ანუკკის შვილი

1788627473

„გილოცავ დაბადების დღეს ჩემო სიყვარულო“ – ანუკი არეშიძის და კახი კალაძის ვაჟი, ნიკოლასი 8 წლის გახდა

ანუკი არეშიძის და კახი კალაძის ნაბოლარა ვაჟი, ნიკოლასი 8 წლის გახდა. ნიკოლასს იუბილეს მშობლები სოციალურ ქსელში ულოცავენ.„გილოცავ დაბადების დღეს ჩემო სიყვარულო,“ – აღნიშნავენ სოცქსელში და ნიკოლასის კადრებს გვიზიარებენ.

შორენა ბეგაშვილი

1788627121

შორენა ბეგაშვილი საფრანგეთის სანაპიროდან კადრებს აქვეყნებს

მოდელისა და ტელეწამყვანის შორენა ბეგაშვილის მოგზაურობა საფრანგეთში გრძელდება.იგი სოციალურ ქსელში გამომწერებს საფრანგეთის სანაპიროზე გადაღებულ ცეცხლოვან კადრებს უზიარებს. მოდელი ვერცხლისფერ კაბაში პოზირებს, კადრებმა როგორც ყოველთვის დიდი მოწონება დაიმსახურა.წლების განმავლობაში შექმნილი პოპულარობისა და მედიააქტიურობის ფონზე, შორენა ბეგაშვილი კვლავ ინარჩუნებს ქართული შოუბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი ფიგურის სტატუსს. მან ცოტა ხნის წინ რჩეულზეც იქორწინა.

tAMO

1788625997

VIDEO: „ეს ის მომენტია, როცა ვამაყობ ჩემი შვილით“ - თამო ვაშალომიძეს ვენეციის კინოფესტივალზე შვილის ესკიზის მიხედვით შექმნილი კაბა ეცვა

თამო ვაშალომიძეს ვენეციის კინოფესტივალზე შვილის, სოფიას ესკიზის მიხედვით შექმნილი კაბა ეცვა. ამის შესახებ ვაშალომიძე სოციალურ ქსელში წერს.„ეს ის მომენტია, როცა ვამაყობ ჩემი შვილით. სოფიას ჰქონდა სურვილი, რომელიც მზია ზაქარიაძემ შეუსრულა. მისი ბედნიერი თვალების ნახვა ჩემთვის ყველაზე დიდი სიხარულია. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს ამდენი თბილი სიტყვისა და მესიჯისთვის. მე და სოფია გულით გიხდით მადლობას ამ სიყვარულისთვის,“ – წერს თამო ვაშალომიძე.ნახეთ ვიდეო: 

ალექსანდრე პაიჭაძე

1788613620

„ძალიან მომინდა, ეს ვიდეო გამეცოცხლებინა“ - რა კადრებს აქვეყნებს ალექსანდრა პაიჭაძე

მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე საზოგადოებაში აქტუალურობას არ კარგავს. მას არაერთი სკანდალი უკავშირდება. გასულ წელს პაიჭაძე რჩეულს, ბიზნესმენ დავით კოდუას დაშორდა, რამაც ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.ამჯერად მოდელმა სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც იგი ვარდისფერ კაბაში პოზირებს:„უცებ, ძალიან მომინდა, ეს ვიდეო გამეცოცხლებინა“, - წერს ალექსანდრა პაიჭაძე.            View this post on Instagram                       A post shared by Aleksandra Paichadze (@aleksandrapaich)

ჯორჯინა

1788505140

„ჩემი ცხოვრების სიყვარული“ - რა ფოტოს აქვეყნებს ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე

UFC-ის ქართველი ჩემპიონის ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე ჯორჯინა უზკატეგუი ქალიშვილის, ჯორჯინა თოფურიას ფოტოს აქვეყნებს.„ჩემი ცხოვრების სიყვარული. დღეს ჩემმა პატარამ საუზმეზე დამპატიჟა - წერს ის.შეგახსენებთ, ილია თოფურიასა და ჯორჯინა უზკატეგუის დაშორების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ გავრცელდა. ჯორჯინა უზკატეგუი ქართველ მებრძოლს თავდაპირველად ძალადობაში ადანაშაულებდა და ქონების ნახევარს მოითხოვდა.მას ასევე სურდა საცხოვრებლად აშშ-ში გადასვლა, რაზეც ილია თოფურია უარს აცხადებდა – მიზეზი წყვილის საერთო, მცირეწლოვანი შვილია, რომლის სხვა ქვეყანაში გაშვება მებრძოლს არ სურდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ ილია თოფურია გაამართლა. 

ავთო აბესლამიძე

1788440040

ავთანდილ აბესლამიძე შეყვარებულთან ერთად გამოჩნდა - ფოტო

მომღერალმა ავთანდილ აბესლამიძემ საზოგადოებას თავისი მეორე ნახევარი წარუდგინა. მისი რჩეული მარიამ მამულაძეა. წყვილი დადებით კომენტარებს იღებს:„რა კარგები ხართ…“ „ულამაზესები ხართ…“ „ჩემი ორი სიყვარული…“ „ულამაზესი წყვილი ხართ…“, წერენ კომენტარებში.

ამონაშვილი

1788436680

„რა მალე გავიდა ერთი წელი! მადლობა უფალს ყველაფრისთვის“ - თამუნა ამონაშვილი თბილ კადრებს აქვეყნებს

მომღერალ თამუნა ამონაშვილისა და პროდიუსერ რეზიკო არჩვაძის შვილები, ტყუპები – იონა და მელანია დღეს 1 წლის გახდნენ.ტყუპები 2025 წლის 1 სექტემბერს დაიბადნენ.„დღეს იონას და მელანიას დღეა! რა მალე გავიდა ერთი წელი! მადლობა უფალს ყველაფრისთვის“, – წერს თამუნა ამონაშვილი „ინსტაგრამის“ გვერდზე.           View this post on Instagram                       A post shared by Tamuna Amonashvili (@tamunaamonashvili_official)

ლევან

1788371920

ლევან კობიაშვილმა რჩეულზე იქორწინა - ნახეთ, კადრები

ცნო­ბი­ლი შეფი, ლევან კობიაშვილი თავის რჩეულზე, ნინა ილურიძეზე დაქორწინდა. წყვილმა ჯვარი დაიწერა და ქორწილი გადაიხადა, რომელსაც ოჯახის ახლობლები და მეგობრები ესწრებოდნენ.დაათვალიერეთ ფოტოები: 

მარიამ მათიაშვილი

1788355380

მარიამ მათიაშვილი მეუღლეს ემოციური წერილით მიმართავს

„სუხიშვილების“ ყოფილმა მოცეკვავემ, მარიამ მათიაშვილმა 35 წლის იუბილე ოჯახის წევრებისა და ახლო მეგობრების გარემოცვაში აღნიშნა. სადღესასწაულო დღეების შემდეგ მან სოციალურ ქსელში მეუღლეს მიმართა და საჯაროდ გადაუხადა მადლობა იმ ზრუნვისა და სიყვარულისთვის, რომელსაც ყოველდღიურად გრძნობს.„მოდი თავიდან დავიწყოთ. ჩემი 35 წელი ამ ადამიანის გარეშე არ შედგებოდა. ყოველ წელს ჩემზე მეტად ემზადება და უყვარს ჩემი დაბადების დღე. ამხელა მონდომებით, სიყვარულით და ბედნიერებით ადამიანი ელოდებოდეს სხვის დღეობას, მე არ მსმენია. დიდი მადლობა ყველაფრისთვის, ეს არის შენი ადამიანობა, ზრუნვა, სიყვარული, მონდომება და სიკეთე, რომელიც ძალიან ბევრს არ აქვს. დიდი მადლობა ყველაფრისთვის. მიყვარხარ, მეამაყები და მეიმედები“, - წერს მარიამ მათიაშვილი.

ალექსანდრა პაიჭაძე

1788268200

„იოლია ცხოვრებიდან ამოვძირკვოთ ნებისმიერი ადამიანის, მოვლენის, ემოციის არსებობა“ - რას წერს ალექსანდრა პაიჭაძე

მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე საზოგადოებაში აქტუალურობას არ კარგავს. მას არაერთი სკანდალი უკავშირდება. გასულ წელს პაიჭაძე რჩეულს, ბიზნესმენ დავით კოდუას დაშორდა, რამაც ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.ამჯერად მოდელმა სოციალურ ქსელში ახალი ფოტო გაავრცელა:„მშვილდოსნები დამეთანხმებით, რამდენად იოლია ჩვენთვის, ჩვენივე ცხოვრებიდან, ამოვძირკვოთ ნებისმიერი ადამიანის არსებობა, ან ხალხთა ჯგუფის, ან მოვლენის, ემოციის. ისიც გასაგებია, რომ დაუჯერებლად ჟღერს უამრავისთვის, რადგან სხვები ჭიდაობთ, იხსენებთ, სტალკავთ, გაწუხებთ და ისევ ეხებით… აი, ჩვენ, მშვილდებს, ქარხნულად გვაქვს ეგ ფუნქცია. მშვიდობით და ბედნიერად...“, - წერს ალექსანდრა პაიჭაძე.

ირაკლი მაქაცარია

1788196140

„ჩემი ყველაფერი“ - ირაკლი მაქაცარია მოგზაურობის კადრებს აზიარებს

ირაკლი ნაქაცარია მეუღლესთან, უფროს შვილთან და მეგობრებთან ერთად თურქეთში ისვენებს. წყვილი დასვენების ულამაზეს კადრებს გამომწერებს უზიარებს. „ჩემი ყველაფერი“, – წერს ირაკლი მაქაცარია მორიგი კადრების გაზიარებისას.           View this post on Instagram                       A post shared by Irakli Makatsaria (@maqatsa)

ელს

1788180300

VIDEO: ბიზნესმენმა ცნობილ მომღერალს ხელი დოლარების თაიგულით სთხოვა - მომღერლის რეაქციამ მაყურებელი გააოცა

ალმათიში, Media Basket Almaty-ის ტურნირზე, ცნობილი ყაზახი რეპერის Say Mo-ს გამოსვლა მოულოდნელი სცენით დასრულდა.მომღერალს სცენაზე Media Basket-ის პრეზიდენტი და „ირბისის“ საკალათბურთო კლუბის მფლობელი ევგენი ბულატოვი შეუერთდა. მამაკაცმა მის წინ მუხლზე დაიჩოქა და ხელში უზარმაზარი თაიგული გადასცა, რომელიც ჩვეულებრივი ყვავილების ნაცვლად დოლარის კუპიურებისგან იყო გაკეთებული. მასთან ერთად ბულატოვს Cartier-ის ყუთიც ჰქონდა.Say Mo აშკარად გაოცებული დარჩა და მომხდარისგან დაბნეულმა თქვა, რომ შოკში იყო. გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ სიტუაციამ დამსწრეების დიდი ყურადღება მიიპყრო.მოგვიანებით სოციალურ ქსელებში მომხმარებლები აქტიურად განიხილავდნენ, იყო თუ არა ეს ნამდვილი ქორწინების შეთავაზება. ნაწილი ამბობდა, რომ მომღერალმა შეთავაზებაზე უარი თქვა, ნაწილი კი ვარაუდობდა, რომ ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი შოუ იყო.            View this post on Instagram                       A post shared by 🏀 MEDIA BASKET ALMATY (@mediabasketalmatyy)