შეხვედრა

1790707623

გულის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საჩხერის მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციის, ადრეული გამოვლენისა და ეფექტური მართვის საკითხებზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, საჩხერის მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.ღონისძიება 29 სექტემბერს გულის მსოფლიო დღეს მიეძღვნა.ღონისძიება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ გახსნა. მინისტრმა ყურადღება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციასა და მათ ეფექტურ მართვაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ კარდიოვასკულურ გართულებათა ადრეული გამოვლენა ეროვნული ჯანდაცვის პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.შეხვედრაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ირმა ხონელიძემ გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების გავრცელების დინამიკა და ძირითადი რისკფაქტორები მიმოიხილა, ხოლო საქართველოს ჰიპერტენზიის შემსწავლელი საზოგადოების პრეზიდენტმა, პროფესორმა ბეჟან წინამძღვრიშვილმა ყურადღება კარდიოვასკულურ გართულებათა ადრეული დიაგნოსტიკისა და ეფექტური მართვის სტრატეგიულ პრიორიტეტებზე გაამახვილა.ღონისძიებაზე ჰიპერტენზიის სკრინინგის შედეგებსა და გამოწვევებზე ასევე ინტერვენციული კარდიოლოგიის მიმდინარე სტატისტიკასა და აღნიშნულ პროცესში პირველადი ჯანდაცვის რგოლის ჩართულობის გაძლიერების მექანიზმებზე იმსჯელეს.შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სახელმწიფოს მხრიდან გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ ფინანსდება, როგორც ექიმსპეციალისტის კონსულტაცია, ისე კარდიო-ქირურგიული ოპერაციები და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო ქრონიკული მედიკამენტები.შეხვედრას მინისტრის მოადგილეები ირაკლი სასანია და თეა გიორგაძე, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ივანაშვილი, ასევე პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების ექიმები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

ჯანდაცვა

1790668740

ნინო ნიჟარაძე ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში კარდიოლოგებს, კარდიოქირურგებს და გამოჯანმრთელებულ პაციენტებს შეხვდა

კარდიოლოგიური სერვისები აჭარაში,  გაზრდილი ხელმისაწვდომობა და ახალი შესაძლებლობები - თემის ირგვლივ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, პირველ მოადგილესთან მარი ზანაქიძესთან ერთად, ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში კარდიოლოგებს, კარდიოქირურგებს და გამოჯანმრთელებულ პაციენტებს შეხვდა.შეხვედრაზე მინისტრმა სამინისტროს მიერ კარდიოლოგიის მიმართულებით განხორციელებულ პროგრამებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ექიმებისგან მოისმინა სფეროში არსებული საჭიროებები და მოსაზრებები, ხოლო პაციენტებმა აუდიტორიას საკუთარი მკურნალობისა და გამოჯანმრთელების ისტორია გაუზიარეს.აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ყოველწლიურად აუმჯობესებს გულის ქირურგიის დამატებითი სამედიცინო დახმარების პროგრამას.2026 წელს დაემატა ლიპიდდამაქვეითებელი თერაპიის დაფინანსება, რომელიც ითვალისწინებს ძვირადღირებული მედიკამენტის დაფინანსებას ათეროსკლეროზული კარდიოვასკულარული დაავადების მქონე პაციენტებისთვის.პროგრამის მიზანია გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული ლეტალობის პრევენცია და პაციენტებისთვის საჭირო მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.გასულ წელს სამინისტრომ დაიწყო გულის სარქვლის ძვირადღირებული ტრანსკათეტერული იმპლანტაციის (TAVI) დაფინანსება.TAVI არის ნაკლებად ინვაზიური პროცედურა, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალი ქირურგიული რისკის მქონე პაციენტებისთვის. მისი დაფინანსება მნიშვნელოვნად ზრდის თანამედროვე კარდიოლოგიურ მკურნალობაზე ხელმისაწვდომობას და ხელს უწყობს მძიმე გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გართულებებისა და ლეტალობის პრევენციას.პროგრამის ფარგლებში TAVI-ის ოპერაცია უკვე დაუფინანსდა 24 პაციენტს, სამინისტროს ბიუჯეტიდან გამოიყო 1 მილიონამდე ლარი.სამინისტრო გულის ქირურგიის დამატებითი სამედიცინო მომსახურების პროგრამის ფარგლებში, ასევე აფინანსებს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებული კარდიოქირურგიული ოპერაციების თანაგადახდას, შესაბამისად აჭარაში კარდიოქირურგია სრულად ფინანსდება.გარკვეული სოციალური კატეგორიის მოქალაქეებს უფინანსდებათ გულის დაავადებების სადიაგნოსტიკო ძვირადღირებულ გეგმიურ კვლევები, როგორიცაა გულის ან კორონალური არტერიების ანგიოგრაფია, კარდიოვერსია და სხვა.აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში, ასევე ფინანსდება გულის ტრანსპლანტაცია.მიმდინარე წელს უკვე 4.2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა მოქალაქეების სამედიცინო საჭიროებების დასაფინანსებლად - სამინისტროს დაფინანსებით უკვე ისარგებლა 3 100-მდე მოქალაქემ.  2025 წელს პროგრამის ფარგლებში დაფინანსებით ისარგებლა 2 623 მოქალაქემ, გამოიყო 4 499 680 ლარი.მომავალ წელს სამინისტროს კარდიოლოგიური და კარდიოლოგიური სერვისების დაფინანსებას 700 000 ლარით გაზრდის და ჯამში 5 მილიონ 200 000 ლარი გამოიყოფა.

საჯრველაძე

1790667511

მიხეილ სარჯველაძე სომხეთის ჯანდაცვის მინისტრ ანაჰიტ ავანესიანს შეხვდა

სომხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მიხეილ სარჯველაძე სომხეთის ჯანდაცვის მინისტრ ანაჰიტ ავანესიანს შეხვდა.შეხვედრაზე საქართველოსა და სომხეთს შორის ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ჯანდაცვის სისტემების განვითარების მიმართულებებს, პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებას, სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესებას.მიხეილ სარჯველაძე სომხეთის ბირთვული მედიცინის ეროვნულ ცენტრშიც იმყოფებოდა, სადაც ახლად რეაბილიტირებული ცენტრის საქმიანობასა და ბირთვული მედიცინის მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებს გაეცნო.მხარეებმა ბირთვული მედიცინის სფეროში გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.შეხვედრას სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი შარვაშიძე ესწრებოდა.

სკრინინგი

1790593900

შუახევის მუნიციპალიტეტში მასშტაბური სკრინინგ აქცია ჩატარდა

ქვეყნის მასშტაბით  სკრინინგ აქციები გრძელდება. მორიგი მასშტაბური აქცია  შუახევის მუნიციპალიტეტში გაიმართა. აქციის ფარგლებში მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდა უფასოდ ჩაეტარებინა ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, პროსტატისა და კოლორექტული კიბოს, ასევე არტერიული ჰიპერტენზიის, B და C ჰეპატიტების, აივ-ინფექცია/შიდსის სკრინინგული კვლევები.მსგავსი მასშტაბური ღონისძიებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობისთვის. გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა თითოეულ მოქალაქეს აძლევს შესაძლებლობას, საცხოვრებელ ადგილთან ახლოს, ზედმეტი ბარიერების გარეშე მიიღოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დიაგნოსტიკური სერვისები, რაც პირდაპირ აისახება ბენეფიციართა მომართვიანობის ზრდასა და ჯანმრთელობის რისკების დროულ პრევენციაზე.გამოკვლევები ადგილზე თანამედროვე მეთოდებითა და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ ჩატარდა.შეგახსენებთ, რომ სკრინინგი  ჯანმრთელობის დაცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა, რომელიც დაავადებებს ადრეულ ეტაპზე ავლენს, როცა მკურნალობა განსაკუთრებით შედეგიანია.16 მარტიდან 31 ივლისის ჩათვლით სკრინინგების ჯამურმა რაოდენობამ რეგიონების მიხედვით 63 993  შეადგინა.სკრინინგ აქციის მიმდინარეობას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე, მოადგილე ეკა ადამიასთან, შუახევის მუნიციპალიტეტის მერთან ომარ ტაკიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

ექიმები

1790497320

უგონო მამაკაცი დახვდათ. პულსი და სუნთქვა არ აღენიშნებოდა... - ექიმებმა 26-წუთიანი რეანიმაციის შემდეგ გაჩერებული გული აამუშავეს

სოციალურ ქსელში გვერდი „შენი სიცოცხლის გადასარჩენად“ მორიგ ისტორია აქვეყნებს და ამჯერად იმ ექიმებს გვაცნობს, რომელთა სწრაფი და პროფესიული მოქმედების შედეგად, კიდევ ერთი ადამიანი გადარჩა.„26 წუთიანი რეანიმაცია და დაბრუნებული გულისცემა -კიდევ ერთი გადარჩენილი სიცოცხლე - სასწრაფო სამედიცინო დახმარების თბილისის მე-5 ფილიალში გამოძახება შევიდა ლოზუნგით „არტერიული ჰიპერტენზია“.1709 ბრიგადა უკვე გამოძახების ადგილთან ძალიან ახლოს იყო, როდესაც 112-დან დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ ოჯახში შექმნილი პანიკის გამო ადგილზე დაჩქარებული მისვლა იყო საჭირო.ბრიგადის წევრებს ადგილზე უგონო მამაკაცი დახვდათ. პულსი და სუნთქვა არ აღენიშნებოდა.ექიმმა თათია ლიპარტელიანმა დაუყოვნებლივ დაიწყო პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებები. მონიტორზე ასისტოლია ფიქსირდებოდა. პაციენტს ჩაედგა ვენური კათეტერი, ჩაუტარდა ტრაქეის ინტუბაცია და გაგრძელდა გ. ფ. რეანიმაცია.რეანიმაციული ღონისძიებების პროცესში პერიოდულად ფიქსირდებოდა პულსგარეშე ელექტრული აქტივობა. უწყვეტი და მიზანმიმართული რეანიმაციის 26-ე წუთზე მონიტორზე სინუსური რიტმი დაფიქსირდა და მაგისტრალურ და პერიფერიულ არტერიებზე პულსაცია აღდგა.სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ პაციენტი ფორსმაჟორულ რეჟიმში თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანა.როგორც მოგვიანებით გაირკვა, მამაკაცს მანამდეც ჰქონდა გულის პრობლემები და ექიმთან ვიზიტს მეორე დღისთვის გეგმავდა, თუმცა ამის გაკეთება ვეღარ მოასწრო.კლინიკაში პაციენტს კარდიომიოპათია დაუდგინდა. ამჟამად ის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას აგრძელებს.ექიმი განსაკუთრებულ მადლობას უხდის ბრიგადის წევრებს უმცროს ექიმ ხატია დავლაშელიძეს და მძღოლს ვლადიმერ იველაშვილს გაწეული დახმარებისთვის.თათია ლიპარტელიანი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელია უკვე 15 წელია. მის პრაქტიკაში ეს გაჩერებული გულის ამუშავების მეორე შემთხვევა იყო.#გვეამაყება ექიმი თათია ლიპარტელიანი,  უმცროსი ექიმი ხატია დავლაშელიძე, მძღოლი ვლადიმერ იველაშვილი“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცენტრი

1790428500

ხულოს მუნიციპალიტეტში სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი გაიხსნა

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე ,,ირმა ხვიჩიას რეაბილიტაციის ცენტრის" გახსნას, აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ილია ვერძაძესთან და ხულოს მუნიციპალიტეტის მერთან, ვახტანგ ბერიძესთან ერთად დაესწრო.ხულოში სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნა შესაბამის სამედიცინო - სარეაბილიტაციო სერვისებს უფრო ხელმისაწვდომს გახდის. ცენტრში ბავშვებსა და მოზარდებს მომსახურებას გაუწევს მულტიდისციპლინური გუნდი - ნევროლოგის, პედიატრის, ორთოპედის, ფსიქოლოგის და ლოგოპედის ჩართულობით. სერვისები მოიცავს ადრეული განვითარების, ფიზიკური თერაპიის და ფიზიოთერაპიის მიმართულებებს.აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აფინანსებს ბავშვთა ადრეული განვითარებას, აუტიზმის სპექტრის დარღვევებს, ბავშვთა ფსიქოსომატურ აბილიტაცია-რეაბილიტაციას, ძვალ-სახსროვანი სისტემის დეფორმაციას. ჯამში სამინისტრო ბავშვთა სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის უზრუნველყოფისათვის 10 მილიონ ლარზე მეტს გამოყოფს. სერვისებით 4 000-ზე მეტი ბავშვი სარგებლობს.აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პროგრამის ფარგლებში ცენტრში, ასევე, შესაძლებელია აუტიზმის დიაგნოსტიკის ჩატარება.

სარჯველაძე

1790417911

მიხეილ სარჯველაძე გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში პანდემიების პრევენციის, მზადყოფნისა და რეაგირების საკითხებზე გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა

ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, პანდემიების პრევენციის, მზადყოფნისა და მათზე რეაგირების საკითხებზე გამართულ მაღალი დონის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და სიტყვით გამოვიდა.გამოსვლისას მინისტრმა COVID-19-ის პანდემიის პერიოდში საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრა. მისი თქმით, პანდემიის დასაწყისშივე ქვეყანაში სწრაფად მოხდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტების მობილიზება, გაძლიერდა ეპიდზედამხედველობა, ლაბორატორიული კვლევები და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების შესაძლებლობები.პანდემიის მიმდინარეობისას გაფართოვდა ჰოსპიტალური შესაძლებლობები, მობილიზდა სამედიცინო პერსონალი, პირველადი ჯანდაცვის მეშვეობით დაინერგა პაციენტების დისტანციური მართვა და განხორციელდა ქვეყნის მასშტაბით ვაქცინაციის პროგრამა.მიხეილ სარჯველაძემ ყურადღება გაამახვილა პანდემიების პრევენციისა და მზადყოფნის მიმართულებით უკვე განხორციელებულ ღონისძიებებზე. მინისტრის განცხადებით, საქართველომ დაიწყო პანდემიის ფონდის მხარდაჭერით პროექტის განხორციელება, რომელიც დაავადებების ეპიდზედამხედველობის გაძლიერებას, გენომური სეკვენირების შესაძლებლობების გაფართოებასა და ჯანმრთელობის ახალი საფრთხეების ადრეულ გამოვლენას ითვალისწინებს. მისი თქმით, პროექტი აძლიერებს „ერთიანი ჯანმრთელობის“ მიდგომას, ასევე ჯანდაცვის, გარემოსა და სოფლის მეურნეობის სფეროებს შორის კოორდინაციას.მინისტრმა ასევე ისაუბრა 2025 წელს დაწყებულ პირველადი ჯანდაცვის კომპლექსურ რეფორმაზე, რომელიც მიზნად ისახავს პრევენციის, სამედიცინო მომსახურების უწყვეტობისა და ქრონიკული დაავადებების მართვის გაუმჯობესებას და ჯანდაცვის სისტემის საგანგებო სიტუაციებზე ეფექტიანი რეაგირების შესაძლებლობების გაძლიერებას.

მიხეილ სარჯველაძე

1790323331

მიხეილ სარჯველაძემ გაეროს აივ/შიდსის ერთობლივი პროგრამის მრგვალი მაგიდის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, გაეროს აივ/შიდსის ერთობლივი პროგრამის (UNAIDS) მაღალი დონის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.შეხვედრა UNAIDS-ის ტრანსფორმაციას, პროგრამის სამომავლო როლსა და გლობალური აივ/შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას მიეძღვნა.მონაწილეებმა იმსჯელეს აივ/შიდსის პრევენციისა და მკურნალობის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე, მიღწეული პროგრესის შენარჩუნებასა და ქვეყნების მიერ ამ მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე. ასევე ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო თანამშრომლობის გაგრძელებისა და აივ/შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მხარდაჭერის გაძლიერების მნიშვნელობაზე.

მიხეილ სარჯველაძე

1790317865

მიხეილ სარჯველაძე ბიოუსაფრთხოების მიმართულებით მომუშავე კომპანია Perimeter-ის წარმომადგენლებს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, ბიოუსაფრთხოების ინფრასტრუქტურის მიმართულებით მომუშავე კომპანია Perimeter-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.მხარეებმა ჯანმრთელობის უსაფრთხოების, ბიოუსაფრთხოების, ბიოლოგიური საფრთხეების ადრეული გამოვლენისა და მათზე დროული რეაგირების საკითხებზე ისაუბრეს. აქცენტი გაკეთდა ბიოლოგიური საფრთხეების ადრეული გამოვლენის, მათი მონიტორინგისა და შესაძლო რისკებზე დროული რეაგირების საკითხებზე. ყურადღება გამახვილდა თანამედროვე ტექნოლოგიების, მათ შორის, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე, რაც ხელს უწყობს სხვადასხვა ინფექციური საფრთხის უფრო სწრაფად გამოვლენას, გავრცელების მონიტორინგსა და რისკების შეფასებას.შეხვედრაზე ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები და ბიოუსაფრთხოების სფეროში ახალი ინიციატივების განხორციელების საკითხები.შეხვედრას ესწრებოდნენ Perimeter-ის საერთაშორისო პროგრამების მართვის დირექტორი იოჰანა ფერსი, პროგრამების მართვისა და სტრატეგიული ინიციატივების უფროსი სპეციალისტი ლორენ როსი,  ფინანსური დირექტორი თიჯეი ჩაილდრესი და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სტრატეგიული განვითარების და ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლელა სულაბერიძე.

ჯანდაცვა

1790251756

მიხეილ სარჯველაძე აშშ-ში არაგადამდები დაავადებების ალიანსის ხელმძღვანელებს შეხვდა

გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე არაგადამდები დაავადებების ალიანსის (NCD Alliance) აღმასრულებელ დირექტორ ქეთი დეინს და პოლიტიკისა და ადვოკატირების მენეჯერ მარიკე კრემინს შეხვდა.შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში არაგადამდები დაავადებების პრევენციისა და მართვის მიმართულებით განხორციელებული რეფორმები და ქვეყნის გამოცდილება განიხილეს. საუბარი შეეხო კიბოს პრევენციასა და სკრინინგს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ჰიპერტენზიისა და დიაბეტის ადრეულ გამოვლენასა და მართვას, ასევე ქრონიკული დაავადებების მართვაში პირველადი ჯანდაცვის როლის გაძლიერებას.მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არაგადამდები დაავადებების მართვის მიმართულებით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პრევენციას, ადრეულ დიაგნოსტიკასა და პაციენტის უწყვეტ მეთვალყურეობას. მხარეებმა ასევე განიხილეს ამ მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილება და ჯანდაცვის სისტემებში ეფექტიანი მიდგომების დანერგვის შესაძლებლობები.შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს არაგადამდები დაავადებების პრევენციისა და მართვის მიმართულებით არსებული გამოწვევების დაძლევის გზებზე და იმ პრაქტიკულ ნაბიჯებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს პრევენციული სერვისების გაძლიერებას, დაავადებების ადრეულ გამოვლენასა და პაციენტების მართვის ხარისხის გაუმჯობესებას.შეხვედრას ესწრებოდნენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დავით ბაქრაძე და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სტრატეგიული განვითარების და ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლელა სულაბერიძე.

მიხეილ სარჯველაძე

1790147864

მიხეილ სარჯველაძე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს – სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსთან ბექა ფერაძესთან ერთად, ბათუმის შემდეგ, დედაქალაქში გამართა მორიგი სამუშაო შეხვედრა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებთან. მხარეებმა სამშენებლო სექტორში არსებული რისკების ეფექტიან მართვასა და უბედური შემთხვევების პრევენციის მექანიზმებზე იმსჯელეს.მიხეილ სარჯველაძემ ხაზგასმით აღნიშნა პრევენციული ღონისძიებებისა და დაწესებული ნორმების ზედმიწევნით დაცვის პრიორიტეტულობა. მინისტრის განცხადებით, დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოება სახელმწიფოსა და კერძო სექტორის საერთო პასუხისმგებლობაა, რაც სამუშაო პროცესში რისკების დროულ იდენტიფიცირებასა და მინიმუმამდე დაყვანას მოითხოვს.მხარეებმა დეტალურად გააანალიზეს ინსპექტირების შედეგები, მონიტორინგის დინამიკა და გამოვლენილი დარღვევები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უბედური შემთხვევების თავიდან აცილების მექანიზმებსა და დამსაქმებელთა მხრიდან შრომის უსაფრთხოების კულტურის განმტკიცებას.შეხვედრაზე ხაზი გაესვა სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის კონსტრუქციული და უწყვეტი დიალოგის მნიშვნელობას უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფად.ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ: ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე და შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლები.

მიხეილ სარჯველაძე

1790145401

მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ახალ დირექტორ ჟოაო ბრედას შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) საქართველოს წარმომადგენლობის ახალ დირექტორს შეხვდა.მიხეილ სარჯველაძემ და ჟოაო ბრედამ ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემის განვითარება და მიღწეული პროგრესი განიხილეს. ისაუბრეს არსებულ გამოწვევებზეც.მხარეებმა საქართველოს მთავრობისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცის მიერ ერთობლივად განხორციელებული პროექტები შეაჯამეს და დასახეს სამომავლო პრიორიტეტები. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სამედიცინო მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო გაზრდისა და პაციენტის უსაფრთხოების საკითხებს; აქტიურად გაგრძელდება მუშაობა პირველადი ჯანდაცვის რეფორმაზე, ციფრული ტექნოლოგიების განვითარებასა და ჯანდაცვის სექტორში ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენებაზე; აქვე ხაზი გაესვა ქრონიკული არაგადამდები დაავადებებისა და ონკოლოგიის საკითხებზე რეაგირების მნიშვნელობას.როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი, მასთან თანამშრომლობა კი მთავრობის პრიორიტეტია. მინისტრის განცხადებით, ჟოაო ბრედას გამოცდილება და პროფესიონალიზმი, WHO-ს ადგილობრივ თუ საერთაშორისო გუნდთან ერთად, კიდევ უფრო მეტად დაეხმარება ქვეყანას ჯანდაცვის სისტემის განმტკიცებაში.ჟოაო ბრედას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში, სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის 15 წელზე მეტი გამოცდილება აქვს.საქართველოში ჩამოსვლამდე, იყო WHO-ს სპეციალური წარმომადგენელი საბერძნეთში და ხელმძღვანელობდა ათენში განთავსებულ ჯანმოს ევროპის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებისა და პაციენტის უსაფრთხოების (QoC) ოფისს. მანვე დააფუძნა ათენის საუკეთესო პრაქტიკის ცენტრი (Athens Centre of Excellence), რომელიც ორიენტირებულია სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და პაციენტის უსაფრთხოების გაუმჯობესებაზე, უთანასწორობის შემცირებაზე, აგრეთვე ჯანდაცვის სფეროში ინოვაციებისა და ლიდერობის ხელშეწყობაზე; WHO ევროპის რეგიონულ ოფისში უძღვებოდა სურსათისა და კვების სამოქმედო გეგმებისა და ფიზიკური აქტივობის სტრატეგიების შემუშავების, დანერგვისა და შეფასების სამუშაოებს. ასევე ხელმძღვანელობდა WHO არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპულ ოფისს, რომელიც თავად დააფუძნა და მნიშვნელოვან რეგიონულ ინიციატივად ჩამოაყალიბა.ჟოაო ბრედა პორტუგალიის ჯანდაცვის სამინისტრომ ჯანდაცვის სფეროში განსაკუთრებული დამსახურებისთვის ოქროს მედლით დააჯილდოვა, ხოლო WHO-მ ორჯერ მიანიჭა საუკეთესო გუნდის ჯილდო (Awards of Excellence).

✕