გვირაბი

1776710154

ნეაპოლში ბანკის მძარცველებმა 12 მეტრიანი გვირაბი გათხარეს და მიწისქვეშ გაუჩინარდნენ

ნეაპოლში ბანკის ძარცვისთვის დამნაშავეებმა 12 მეტრიანი გვირაბი გათხარეს. „ამას რამდენიმე კვირა დასჭირდა. მათ ის ხელით გათხარეს, ტექნიკის გამოყენების გარეშე, რათა ყურადღება არ მიეპყროთ, შესაძლოა, სანგრების გასათხრელი ხელსაწყოებითა და ფოცხებით“, - თქვა სპეციალისტმა. მიწისქვეშა გასასვლელი დაახლოებით 80 სანტიმეტრის დიამეტრის იყო და მიწისქვეშა კომუნალურ სისტემამდე მიდიოდა.„კრედიტ აგრიკოლის“ ფილიალზე თავდასხმა 16 აპრილს მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ოპერაცია საგულდაგულოდ იყო დაგეგმილი და ფილმის სცენარს ჰგავდა.სამი მძარცველი სამუშაო ტანსაცმელში, ქუდებსა და ნიღბებში მშვიდად შევიდა ბანკში, ცდილობდნენ ყურადღების არ მიპყრობას. მათ გადაკეტეს საავარიო გასასვლელი და 25 ადამიანი - მომხმარებლები და თანამშრომლები - მძევლად აიყვანეს. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, მძარცველები მიწისქვეშა გასასვლელით გაიქცნენ. ის ფაქტი, რომ ახლომდებარე კანალიზაციის ლუქები შედუღებით იყო დაკეტილი, ასევე მომზადებაზე მიუთითებს.„რესპუბლიკას“ ცნობით, დამნაშავეებმა 40 სეიფის შიგთავსი მოიპარეს. გამომძიებლები არ გამორიცხავენ იმ შესაძლებლობას, რომ მძარცველები ინფორმაციის საფუძველზე მოქმედებდნენ: მათ მხოლოდ დახურული ფილიალის მომხმარებლების კუთვნილი ყუთები გახსნეს, რომლებიც ნაკლებად დაცული იყო. დაზარალებულების თქმით, ამ ყუთების „გახსნა ჩვეულებრივი სახრახნისით შეიძლებოდა“.

გია ფერაძე

1776630992

როცა მას დაინახავთ, მიხვდებით, რატომ ჩამოიშალა ქართველი მის წინაშე... - უმცროსი გია ფერაძე მეუღლეზე

გადაცემაში „ნოესთან“ სტუმრად გია ფერაძის ვაჟი, ასევე გია ფერაძე იყო. უმცროსი ფერაძეც მამის მსგავსად მსახიობია. ნოესთან საუბრის დროს მან ბევრი ემოციური მომენტი გაიხსენა, რომელიც საქართველოს, მამის ნათესავების გაცნობას და „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობას უკავშირდებოდა.უმცროსმა ფერაძემ მეუღლის შესახებაც ისაუბრა. „ჩვენ ერთმანეთი მეჯლისზე გავიცანით. და ახლა უკვე სამი წელია  სიამაყით ვატარებ ხელზე საქორწინო ბეჭედს. ეს არის ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა, რომ მოვიპოვო ასეთი ქალის სიყვარული. სხვა ყველაფერი წარმავალია, სიყვარულია მარადიული. და ისტორია, რომელიც შეიძლება შექმნა ახლა და ამ დროს, შეიცნო ბედნიერება, შეიცნო ღმერთი და იცხოვრო ყოველი წამი სიყვარულით.. რა თქმა უნდა ამის უკან დგას დიდი შინაგანი შრომა, მაგრამ როცა მას გაგაცნობთ, თქვენ თავად ყველაფერს მიხვდებით/ და როცა მას მთელი თავისი დიდებულებით დაინახავთ, მიხვდებით, რატომ ჩამოიშალა ქართველი მის წინაშე“ - ამბობს უმცროსი ფერაძე გადაცემაში „ნოესთან“.

მამა გაბრიელი

1776617663

„ნიკოლოზ, შენ სიგიჟესაც დაგაბრალებენ, მრუშობასაც, ხიბლში ყოფნასაც, მაგრამ ბერის ხვედრი ესაა და მოითმინეო...“ - მამა გაბრიელის წინასწარმეტყველება მდუმარე ნარიმანზე

"ნიკოლოზ, შენ სიგიჟესაც დაგაბრალებენ, მრუშობასაც, ხიბლში ყოფნასაც, მაგრამ ბერის ხვედრი ესაა და მოითმინეო. ტრუბაში გაგაძვრენენ, ნიკოლოზო" - ასე არიგებდა ღირსი მამა გაბრიელი ბერ ნიკოლოზ მაქარაშვილს, რომელმაც მის მორჩილებაში სამი წელი გააატარა.მამა გაბრიელის ფოტოებში მის გვერდით მჯდომი შავ წვერიანი ახალგაზრდა ბერი, სწორედ მამა ნიკოლოზია, ერის კაცობაში ნარიმან მაქარაშვილი.მოგვიანებით, ღირსი მამის კურთხევით, მისი სულიერი შვილები მამა ნიკოლოზს აბარებდნენ აღსარებას, რომელიც სვეტიცხოველში ატარებდა წირვა-ლოცვას.თავის სულიერ შვილებთან კი, მამა გაბრიელი, ახალგაზრდა ბერზე სხვადასხვა, ურთიერთგამომრიცხავი კონტექსტით საუბრობდა."ბერებს შორის დირექტორი მე ვარ და ჩემს შემდეგ ნიკოლოზი იქნება. მას მხარზე ეშმაკი აზის. ბერი ნიკოლოზი ბოლო ჟამის უძლიერესი ბერია საქართველოსი. ის გაგიჟდა...""პრაიმტაიმთან" მამა გაბრიელის სულიერი შვილი, მალხაზ ჯინორია, ღირსი მამისა და ბერი ნიკოლოზის ურთიერთობაზე ჰყვება.მალხაზ ჯინორია: - მამა გაბრიელი გვეუბნებოდა (მასთან სულ 30 კაცი დავდიოდით), თქვენზე ახლო ვინ მყავს, ჩვენ ერთი ოჯახი ვართო.ოთხი წელი თითქმის 24 საათს მასთან ვატარებდი. სულ რაღაცებს ვეკითხებოდი, ვაწუხებდი, ამიტომ ერთხელ რომ დამინახა, თქვა - ხალხო, ეშმაკები მოვიშორე, ჯინორია ვერაო. სასწაული იუმორი ჰქონდა.მამა გაბრიელი მამა ნიკოლოზზე ორგვარად საუბრობდა. ცუდსაც ამბობდა და კარგსაც.ბერი ნიკოლოზი მონასტრიდან რომ წავიდა, მამა გაბრიელმა თქვა: ბერს რომ აგდებენ მონასტრიდან, მან უნდა ითხოვოს არ გააგდონ, უნდა ევედრებოდეს და თუ არ აბრუნებენ, უნდა ილოცოს; ეს კიდე კარდაკარ დადის, ეს როგორ შეიძლებაო?ჩვენ მამა ნიკოლოზს ვეხმარებოდით და მამა გაბრიელმა გვითხრა, თქვენ ღუპავთ მას, თქვენ რომ არ ეხმარებოდეთ, მონასტერში მოვიდოდაო. მაგაზე დიდი დემონი მხარზე არავის აზის, დამიჯერეთ, გაგიჟდა, მაგრამ ბოლოს მართალ კაცად აღესრულებაო. მის სულიერ შვილს, მანანა ხორბალაძეს კი უთხრა, მამა ნიკოლოზის მსგავსი ბერი საქართველოს არ ეყოლება. მოვა დრო და როცა ივერის ღვთისმშობლის ხატი ათონის მთას დატოვებს, ხატს საქართველოში სწორედ ბერი ნიკოლოზი შემოუძღვებაო. ვრცლად

ნარიმანო

1776606907

,,პატრიარქმა თავისი ხელით გაუმზადა საჭმელი მამა ნიკოლოზს და სთხოვა შეეჭამა...“ - უცნობი ამბავი მდუმარე ნარიმანზე

 დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბერი ნიკოლოზი (ნარიმან მაქარაშვილი) გარდაიცვალა. მდუმარე ბერის სახლთან პოლიციაა მობილიზებული.„პრაიმტაიმი“ გთავაზობთ სტატიას ბერის შესახებ, რომელიც 2023 წელს გამოქვეყნდა.მიტროპოლიტი იოსები შემოქმედელი ნარიმან მაქარაშვილის, იგივე ბერი ნიკოლოზის შესახებ საუბრობს და იხსენებს ისტორიას, რატომ შეუჩერა მას კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმსახურება.„სურს გამოვეხმაურო ბერ მამა ნიკოლოზის, იგივე ნარიმან მაქარაშვილის თემას, რომლის მრევლი აქტიურ პროპაგანდას ეწევა მთელს საქართველოში.მე როგორც გურიის ანუ შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები, ბერ ნიკოლოზს (ნარიმან მაქარაშვილს) ალბათ ყველა სასულიერო პირზე კარგად ვიცნობ, რამეთუ მე და ის დიდი ხნის მანძილზე ვმსახურობდით სვეტიცხოველში.მსურს გაგიზიაროთ და გავიხსენო ის მცირე მოგონება, წლები, როდესაც მე და ბერი ნიკოლოზი ერთად ვმსახურობდით სვეტიცხოვლის საკათედრო საპატრიარქო ტაძარში.1990 წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მაკურთხა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მორჩილად, ხოლო წინამძღვრად პატრიარქის მიერ დადგენილ იქნა დეკანოზი მამა დავითი (დათუაშვილი), იგივე ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი.1991 წელს, ერთი წლის შემდეგ ქალაქ ბათუმიდან ჩამოვიდა და ბერ-მონაზვნური ცხოვრების სურვილი გამოთქვა ნარიმან მაქარაშვილმა, იგივე ბერმა ნიკოლოზმა. ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია სულიერ თუ საერო ცხოვრებაზე, თუმცა ჩემი შეხედულებით ვგრძნობდი და ვხედავდი, რომ მას ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა აღმოსავლური რელიგიებისა; კერძოდ, ბუდიზმის, კრიშნაიზმის და სხვა. მე იმედი მქონდა, რომ გაივლიდა წლები და იგი კარგად განისწავლებოდა ქრისტიანულ მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში, თუმცა, როგორც ჩანს, მან რაღაც ახალი მოძღვრება შექმნა და იგი დღითი დღე ყალიბდება, როგორც ახალი სექტა.იგი ხშირად აცდენდა წირვა-ლოცვებს და მე როგორც წინამძღვარს სვეტიცხოვლისა, მიწევდა მის მაგივრად წირვის ჩატარება. თავიდანვე მამა ნიკოლოზი დიდ ინტერესს იჩენდა ასკეტური ცხოვრებისადმი. ასკეტური ცხოვრება, რა თქმა უნდა, მიღებულია მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში და მე ეს მომწონს, მაგრამ მისი ასკეტიზმი უფრო და უფრო ემსგავსებოდა ფანატიზმს, ხიბლს, რაც გამოიხატებოდა შემდეგში: მსურს გავიხსენო ერთ-ერთი ფაქტი, რის გამოც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მას შეუჩერა მღვდელმსახურება:მამა ნიკოლოზი ხშირად მიმართავდა უკიდურეს ფორმას ასკეტიზმისა, რომელიც, როგორც ზემოთ ვახსენე, უმეტესად ახასიათებს აღმოსავლურ რელიგიებს: შიმშილი, წყლის არმიღება და სხვა. მე, როგორც იმ დროისთვს არქიმანდრიტი, წინამძღვარი სვეტიცხოვლისა, ვეკითხებოდი მას, თუ რატომ შიმშილობდა იგი. მისი პასუხი იყო შემდეგი შინაარსის: ვინაიდან ვერ ვახდენ სასწაულებს, ვერ ვაცოცხლებ მკვდრებს, ვერ დავდივარ ფეხით წყალზე და ასე შემდეგ, ამიტომაც ვშიმშილობო (რათა სასწაულმოქმედი გავხდეო), ანუ ეძიებდა და ითხოვდა ღმერთისგან სასწაულის კეთების უნარს... ერთ დღეს სვეტიცხოველში ჩამობრძანდა კათოლიკოს- პატრიარქი ილია II, შეწუხებული მამა ნიკოლოზის გამო. პატრიარქმა მამაოს სთხოვა, შეეჭამა მცირეოდენი საჭმელი, რომელიც მისმა უწმინდესობამ თავისი ხელით გაუმზადა.მამა ნიკოლოზმა კი მტკიცე უარი უთხრა პატრიარქს მის მიწოდებულ დახეხილ სტაფილოზე: არა თქვენო უწმინდესობავ, მე შიმშილით ჭეშმარიტება უნდა გავარღვიოო. ბევრი საუბრის, ბევრი თხოვნის, ბევრი შეგონების მიუხედავად, მამა ნიკოლოზმა მაინც არ შეასრულა კათოლიკოს-პატრიარქის თხოვნა და მუდარა. მახსოვს მისი უწმინდესობის დამწუხრებული, სევდიანი სახე. იგი ვერაფერს გახდა და წავიდა მწუხარე. მეორე დღეს, ალბათ, დიდი ფიქრის შემდეგ, მისმა უწმინდესობამ დამიბარა და მაკურთხა, რომ მამა ნიკოლოზს ჯვარი ჩამოეხსნა. ამის შემდეგ, 1995 წლამდე, სანამ მე შემოქმედელი ეპისკოპოსი გავხდებოდი, ჩვენ ისევ ერთად ვცხოვრობდით. ღრმა პატივისცემის მიუხედავად, მე ალბათ უფრო ვემორჩილებოდი მას, ვიდრე იგი მე. მას აშკარად ეტყობოდა ხიბლი და თავის თავზე დიდი წარმოდგენა. შემდგომ, როდესაც ეპისკოპოსი გავხდი, ხშირად ვნახულობდი მას, ხშირდ ვჩუქნიდი თაფლს და სხვა, ასევე ვთხოვდი, წამოსულიყო ჩემთან ეპარქიაში და მისი სურვილისამებრ გავუშვებდი მონასტერში, მივხედავდი და ყოველმხრივ შევუწყობდი ხელს, თუმცა მან თბილისში დარჩენა არჩია. ერთ დღეს კი, ჩვეულებისამებრ, მე და ოთარ ნიკოლაიშვილი ვესტუმრეთ მას. მან დაიწყო საუბარი წმინდა სამების დოგმატზე და თქვა, რომ თუ იესო ქრისტე განკაცდა, რატომ არ შეიძლება მამა ღმერთი განკაცდესო, ხოდა მე ვარ ის მამა ღმერთიო. ასეთი მკრეხელობა და მწვალებლობა, სიმართლე გითხრათ, ჯერ არავის უთქვამს დედამიწაზე.რამდენიმე წლის უკან მცხეთაში მივედით ისევ ოთარ ნიკოლაიშვილი და მე, მასთან, ნათხოვარ ბინაში. მივართვით თაფლი, თაფლზე მადლობა გადაგვიხადა, მაგრამ ჩვენ სახლში არ შეგვიშვა. ამის შემდეგ მე გადავწყვიტე აღარ მომენახულებია იგი არასოდეს, რადგანაც უფრო და უფრო მძიმე ცოდვაში არ ჩამეგდო. სამწუხარო იყო ჩემთვის კიდევ ის ფაქტი ,რომ მამა გაბრიელის წესის აგებაზე ის არ მოვიდა. მე მახსოვს მამა გაბრიელის სიტყვები მის მიმართ თქმული: მამა ნიკოლოზს ურჩობისთვის ღმერთმა გონება ახადაო. ამას დამემოწმება მამა გაბრიელის მომვლელი, მონაზონი დედა პარასკევა.დიდი პატივისცემის მიუხედავად მინდა მივმართო ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, ასევე მამა ნიკოლოზის თაყვანისმცემლებს: ხიბლს და თავისი თავის აღიარებას დიდ სულიერ მამად, ამპარტავნებამდე მივყავართ, რომლითაც ეშმაკი, ნათლის ანგელოზი, დაეცა. ხოლო უფალი ღმერთი იესო ქრისტე ნათელი მაგალითია თავმდაბლობის, მორჩილების და სიყვარულის. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ და მოგცეთ ძალა და მადლი ჭეშმარიტი სარწმუნოების, სრულიად საქართველოს, მამა ნიკოლოზს და ყოველ ადამიანს, ამინ“,- იხსენებს იოსები შემოქმედელი.

წაჩხურობა

1776524077

ეს არ იყო მხოლოდ ლოდინი, ეს იყო ყოველდღიური ბრძოლა იმედის შესანარჩუნებლად... - წაჩხურუს ტაძარში სამადლობელ წირვაზე მყოფი კიდევ ერთი ბედნიერი წყვილის ისტორია

მარტვილელი წყვილი რიტა ძიძიგური და გია ცაავა, წელს უკვე მეათედ, 6 თვის შვილთან ერთად სამადლობელ წირვაზე ავიდნენ წაჩხურუს ტაძარში.  ეს იყო წყვილის წაჩხურუს მადლით ასრულებული ოცნება.როგორც ოჯახის ნათესავი ნინო დანელია "პრაიმთაიმთან" ამბობს, ანამარია ცაავა 24 ოქტომბერს დაიბადა, 10 წლიანი ლოდინის შემდეგ.„წყვილი ცხოვრობს მარტვილში, 10- ივე წაჩხურობას იმყოფებოდნენ ტაძარში, მანამდე პარალელურად მოილოცეს ალერტის წმინდა გიორგის ეკლესია, ახლა ქარელში, დირბის ღვთისმშობლის დედათა მონასტრის მოლოცვას ვაპირებთ ანამარიასთან ერთად.ამ სიწმინდეების მოლოცვის და მკურნალობის შედეგად, რიტა დაორსულდა, საკუთარი შვილია, თუმცა,მანამდე იყო მთელი რიგი პრობლემები....ერთ დღეს რომ ტიროდა, მეორე დღეს ისევ იწყებდა ბრძოლას და გაჩნდა ნანატრი გოგო....და ბოლოს ეს იყო სამადლობელი, სადაც ანამარიას დედამ ფეხშიშველმა შვილთან და მეუღლესთან ერთად შემოუარა ტაძარს 7-ჯერ",-ამბობს ნინო დანელია. მისივე თქმით, ათი წელი – ეს არის სამი ათას ექვსას ორმოცდაათი დღე უფლის ვედრებაში გატარებული.„როდესაც ჩემი მულის ოჯახს ვუყურებდი, ვხვდებოდი, რას ნიშნავს ნამდვილი სულიერი სიმტკიცე.ეს არ იყო მხოლოდ ლოდინი, ეს იყო ყოველდღიური ბრძოლა იმედის შესანარჩუნებლად, რასაც ჩვენც, მათი ახლობლები, ყოველდღე ვხედავდით და განვიცდიდით. ისინი არასდროს დანებებულან, პირიქით, წლებთან ერთად მათი რწმენა უფრო მტკიცდებოდა და ეს ძალა ჩვენც გადაგვედებოდა ხოლმე. მათი ცოლ-ქმრობას პატარა ბზარიც კი არ გასჩენია, პირიქით უფრო მყარდებოდა, ბევრი იმედგაცრუების შემდეგ როცა ვუყურებდი რიტას სახეს მეგონა დანებდებოდა, მაგრამ მალევე იწყებდა ახალ ბრძოლას…მათი გზა ყოველ წელს წაჩხურუს ტაძრამდე მიდიოდა. წაჩხურობა ხომ გამორჩეული დღესასწაულია, რომელიც ბრწყინვალე შვიდეულის ხუთშაბათს აღინიშნება. ხალხს სჯერა, რომ ამ დღეს მარტვილში წაჩხურუს მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარში განსაკუთრებული მადლი ტრიალებს, რომელიც უშვილო წყვილებს შეეწევა. ტრადიციისამებრ, მომლოცველები იქ პატარა, სიმბოლური აკვნებითა და ფეხშიშველები ადიან 8 კილომეტრს, რათა თავიანთი თავმდაბლობითა და თავდადებით შესთხოვონ უფალს შვილის გაჩენას. ათი წლის განმავლობაში ისინიც ასე, ფეხშიშველები და გულწრფელი ვედრებით მიუყვებოდნენ ამ გზას. შარშან წაჩხურობასაც ერთად ვიყავით, გადამწყვეტი აღმოჩნდა – სწორედ მაშინ, როცა რიტა მუცლით ატარებდა ნანატრ სიცოცხლეს, მათი ლოცვა შესმენილ იქნა.ეს არ არის მხოლოდ ერთი ოჯახის ისტორია, ეს არის იმის მაგალითი, თუ როგორ შეუძლია მოთმინებასა და რწმენას ყველაზე დიდი ოცნებების ახდენა. ჩვენ კი, ვინც ამ წლების განმავლობაში მათ გვერდით ვიყავით, დღეს მათთან ერთად ვზეიმობთ ამ დიდ სასწაულს.",- ამბობს ნინო.                   1   

წაჩხურობა

1776278321

წაჩხურის მონასტრის სასწაული - „ამბავი, რომელიც, შესაძლოა, ანგელოზის გამოცხადებაზე მიუთითებდეს...“

„აღდგომის შემდგომ ხუთშაბათს, ბრწყინვალე შვიდეულში, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში, წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში განსაკუთრებული ხალხმრავლობაა!.. უშვილო წყვილებს ხელშილამაზად მორთული აკვნები მიაქვთ ტაძარში, მათი რიცხვი 10-15 ათასამდეც აღწევს.მომლოცველების უმრავლესობა უშვილო წყვილებია, სწამთ, რომ მათ ლოცვას უფალი შეისმენს და ნანატრ შვილს აჩუქებს. წირვის შემდგომ კი აკვნებს აკურთხებენ და ნაკურთხ აკვანs შინ მიაბრძანებენ, ეს უფრო ძველიტრადიციული რიტუალია, აკვნების კურთხევის ტრადიცია მონასტერში XV-XVI საუკუნიდან არსებობს.ამ უძველეს სალოცავზე ლეგენდა ამბობს: ერთხელ, სოფლის ახლოს, ყანაში, გლეხს ცოლმა სადილი მიუტანა. გლეხმა თავის მწირ ტრაპეზზე უცნობი მგზავრი მიიპატიჟა. ცოტა ხანში მასპინძელმა შეამჩნია, რომ ღვინო და საჭმელი კი არ ილეოდა, მრავლდებოდა. მოულოდნელად მგზავრმა გლეხს სთხოვა, იცეკვეო.ისიც დათანხმდა. ამის შემდეგ უცნობი თვალსა და ხელს შუა გაუჩინარდა. გლეხი მიხვდა, რომ სასწაულებრივი ხილვის ღირსი გახდა…სასულიერო პირების აზრით, ლეგენდა შესაძლოა, ანგელოზის გამოცხადებაზე მიუთითებდეს. იმასაც ამბობენ, სამეგრელოდან სვანეთს მიმავალ ანდრია პირველწოდებულს ამ ადგილას ქვის ჯვარი აღუმართავს, ტაძარი კი მოგვიანებით, მე-7 საუკუნეში აუგიათ. ჩვენამდე განახლებულმა, მე-18 საუკუნის დარბაზულმა ეკლესიამ მოაღწია“.

ივერიის ღვთისმშობელი

1776149040

„ივერიის ღვთისმშობლის ხატმა მადლი საქართველოში წაიღო და ათონის მთაზე წყაროც ამიტომ დაშრაო...“ - რომელ ტაძარშია ეს ხატი

დღეს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღეა... ამ კონკრეტული ხატის ხსენების დღე წელიწადში რამდენიმეჯერ აღინიშნება. ხატი ათონის წმინდა მთაზე 999 წლიდანაა დავანებული და მისი სასწაულებრივი ისტორია ყველასთვის ცნობილია. (ისტორიის წასაკითხად გადადით ბმულზე)არსებობს გადმოცემა, რომ სანამ კარიბჭის სასწაულთმოქმედი ხატი ივერთა სავანეში იმყოფება, ათონის მთა მთელს ქვეყნიერებას მოჰფენს მართლმადიდებლობის წმინდა ნათელს და ჯოჯოხეთის ძალები ვერ მოერევიან მას. მაგრამ დადგება დრო და ხატი გაუჩინარდება ისეთივე იდუმალი გზით, როგორც მოვიდა. მაშინ ბერებმა სასწრაფოდ უნდა დატოვონ წმინდა მთა, როგორც ქრისტიანებმა მიატოვეს იერუსალიმი ტიტუსის დროს. სოფლის აღსასრულისა და უფლის მეორედ მოსვლის ერთ-ერთი ნიშანი სწორედ ეს იქნება.ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლები საქართველოს სხვადასხვა კუთხეშია.ამ სასწაულმოქმედი ხატის მოლოცვის შესაძლებლობა გაქვთ სიონშიც. ივერიის მიწაზე სტუმრად მყოფი ათონელი ბერებისთვის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს თხოვნით მიუმართავს, რათა საქარველოსთვის გადაეღოთ ასლი კარიბჭის ხატიდან. ორიოდ წელიწადში ბერძენმა მამებმა დაასრულეს ასლის შექმნა. ასლის გადაღების შემდეგ, ხატი ორმოცი დღის განმავლობაში მიდებული ჰქონდათ თავადპირველ ხატთან, რათა მისგან მიეღო მადლი და ნიჭი. ხატის კურთხევა შესრულდა ივერიის ღვთისმშობლის ტაძარში: დედა ხატი აკურთხებდა თავის ასლს და უხილავად გადასცემდა ლოცვა-კურთხევას თავისი წილხვედრი ქვეყნისთვის - საქართველოსთვის.ივერიის ხატი თბილისში ჩამობრძანდა 1989 წლის 9 ოქტომბერს, წმინდა მოციქულისა და მახარებლის იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღეს. ათეულობით ათასი ადამიანი შეხვდა სიწმინდეს და აეროპორტიდან ფეხით მიაცილა იგი სიონის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძრამდე. ეს იყო მართლმადიდებლობის ნამდვილი დღესასწაული ივერიის მიწაზე.არც ეს უდიდესი მოვლენა „დატოვა“ სასწაულთმოქმედმა ხატმა სასწაულის გარეშე. ასლის საქართველოში ჩამობრძანებისას ის წყარო, რომელიც ათასი წლის წინათ სასწაულებრივად ამოჩქეფდა წმინდა გაბრიელ ქართველის მიერ ზღვიდან ხატის გამოსვენების ადგილას, თითქმის მთლიანად დაშრა. ათონელი ბერების განმარტებით, ხატმა მთელი მადლი საქართველოში წაიღო და წყაროც ამიტომ დაშრაო...2000 წლის შობის მარხვის მიწურულს კი, თბილისის სიონში დაბრძანებულმა ივერიის ღვთისმშობლის ხატმა,  სარწმუნოებაში, კვლავ ახალი სასწაულით განამტკიცა თავისი მორწმუნენი. უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით ივერიის ღვთისმშობლის ხატის მოოქროვილი პერანგით შემოსვა გადაწყდა. როდესაც ივერიის ღვთისმშობლის ხატი ანალოღიიდან გადმოაბრძანეს, მინაზე, რომლის მიღმაც ხატი იმყოფებოდა, ღვთისმშობლის ყრმით გამოსახულება აღმოჩნდა აღბეჭდილი. ანაბეჭდი საკმაოდ მკაფიოდაა გამოსახული. ამჟამად მინაზე გადასული გამოსახულებაც სიონის საკათედრო ტაძარშია დასვენებული... სრულად

დილან ასკინი

1775939626

„აღდგომის სასწაული“ – ორი წლის ბიჭი აპარატიდან გამორთეს და აი, რა მოხდა შემდეგ

ეს ამბავი ბრიტანულ ოჯახს გადახდა, რასაც ისინი მათ პირად სააღდგომო სასწაულს უწოდებენ. ამიტომ, ყოველი წლის აღდგომა მათთვის სწორედ ამ სასწაულთან ასოცირდება. ამბავი რამდენიმე წლის წინ მოხდა.გამოცემა nypost-ის ცნობით, 2016 წლის აღდგომის დილას, 2 წლის დილან ასკინმა კომიდან სასწაულებრივად გაიღვიძა, ეს მოხდა მეორე დღეს, მას მერე, რაც ის ექიმებმა აპარატიდან მოხსნეს.,,მე არ ვარ ღრმად მორწმუნე და რელიგიური ადამიანი, თუმცა ვფიქრობ, რაც მოხდა, ნამდვილი სასწაულია“ – ამბობს დილანის დედა, კერი ასკინი.ბავშვი ფაქტობრივად განწირული იყო, როცა ის ქალაქ დერბის საავადმყოფოში, სუნთქვის პრობლემების გამო მოხვდა.ექიმებმა მას Langerhans cell histiocytosis (LCH სასუნთქი გზების პრობლემები) დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა ბავშვის მდგომარეობა კიდევ უფრო მას შემდეგ დამძიმდა, რაც მას პნევმონია დაემართა და კომაში ჩავარდა.აღდგომის მძიმე კვირის, წითელი პარასკევი იყო, როცა მშობლები შეეგუენ იმ აზრს, რომ შვილს სამუდამოდ უნდა გამომშვიდობებოდნენ.ექიმებმა ოჯახი დაარწმუნეს, რომ მდგომარეობა არ გაუმჯობესდებოდა და სჯობდა ბიჭი აპარატიდან გამოერთოთ. გამორთვის შემდეგ, მათ ნახეს, რომ ბიჭს გულისცემა ნორმალური იყო.,,მაშინ ვთქვით, რომ შეუძლებელია! ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ! ნელ-ნელა ბიჭის მდგომარეობა უკეთესდებოდა.აღდგომის დღეს კი თითქმის სტაბილური გახდა. მე დღეს სრულიად დარწმუნებული, ვარ რომ ეს იყო ნამდვილად ჩვენი სააღდგომო სასწაული“, – ჰყვება კერი ასკინი.ბიჭმა მას მერე, კიდევ ერთი თვე დაჰყო საავადმყოფოში და სახლში სრულიად ჯანმრთელი გაწერეს.

მელანო ფუტკარაძე

1775936410

რამდენი ცრემლიც ჩამომვარდებოდა იმდენს ყლაპავდა. ჭიკჭიკებდა და მივხვდი, რომ ეს ჩიტი ჩემი შვილისგან იყო გამოგზავნილი - ბათუმში, აღდგომას მომხდარი სასწაული

რამდენიმე წლის წინათ, ბათუმში გარდაცვლილი მელანო ფუტკარაძის ამბავმა სრულიად საქართველო შეძრა. გოგონას გარდაცვალებიდან მეორმოცე დღე აღდგომას დაემთხვა. იმ ღამით, გამთენიისას, სასწაული მოხდა, რის შესახებაც მელანოს დედა ნარგიზა ქათამაძემ თავად მოჰყვა:„ადამიანი მოდიან, ხედავენ ამ სასწაულს და გაოგნებულები არიან. ყოველ ღამით მესიზმრებოდა ჩემი შვილი. მელანო არ იყო მონათლული, ქორწილის შემდეგ აპირებდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რომ დამძიმდა, რეანიმაციაში მოვნათლეთ... აღდგომას მისი გარდაცვალებიდან ორმოცი დღე შესრულდა და აღდგომის ღამეს სიზმარი ვნახე. ძალიან ცხადი სიზმარი იყო. გადმოვიდა ფანჯრიდან და თავის გარდერობში ტანსაცმელს ეძებდა. ძალიან უყვარდა ჩაცმა და ბევრი ტანსაცმელი ჰქონდა. ერთ-ერთი კაბა, რომელიც ცისფერ და თეთრ ფერებშია, გასულ წელს მეგობრის ქორწილისთვის შეიკერა.სიზმარში გადმოიღო ეს კაბა და წინ დამიდო. ვეკითხებოდი, დედიკო, მაჩვენე, ჭრილობა როგორ გაქვს-მეთქი. - არა, უნდა წავიდეო-მითხრა. - არ წახვიდე, მენატრები-მეთქი, ვუთხარი. - თუ გენატრები, მოდი ამ დილით ჩემთან სასაფლაოზე, ოღონდ სანამ მოხვალ ხმა არავის გასცე და მე იქ დაგხვდებიო.საერთოდ, რაც ჩემი შვილი გარდაიცვალა, ყოველდღე დავდივარ სასაფლაოზე, აქვეა ახლოს ჩვენთან. შუაღამეს რომ მომენატრებოდა და ვერ ვიძინებდი, გავიპარებოდი ხოლმე სასაფლაოზე და იქ ვტიროდი. ჩემს მეუღლეს, მაზლებსა და ძმისშვილებს ეშინოდათ, რამე არ მომსვლოდა ნერვიულობისგან და მარტო არ მიშვებდნენ, სულ უკან მომყვებოდნენ. ამ აღდგომის დილას მაზლებიც ჩვენს სახლში იყვნენ. ჯერ ბნელოდა, გამთენია იყო. ტაქსით წავედი, ტელეფონზე დავწერე რა ადგილას მივდიოდი და ფულიც მივაწოდე. ჩემს მეუღლეს დავუნახივარ და მეძახდა, მაგრამ უკან არ მომიხედავს. ჩემი ერთ-ერთი მაზლი სასაფლაოსთან ახლოს ცხოვრობს და მისთვის დაურეკავთ, ნარგიზა წამოვიდაო. მივედი და ისიც იქ დამხვდა, საუბარი დამიწყო - რატომ გამოიპარე ნარგიზი, ხომ იცი, რომ მარტო არ გიშვებთო. შიშიც არაფრის მქონდა. მეგონა, ალბათ, სასაფლაო დამხვდებოდა გათხრილი და ჩემს შვილს მკვდარს კიდევ ერთხელ დავინახავდი და მოვეფერებოდი...მაზლისთვის ხმა არ გამიცია, დავჯექი სასაფლაოზე მელანოს სურათთან და ვტიროდი. ამ დროს მოვიდა ჩემი ქმარი და ძმისშვილიც. საფლავის ქვის უკანა მხრიდან დაინახეს თუთიყუში, მელანოს კაბის ფერებში, ძმისშვილმა იყვირა: ნახე ბიძია, რა ლამაზი ჩიტიაო. ჩემმა მეუღლემ უპასუხა, ეს ჩიტი კი არა, მელანოს სულია მოსულიო. გამოფრინდა ეს ჩიტი, ჩემი მაზლის ხელებში ჩაფრინდა და ყვიროდა, ფართხალებდა. მერე მე მომცა მაზლმა, რომ ვტიროდი, მთელი სამი საათის განმავლობაში მეჯდა მხარზე და ცრემლებს მწმენდდა, რამდენი ცრემლიც ჩამომვარდებოდა იმდენს ყლაპავდა. ჭიკჭიკებდა და მივხვდი, რომ ეს ჩიტი ჩემი შვილისგან იყო გამოგზავნილი.ბექაც იქვე იყო, ჩემი შვილის საქმრო. მერე იმასთან მიფრინდა, კოცნა დაუწყო... ზუსტად იმ კაბის ფერებში იყო, რომელიც სიზმარში ჩემმა შვილმა გარდერობიდან გადმოიღო. ამ ჩიტის მოფრენით ისეთი შვება ვიგრძენი გულში, თითქოს ჩემი შვილი გაცოცხლდა."

ხატები

1775933945

აღდგომის წინა ღამეს მომხდარი სასწაული, რომელსაც ბევრი მოწმე ჰყავდა

ამბავი დიდი ხნის წინ, მაკედონიის დედაქალაქის - სკოპიეს ერთ-ერთ მართლმადიდებლურ ტაძარში, აღდგომის წინ მომხდარ სასწაულზეა:აღდგომის წინაღამეს ტაძრის კედლებზე არსებულმა ყველა ძველმა, გაცრეცილმა და მტვრით დაფარულმა ფრესკამ და ხატმა თავისით დაიწყო გასუფთავება, ხოლო წმინდანთა გამოსახულებების მოოქრული ნაწილები ღვთაებრივად გაბრწყინდა.წმინდა დიმიტრის ტაძრის მღვდელი, დიმჩო მალინოვი ასე ჰყვებოდა ამ ამბავს: "წმენდა" წინა ღამით, კანკელის შუა წელიდან დაიწყო და მეორე დღესაც გაგრძელდა. ეს ნამდვილი სასწაულია. ეკლესიის მსახური დარწმუნებული იყო, რომ ამას ანგელოზები აკეთებდნენ.მისი თქმით, მოოქრული ნაწილები თავდაპირველად წითლდებოდა, ხოლო შემდეგ ღია ოქროსფერს იღებდა და ბრწყინავდა. წმინდანთა სახეებს ღვთაებრივი ნათელი ედგა. ტაძართან რიგები იდგა, რათა თითოეულს ენახა, მათ თვალწინ ზემოდან ქვემოთ მიმართულებით როგორ იწმინდებოდა ფრესკები და ხატები. ისინი ამტკიცებდნენ, რომ აღდგომის წინა სასწაულის მოწმენი იყვნენ.

გვირაბი

1775679463

რას ხედავენ და ვის ესაუბრებიან ადამიანები სიცოცხლის ბოლო წუთებში - მეცნიერების დაკვირვებები

ადამიანის სიცოცხლის ბოლო მომენტები ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ თემად რჩება. სიკვდილის პირას მყოფი ადამიანები ხშირად იხსენებენ უცნაურ ხილვებს. ასეთ მომენტებს ხშირად ახსენებენ მომაკვდავებთან ერთად მყოფი ადამიანებიც, ვინც ბოლო საათებსა და დღეებს პაციენტებთან ატარებენ და უჩვეულო ფენომენებს ხედავენ, რომელთა ახსნა მხოლოდ სამედიცინო თვალსაზრისით რთულია. მათი თქმით, ბევრი ადამიანი იწყებს ისე მოქცევას, თითქოს სიკვდილამდე უხილავ ადამიანს ხედავს. ზოგი იღიმის, სივრცეს უყურებს, ზოგი კი ხელებს სწევს, თითქოს სტუმრებს ესალმება. ზოგჯერ ადამიანი მოულოდნელად წარმოთქვამს დიდი ხნის წინ გარდაცვლილი ნათესავების ან მეგობრების სახელებს. ეს ისტორიები იმდენად გავრცელებულია, რომ სპეციალისტებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს მათ.ვის ელაპარაკებიან მომაკვდავები ყველაზე ხშირად?ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფენომენი გარდაცვლილი ნათესავების გამოჩენაა. ექსპერტების თქმით, სიკვდილის წინ თითქმის ყველა მეორე პაციენტი იწყებს საუბარს მრავალი წლის წინ გარდაცვლილ საყვარელ ადამიანებზე.გამოცდილმა მედდამ ისაუბრა პაციენტებზე, რომლებმაც მოულოდნელად დაიწყეს საუბარი დიდი ხნის წინ დაკრძალულ საყვარელ ადამიანებზე. ერთმა კაცმა ბალიშის ქვეშ ხელი შეყო და გარკვევით წარმოთქვა თავისი ბიძის სახელი, რომელიც რამდენიმე ათწლეულის წინ ომში დაიღუპა. მეორემ დედის ძახილი დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ დედა მაშინ გარდაიცვალა, როდესაც ის მხოლოდ ოცი წლის იყო.საინტერესოა, რომ ასეთ მომენტებში ადამიანები იშვიათად განიცდიან შიშს. პირიქით, მათი სახეები მშვიდი და სიხარულით სავსეც კი ხდება. ბევრი იღიმის, თითქოს ძვირფას სტუმრებს ესალმება.მედიკოსები აღნიშნავენ, რომ მომაკვდავებისთვის ეს სურათები აბსოლუტურად რეალურია. ადამიანმა შეიძლება არა მხოლოდ ნაცნობი სახეები დაინახოს, არამედ მათი ყოფნაც იგრძნოს. ასეთი გამოცდილება ყველაზე ხშირად სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე ხდება, თუმცა ზოგჯერ ეს უკანასკნელი ამოსუნთქვის წინ რამდენიმე საათით ადრე ხდება.შეხება მათთან, ვინც ახლოს არ არისზოგჯერ ადამიანები არა მხოლოდ ვიზუალურ სურათებს, არამედ შეხებასაც განიცდიან. მედიკოსები ხშირად ჰყვებიან შემთხვევებს, როდესაც პაციენტები თავს ისე გრძნობენ, თითქოს უხილავ ადამიანს ართმევენ ხელს.ჩიკაგოში მომუშავე ერთმა სპეციალისტმა გაიხსენა ხანდაზმული ქალის ისტორია, რომელიც თითქმის აღარ რეაგირებდა მის გარშემო არსებულ სამყაროზე. უეცრად მან ხელი ასწია და გაიყინა, თითქოს ვიღაცამ ხელი მის ხელში ჩაუდო. ქალმა ნაზად მოუჭირა ხელი, გაუღიმა და ჩუმად ჩურჩულით თქვა: „შენ ჩემთვის მოხვედი“. რამდენიმე წუთის შემდეგ მისი გული გაჩერდა.ზოგიერთი სპეციალისტი თვლის, რომ ასეთი შეგრძნებები მეხსიერების მუშაობას უკავშირდება. სიცოცხლის ბოლო სტადიაზე ტვინს შეუძლია მოგონებებსა და რეალობას შორის საზღვრების წაშლა, რაც ადამიანს საშუალებას აძლევს, ხელახლა განიცადოს მნიშვნელოვანი შეხვედრები.სიკვდილის წინ მოულოდნელი სიცხადეკიდევ ერთ ფენომენს, რომელსაც ხშირად აკვირდებიან ჰოსპისის თანამშრომლები, ეწოდება „სიკვდილის გამოღვიძება“. ზოგჯერ, ადამიანი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ძალიან სუსტი ან თუნდაც უგონო მდგომარეობაში იყო, მოულოდნელად მოდის აზრზე. მათ შეიძლება თვალები გაახილონ, საწოლში წამოსხდნენ, დაიწყონ საუბარი და ფხიზლადაც კი გამოიყურებოდნენ. ჰოსპისის თანამშრომელი ბებიის ისტორიას მოჰყვა. ქალი ორი კვირის განმავლობაში საწოლს იყო მიჯაჭვული, მაგრამ სიკვდილამდე ერთი საათით ადრე, ის მოულოდნელად წამოჯდა და კარისკენ გაიხედა. მან თქვა: „მამა აქ არის. გამარჯობა, მამა“. რამდენიმე წუთის განმავლობაში, ის თითქოს უხილავ ადამიანთან საუბრობდა, რის შემდეგაც მშვიდად დაწვა და მალევე გარდაიცვალა.სინათლე, გვირაბი და სიმშვიდის განცდაადამიანები, რომლებმაც გულის შეტევა გადაიტანეს და სიცოცხლეს დაუბრუნდნენ, საინტერესო დეტალებს ამატებენ. მათი ისტორიები ძირითადად მსგავსია.ბევრს ახსოვს გრძელი გვირაბის გავლით გადაადგილების შეგრძნება, რომლის ბოლოსაც შუქი ჩანს. ისინი განიცდიან არაჩვეულებრივ სიმშვიდესა და სიმსუბუქეს. ზოგი ამბობს, რომ იქ მათ ნაცნობი სახეები დახვდათ - ნათესავები ან მეგობრული პიროვნებები, თითქოს მათ მოსვლას ელოდებოდნენ.სიცოცხლის ბოლო მომენტებში პაციენტები ხშირად რეაგირებენ სინათლეზე ან სიბნელეზე, რომელსაც სხვები ვერ ხედავენ. ზოგი ითხოვს ფანჯრის გაღებას ან ფარდების გადაწევას, რადგან „დაღამდა“. სხვები, პირიქით, თვალებს ხუჭავენ, თითქოს კაშკაშა შუქზე იყვნენ.ჰალუცინაციები ან რაღაც სხვაექსპერტებს ჯერ არ მიუღწევიათ კონსენსუსისთვის იმის შესახებ, თუ რა ხდება ადამიანის ცნობიერებაში სიკვდილის მომენტში. სკეპტიკოსები ასეთ მოვლენებს ტვინის ფუნქციის თავისებურებებს მიაწერენ. ისინი თვლიან, რომ სხეული გამოყოფს სპეციალურ ქიმიკატებს, რომლებიც ნათელ სურათებსა და მოგონებებს იწვევს.თუმცა, ექიმები აღნიშნავენ ერთ დეტალს: ადამიანები ხშირად ხედავენ ადამიანებს, რომლებზეც წლების განმავლობაში არ უფიქრიათ. ისინი ასახელებენ კონკრეტულ სახელებს და აღწერენ ნაცნობ ნაკვთებს და ასეთი შეხვედრების შემდეგ, ისინი საოცრად მშვიდდებიან.ამიტომ, ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ამ მომენტში ყველაზე მნიშვნელოვანი საყვარელი ადამიანების მხარდაჭერაა. თუ ადამიანი ამბობს, რომ საყვარელ ადამიანს ხედავს, უმჯობესია არ ეკამათოთ ან არ სცადოთ მისი საპირისპიროში დარწმუნება. მათთვის ეს შეხვედრა სრულიად რეალურია და შეიძლება ნუგეში მოიტანოს.რატომ არ აფიქსირებენ მოწყობილობები ასეთ მოვლენებს?ზოგი ფიქრობს: რეალურია თუ არა ასეთი ხილვები?პასუხი საკმაოდ მარტივია. აპარატურას მხოლოდ ფიზიკური ტვინის აქტივობის — ელექტრული იმპულსების ან გულისცემის ცვლილებების აღმოჩენა შეუძლია. თუმცა, ადამიანის შინაგანი გამოცდილება ტექნოლოგიებისთვის მიუწვდომელი რჩება.ხშირად ადარებენ ამას რადიოს. ჯანმრთელი ადამიანი რეალობის ერთ სიხშირეზეა „მორგებული“, ხოლო სიკვდილის ზღვარზე მყოფი ადამიანი, როგორც ჩანს, აღქმის სხვა სიხშირეზე გადადის.წლების განმავლობაში, ბევრმა სპეციალისტმა აღნიშნა ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: თითქმის არცერთი პაციენტი არ კვდება სრულიად მარტო. თითქმის ყოველთვის, ადამიანი უხილავი ფიგურისკენ იყურება, ხელებს იწვდის ან ჩუმად საუბრობს. შიში კი იშვიათად ჩანს მათ სახეზე — უფრო ხშირად, ეს არის სიმშვიდე, გაოცება და დიდი ხნის ნანატრი შეხვედრის განცდა.

judas

1775629980

„ხემაც კი ვერ იტვირთა ამხელა ცოდვა და ჩამოტყდა...“- მეუფე ნიკოლოზი იუდას აღსასრულზე

იცით, როგორ აღესრულა იუდა ისკარიოტელი იესოს გაცემის შემდეგ? გადმოცემის თანახმად, მაცხოვრის გაცემისა და 30 ვერცხლად გაყიდვის შემდეგ, იუდა აივსო სინანულით და არა მონანიებით. მათე ამბობს, რომ იუდამ თავი ჩამოიხრჩო. ლეგენდის თანახმად, ის ვერხვის ხეზე ჩამოეკიდა. და თითქოს მას შემდეგ თრთის ამ ხის ფოთლები. ერთი ვერსიის თანახმად, უფალმა უკანასკნელი შანსი მისცა, რომ სული მომაკვდინებელი ცოდვით არ დაემძიმებინა იუდას და ამ ხის ტოტები ხან დაიხარა, ხან - ჩამოტყდა. ჩამოკიდებას ვერ ახერხებდა."მაშინ, რა იხილა იუდამ, მისმა გამცემმა, რომ მსჯავრი დასდეს, შეინანა და დაუბრუნა ოცდაათი ვერცხლი მღვდელმთავრებსა და უხუცესთ, და თქვა: შევცოდე, რომ მოგეცით მართალი სისხლი. ხოლო მათ უთხრეს: ჩვენ რა? შენ იკითხე. დაყარა ვერცნლი ტაძარში და იქაურობას გაეცალა: წავიდა და თავი ჩამოიხრჩო. ხოლო მღვდელმთავრებმა აკრიფეს ვერცხლი და თქვეს: არ ეგება ტაძრის საგანძურში ამის დადება, ვინაიდან სისხლის საფასურია. ბჭობა გამართეს და, უცხოთა სასაფლაოდ, იყიდეს იმით მეთუნის მიწა. ამიტომაც ეწოდება ამ მიწას სისხლის მიწა დღევანდელ დღემდე".ლუკას წყაროებით, იუდა ჩავარდა და გასკდა... "მაგრამ მან უსამართლობის სასყიდლით იყიდა მიწა, დაცემული შუაზე გასკდა და გადმოცვივდა მთელი მისი შიგანი. ეს ცნობილი გახდა იერუსალიმის ყველა მკვიდრისთვის, ასე რომ, ამ მიწას მათ საკუთარ ენაზე ეწოდება აკელდამა, ანუ სისხლის მიწა."მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ჰყვება გარდამოცემის შესახებ, რომელიც მას იერუსალიმის შემოგარენში, მონასტერში მონაზონმა მოუთხრო."იმისთვის, რომ ცოდვა არ მოენანიებინა, იუდამ გადაწყვიტა ქრისტეს ჯვარცმამდე მოეკლა თავი. წავიდა უფსკრულის პირას, ხე შეარჩია და ამ ხეზე ჩამოეკიდა. თავს თუ მოიკლავდა, ცხადია, ჯოჯოხეთში მოხვდებოდა. ეს მან იცოდა. ისედაც ყველა ადამიანი, ქრისტეს აღდგომამდე, გარდაცვალებისას ჯოჯოხეთში მიდიოდა. იცოდა ისიც, რომ ქრისტე ჯვარცმიდან მესამე დღეს აღდგებოდა; აღდგომამდე, ორი დღით ჩავიდოდა ჯოჯოხეთში და იქიდან სულებს დაიხსნიდა. ანუ მოიფიქრა, რომ ჩავიდოდა ჯოჯოხეთში და ქრისტეს იქ დახვდებოდა. და ქრისტე იძულებული გახდებოდა, რომ იუდა, ყოველგვარი თხოვნისა და მონანიების გარეშე, ჯოჯოხეთიდან ამოეყვანა. და თავისი ბილწი განზრახვების აღსრულებას გააგრძელებდა (იუდა).და რა მოხდა? ხემაც კი ვერ იტვირთა ამხელა ცოდვა და ჩამოტყდა და იუდა ჩაიჩეხა, ოღონდ გადარჩა. რაღაც პერიოდი იცოცხლა. ცოდვის მოუნანიებლობის გამო, იცით, რა დაემართა? გასივდა, ისე გასივდა, რომ გზაზე ურემი რომ შეხვედროდა, გვერდს ვერ აუვლიდა. მხოლოდ ტანი კი არა, თავი ისე გაუსივდა, რომ თვალებს ვერ უპოვიდით. ბოლოს გასიებისგან გასკდა და მისი ნაწლავები მიმოიფანტა. ეს მოხდა იერუსალიმის გარეთ, ამ ადგილს, სადაც ნაგავსაყრელი იყო, ერქვა გეენია. იქ ისეთი სიმყრალე იყო, უცებ ნაგავს დაყრიდნენ და გაიქცეოდნენ ხოლმე. იუდას გასკდომის შემდეგ, ნაგავსაც კი ვერ ყრიდნენ, ისეთი სიმყრალე დადგა იქ.იერუსალიმში ყოფნისას მოვინახულე გეენიის ადგილი, ის ხე - იუდას ხე... ეს ამბავიც იქ მიამბო მონაზონმა."