, მფარველ გვეყავ მოსავთა შენთა.წმინდა დიდმოწამისა გიორგისანათელ-ჰყავ შვილდწილ სამყარო ახოვნად, ღვაწლნი რა თავს ისხენ დიდო მოწამეთა მთავარო, მხნეო გიორგი, ამისთვის გევედრებით, გვიხსენ ჭირთაგან და მეოხ გვეყავ წინაშე ღვთისა.წმიდა დიდმოწამისა პანტელეიმონ მკურნალისაღვაწლით შემოსილო წმიდაო მკურნალო პანტელეიმონ, ევედრე მოწყალესა ღმერთსა, რათა ცოდვათა შენდობა მოგვანიჭოს და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა.

wifi

1792619019

უნდა გამოვრთოთ თუ არა ღამით Wi-Fi როუტერი - ექსპერტის განმარტება

ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით უფროსი თაობა, თვლის, რომ ღამით აუცილებელია ყველა გაჯეტისა და ელექტრო მოწყობილობის გამორთვა. ამასთან, ინტერნეტ ტექნოლოგიების დარგის ექსპერტებმა ზუსტი პასუხი გასცეს კითხვაზე, რეალურად არის თუ არა საჭირო როუტერის ქსელიდან ღამით გათიშვა.შესაძლებელია თუ არა როუტერის გამორთვა ღამით - მითი და რეალობათუ ეჭვი გეპარებათ, გჭირდებათ თუ არა როუტერის გამორთვა ღამით, თუ გსურთ ელექტროენერგიის ნაკლები გადახდა, მაშინ შეგიძლიათ დაიწყოთ ამის გაკეთება. ეს ჩვევა დაგეხმარებათ ცოტათი დაზოგოთ ენერგია, მაგრამ სანაცვლოდ უამრავ პრობლემას მოგიტანთ.ჩართვის ღილაკზე დაჭერამ შეიძლება ზიანი მიაყენოს და შეაჩეროს მნიშვნელოვანი განახლებების დაინსტალირება ამ ფართოზოლოვანი ქსელის გამაძლიერებელ მოწყობილობაზე.რეკომენდირებულია ყოველთვის დატოვოთ თქვენი როუტერი ინტერნეტით, თუნდაც ღამით. ISP-ები რეგულარულად ახორციელებენ მნიშვნელოვან განახლებებს თქვენს როუტერში, რათა ის საუკეთესო ფორმაში იყოს.თუ მოწყობილობა გამორთულია, განახლებები არ იქნება მიწოდებული, რაც ნიშნავს არა მხოლოდ ახალი ფუნქციების დაკარგვას და ჩატვირთვის სწრაფ დროს, არამედ უსაფრთხოების მნიშვნელოვან ცვლილებებს.არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ცხადი ხდება, გჭირდებათ თუ არა ღამით თქვენი wi-fi როუტერის გამორთვა. მისმა მუდმივმა გამორთვამ და ხელახლა ჩართვამ, შეიძლება მოატყუოს თქვენი პროვაიდერი და იფიქროს, რომ თქვენს ხაზთან არის პრობლემა.

ნკ

1792613600

„ძლიერი ქარი, ელჭექი და ნალექი“ - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს:„22 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ქვეყნის ჩრდილო მთიან რაიონებში, ასევე შიდა ქართლის, ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონებში, ზოგან ძლიერი ინტენსივობით. შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება.მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე - ენგურზე, არაგვზე, ალაზანზე, იორსა და მათ შენაკადებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და წყალმოვარდნები, გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრული და ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ურბანულ ტერიტორიებზე ცალკეული მონაკვეთების დატბორვა გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“- ნათქვამია განცხადებაში. 

სიმსივნე

1792612710

„ეს 13 ტიპის სიმსივნის განვითარებას უწყობს ხელს“ - ნუტრიციოლოგის გაფრთხილება

„სიმსუქნე ქრონიკული მორეციდივე დაავადებაა, რომელიც მჭიდრო კავშირშია ისეთ ჯანმრთელობის პრობლემებთან, როგორებიცაა შაქრიანი დიაბეტი და არტერიული ჰიპერტენზია“,- ამის შესახებ ნუტრიციოლოგმა ნათია რომაშვილმა ისაუბრა.მისი განცხადებით, ბოლო პერიოდის სამედიცინო კვლევები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჭარბწონიანობა ონკოლოგიური დაავადებების განვითარების მნიშვნელოვან რისკფაქტორს წარმოადგენს.„ბოლო დროს ჩატარდა რამდენიმე მნიშვნელოვანი კვლევა, რომელიც ადასტურებს, რომ სიმსუქნეს ნამდვილად აქვს კავშირი ზოგიერთი ტიპის სიმსივნის განვითარებასთან. სულ მცირე, ასეთი აღმოჩნდა 13 ტიპის სიმსივნე - მათ შორის არის პანკრეასის, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, თირკმლის, საშვილოსნოს და სხვა ორგანოთა ონკოლოგიური დაავადებები“, - აღნიშნავს ნათია რომაშვილი.მისი თქმით, სასურველია პაციენტმა დაიცვას გარკვეული წესები, როგორიცაა - ფიზიკური აქტივობა, სწორი კვება, თუ საჭიროა მედიკამენტებიც.„ქალბატონების შემთხვევაში 88 სმ-ზე მეტი თუ არის მუცლის გარშემოწერილობა ეს უკვე ნიშნავს, რომ მაღალი მეტაბოლური აქტივობით ხასიათდება მისი ცხიმოვანი ქსოვილი, მამაკაცების შემთხვევაში კი თუ აჭარბებს 102 სმ-ს ამ შემთხვევაშიც, კრიტიკულად მაღალია მეტაბოლური აქტივობა“, - ამბობს ნუტრიციოლოგი.

სკოლა ბაღი

1792611762

ზამთრის არდადეგების დაწყების თარიღი ცნობილია

30 დეკემბრიდან საჯარო სკოლებში ზამთრის არდადეგები იწყება. ეროვნულ სასწავლო გეგმაში გაწერილია სასწავლო წლის განმავლობაში არსებული დასვენებისა და არდადეგების პერიოდები.სკოლები: ზამთრის არდადეგები დაიწყება 2026 წლის 30 დეკემბერს და გაგრძელდება 2027 წლის 15 იანვრამდე. თბილისის საჯარო ბაღები: არსებული ინფორმაციით, არდადეგები ასევე 30 დეკემბერს დაიწყება, ხოლო სააღმზრდელო პროცესი 15 იანვარს განახლდება.

მატეორი

1792608626

მეტეორული წვიმა ახლოვდება - არსებობს თუ არა საფრთხე და რას ამბობენ მეცნიერები

ორიონიდების მეტეორული წვიმა, რომელიც ჰალეის კომეტის ნარჩენებით წარმოქმნილი ორი მნიშვნელოვანი მეტეორული წვიმიდან ერთ-ერთია, მიმდინარე კვირაში პიკს მიაღწევს. თუმცა, მთვარის ძლიერი ნათება მეტეორებზე დაკვირვებას გაართულებს, სანამ ის გვიან ღამით ჰორიზონტს მიღმა არ გაუჩინარდება.ამერიკის მეტეორული საზოგადოების ინფორმაციით, ოთხშაბათის ღამიდან ხუთშაბათის დილამდე, იდეალური დაკვირვების პირობებში, საათში 20-მდე მეტეორის დანახვა იქნება შესაძლებელი. მეტეორები პიკამდე და პიკის შემდეგ რამდენიმე კვირის განმავლობაშიც გამოჩნდება.ორიონიდებზე დაკვირვება შუაღამის შემდეგ როგორც ჩრდილოეთ, ისე სამხრეთ ნახევარსფეროშია შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ მეტეორულ წვიმას სახელი ორიონის თანავარსკვლავედის მიხედვით ეწოდა, NASA-ს ცნობით, მეტეორების დანახვა ღამის ცის სხვადასხვა ნაწილში შეიძლება.ორიონიდები განსაკუთრებით მაღალი სიჩქარითა და სიკაშკაშით გამოირჩევა. ზოგჯერ ისინი ცაზე მანათობელ კვალს ტოვებენ, რომელიც რამდენიმე წამის განმავლობაში რჩება.

✕