Kiu

1792589307

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ცერემონია გაიმართა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების, 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ცერემონია გაიმართა. წლევანდელი ღონისძიება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია - KIU-ს პირველი მაგისტრი კურსდამთავრებულები ჰყავს, რაც ადასტურებს უნივერსიტეტის მზარდ როლს ქვეყნის საგანმანათლებლო, კვლევითი და ინოვაციური პოტენციალის გაძლიერებაში. საზეიმო ცერემონია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა/რექტორმა ვახტანგ ცაგარელმა გახსნა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის (TUM) ემერიტუს პრეზიდენტმა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტმა, პროფესორმა ვოლფგანგ ა. ჰერმანმა და KIU-ს კანცლერმა, ლევან კოპალიანმა უნივერსიტეტის მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერების და მენეჯმენტის სკოლის დეკანებთან ერთად.საბაკალავრო პროგრამების კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება KIU-ში მესამედ ჩატარდა. წელს კომპიუტერული მეცნიერების, მათემატიკისა და მენეჯმენტის სკოლები 270-მდე სტუდენტმა დაასრულა. სამივე საბაკალავრო პროგრამა KIU-ს სტრატეგიულ პარტნიორთან, მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად არის შემუშავებული. პირველი კურსდამთავრებულები ჰყავს ორ სამაგისტრო პროგრამას - „ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტი“ (FIM) და „ინტელექტუალური საკუთრება, ინოვაციები და მეწარმეობა“. ორივე პროგრამა რეგიონში უნიკალურია და საერთაშორისო თანამშრომლობის საფუძველზეა შექმნილი. კერძოდ, FIM სამაგისტრო პროგრამა მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის (TUM) შესაბამისი პროგრამის ანალოგიაა, ხოლო „ინტელექტუალური საკუთრება, ინოვაციები და მეწარმეობა“ KIU-ს, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციასა (WIPO) და საქპატენტს შორის გაფორმებული, საერთაშორისო თანამშრომლობის საფუძველზე შემუშავდა. საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო KIU კაპელამ. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები გამოირჩევიან აკადემიური და პროფესიული წარმატებით. კურსდამთავრებულთა ნაწილი სწავლას აგრძელებს ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში, დიდი ნაწილი დასაქმებულია საერთაშორისო კომპანიებში. KIU ხელს უწყობს სტუდენტების როგორც აკადემიურ, ისე პროფესიულ და პიროვნულ განვითარებას. ახალგაზრდები აქტიურად ერთვებიან საერთაშორისო საგანმანათლებლო და კვლევით პროექტებში, თანამშრომლობენ წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებსა და უნივერსიტეტებთან, ეცნობიან ინდუსტრიის თანამედროვე ტენდენციებს. KIU-ში არსებული აკადემიური და ინოვაციური სივრცეები ახალგაზრდებისთვის პრაქტიკული უნარების განვითარების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. KIU განაგრძობს ევროპული ხარისხის განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარებასა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი აკადემიური გარემოს გაძლიერებას. უნივერსიტეტი ქმნის ტექნოლოგიებზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო ეკოსისტემას, კომფორტულ და სრულად აღჭურვილ საცხოვრებელ სივრცეს. უნივერსიტეტი მოიცავს თანამედროვე და უახლეს ლაბორატორიებს, კაფეტერიებს, ბიბლიოთეკებს, საერთო სამუშაო სივრცეებს, ინტერაქტიური სწავლის მართვის სისტემას და ინფრასტრუქტურას, რაც მნიშვნელოვანია მაღალი ხარისხის სწავლა-სწავლებისა და კვლევებისთვის. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ულოცავს თითოეულ კურსდამთავრებულს ამ მნიშვნელოვან მიღწევას და წარმატებას უსურვებს მათ პროფესიულ საქმიანობაში!

საქართველოს ბანკი

1792490813

გაეცანი საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებს მოსწავლეებისთვის - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, მოსწავლეებს საკუთარი ინტერესების აღმოჩენისა და ახალი შესაძლებლობების განვითარების გზაზე აქტიურად უჭერს მხარს.  სწორედ ამიტომ, ბანკი მათ ტექნოლოგიების, პროგრამირების, ხელოვნური ინტელექტისა და კრეატიული მიმართულებებით სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამას სთავაზობს.პროგრამების ფარგლებში მოსწავლეებს შეუძლიათ, შეიძინონ ახალი უნარები, გაეცნონ მათთვის საინტერესო პროფესიებს და მიიღონ ცოდნა საქართველოს ბანკის სრული დაფინანსებით.საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი განათლების შესაძლებლობები მოსწავლეებისთვის:სტიპენდია პროფესიულ აკადემიებშისაქართველოს ბანკი სკოლის მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, დაეუფლონ მათთვის საინტერესო პროფესიებსა და ახალ უნარებს 20-მდე პროფესიულ აკადემიაში საქართველოს ბანკის სტიპენდიით.ინიციატივის ფარგლებში, მოსწავლეებს შეუძლიათ აირჩიონ სასურველი კურსი ვებპროგრამირების, გრაფიკული და UI/UX დიზაინის, IT პროექტების მართვის, პროგრამირების საფუძვლების, ხელოვნურ ინტელექტისა და სხვა მიმართულებებით. დეტალური ინფორმაციის მისაღებად და განაცხადის შესავსებად ეწვიეთ ვებგვერდს.TUMO ქუთაისი - ტექნოლოგიებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვისსაქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ქუთაისში TUMO-ს ცენტრი გაიხსნა, რომელიც 12-18 წლის ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ ცოდნა ტექნოლოგიებისა და კრეატიული ინდუსტრიის მიმართულებით, 11 კურსიდან ერთ-ერთზე. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, დაეუფლონ პროგრამირებას, რობოტიკას, გრაფიკულ დიზაინს, 3D მოდელირებას და სხვა.TUMO ქუთაისში უკვე 600-მა ახალგაზრდამ დაიწყო სწავლა.STEM განათლების ხელშეწყობა მთელი საქართველოს მასშტაბითსაქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლა VII-XI კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ როგორც თეორიული, ასევე, პრაქტიკული ცოდნა მეცნიერების, მათემატიკის, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მიმართულებით. სკოლაში გაკვეთილები ონლაინ ტარდება, რაც მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, სასწავლო პროცესში საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან ჩაერთონ. ამასთან, საქართველოს ბანკი ყოველწლიურად საუკეთესო შედეგის მქონე 60 მოსწავლეს სწავლის საფასურს 100%-ით, ხოლო 30-ს - 50%-ით უფინანსებს.ფოთის საჭადრაკო კლუბი - შესაძლებლობა მომავალი ჩემპიონებისთვისსაქართველოს ბანკი ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის ლეგენდარული საჭადრაკო კლუბის მთავარი პარტნიორია. თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი 10 ნიჭიერ მოსწავლეს, ერთი წლის განმავლობაში, სწავლას სრულად დაუფინანსებს.UWC-ის სტიპენდია მოსწავლეებისთვის - ისწავლეთ მსოფლიოს 18 სკოლაშისაქართველოს ბანკი გაერთიანებული მსოფლიო სკოლებთან (UWC) თანამშრომლობის ფარგლებში 15-17 წლის მოსწავლეებისთვის სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს და მათ შესაძლებლობას აძლევს, მსოფლიოს მასშტაბით 17 ქვეყანაში, 18 პარტნიორ სკოლაში გააგრძელონ სწავლა.Code IT - პირველი ნაბიჯები პროგრამირებაშიპროგრამირებით დაინტერესებული 14-18 წლის მოზარდებისთვის Code IT-ის პროგრამა ხორციელდება, რომელიც ახალგაზრდებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ტექნოპარკში პროგრამირების საფუძვლების შესწავლის შესაძლებლობას აძლევს. პროგრამის მონაწილეები HTML-ს, CSS-სა და JavaScript-ს შეისწავლიან და ტექნოლოგიურ სფეროში პირველ ნაბიჯებს გადადგამენ.საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი განათლების კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობის აღმოსაჩენად ეწვიეთ ვებგვერდს.

გივი მიქანაძე

1792478784

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ გამარჯვებულებს მიღწეული წარმატება მიულოცა და მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლების კუთხით ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მნიშვნელობაზე ისაუბრა.ოლიმპიადის პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ 49 მონაწილეს სასაჩუქრე ბარათები და შესაბამისი დიპლომები გადაეცა.2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველ ტურში მონაწილეობა 19 600-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო, რომელთაგან მეორე ტურში 7 800-ზე მეტი გადავიდა. მესამე, დასკვნით ტურში კი 600-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა.გამოვლინდა საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლეთა ათეული თითოეულ საგანსა და შესაბამის ასაკობრივ კატეგორიაში. ოლიმპიადის გამარჯვებულებს ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა, გამხდარიყვნენ იმ გუნდების წევრები, რომლებიც საქართველოს სახელით საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილეობდნენ.შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ადმინისტრირებით, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა სამ ტურად ჩატარდა შემდეგ საგნებში: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ქართულ ენაში (არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისთვის), მათემატიკაში, ისტორიაში, გეოგრაფიაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიასა და უცხოურ ენებში.ოლიმპიადა ჩატარდა ინფორმატიკაშიც, საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლებისა და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაციის მიერ.

დაჯილდოება

1792239801

პარლამენტის წევრებმა ჩუღურეთის რაიონის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს

საქართველოს პარლამენტის წევრებმა ახალგაზრდების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის ჩუღურეთის რაიონის საჯარო სკოლების  ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს.დიდუბე-ჩუღურეთის რესურსცენტრისა და სასკოლო საზოგადოების გადაწყვეტილებით, ჩუღურეთის რაიონის სხვადასხვა საჯარო სკოლიდან შერჩეულ პედაგოგებს მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.ღონისძიება ჩუღურეთის რაიონის გამგეობისა და დიდუბე-ჩუღურეთის რესურსცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი

1792167696

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი რეგისტრაციას აცხადებს მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე, რომელიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთარში ჩატარდება.ცენტრის ცნობით, რეგისტრაციის გავლა მასწავლებლებს ვებგვერდზე online.naec.ge 20 ოქტომბრის 10:00 საათიდან 30 ოქტომბრის 18:00 საათამდე შეეძლებათ. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვის აქვს გამოცდაში მონაწილეობის უფლება, იხილეთ ბმულზე:

ტეგისტრაცია

1791447473

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს, 24:00 საათზე სრულდება. აპლიკანტებს რეგისტრაციის გავლა პროფესიული განათლების ელექტრონულ პორტალზე – vet.ge – შეუძლიათ.2026 წლის საშემოდგომო მიღებისთვის გაიზარდა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე შეთავაზებული ადგილების რაოდენობაც. ქვეყნის მასშტაბით, აპლიკანტებისთვის ჯამში 22 317 ადგილია განსაზღვრული, რაც პროფესიული განათლების მიღების მსურველებს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს, აირჩიონ მათთვის სასურველი პროფესია და შესაბამისი პროგრამა.2026 წლის საშემოდგომო მიღების ფარგლებში, პროფესიული განათლების მიღება ქვეყნის მასშტაბით 80 პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაშია შესაძლებელი. აპლიკანტებისთვის ხელმისაწვდომია 590 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, მათ შორის, 40 ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგებსაც მოიცავს.რეგისტრაციისას აპლიკანტს შესაძლებლობა აქვს, აირჩიოს არაუმეტეს 3 სასურველი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა და რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე შეცვალოს არჩევანი.

სკოლა

1791446871

ყვარელში ილია ჭავჭავაძის სახელობის №1 საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქ ყვარელში ილია ჭავჭავაძის სახელობის №1 საჯარო სკოლის მშენებლობას ახორციელებს.სკოლის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია და ფონდის პროგრამის ხელმძღვანელი გიორგი მიქელაძე გაეცნენ.პროექტის ფარგლებში დაგეგმილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 700 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლა.ამ ეტაპზე, სკოლის შენობის ძირითადი სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია. მიმდინარეობს შიდა სარემონტო და მოპირკეთების სამუშაოები, ასევე, სკოლის გარე ტერიტორიის კეთილმოწყობა.პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისი სასწავლო სივრცეების მოწყობას და მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის უსაფრთხო, კომფორტული და სრულფასოვანი სასწავლო გარემოს შექმნას.სკოლის მშენებლობა საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ღირებულება 14.5 მილიონ ლარზე მეტია.

ლექცია

1791374013

ზვიად გაბისონიამ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია ჩაატარა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) სტუდენტებისთვის წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე - „ხელოვნური ინტელექტის გამოწვევები და რეგულირების ტენდენციები“. შეხვედრა KIU-ს შემოქმედებით-ინოვაციურ სივრცეში - univerCity გაიმართა. ლექციას KIU-ს აღმასრულებელი დირექტორი/რექტორი ვახტანგ ცაგარელი, კანცლერი ლევან კოპალიანი, ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.ზვიად გაბისონიამ სტუდენტებს ციფრული მმართველობისა და სამართლის ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი ასპექტები გააცნო. მან სხვადასხვა ქვეყნის საკანონმდებლო პრაქტიკასა და ხელოვნური ინტელექტის რეგულირების სამართლებრივ მიდგომებზე ისაუბრა.მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ხელოვნური ინტელექტის შესახებ ევროკავშირის რეგულაციებზე, საერთაშორისო სამართლებრივ აქტებსა და ეთიკურ-სამართლებრივ სტანდარტებზე.შეხვედრის დასასრულს ზვიად გაბისონიამ სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა. ახალგაზრდები განსაკუთრებით დაინტერესდნენ ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული გამოყენებით, მისი რეგულირების სამართლებრივი ასპექტებითა და შრომის ბაზარზე მოსალოდნელი ტენდენციებით. შეხვედრაში KIU-ს სამართლისა და კომპიუტერული მეცნიერების სკოლების სტუდენტები მონაწილეობდნენ.

კურსი

1791354580

პროექტზე „ისწავლე და დასაქმდი“ რეგისტრაცია იწყება - პროგრამას 22 ახალი პროფესიული კურსი ემატება

თბილისის მერიის ერთ-ერთ წარმატებულ პროექტზე - „ისწავლე და დასაქმდი“ რეგისტრაცია იწყება.როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროგრამა თბილისში რეგისტრირებულ მოქალაქეებს ეხმარება შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით გადამზადებასა და კერძო სექტორთან თანამშრომლობით დასაქმებაში.„ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც ეძებს სამსახურს და პარალელურად, არის ბიზნესსექტორი, რომელსაც სჭირდება კვალიფიციური, პროფესიონალი კადრები. ჩვენ აქტიური თანამშრომლობა გვაქვს ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან, რომლებიც თავიანთ საქმიანობას სხვადასხვა სფეროში ახორციელებენ. გვაქვს ზუსტი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიმართულებით არის კადრების ნაკლებობა. შესაბამისად, მოქალაქეებს ვაძლებთ საშუალებას, გადამზადდნენ, აიმაღლონ კვალიფიკაცია, პარალელურად კი ვეხმარებით დასაქმებაში. ასევე ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, მუდმივად ხორციელდება კურსების განახლება. მიმდინარე სემესტრში პროგრამას 22 ახალი პროფესიული კურსი დაემატება“, - განაცხადა კახა კალაძემ.ამასთან, თბილისის მერმა პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ კიდევ ერთ სიახლეზე - ანაზღაურებადი პრაქტიკის სერვისზეც ისაუბრა.„პროგრამის ფარგლებში გვაქვს კიდევ ერთი ძალიან კარგი სიახლე - მოქალაქეთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, პროგრამას ემატება ანაზღაურებადი პრაქტიკის სერვისი. ეს ნიშნავს, რომ წარმატებული კურსდამთავრებული გაივლის პრაქტიკას და ის იქნება ანაზღაურებადი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.გარდა ამისა, დედაქალაქის მერის თქმით, გრძელდება კარიერული კონსულტირების სერვისი, რომლის ფარგლებშიც მიმდინარე სემესტრში პროგრამის ყველა მონაწილეს გაეწევა სათანადო კარიერული კონსულტაცია.კახა კალაძის ინფორმაციით, პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია განხორციელდება მიმდინარე წლის 7 ოქტომბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით ვებგვერდზე: www.dasakmdi.ge.თბილისის მერმა აქვე სასწავლო ორგანიზაციებს პროგრამაში ჩართულობისა და მხარდაჭესირსთვის მადლობა გადაუხადა.პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია თბილისში რეგისტრირებულ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს 16 წლის ასაკიდან, სწავლა კი სრულად ფინანსდება თბილისის მერიის მიერ.

EQAR

1791293004

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრის (EQAR) რეგისტრაციის კომიტეტის 2026 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგა.EQAR-ის რეგისტრაციის კომიტეტის გადაწყვეტილება დაეფუძნა უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) შეფასების შედეგებს.შეფასების ფარგლებში ENQA-ს საერთაშორისო ექსპერტებმა სიღრმისეულად შეისწავლეს 2024-2025 წლებში უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებები.ENQA-ს საერთაშორისო ექსპერტების შეფასების საფუძველზე, EQAR-ის რეგისტრაციის კომიტეტის გადაწყვეტილებით, დადასტურდა, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საქმიანობა და საქართველოში მოქმედი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები სრულად შეესაბამება უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებსა და სახელმძღვანელო პრინციპებს (ESG 2015).

გივი მიქანაძე

1791288712

გივი მიქანაძემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან ერთად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.მინისტრმა მასწავლებლების პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება ყველა რეგიონში იმართება. ინიციატივა პედაგოგების მრავალწლიანი შრომის დაფასებას, მათი პროფესიული საქმიანობის აღიარებასა და წახალისებას ემსახურება.

გივი მიქანაძე

1791275924

ბათუმში პროფესიული განათლების მასწავლებელთა III საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

ბათუმში პროფესიული განათლების მასწავლებელთა III საერთაშორისო კონფერენცია -„პროფესიული განათლება თანამედროვე ეკონომიკური და ტექნოლოგიური ცვლილებების პირობებში“ გაიმართა.ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და პროფესიული განათლების მასწავლებელთა მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.“ყოველწლიურად იზრდება პროფესიული განათლების დაფინანსება, ვითარდება კოლეჯების ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ინერგება სწავლების თანამედროვე მიდგომები და ციფრული ტექნოლოგიები. თუმცა, ძლიერი პროფესიული განათლების სისტემის მთავარი საფუძველი კვალიფიციური და პროფესიონალი მასწავლებელია.ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ პროფესიული განათლების მასწავლებლების მხარდაჭერაზე და მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნაზე. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას, საერთაშორისო გამოცდილების გაცნობასა და პარტნიორობის გაძლიერებას. სწორედ ამ მიზნით, პროფესიული განათლების მასწავლებლებს ვთავაზობთ სხვადასხვა პროექტს, მათ შორის საერთაშორისო სასწავლო ვიზიტებში მონაწილეობის პროგრამას, სადაც მათ აქვთ საშუალება, გაიღრმაონ პრაქტიკული ცოდნა, გაეცნონ სხვა ქვეყნების გამოცდილებასა და სწავლების თანამედროვე მიდგომებს. მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას კი ისინი საკუთარ კოლეგებსა და პროფესიულ სტუდენტებს გაუზიარებენ.კონფერენცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომელიც უცხოელი ექსპერტების ცოდნის, გამოცდილებისა და წარმატებული პრაქტიკის გაზიარების შესაძლებლობას იხლევა. ამასთან, კონფერენცია ხელს უწყობს ახალი პროფესიული კავშირების დამყარებასა და თანამშრომლობის გაძლიერებას, რაც ცალსახად დადებითად აისახება ჩვენი მასწავლებლების საქმიანობასა და პროფესიულ განვითარებაზე,” - განაცხადა გივი მიქანაძემ.კონფერენციაზე სიტყვით ასევე გამოვიდა აჭარის ა/რ განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი.ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოში მოქმედი სახელმწიფო და კერძო კოლეჯების დირექტორები, პროფესიული განათლების მასწავლებლები, უცხოელიპედაგოგები, ექსპერტები და სხვა მოწვეული სტუმრები.კონფერენცია აჭარის ა/რ განათლებისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა. კონფერენცია მოიცავდა თემატურ პანელსა და რამდენიმე პარალელურ სესიას.კონფერენცია პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე გლობალური ტენდენციების, ინოვაციებისა და გამოწვევების განხილვას, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილების გაზიარებას ისახავდა მიზნად.

✕