1792645515
საფრანგეთის ხელისუფლება უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს. საპროტესტო აქციების დროს მომხდარი მასობრივი არეულობებისა და ძარცვის შემდეგ, ქვეყნის რამდენიმე დიდ ქალაქში დემონსტრაციები აიკრძალა და კომენდანტის საათი დაწესდა.პარიზის პოლიციის პრეფექტურის გადაწყვეტილებით, დღეს, დილის 8-დან საღამოს 8 საათამდე, დედაქალაქის ცენტრალურ რაიონებში ნებისმიერი სახის შეკრება იკრძალება. შეზღუდვა ვრცელდება ელისეს სასახლის, მთავრობის სახლის, პარლამენტის ორივე პალატის, ასევე ლუვრის, შანზ-ელიზესა და რკინიგზის სადგურების მიმდებარე ტერიტორიებზე.სტუდენტური და პროფკავშირული ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი მსვლელობები აიკრძალა ლიონში, ლილში, გრენობლსა და რენშიც.პარალელურად, პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ელისეს სასახლეში დაზვერვის სამსახურების ხელმძღვანელებთან განიხილავს, თუ რატომ ვერ მოხერხდა გასული კვირის ძალადობრივი მოვლენების წინასწარ გათვლა და პრევენცია.აღმასრულებელი ხელისუფლება არეულობების ორგანიზებასა და ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობაში ულტრამემარცხენე ჯგუფებს ადანაშაულებს. საფრანგეთის ძალოვანი უწყებები შაბათს დაგეგმილი მორიგი საყოველთაო მობილიზაციისთვის ემზადებიან.























