თამარ იოსელიანი

1788626882

მცირე ავიაციის განვითარება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შესაბამისად, საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს - თამარ იოსელიანი

„მცირე ავიაციის განვითარება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შესაბამისად, საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა კაჭრეთში „ამბასადორის საავიაციო სოფლის“ გახსნის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.როგორც თამარ იოსელიანმა აღნიშნა, კახეთის რეგიონისთვის მნიშვნელოვანი დღეა. მისივე განმარტებით, აღნიშნული საფრენი მოედანი სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რამდენიმე დღის წინ დაარეგისტრირა.„წლების განმავლობაში, საკანონმდებლო თუ პრაქტიკულ დონეზე, შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგა და დღეს უკვე მომსწრე ვართ იმისა, რომ კერძო სექტორი ასეთი ინვესტიციებით ჩაერთო მცირე ავიაციის განვითარებაში. შიდა მობილობისა და აეროპორტების ხელშეწყობისთვის საქართველოს მთავრობა დიდ ინვესტიციებს ახორციელებს. სულ ახლახან გამოცხადდა ტენდერი როგორც თელავის, ისე მესტიის აეროპორტების ტერმინალების მშენებლობაზე. შესაბამისად, ამ მიმართულებით მცირე ავიაციასაც თავისი წვლილი ექნება როგორც ეკონომიკის, ისე ტურიზმის განვითარებაში“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

მარიამ ქვრივიშვილი

1788622058

მიმდინარე წელს 4,600 მილიონზე მეტ მგზავრს ვუმასპინძლეთ საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში, გაზრდილია ასევე შესრულებული ფრენების რაოდენობა - მიუხედავად რეგიონში არსებული და ზოგადად, გლობალურად ავიაციის სექტორში არსებული გამოწვევებისა - მარიამ ქვრივიშვილი

ჩვენს ქვეყანაში ავიაციის ინდუსტრია ძალიან სწრაფი ტემპებით ვითარდება, მიმდინარე წელს აღნიშნული დინამიკა შენარჩუნებულია და ჩვენი ქვეყნის საავიაციო სექტორი კვლავ განაგრძობს რეკორდული მაჩვენებლით ოპერირებას, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა კაჭრეთში „ამბასადორის საავიაციო სოფლის“ გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.საქართველოს საავიაციო სექტორში არსებული ტენდენციების შესახებ საუბრისას ეკონომიკის მინისტრმა აქცენტი გააკეთა ქვეყნის აეროპორტებში დაფიქსირებულ რეკორდულ მაჩვენებლებზე.„2025 წელს ჩვენმა ქვეყანამ რეკორდული მაჩვენებლებით უმასპინძლა მგზავრთნაკადს, 8.5 მილიონი მგზავრი - ეს არის ის მოცულობა და ის რაოდენობა მგზავრთნაკადის, რომელსაც ჩვენმა სამმა საერთაშორისო აეროპორტმა გასულ წელს უმასპინძლა. ამავდროულად, რეკორდული იყო მგზავრთნაკადის კვალდაკვალ ასევე შესრულებული რეისების რაოდენობა და საგულისხმოა ისიც, რომ საჰაერო გზით გადაყვანილი და გადატანილი ტვირთების რაოდენობაც 54%-ით გაიზარდა 2024 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. სასიხარულოა, რომ მიმდინარე წელს 4 მილიონ 600 ათასზე მეტ მგზავრს ვუმასპინძლეთ სამივე საერთაშორისო აეროპორტში და გაზრდილია ასევე შესრულებული ფრენების რაოდენობა, მიუხედავად რეგიონში არსებული და ზოგადად, გლობალურად ავიაციის სექტორში არსებული გამოწვევებისა“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.ამასთან, მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საავიაციო სექტორში არსებულ ზრდას ხელისუფლება ახალი ინფრასტრუქტურით პასუხობს. ამ საკითხზე საუბრისას მინისტრმა აქცენტი გააკეთა თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის პროექტზე, ასევე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტზე.„მიმდინარე პერიოდში ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი არაერთი ინფრასტრუქტურული სამუშაო. 150 მილიონი დოლარის ღირებულების ინვესტიცია ხორციელდება თბილისის არსებული საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებაში, რის შედეგადაც 10 მილიონამდე მგზავრს ვუმასპინძლებთ. ასევე გვაქვს აქტიური მიმდინარე მშენებლობა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რის ფარგლებშიც ჩვენ სრულიად ახალ, 3.5 კილომეტრიან ასაფრენ-დასაფრენ ბილიკს ვაწყობთ და ამასთანავე, ვემზადებით და აქტიური სამუშაო პროცესი გვაქვს ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტის განვითარების კუთხით“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.მარიამ ქვრივიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ უკვე გამოცხადებულია ორი ძალიან მნიშვნელოვანი ტენდერი - უშუალოდ კახეთში ახალი შიდა აეროპორტის მშენებლობის, ისევე როგორც მესტიაში ახალი ტერმინალის მშენებლობის თვალსაზრისით. მინისტრის შეფასებით, ეს პროექტები ხელს შეუწყობს ქვეყნის რეგიონების საჰაერო ხელმისაწვდომობას და შესაბამისად, მათ განვითარებას.

მარიამ ქვრივიშვილი

1788620659

მცირე ავიაციას განსაკუთრებული წვლილის შეტანა შეუძლია კონკრეტული რეგიონების ეკონომიკურ ზრდაში - "ამბასადორის საავიაციო სოფელი" კაჭრეთში ამის კარგი მაგალითია - მარიამ ქვრივიშვილი

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია მცირე ავიაციაც, რომელიც აერთიანებს კერძო ფრენებს, ავიასპორტს, ავიატურიზმს და პროფესიულ მომზადებას. საქართველოს ამ მიმართულებით ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა კაჭრეთში „ამბასადორის საავიაციო სოფლის“ გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.მინისტრმა გამოსვლისას ხაზი გაუსვა ახალი პროექტის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მცირე ავიაციას განსაკუთრებული წვლილის შეტანა შეუძლია კონკრეტული რეგიონების ეკონომიკურ ზრდაში.„ჩვენთვის მნიშვნელოვანია შიდა ავიაცია და ამისთვის საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს, რომ მოეწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ასევე განვაგრძოთ სუბსიდირება შიდა ფრენების, რომელიც ხელს უწყობს რეგიონებს შორის მობილობის ზრდას, ჩვენი თითოეული თანამოქალაქისთვის გადაადგილების გამარტივებას და ამავდროულად ხელს უწყობს ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებას. ამასთან ერთად ჩვენ უკვე გამოვაცხადეთ ორი ძალიან მნიშვნელოვანი ტენდერი უშუალოდ კახეთში ახალი შიდა აეროპორტის მშენებლობის, ისევე როგორც მესტიაში ახალი ტერმინალის მშენებლობის თვალსაზრისით, რაც იქნება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის შიდა ავიაციის განვითარების თვალსაზრისით, ისევე როგორც ტურიზმის სექტორის განვითარების კუთხით. ამ პროცესის ლოგიკური გაგრძელებაა ის, რაც დღეს აქ, კაჭრეთში ხდება, როცა სახელმწიფოს მიერ შექმნილ შესაძლებლობებს კერძო სექტორიც პასუხობს საკუთარი ინიციატივითა და ინვესტიციებით“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.მარიამ ქვრივიშვილის თქმით, მცირე ავიაციის განვითარება მნიშვნელოვანია საქართველოში მეტი უცხოელი კერძო პილოტის, ავიამოყვარულის მოზიდვის თვალსაზრისითაც , რომლებიც მოგზაურობენ, რჩებიან სხვადასხვა რეგიონებში, სარგებლობენ ადგილობრივი სერვისებით. მინისტრის განცხადებით, მცირე ავიაციას განვითარება მნიშვნელოვანია კონკრეტული რეგიონების ეკონომიკურის ზრდის კუთხით.„ამბასადორის საავიაციო სოფელი კაჭრეთში სწორედ კარგი მაგალითია აღნიშნული მიმართულების განვითარების. აქ ერთ სივრცეში გაერთიანებულია საფრენი მოედანი, ავიავილები და ტურისტულ-დასასვენებელი ინფრასტრუქტურა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროექტის სამომავლო გეგმებიც - საავიაციო სკოლისა და ავია-კლუბის შექმნა. ეს ხელს შეუწყობს პროფესიული ცოდნისა და უნარების განვითარებას“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.ეკონომიკის მინისტრმა მადლობა გადაუხადა პროექტის ავტორებს და ინვესტორებს, ასევე პროექტის განხორციელების პროცესში ჩართული უწყებების წარმომადგენლებს. მისი თქმით, პროექტში განხორციელებული ინვესტიციის საერთო მოცულობა 15 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, პროექტის მხარდაჭერაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციას. პროექტის შედეგად უკვე შეიქმნა 47 ახალი სამუშაო ადგილი.

პეტროლიუმი

1785564236

„ბლექ სი პეტროლიუმი“ (ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა): ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ ივლისის თვეში მიიღო და გადაამუშავა ყაზახური წარმოშობის ნედლი ნავთობი. ბლექ სი პეტროლიუმი განაგრძობს ნედლეულის დივერსიფიკაციის გეგმის განხორციელებას, თანამშრომლობს ევროკომისიასთან და შესაბამის ინსტიტუტებთან

„ბლექ სი პეტროლიუმი“ (ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა) ნედლი ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს და როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ უკვე ივლისის თვეში მიიღო და გადაამუშავა ყაზახური წარმოშობის ნედლი ნავთობი.„შპს „ბლექ სი პეტროლიუმი“ ადასტურებს, რომ აქტიურად მიმდინარეობს დაგეგმილი ნედლი ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაცია. 2026 წლის 1 ივლისს, ბლექ სი პეტროლიუმმა განაცხადა, რომ 2026 წლის აგვისტო-სექტემბრიდან, კომპანია დაიწყებდა სრულად არარუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებას. ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ უკვე ივლისის თვეში მიიღო და გადაამუშავა ყაზახური წარმოშობის ნედლი ნავთობი, რასაც აგვისტოს თვეშიც გააგრძელებს.“- ნათქვამია განცხადებაში.განცხადებაში ვკითხულობთ, კომპანია ერთგული რჩება საკუთარი პრინციპებისადმი - მოქმედებს ყველა მოქმედი კანონისა და მარეგულირებელი მოთხოვნების შესაბამისად, აძლიერებს შიდა მმართველობის და კონტროლის მექანიზმებს, წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებასა და ენერგოუსაფრთხოებაში. „2026 წლის 3 ივლისს, ბლექ სი პეტროლიუმსა და საერთაშორისო სავაჭრო კომპანიას შორის გაფორმებული ნედლი ნავთობის მიწოდების ხელშეკრულების ფარგლებში, 20-დან 30 აგვისტომდე პერიოდში, ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ლიბიური წარმოშობის ნედლ ნავთობს მიიღებს.აღნიშნული ხელშეკრულება ძალაშია 2027 წლის ბოლომდე და ითვალისწინებს ვადის გახანგრძლივების შესაძლებლობას. 2026 წლის 24 ივლისს გამართულ პრეს-ბრიფინგზე, ევროკომისიამ განაცხადა, რომ ბლექ სი პეტროლიუმი მათთან აქტიურ კომუნიკაციაშია და განმარტა, რომ ექვსთვიანი გარდამავალი პერიოდი სწორედ კომპანიის მიერ რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლების შესაძლებლობისთვის არის განკუთვლი. ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები სრულ თანხვედრაშია აღნიშნულ მიზანსა და ვადებთან. ბლექ სი პეტროლიუმი განაგრძობს ნედლეულის დივერსიფიკაციის გეგმის განხორციელებას, კონსტრუქციულად თანამშრომლობს ევროკომისიასთან და სხვა შესაბამის ინსტიტუტებთან, წარმოადგენს დივერსიფიკაციის გეგმის პროგრესის დამადასტურებელ ცხად და გადამოწმებად მტკიცებულებებს. კომპანია ერთგული რჩება საკუთარი პრინციპებისადმი - მოქმედებს ყველა მოქმედი კანონისა და მარეგულირებელი მოთხოვნების შესაბამისად, აძლიერებს შიდა მმართველობის და კონტროლის მექანიზმებს, წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებასა და ენერგოუსაფრთხოებაში. აღნიშნული ზომების ერთობლიობა გამიზნულია სრულად არარუსულ ნედლეულზე შეუფერხებელი გადასვლის, ქარხნის ოპერირების უწყვეტი და სტაბილური ფუნქციონირებისათვის.“- აღნიშნულია განცხადებაში. ‎       

ქვრივიშვილი

1783149858

მარიამ ქვრივიშვილმა უზბეკ კოლეგებს ფოთის საპორტო ინფრასტრუქტურა და თავისუფალი ინდუსტრიული ზონა დაათვალიერებინა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, საქართველოში ვიზიტით მყოფ უზბეკეთის რესპუბლიკის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრ ლაზიზ კუდრატოვსა და ტრანსპორტის მინისტრ ილხომ მახკამოვს, ფოთის საპორტო ინფრასტრუქტურა: „ეიპიემ ტერმინალს ფოთი”, “პეის ჯგუფის“ ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური და თავისუფალი ინდუსტრიული ზონა დაათვალიერებინა.საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, უზბეკეთის მინისტრთა კაბინეტის წევრებს სამომავლოდ დაგეგმილი პროექტებიც გააცნო და შუა დერეფნის განვითარების პროცესში საქართველოს პორტების სრულ მზაობას გაუსვა ხაზი.მარიამ ქვრივიშვილი ლაზიზ კუდრატოვთან და ილხომ მახკამოვთან ერთად ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასაც ეწვია, რომელიც ბიზნესსაქმიანობის მოცულობით ქვეყანაში მოწინავეა.ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ქვრივიშვილი

1783147470

მარიამ ქვრივიშვილმა უზბეკ მინისტრებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერებინა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, საქართველოში ვიზიტით მყოფ უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრ ლაზიზ კუდრატოვსა და ტრანსპორტის მინისტრ ილხომ მახკამოვს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოები ადგილზე დაათვალიერებინა.ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ტერიტორიაზე ამ დროისთვის საზღვაო ინფრასტრუქტურის აქტიური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც მსოფლიოში წამყვანი ბელგიური კომპანია Jan De Nul N.V. ქართულ პარტნიორთან ერთად ახორციელებს .პროექტის პირველი ფაზის დასრულება 2029 წლისთვის იგეგმება, რის შემდეგაც პორტის წლიური გამტარუნარიანობა სულ მცირე 600 000 TEU იქნება. ამასთანავე, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი დიდი, პანამაქსის ტიპის გემებს მიიღებს, რომელთა მიღებაც საქართველოს სხვა პორტებს არ შეუძლიათ.

ქალები ქმნიან ბიზნესს

1782287640

„ქალები ქმნიან ბიზნესს“ – რატომ იწყებს SGBA ახალ მასშტაბურ მოძრაობას ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად

მიმდინარე წლის 10 ივნისს, Pullman Tbilisi Axis Towers-ში გამართულ ბიზნეს სამიტზე „How To Build A Successful Brand“, ოფიციალურად ჩაეყარა საფუძველი ახალ სტრატეგიულ ინიციატივას — „ქალები ქმნიან ბიზნესს“ (Women Create Business). პროექტის პრეზენტაციამ ქვეყნის წამყვანი ბიზნეს ლიდერებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღება მიიპყრო.პროექტი ერთი მთავარი კონცეფციის გარშემო შეიქმნა — საქართველოში ასობით ნიჭიერი და შრომისმოყვარე ქალი აშენებს საკუთარ ბიზნესს, თუმცა, არსებული ბაზრის სპეციფიკიდან გამომდინარე, მათ ხშირად არ აქვთ საკმარისი წვდომა იმ კრიტიკულ შესაძლებლობებზე, რომლებიც ბიზნესის მდგრადი ზრდისა და მასშტაბირებისათვის აუცილებელია.სწორედ ამ სისტემური გამოწვევის საპასუხოდ, Success Georgian Business Association-მა (SGBA) გადაწყვიტა შეექმნა მაღალტექნოლოგიური და დინამიკური პლატფორმა, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს მცირე მეწარმე ქალებს, წარმატებულ ბიზნეს ლიდერებს, მსხვილ კორპორაციებს, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებსა და პოტენციურ ინვესტორებს.პირველი პრაქტიკული ნაბიჯები და B2B პლატფორმაბიზნეს სამიტის ფარგლებში, პროექტში ჩართულ 50-მდე მცირე მეწარმე ქალს სრულიად უფასოდ მიეცა ექსკლუზიური შესაძლებლობა, საკუთარი პროდუქცია და მომსახურება ფართო ბიზნეს აუდიტორიისა და გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის (Decision Makers) წარედგინა.სამიტის ფარგლებში მოწყობილ სპეციალურ B2B სივრცეში წარმოდგენილი იყო წარმატებული ქალი მეწარმეების სტენდები. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ პირისპირ შეხვედროდნენ მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებს, დაემყარებინათ სტრატეგიული საქმიანი კავშირები და მნიშვნელოვნად გაეზარდათ საკუთარი ბრენდების ცნობადობა ბაზარზე.თუმცა, როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, ეს მხოლოდ გრძელვადიანი სტრატეგიის დასაწყისია.სტრატეგიული მიზანი: მყარი ბიზნეს ეკოსისტემის ფორმირებაპროექტის უახლოესი მიზანია გააერთიანოს 100 ქალი მეწარმე და შექმნას ძლიერი ბიზნეს ეკოსისტემა, სადაც მონაწილეებს ექნებათ მუდმივი წვდომა თანამედროვე ცოდნაზე, მენტორინგზე, პროფესიულ მხარდაჭერაზე, ახალ კლიენტებსა და პარტნიორულ არხებზე.დღეს, როდესაც გლობალური და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება სულ უფრო მეტად ეფუძნება ინოვაციას, კოლაბორაციასა და მეწარმეობას, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება არა მხოლოდ სოციალური სამართლიანობის, არამედ მაკროეკონომიკური მნიშვნელობის საკითხია. მცირე და საშუალო ბიზნესის (SME) განვითარება პირდაპირპროპორციულად ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს, აძლიერებს რეგიონულ ეკონომიკას და ხელს უწყობს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდას.მაია ტატულაშვილი, SGBA-ს პრეზიდენტი:„ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ძლიერი, ნიჭიერი და მიზანდასახული ქალი ქმნის ბიზნესს, თუმცა მათ ხშირად სჭირდებათ მეტი ხილვადობა, მეტი მხარდაჭერა და მეტი შესაძლებლობა. სწორედ ამიტომ შევქმენით პლატფორმა, რომელიც მათ დაეხმარება საკუთარი ბიზნესის განვითარებაში და დააკავშირებს იმ ადამიანებთან და კომპანიებთან, რომლებიც მათ ზრდაში რეალურ, გაზომვად წვლილს შეიტანენ.“კორპორაციული სინერგია და მდგრადობაპროექტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება წარმატებული, მსხვილი კომპანიებისა და ქალი მეწარმეების სინერგიაა. ორგანიზატორების ხედვით, მსხვილ ბიზნესებს აქვთ რესურსი, გახდნენ არა მხოლოდ ფინანსური მხარდამჭერები, არამედ ამ პროცესის აქტიური მონაწილეები — გამოცდილების გაზიარებით, მენტორობით, ინსტიტუციური პარტნიორობითა და ახალი ბაზრების გახსნით.„ქალები ქმნიან ბიზნესს“ არ იქნება ერთჯერადი ხასიათის ღონისძიება. ეს არის გრძელვადიანი, ინსტიტუციური პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც მუდმივ რეჟიმში გაიმართება:·მიზნობრივი ბიზნეს შეხვედრები და კოორდინირებული გამოფენები;·სპეციალიზებული საგანმანათლებლო და კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამები;·ინდივიდუალური მენტორინგის სესიები და სხვადასხვა მასტიმულირებელი აქტივობა.მოწოდება პარტნიორობისკენამ ეტაპზე პროექტი აქტიურად აგრძელებს ახალი მონაწილეებისა და პარტნიორი ორგანიზაციების რეკრუტირებას. SGBA მოუწოდებს ქართულ ბიზნეს სექტორს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საზოგადოებრივ ინსტიტუტებს, გახდნენ ამ ეკონომიკური მოძრაობის ნაწილი და ერთად შექმნან მეტი შესაძლებლობა იმ ქალებისთვის, რომლებიც საკუთარი შრომით, ინოვაციური იდეებითა და გამბედაობით ქმნიან საქართველოს ეკონომიკის მომავალს.„ქალები ქმნიან ბიზნესს“ — ეს არ არის მხოლოდ პროექტი. ეს არის მოძრაობა, რომელიც აერთიანებს ქალებს, ბიზნესს და ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს.

თურნავა

1781339253

ნათია თურნავა ჩინეთის სამრეწველო და კომერციული ბანკის (ICBC) პრეზიდენტს შეხვდა

შანხაიში გამართული სიმპოზიუმის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა მსოფლიოს უმსხვილესი ბანკის - Industrial and Commercial Bank of China (ICBC)-ის პრეზიდენტს ლინ ლიაოს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ICBC-ს შორის არსებული თანამშრომლობა და მისი შემდგომი განვითარების პერსპექტივები.ყურადღება გამახვილდა ჩინური ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობისა და ჩინეთის ობლიგაციების ბაზარზე ინვესტირების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე, ასევე საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე მიმდინარე ტენდენციებსა და განვითარების პერსპექტივებზე. ICBC ჩინეთისა და მსოფლიოს უმსხვილესი ბანკია, რომლის აქტივების მოცულობა დაახლოებით 7.6 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ბანკი 49 ქვეყანაში ოპერირებს და საერთაშორისო საბანკო სექტორის ერთ-ერთ წამყვან ფინანსურ ინსტიტუტს წარმოადგენს. ICBC აგრეთვე აქტიურია საინვესტიციო საბანკო მომსახურების მიმართულებითაც, განსაკუთრებით კი განვითარებადი ქვეყნების სახაზინო ობლიგაციების, როგორც პირველად და აგრეთვე მეორად ბაზრებზე.აღსანიშნავია, რომ ICBC-ს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის როგორც საქართველოს სუვერენული ევრობონდის გამოშვების, აგრეთვე სახაზინო ფასიანი ქაღალდების სინდიკაციისა და რეგულარულ აუქციონებში მონაწილეობის კუთხითაც.

ქალები

1780831140

ქალები ქმნიან ბიზნესს: 10 ივნისს თბილისი მასშტაბურ ბიზნეს-სამიტს უმასპინძლებს

წარმატებული ქართული ბიზნესს ასოციაცია (SGBA) ბიზნეს სამიტის ფარგლებში ახალ, მასშტაბურ პროექტს იწყებს.10 ივნისს, სასტუმრო „Pullman Tbilisi Axis Towers“-ში გაიმართება ფორუმი „WOMEN CREATE BUSINESS / ქალები ქმნიან ბიზნესს“, რომელიც ერთ სივრცეში მოუყრის თავს 100-ზე მეტ ქალ მეწარმეს, ინდუსტრიის ლიდერებსა და ექსპერტებს.„ეს არ არის მხოლოდ ერთდღიანი ღონისძიება — ეს არის პლატფორმა, სადაც ქალები ქმნიან გრძელვადიან პარტნიორობებს, პოულობენ განვითარების ახალ გზებს და აძლიერებენ საკუთარ ბრენდებს,“ - ამბობენ პროექტის ორგანიზატორიები.მათივე თქმით, ღონისძიების პროგრამა მაქსიმალურად არის მორგებული თანამედროვე ბიზნესის გამოწვევებსა და საჭიროებებზე. სამიტის ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ წვდომას ისეთ მნიშვნელოვან რესურსებზე, როგორიც არის:უფასო საგამოფენო სივრცეები: მცირე მეწარმეებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, უფასოდ წარადგინონ საკუთარი პროდუქცია ფართო აუდიტორიის წინაშე.B2B პლატფორმა: სპეციალურად გამოყოფილი სივრცე მომსახურების სექტორში მოღვაწე ბიზნესებისთვის, ახალი პარტნიორობებისა და კორპორატიული კავშირების დასამყარებლად.საგანმანათლებლო პანელები: წამყვანი სპიკერები ისაუბრებენ ბიზნესის ზრდისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან თემებზე, მათ შორის: მარკეტინგი, ბრენდინგი, ხელოვნური ინტელექტი (AI), ადამიანური რესურსების მართვა (HR) და თანამედროვე ტექნოლოგიები.მედია მხარდაჭერა და ნეტვორკინგი: მონაწილეები შეძლებენ საკუთარი ცნობადობის ამაღლებას და გამოცდილების გაზიარებას სხვა წარმატებულ ლიდერებთან.იქნება განსაკუთრებული საჩუქარი ორგანიზატორებისგან. ყველა მონაწილე საჩუქრად მიიღებს SGBA Business Club-ის წევრობას, რაც მათ აძლევს მუდმივ წვდომას ბიზნეს საზოგადოებასთან, საგანმანათლებლო რესურსებთან და ახალ ინიციატივებთან.ბიზნეს სამიტი „ქალები ქმნიან ბიზნესს“ საუკეთესო სივრცეა მათთვის, ვინც გეგმავს კიდევ უფრო დიდი ნაბიჯების გადადგმას, საკუთარი საქმის მასშტაბურობას და ძლიერი საქმიანი კავშირების ფორმირებას.

კახა კალაძე

1779964816

ჩვენ არ გაგვიმწვავებია ურთიერთობები უკრაინასთან, პირიქით, ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ვიყავით - კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, უკრაინასთან ურთიერთობა საქართველოს ხელისუფლებას არ გაუმწვავებია და პირიქით, მთელი ამ ხნის განმავლობაში ის მხოლოდ მოპასუხისა და ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში იყო.როგორც მერმა ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა, მას ესმის, თუ რა მძიმე მდგომარეობაშია ახლა უკრაინა და შესაბამისად, მას მშვიდობას უსურვებს.„ჩვენ არ გაგვიმწვავებია ურთიერთობები, პირიქით, მთელი ამ ხნის განმავლობაში ვიყავით თავდაცვის რეჟიმში, მოპასუხის რეჟიმში და ჩვენი მხრიდან პასუხებიც იყო ძალიან კორექტული. ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ვიყავით. ეს, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია, რადგან ჩვენ უკრაინა, უკრაინელი ხალხი მიგვაჩნია ჩვენს მეგობრად. ამიტომ ის განცხადებები და ზოგიერთ შემთხვევაში კონკრეტული  ქმედებები, გადაგმული ნაბიჯები, რაც გამოიხატებოდა საქართველოსთან მიმართებით, იყო გულდასაწყვეტი. თუმცა ისიც კარგად გვესმის, რამდენად მძიმე მდგომარეობაშია უკრაინა, თუ რა პროცესები მიდის, ამიტომ მინდა, უკრაინელ ხალხს, პირველ რიგში მშვიდობა ვუსურვო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ნჯ

1779685929

ევროკომისიამ საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5%-მდე გააუმჯობესა - ანგარიშის დეტალები

 ევროკომისია განახებულ ანგარიშს - 2026 წლის გაზაფხულის ეკონომიკურ პროგნოზს აქვეყნებს. დოკუმენტში მიმდინარე ეკონომიკური ვითარება და სამომავლო პერსპექტივებია მიმოხილული.ანგარიშის თანახმად, გლობალური ტენდენციები მიმდინარე კონფლიქტმა მნიშვნელოვნად შეცვლა.,,რთული გეოპოლიტიკური გარემო და აშშ-ის ტარიფებთან დაკავშირებული გაურკვევლობა კვლავ ზეწოლას ახდენდა ეკონომიკურ ზრდაზე, თუმცა ინფლაციის შემცირება და AI ცვლილებებთან დაკავშირებული ძლიერი საინვესტიციო ციკლი ეკონომიკას მნიშვნელოვნად აძლიერებდა. ევროკავშირის ეკონომიკაც ანალოგიურად ძლიერდებოდა, ხოლო ინფლაციური ზეწოლა კიდევ უფრო სუსტდებოდა. კონფლიქტმა ეს სურათი მნიშვნელოვნად შეცვალა და გამოიწვია გლობალური ენერგომომარაგების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეფერხება უახლეს ისტორიაში“, - აღნიშნულია ანგარიშში.დოკუმენტის თანახმად, გლობალური ზრდა [ევროკავშირის გამოკლებით] 2026 წელს 3.1%-ით, ხოლო 2027 წელს 3.5%-ით არის პროგნოზირებული. რაც შეეხება ევროკავშირს, 2026 წელს პროგნოზირებულია 1.1%-იანი ეკონომიკური ზრდა, ხოლო 2027 წელს 1.4%.,,ცენტალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ინფლაცია, მოსალოდნელია, უფრო მაღალ დონეზე შენარჩუნდეს, რაც ასახავს როგორც რეგიონში სამომხმარებლო კალათაში ენერგომატარებლების უფრო მაღალ წილს, ისე ნომინალური ხელფასების უფრო დინამიკურ ზრდას. მაღალი ინფლაციის საპასუხოდ, მოსალოდნელია, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი (ECB) და ევროკავშირის სხვა ცენტრალური ბანკების უმეტესობა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას გააგრძელებენ ან, მინიმუმ, ადრე მოსალოდნელ შემსუბუქების ზომებს გადადებენ“, - წერს ევროკომისია ანგარიშში.ევროკავშირის ქვეყნების პროგნოზებთან ერთად, ანგარიში ასევე აერთიანებს კანდიდატი ქვეყნების ეკონომიკურ მიმოხილვას და პროგნოზებს. აღნიშნულ ნაწილში განხილულია საქართველოს ეკონომიკის 2025 წლის ძირითადი ტენდენციები და მოლოდინები შემდგომი წლებისთვის. აღსანიშნავია, რომ ევროკომისისს გაზაფხულის განახლების თანახმად, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2026 წლისთვის 5.5%-მდე გაუმჯობესდა (2025 წლის შემოდგომის ანგარიშის შემდეგ, სადაც 5.3%-იანი ეკონომიკური ზრდა იყო პროგნოზირებული).,,2025 წელს ეკონომიკური ზრდის კიდევ ერთი წლის შემდეგ, საქართველოს ეკონომიკური ზრდა, შენელდება, თუმცა 2026 და 2027 წლებში კვლავ ძლიერი დარჩება და 5-5.5%-ის ფარგლებში შენარჩუნდება. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე, სავარაუდოდ, შედარებით შეზღუდული იქნება და ძირითადად ენერგომატარებლების ფასების ზრდის გავლით აისახება. ზრდის მთავარი მამოძრავებელი სექტორები, მოსალოდნელია, რომ იქნება მომსახურების სფეროები - ICT, განათლება და ტურიზმი“, - აღნიშნულია ანგარიშში.ამასთან, ევროკომისიის დოკუმენტის თანახმად, 2025 წელს ეკონომიკური ზრდა ძალიან ძლიერი დარჩა და 7.5% შეადგინა, მიუხედავად იმისა, რომ 2024 წელს დაფიქსირებული 9.7%-იანი ზრდის მაჩვენებელთან შედარებით მცირედით შენელდა. მიწოდების მხარეს, ზრდას ძირითადად მომსახურების სექტორი, განსაკუთრებით ICT და განათლება, ასევე წარმოების სექტორი განაპირობებდა, მაშინ როცა სოფლის მეურნეობისა და სამთო მოპოვების სექტორების წვლილი უარყოფითი იყო. ხოლო, მომსახურებების სექტორში გაზრდილი პროფიციტისა და ფულადი გზავნილების ზრდის შედეგად, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2025 წელს მშპ-ის 2.7%-მდე შემცირდა.,,მომდევნო წლებში ეკონომიკური ზრდა, პროგნოზის მიხედვით, 2026 და 2027 წლებში 5-5.5%-ს მიაღწევს, რაც მის გრძელვადიან პოტენციალს შეესაბამება. მოსალოდნელია, რომ ეკონომიკური აქტივობის მთავარი მამოძრავებელი კვლავ კერძო და სახელმწიფო მოხმარება იქნება, რასაც ხელს შეუწყობს რეალური ხელფასების გაგრძელებული, თუმცა შედარებით ნელი ზრდა, სამომხმარებლო დაკრედიტების მაღალი ტემპი და ფულადი გზავნილების შემოდინება”, - აღნიშნულია ევროკომისიის ანგარიშში.რაც შეეხება ინფაციას, ანგარიშის თანახმად 2026 წელს ინფლაციის შდარებით მაღალ დონეზე შენარჩუნება საწვავისა და სხვა ენერგომატარებლების ფასების ზრდით იქნება განპირობებული, ხოლო 2027 წელს ეტაპობრივად შემცირდება და მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს მიუახლოვდება.ევროკომისიის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, საქართველოს მთავრობის მიერ 500 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების წარმატებული გამოშვება, რომელიც 5.125% კუპონის საპროცენტო განაკვეთით განხორციელდა.,,2026 წლის იანვარში საქართველომ წარმატებით მოახდინა 500 მილიონი აშშ დოლარის ევრობონდების რეფინანსირება დაბალი 5.1%-იანი საპროცენტო განაკვეთით“, - წერია ანგარიშში.

საკრედიტო სააგენტო „ფიტჩი“

1778918947

Fitch-ის პროგნოზით, ინფლაცია ეტაპობრივად შემცირდება და 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება

საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის მიხედვით, 'BB' რეიტინგის მქონე სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მაღალი დონე, სანდო მაკრო-ფისკალური პოლიტიკის ჩარჩო, ზომიერი საგარეო ვალი და მდგრადი საბანკო სექტორი ქვეყნის სარეიტინგო პოზიციას ამყარებს.როგორც Fitch-ის მიერ გავრცელებულ ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოს საერთაშორისო რეზერვებმა ზრდა კვლავ განაგრძო და 2026 წლის აპრილში 6.5 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. მათივე განმარტებით, ბოლო თვეებში ლარის გამყარებამ საქართველოს ეროვნულ ბანკს შესაძლებლობა მისცა სავალუტო ბაზარზე უცხოური ვალუტის შესყიდვები განეხორციელებინა. ,,საქართველოს ეკონომიკაში არსებული ძლიერი შიდა ეკონომიკური გარემო კვლავ უწყობს ხელს საბანკო სექტორის ფინანსური მაჩვენებლების სიმყარეს - სექტორი მომგებიანია (მარტის მდგომარეობით ROE 22.8%), ხასიათდება მაღალი კაპიტალიზაციით (პირველადი კაპიტალის კოეფიციენტი 17%) და აქტივების მაღალი ხარისხით (უმოქმედო სესხების წილი 2.5%)”,- ნათქვამია Fitch-ის ანგარიშში. სარეიტინგო კომპანია აღნიშნავს, რომ მოსალოდნელია, სესხების დოლარიზაციის კიდევ უფრო შემცირება მკაცრი სარეზერვო მოთხოვნებისა და მაკროპრუდენციული ზომების ფონზე. Fitch-ის პროგნოზით, ინფლაცია ეტაპობრივად შემცირდება და 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება.