პროკურატურა

1792650169

გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა

11:00 საათზე, გენერალურ პროკურატურაში საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილის ბექა კვიციანის ბრიფინგი გაიმართება.

სოზარ სუბარი

1792649711

სოზარ სუბარი: საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე რადიკალურმა ოპოზიციამ თქვა, რომ საგამოძიებო კომისის დასკვნა უბრალოდ "ფაქტების კომპილაცია", "ფაქტების შეჯამებაა" და მეტი არაფერი - ამით კი დაასტურეს, რომ კომისიის მიერ შექნილი დოკუმენტი შედგება უტყუარი ფაქტებისგან და აღიარეს, რომ რეალურად, ეს არის უმძიმესი საბრალდებო დასკვნა მათ წინააღმდეგ

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი რადიკალური ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე მიმდინარე პროცესს ეხმაურება. მისი განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა სასამართლო სხდომაზე თავადვე დაადასტურეს საგამოძიებო კომისიის დასკვნაში წარმოდგენილი ფაქტების უტყუარობა, როდესაც დოკუმენტს „ფაქტების კომპილაცია“ და „ფაქტების შეჯამება“ უწოდეს.სუბარის შეფასებით, ამით მათ აღიარეს, რომ 500-გვერდიანი დასკვნა რეალურ ფაქტებს ეფუძნება და მძიმე ბრალდებებს შეიცავს იმ პოლიტიკური ძალების მიმართ, რომელთა საქმიანობაც დოკუმენტშია აღწერილი.„პირადად ჩემი და პარტია „ხალხის ძალის“ პოზიცია, ვფიქრობ, რომ გასაგებია. ჩვენ ვართ საკონსტიტუციო სარჩელის თანაავტორები და ხელმომწერები.2012 წელს ქართველი ხალხის მოთხოვნა ნამდვილად იყო, რომ პარტიები, რომლებმაც სისხლის კალოები გალეწეს საქართველოში, უნდა აკრძალულიყვნენ. სამწუხაროდ, ეს პროცესი ძალიან დაგვიანდა, მაგრამ ხალხის დაკვეთა არ შეცვლილა. დაკვეთა კი ის არის, უნდა აეკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ის არაადამიანური და დანაშაულებრივი სისტემა შექმნა.ეს რომ ნამდვილად სისტემა იყო, დადასტურებულია ევროსასამართლოს არაერთი გადაწყვეტილებით. საქმეში „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“ პირდაპირ წერია, რომ ნაციონალური მოძრაობის დროს ადგილი ჰქონდა ხელისუფლების მხრიდან მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართულ სისტემურ და სისტემატურ დანაშაულს.ანუ, შექმნილი იყო სისტემა, რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევაზე, ქუჩებსა და ციხეებში ადამიანების წამებასა და მკვლელობაზე, საკუთრების უფლების მასობრივ დარღვევაზე იყო ორიენტირებული და ამას ჰქონდა სისტემატური ხასიათი, ანუ პრაქტიკულად მთელი 9 წლის განმავლობაში ეს ხდებოდა ციხეებში, პოლიციაში, ქუჩაში და ა.შ. ადგილი ჰქონდა საკუთრების წართმევას, ტელევიზიებში შევარდნებსა და დარბევებს და უამრავ სხვა სახის დანაშაულს.ყველაფერი ეს დადასტურებულია იმ საგამოძიებო კომისიის დასკვნაში, რომელიც ასე ყელში აქვთ გაჩხერილი იმ პარტიებს, რომლებიც პრაქტიკულად არა ქართველი ხალხის ნების, არამედ უცხოური გავლენების და მათი უცხოელი პატრონების დაკვეთების შემსრულებლები არიან.ის, რომ ეს დასკვნა სინამდვილეს ასახავს, მოპასუხე პარტიების წარმომადგენლებმა თვითონვე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე, როდესაც თქვეს, რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნა უბრალოდ „ფაქტების კომპილაცია“, „ფაქტების შეჯამებაა“ და მეტი არაფერი, ანუ დაადასტურეს, რომ ეს დასკვნა რეალობას ასახავს.ამით, პრაქტიკულად, აღიარეს, რომ კომისიის მიერ შექმნილი 500-გვერდიანი დოკუმენტი შედგება უტყუარი ფაქტებისგან და რეალურად, მათივე აღიარებით, ეს არის უმძიმესი საბრალდებო დასკვნა მათსავე წინააღმდეგ.დიახ, ეს არის ფაქტები, რომელიც კომისიის სხდომაზე მოწვეულმა 150-მდე მოწმემ დაადასტურა; ეს არის ფაქტები, რომლებიც დადასტურებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ, ასევე დადასტურებულია საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ და ეს არის ფაქტები, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებში წერია,”- განაცხადა სოზარ სუბარმა.

ხვიჩა კვარა

1792648571

პსჟ-ს გეგმაშია, ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტი 2032 წლამდე გაახანგრძლივოს

ფრანგული კლუბი „პარი სენ-ჟერმენი“ ხვიჩა კვარაცხელიასთან თანამშრომლობის გაგრძელებას გეგმავს. გავრცელებული ინფორმაციით, პარიზელების სურვილია, ქართველ ფეხბურთელთან კონტრაქტი 2032 წლამდე გაახანგრძლივონ.ამასთან, კლუბის მიზანია, კვარაცხელია გუნდის ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქციოს.გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია, თუმცა ახალი კონტრაქტის პირობები საბოლოოდ შეთანხმებული არ არის.

ირაკლი ნადარეიშვილი

1792647787

ირაკლი ნადარეიშვილი: სააგენტო "აწარმოე საქართველოში" მთლიანად ფოკუსირდა მცირე და საშუალო სექტორის განვითარებაზე, ეს არის 90 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი და 8.5 მილიარდი ლარი ინვესტიციის მხარდაჭერა

 ირაკლი ნადარეიშვილი: სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მთლიანად ფოკუსირდა მცირე და საშუალო სექტორის განვითარებაზე, 20 000-ზე მეტმა მეწარმემ სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერა მიიღო ამ წლების განმავლობაში, ეს არის 90 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი და 8.5 მილიარდი ლარი ინვესტიციის მხარდაჭერა„ჩვენ ავიღეთ საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება და რეალურად შევქმენით ეკოსისტემა, სადაც მეწარმეს ხელმისაწვდომობა აქვს განვითარების ყველა ეტაპზე სახელმწიფოს სხვადასხვა მხარდაჭერის ინსტრუმენტზე“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა.მინისტრის მოადგილემ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ საქმიანობის შედეგები შეაჯამა და აღნიშნა, რომ მისი შექმნით, 2014 წლიდან საქართველოს მთავრობამ გადადგა პირველი რეალური ნაბიჯი კერძო სექტორის სისტემური და გრძელვადიანი მხარდაჭერის მიმართულებით.„სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მთლიანად ფოკუსირდა მცირე და საშუალო სექტორის განვითარებაზე. საკმაოდ ამბიციური გეგმა იყო, ვინაიდან ეს არის ჩვენი ეკონომიკის უდიდესი ნაწილი, დღესაც თითქმის 60%-ს წარმოადგენს მცირე და საშუალო სექტორის გამოშვება და დასაქმება. ის გამოწვევები, რაც არსებობდა, თავმოყრილი იყო ძირითადად ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მიმართულებით“, - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა სახელმწიფოს მხრიდან მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის ფინანსური, ასევე სხვა ინსტრუმენტების მნიშვნელობას.„ეს არის ძირითადად ფინანსური ინსტრუმენტები, ვინაიდან ეს იყო მთავარი გამოწვევა, თუმცა, გვქონდა არაფინანსური ინსტრუმენტებიც. რეალურად, 20 000-ზე მეტმა მეწარმემ სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერა მიიღო ამ წლების განმავლობაში. ეს არის 90 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი და 8.5 მილიარდი ლარი ინვესტიციის მხარდაჭერა, რომელიც განხორციელდა“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.ირაკლი ნადარეიშვილის შეფასებით, ეს რიცხვები, თავისთავად ითარგმნება მაკროეკონომიკურ პარამეტრებში.„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ორჯერ გაზრდილ ექსპორტზე, ისევ და ისევ მხოლოდ მცირე და საშუალო სექტორზე ვლაპარაკობთ. ეს არის ოთხჯერ გაზრდილი გამოშვება, ბანკების მხრიდან ამ სექტორის ექვსჯერ გაზრდილი სასესხო უზრუნველყოფა, რომელიც 5 მილიარდიდან 30 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. 30 მილიარდი არის ის სასესხო რესურსი, რომელიც დღეს 2025 წლის მონაცემებით, მცირე და საშუალო სექტორზე იქნა ფინანსური ინსტიტუტებიდან გამოყოფილი“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.ამასთან, ირაკლი ნადარეიშვილმა ხაზი გაუსვა პროგრამის ფართო საერთაშორისო აღიარებას, მათ შორის, 2024 წელს OECD-ის მცირე და საშუალო ბიზნესის პოლიტიკის ინდექსის რეიტინგში.„აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში უპირობო პირველი ადგილი მივიღეთ, 12 კრიტერიუმიდან საქართველომ 11-ში პირველი ადგილი აიღო“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

თამაზ ელიზბარაშვილი

1792647718

თამაზ ელიზბარაშვილმა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა

თამაზ ელიზბარაშვილმა საქართველოს პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა. იგი აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს.პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ბრალდებულის განმარტებით, მას არავინ დამუქრებია და დაზარალებულებს მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ. შესაბამისად, მან უარყო მის მიერ წარსულში გაკეთებული განცხადება."თამაზ ელიზბარაშვილი დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას, როდესაც დაზარალებულს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.ბრალდებულ თამაზ ელიზბარიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ნადარეიშვილი

1792647651

ირაკლი ნადარეიშვილი: საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია მონაწილეობას მიიღებს და ინვესტირებას გააკეთებს წილობრივ საინვესტიციო ფონდებში, ვენჩურულ ფონდებში, ეს არის ძალიან დიდი სპექტრი იმ ფინანსური ინსტრუმენტების, რომელიც ჩვენს ბიზნესს სჭირდება

 მცირე და საშუალო სექტორის მხარდაჭერა რჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციაზე (GEDC) საუბრისას გადაცემაში "იმედი ლაივი" განაცხადა.როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ის ყველა ინსტრუმენტი, ყველა პროგრამა, რომელიც დღეს არსებობს, არათუ ნარჩუნდება, არამედ ფართოვდება.„მანდატი მნიშვნელოვნად იზრდება. ჩვენ აღარ ვსაუბრობთ მხოლოდ მცირე და საშუალო სექტორის მხარდაჭერაზე, ჩვენ ვსაუბრობთ ფართო გაგებით ეკონომიკის მხარდაჭერაზე. ეს გულისხმობს აბსოლუტურად ახალ დამატებით ინსტრუმენტებს, ვინაიდან შევდივართ სპეციალიზებულ სექტორებში, სადაც მანამდე სააგენტო არ იყო წარმოდგენილი“, - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.მისივე განმარტებით, ასევე არის ახალი სექტორები, ახალი დარგები, სადაც კორპორაცია თავის საქმიანობას განახორციელებს.„ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრუქტურული რეფორმა, რომელსაც საქართველოს მთავრობა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ეროვნული ბანკი პარლამენტთან ერთად ახორციელებს ბოლო წლების განმავლობაში, არის კაპიტალის ბაზრის რეფორმა. ესეც არის უპირველესი, ასე ვთქვათ, ინსტრუმენტი იმისათვის, რომ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის დივერსიფიკაცია მოხდეს ქვეყანაში და არ ვიყოთ მხოლოდ საბანკო სექტორში კონცენტრირებული და ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს.„აწარმოე საქართველოში“ ცოტა ხნის წინ გახდა სწორედ ის ინსტიტუტი, რომელმაც ძალიან წარმატებით განხორციელებული თითქმის ხუთი-ექვსი წლის განმავლობაში პოლიტიკის შემუშავების შემდეგ ეტაპზე უკვე დაიწყო იმპლემენტაციის და უშუალოდ მხარდაჭერის და ხელშეწყობის ინსტრუმენტების მიწოდება ბაზარზე. პირველი იყო ეს ფასიანი ქაღალდების გამოშვების მხარდაჭერა, სადაც 1,5 მილიარდზე მეტი ფასიანი ქაღალდების მხარდაჭერა განხორციელდა“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.მისივე თქმით, კორპორაციის ახალი ინსტრუმენტები მოიცავს სასესხო ინსტრუმენტებს.„კორპორაცია მონაწილეობას მიიღებს და ინვესტირებას გააკეთებს წილობრივ საინვესტიციო ფონდებში, ვენჩურულ ფონდებში, ეს არის ძალიან დიდი სპექტრი იმ ფინანსური ინსტრუმენტების, რომელიც ჩვენს ბიზნესს სჭირდება, რომელსაც ჩვენი ბიზნესი ელოდება, რაც გაზრდის ხელმისაწვდომობას, გააიაფებს ფინანსურ რესურსს. აუცილებლად უნდა ვახსენო ფაქტორინგი. ეს კანონი პარლამენტმა მიიღო მიმდინარე წელს, პირველი იანვრიდან შევა ძალაში. ეს არის უმნიშვნელოვანესი, კიდევ ერთი ფინანსური ინსტრუმენტი, სადაც კორპორაციას ექნება ძალიან მნიშვნელოვანი როლი, ვინაიდან ყველა ახალ ინსტრუმენტს სჭირდება პოპულარიზაცია, ახსნა, მომხმარებლამდე მიტანა“, - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

თორნიკე ფაღავა

1792646572

რაც დათესეს საქართველოში, მიიღეს საფრანგეთში - თორნიკე ფაღავა

 პოლიტიკური კარმა - ასე აფასებს მმართველი გუნდი ევროპის ქვეყნებში გამართულ საპროტესტო აქციებს.პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, თორნიკე ფაღავას განცხადებით, საქართველოს წინააღმდეგ ახალგაზრდების წაქეზება ევრობიუროკრატიას თავადვე შემოუბრუნდა."ეს არის პოლიტიკური კარმა, რომელიც დღეს დაუბრუნდა ევრობიუროკრატიას. დიახ, ბატონებო, 2024 წელს, განსაკუთრებით ახალგაზრდები, მოატყუეს, მათ შორის ევრობიუროკრატებმა და წააქეზეს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ.მთელი ამ დროის განმავლობაში, საქართველოში ბევრად უფრო მაღალი სტანდარტით მოქმედებდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. რაც დათესეს საქართველოში, მიიღეს საფრანგეთში", - განაცახდა თორნიკე ფაღავამ.

ჯჯ

1792645515

საფრანგეთის ძალოვანი უწყებები შაბათს დაგეგმილი მორიგი საყოველთაო მობილიზაციისთვის ემზადებიან - ხელისუფლება უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს

 საფრანგეთის ხელისუფლება უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს. საპროტესტო აქციების დროს მომხდარი მასობრივი არეულობებისა და ძარცვის შემდეგ, ქვეყნის რამდენიმე დიდ ქალაქში დემონსტრაციები აიკრძალა და კომენდანტის საათი დაწესდა.პარიზის პოლიციის პრეფექტურის გადაწყვეტილებით, დღეს, დილის 8-დან საღამოს 8 საათამდე, დედაქალაქის ცენტრალურ რაიონებში ნებისმიერი სახის შეკრება იკრძალება. შეზღუდვა ვრცელდება ელისეს სასახლის, მთავრობის სახლის, პარლამენტის ორივე პალატის, ასევე ლუვრის, შანზ-ელიზესა და რკინიგზის სადგურების მიმდებარე ტერიტორიებზე.სტუდენტური და პროფკავშირული ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი მსვლელობები აიკრძალა ლიონში, ლილში, გრენობლსა და რენშიც.პარალელურად, პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ელისეს სასახლეში დაზვერვის სამსახურების ხელმძღვანელებთან განიხილავს, თუ რატომ ვერ მოხერხდა გასული კვირის ძალადობრივი მოვლენების წინასწარ გათვლა და პრევენცია.აღმასრულებელი ხელისუფლება არეულობების ორგანიზებასა და ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობაში ულტრამემარცხენე ჯგუფებს ადანაშაულებს. საფრანგეთის ძალოვანი უწყებები შაბათს დაგეგმილი მორიგი საყოველთაო მობილიზაციისთვის ემზადებიან.

ნკ

1792644766

საქართველოს მთის კურორტები ზამთრის სეზონისთვის მზადებას იწყებს

 ზამთრის სეზონისთვის საქართველოს მთის კურორტები მზადებას იწყებენ. ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა შესაბამის უწყებებთან საკოორდინაციო შეხვედრა გამართა, სადაც მთავარი ყურადღება უსაფრთხოებას, სატრანსპორტო ნაკადებსა და სერვისების გამართულ მუშაობას დაეთმო.მთის ტრასების სააგენტო კურორტებზე საბაგიროების ტექნიკურ განახლებასა და ხელოვნური გათოვლიანების სისტემების გაფართოებას უკვე აქტიურად ახორციელებს, რათა ვიზიტორებს სეზონზე სრულყოფილი გარემო დახვდეთ.

ქადაგიშვილი

1792643548

თუ გამოვიყენებთ იმ რიტორიკას, რომლითაც საფრანგეთი თუ დასავლეთი ჩვენ მოგვმართავდა, მაშინ ვთქვათ ასე: ეს არის დემოკრატიის შემზღუდავი კანონები" - ირაკლი ქადაგიშვილი საფრანგეთში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონის მიღებაზე

საფრანგეთში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონის მიღებას თბილისში ისევ ეხმიანებიან.მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ როდესაც საფრანგეთი იმავე საკანონმდებლო შეზღუდვებს იღებს, რის გამოც საქართველოს აკრიტიკებდა - ეს პარტნიორების მხრიდან მორიგი ორმაგი სტანდარტია.პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, უცხოური გავლენისა და დეზინფორმაციისგან ქვეყნის დაცვის აუცილებლობა დღეს უკვე ყველა ევროპულ სახელმწიფოს ესმის."თუ ჩვენ გამოვიყენებთ იმ რიტორიკას, რა რიტორიკითაც საფრანგეთი თუ დასავლეთი ჩვენ მოგვმართავდა, მაშინ ვთქვათ ასე, რომ ეს არის დემოკრატიის შემზღუდავი კანონები, რომლის მიზნია, მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისათვის არ დაუშვან მმართველი ელიტისთვის არასასურველი კანდიდატის გამარჯვება.ასეთი კანონმდებლობა არა მარტო საფრანგეთმა მიიღო, მათ შორის იტალიამ მკვეთრად გაამკაცრა თავისი კანონმდებლობა. ეს ის პროცესია, რა პროცესიც დაუდგათ და რომელიც საქართველომ უკვე გაიარა", - გააცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.შეგახსენებთ, საფრანგეთის სენატმა კანონპროექტს მხარი ერთხმად დაუჭირა, დოკუმენტი განსახილველად ეროვნულ ასამბლეას გადაეცა.

თენგიზ შარმანაშვილი

1792642618

ვინაიდან განხილვა ნელ-ნელა სამართლებრივისკენ იწყებს გადახრას, უფრო ოპტიმისტურად განვეწყვე - თენგიზ შარმანაშვილი საკონსტიტუციო სარჩელზე

 5 პოლიტიკური ძალის აკრძალვის შესახებ არსებითი განხილვა ბათუმში დღეს განახლდება. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი ამჯერადაც შუამდგომლობებს მოისმენს.პროცესის პირველი დღე თითქმის მთლიანად ოპოზიციის მოთხოვნებსა და კამათს დაეთმო. მოსამართლეთა აცილება, სააკაშვილის გამოკითხვა და საგამოძიებო კომისიის დასკვნის ამოღება - პლენუმმა ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, პროცესისადმი ოპტიმისტურადაა განწყობილი. "მოისმინეთ სასამართლოს განმარტებები, რატომ არ გაიზიარა კონკრეტული შუამდგომლობა. შეგნებულად არ დავიწყებ სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებას, რადგან ვალდებული ვარ, გავიზიარო მათი შეხედულება.ვინაიდან ეს განხილვა ნელ-ნელა სამართლებრივისკენ იწყებს გადახრას, უფრო ოპტიმისტურად განვეწყვე, რომ ეს პროცესი შეიძლება სამართლებრივადაც გაგრძელდეს. სხვათა შორის, ეს ძალიან კარგია სამართლებრივი კულტურის ჩამოსაყალიბებლადაც", - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.შეგახსენებთ, მმართველი გუნდი "ნაციონალური მოძრაობის", კოალიცია "ცვლილებისთვის", "ლელოს", "ფედერალისტებისა" და გახარია "საქართველოსთვის" აკრძალვას - მათი მხრიდან წლების განმავლობაში ადამიანის უფლებების დარღვევის, სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის მოტივით, ითხოვს.

წვიმიანი ამინდი

1792642473

როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში

როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში. ტემპერატურა ქალაქების მიხედვით:გაგრა +19 - წვიმასოხუმი +19 - წვიმაზუგდიდი +19 - წვიმამესტია +10 - წვიმაფოთი +20 - წვიმაბათუმი +21 - წვიმაოზურგეთი +20 - წვიმაქუთაისი +18 - წვიმაამბროლაური +15 - წვიმაახალციხე +15 - წვიმაბორჯომი + 15 - წვიმაბაკურიანი +10 - წვიმაგორი +16 - წვიმაცხინვალი +14 - წვიმასტეფანწმინდა +8 - წვიმაგუდაური +5 - წვიმათელავი +16 - წვიმარუსთავი +18 - წვიმათბილისი +16 - წვიმა

✕