ბოლო სამ წელში, მამუკა ხაზარაძემ ცოლს 2,5 მილიონ ლარზე და 1,7 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ქონება აჩუქა

მამუკა ხაზარაძე

“ლელო საქართველოსთვის“ პარლამენტის საქმიანობას ბოიკოტს უცხადებს და საკანონმდებლო ორგანოს ლეგიტიმაცის ამ დრომდე არ აღიარებს, თუმცა პარტიის ლიდერებმა, მათ შორის მამუკა ხაზარაძემ საჯარო მოხელის ქონებრივი და ფინანსური დეკლარაცია შეავსეს. დოკუმენტში, კერძოდ მამუკა ხაზარაძის თანამდებობის გრაფაში მითითებულია - “პარლამენტის წევრი“.

დეკლარაციის მიხედვით ირკვევა, რომ “ლელოს“ ლიდერმა 2022-24 წლებში საკუთარ მეუღლეს უამრავი ქონება აჩუქა. მათ შორის სახლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. მამუკა ხაზარაძის მიერ შევსებული დეკლარაციის მიხედვით, მან მეუღლეს, ირინე ხაზარაძეს უძრავი ქონება აჩუქა თბილისში, მცხეთაში, წყნეთში, ბორჯომში, ბაკურიანში, ციხისძირში და სხვ.

დოკუმენტის მიხედვით, საერთო ჯამში ცოლისთვის ნაჩუქარი ქონების ღირებულება 2 522 000 მილიონ ლარს და 1 758 000 აშშ დოლარს აღემეტება.