დაკავება

1790624858

ვინ არის მეტსახელად „წრიპა“, რომელსაც ბრალი მკვლელობის მომზადებისთვის წარუდგინეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ „ქურდული სამყაროს“ სამი წევრი დააკავა, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდს“, ალექსანდრე კურასბედიანს, მეტსახელად „წრიპას“, ბრალი საქართველოში შეკვეთილი მკვლელობის მომზადებაში წარუდგინა.გამოძიების მიხედვით, ორი დაკავებული პირადი კონფლიქტის ნიადაგზე ერთ ადამიანზე შურისძიებას გეგმავდა და მისი მკვლელობა გადაწყვიტა. მათ მკვლელობის დეტალები, მათ შორის დრო და ადგილი, საზღვარგარეთ მყოფ ალექსანდრე კურასბედიანთან შეათანხმეს.გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობის განსახორციელებლად ბრალდებულებმა გურიიდან ერთი პირი ჩამოიყვანეს და დაკავების შემთხვევაში მისთვის ციხეში მფარველობის გაწევას დაჰპირდნენ. მათ ასევე შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობა, შეისწავლეს სავარაუდო მსხვერპლის გადაადგილების მარშრუტები, შეარჩიეს სამალავი და დანაშაულის დაფარვის გეგმა მოამზადეს.სამართალდამცველებმა ბრალდებულები დანაშაულის ჩადენამდე დააკავეს. მათი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ამოიღეს კომპიუტერები და მობილური ტელეფონები, რომლებითაც ისინი „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ, ასევე იარაღი და საბრძოლო მასალა.შსს-ის ინფორმაციით, დაკავებულებს დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის, „ქურდულ სამყაროში“ წევრობისა და ცეცხლსასროლი იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონოდ შეძენისთვის 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.საქმე „ქურდული სამყაროს“ საქმიანობასთან დაკავშირებულ დანაშაულზე მიმდინარეობს.

ვითარებაა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტთან

1790603394

ვითარება გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტთან, სადაც ახალგაზრდა დაჭრეს - ახალი დეტალები

თბილისში, ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა ირინა ენუქიძის ქუჩაზე, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ მოხდა.არსებული ინფორმაციით, დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.როგორც სტუდენტები და უნივერსიტეტის ადმინისტრაცია აცხადებს, ფაქტი ძალიან სწრაფად მოხდა. როგორც ცნობილია დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის ჩხუბი გარეთ დაიწყო. დაჭრა მანამდე დაწყებულ კონფლიქტს უკავშირდება. ცნობილია ასევე, რომ დაჭრაში ბრალდებული უნივერსიტეტის სტუდენტი არაა. დაზარალებული კი ამ სასწავლებელში სწავლობს.მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ლენტა

1790601209

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

თბილისში, ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. ფაქტი გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

გაგრაში გაუჩინარებული ტურისტი მოკლული იპოვეს

1790596213

გაგრაში გაუჩინარებული ტურისტი მოკლული იპოვეს

აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გაგრაში გაუჩინარებული ორენბურგის ოლქის მცხოვრები, ამინა ბიკბოვა, მოკლულია.მკვლელობის საქმეზე გუდაუთის მცხოვრები, 2001 წელს დაბადებული ედგარ აბუხბა დააკავეს, რომელიც დროებით გაგრაში ცხოვრობდა და მუშაობდა.უწყების ცნობით, დაკითხვისას ეჭვმიტანილმა მკვლელობა აღიარა.დაღუპული ამინა ბიკბოვას დედის თქმით, გაუჩინარებამდე ქალიშვილი მას ყოველდღიურად უკავშირდებოდა და დილაობით წერილობითაც ესაუბრებოდა.გაუჩინარებამდე ცოტა ხნით ადრე ამინა გაგრაში მამაკაცს გაეცნო, რომელმაც გოგონები ყავაზე დაპატიჟა.26 წლის ქალის მეგობარმა უარი თქვა, რის შემდეგაც ამინა მამაკაცთან ერთად მარტო წავიდა.ქალის გაუჩინარების შემდეგ მისი მეგობრები რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდნენ გაერკვიათ, რა შეემთხვა მას. ერთ-ერთი მათგანი მივიდა ნაქირავებ ბინაში, სადაც, არსებული ინფორმაციით, ტრაგედია მოხდა. ბინაში ამინას ნივთები დარჩა.დედის თქმით, მოგვიანებით მეგობარი შეხვდა მამაკაცსაც, რომლის შემდეგაც ამინა გაუჩინარდა. მისი თქმით, მამაკაცი მათ შეცდომაში შეყვანას ცდილობდა და ამბობდა, რომ გოგონა უცნობმა პირმა წაიყვანა.

ქართველი

1790366852

აშშ-ში გიორგი ადეიშვილზე პოლიციამ ძებნა გამოაცხადა! - რას ედავებიან ქართველს

პენსილვანიის შტატში, 43 წლის გიორგი ადეიშვილის წინააღმდეგ ქურდობისა და მოპარული ნივთების მიღების ბრალდებებია წარდგენილი. პოლიციის ინფორმაციით, ადეიშვილი ამჟამად დაკავების რამდენიმე ორდერით იძებნება.შემთხვევა 2025 წლის 20 ნოემბერს მოხდა. უორინგტონის პოლიციის თანამშრომელმა „ისტონის“ გზაზე მოძრავი ავტომობილი შეამჩნია, რომელსაც დაბურული საქარე მინა და ნიუ-ჯერსის ვადაგასული დროებითი სანომრე ნიშანი ჰქონდა.ავტომობილი მოგვიანებით რესტორან „ვენდის“ ავტოსადგომზე გაჩერდა. მძღოლი, რომელიც გიორგი ადეიშვილად, პენსილვანიის შტატის ქალაქ „მაუნთ ტოპის“ მცხოვრებად იდენტიფიცირდა, ავტომობილიდან გადავიდა და რამდენჯერმე გამოიცვალა ქურთუკი. შემდეგ მან ისტონის გზა გადაკვეთა და „ველი-სკვერის“ სავაჭრო ცენტრის მიმართულებით წავიდა.ცოტა ხნის შემდეგ ადეიშვილი ავტომობილთან დაბრუნდა და ტერიტორია დატოვა. პოლიციამ ის „სტრიტ როუდისა“ და „მეიპლ ავენიუს“ ქუჩების მიმდებარედ გააჩერა.ავტომობილში პოლიციამ ნიუ-ჯერსის რამდენიმე დროებითი სანომრე ნიშანი აღმოაჩინა. ადეიშვილმა ავტომობილის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ წარადგინა, რის გამოც ავტომობილი ევაკუატორით გადაიყვანეს.მანქანის შემოწმებისას პოლიციამ აღმოაჩინა სუნამოები და ოდეკოლონები, ასევე „დევოლტის“ ბურღი და აკუმულატორი. ბურღის გვერდით აღმოჩნდა სპეციალური დამცავი მოწყობილობა, რომელსაც მაღაზიებში ნივთების ქურდობისგან დასაცავად იყენებენ.გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ადეიშვილი ველი-სკვერის სავაჭრო ცენტრში მდებარე მაღაზიაში შევიდა და 376 დოლარის ღირებულების ნივთები მოიპარა.პოლიციამ ასევე აღმოაჩინა სხვა მოპარული ნივთებიც, რომელთა ღირებულებაც 2 152,58 დოლარს შეადგენდა.გიორგი ადეიშვილის წინასწარი სასამართლო სხდომა 2026 წლის 16 მარტს იყო ჩანიშნული, თუმცა ის სხდომაზე არ გამოცხადდა. პოლიციის ცნობით, ადეიშვილი შემდგომშიც არაერთხელ არ გამოცხადდა სასამართლოში და მის წინააღმდეგ დაკავების რამდენიმე ორდერია გაცემული. პოლიცია მოქალაქეებს, რომლებსაც გიორგი ადეიშვილის ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაცია აქვთ, სთხოვს, ინფორმაცია შესაბამისი უწყების ონლაინ პლატფორმის საშუალებით მიაწოდონ ან დაუკავშირდნენ უორინგტონის პოლიციის დეპარტამენტს ნომერზე 215-343-3311.ბრალდებები ამ ეტაპზე მხოლოდ ბრალდებებს წარმოადგენს და გიორგი ადეიშვილი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი ბრალეულობა სასამართლოს მიერ არ დამტკიცდება.

ქურდები

1790365167

„ყოფილ სიმამრთან ავტომატით შეიჭრა...“ – ოჯახური დაპირისპირება „კანონიერი ქურდების“ დაკავებით დასრულდა | რა დეტალები ხდება ცნობილი

სომხეთში ოჯახური კონფლიქტი „კრიმინალური ავტორიტეტების“ დაკავებით დასრულდა. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სისხლის სამართლის პოლიციის თანამშრომლებმა ორი ე.წ. „კანონიერი ქურდი“ დააკავეს.გამოძიების ცნობით, შემთხვევა გიუმრიში მცხოვრები 58 წლის ე.წ. „კანონიერი ქურდის“ ოჯახურ უთანხმოებას უკავშირდება. მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ მის ქალიშვილსა და ყოფილ სიძეს შორის დაპირისპირება მოხდა, მან 21 სექტემბერს ოშაკანში მცხოვრებ 56 წლის „კრიმინალურ ავტორიტეტს“ ყოფილი სიძის დასჯა სთხოვა.„იმავე დღეს, დაახლოებით 02:40 საათზე, 56 წლის მამაკაცი თანმხლებ პირებთან ერთად ერევანში, ჰრაჩია ნერსისიანის ქუჩაზე მივიდა გარემოებების გასარკვევად, სადაც ყოფილ სიძეს და მასთან მყოფ ჯგუფს დაუპირისპირდა. შეკრებილებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა.ინციდენტის შემდეგ ყოფილმა სიძემ საპასუხო შურისძიება გადაწყვიტა და რამდენიმე პირთან ერთად ერევნის ერთ-ერთ სასტუმროში გაემართა, სადაც ყოფილი სიმამრი იმყოფებოდა, თუმცა ჩანაფიქრის განხორციელება ვერ შეძლო.ორივე ე.წ. „კანონიერი ქურდი“ წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. ამჟამად პოლიცია ინციდენტში მონაწილე სხვა პირების ადგილსამყოფელს ადგენს, საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იაპონჩიკი და განაჩენი

1790279385

საბედისწერო დოკუმენტი! - ცნობილი ხდება რა გახდა „იაპონჩიკის“ და „მახოს“ დაპირისპირების მიზეზი

სოციალურ ქსელებსა და „კრიმინალური ისტორიის“ მოყვარულთა წრეებში ვრცელდება უნიკალური საარქივო დოკუმენტი, საქართველოს სსრ უზენაესი სასამართლოს 1976 წლის 28 თებერვლის განაჩენის ტიტულის ფოტოასლი. სწორედ ეს დოკუმენტი გახდა თავის დროზე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კრიმინალური დაპირისპირების მიზეზი.წარმოდგენილი განაჩენიდან ირკვევა, რომ 1976 წლის 28 თებერვალს, მაიაკოვსკის (დღევანდელი ბაღდათი) რაიონის კულტურის სახლში გამართულ ღია სასამართლო სხდომაზე გასამართლდა 1956 წელს დაბადებული ვახტანგ ქორიძე („კრიმინალურ წრეებში“ ცნობილი როგორც „მახო“). მას ბრალი ედებოდა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. (დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობა).დოკუმენტში განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ბრალდებულის პერსონალური მონაცემების გრაფა, სადაც შავით თეთრზე წერია: „ალკც წევრი“ (სრულიად საკავშირო ლენინური კომუნისტური ახალგაზრდული კავშირი - კომკავშირი).ტულუნის ციხეში ყოფნისას, საბჭოთა კრიმინალური სამყაროს ეროვნებით რუს ლიდერს, „იაპონჩიკს“ კონფლიქტი მოუვიდა ქართველ „კანონიერ ქურდ“ ვახტანგ ქორიძესთან. („მახო“).„ქურდული ტრადიციების“ თანახმად, „კანონიერი ქურდი“ არასდროს არ უნდა ყოფილიყო კომკავშირის ან საბჭოთა სახელმწიფო ორგანიზაციების წევრი. მახოსთვის ქურდული სტატუსის ჩამოსართმევად, „იაპონჩიკის“ თხოვნით, მისმა უახლოესმა გარემოცვამ — „ვიქტორ კალინამ“ (ვიქტორ ნიკიფოროვმა) და „ვოლოდია ბალდამ“ (ვლადიმერ სოლომინსკიმ) საქართველოდან ტულუნში ჩაიტანეს აღნიშნული განაჩენის ოფიციალური ასლი.დოკუმენტში არსებული ჩანაწერის („ალკც წევრი“) საფუძველზე, იაპონჩიკმა ტულუნის ციხეში გაავრცელა მიმართვა, რომლითაც განაცხადა, რომ მახო კომკავშირელი იყო და მას „ქურდის“ სტატუსი არასდროს ჰქონია.

ელი­კო ასა­ბაშ­ვი­ლია

1790231708

შემზარავი მკვლელობის ახალი დეტალები კახეთიდან - რას ჰყვებიან ადგილობრივები

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატში მოკლული 85 წლის ქალის ვინაობა ცნობილია. ადგილობრივი გამოცემის, „მთავარი ამბები კახეთიდან“ ინფორმაციით, მოკლული ელიკო ასაბაშვილია.ადგილობრივი მცხოვრებლების ინფორმაციით, ქალი სახლში მარტო ცხოვრობდა. არსებული ვერსიით, თავდამსხმელი მასთან გვიან ღამით შეიჭრა და თანხის მოპოვებას ცდილობდა.როგორც ადგილობრივები ამბობენ, ასაბაშვილმა რამდენიმე დღით ადრე თხილი გაყიდა და სოციალური დახმარებაც აიღო. სავარაუდოდ, თავდამსხმელი სწორედ თანხის მოძიებას ცდილობდა.არსებული ინფორმაციით, სახლში ფულის ვერ აღმოჩენის შემდეგ მამაკაცმა ქალს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით სახლს ცეცხლი წაუკიდა.მკვლელობის შესახებ სოფელში მას შემდეგ შეიტყვეს, რაც ადგილობრივებმა ქალის სახლიდან კვამლი შენიშნეს.ადგილობრივი მედიის ცნობით, საქმეზე ამ დროისთვის არავინ დაუკავებიათ. მიმდინარეობს ადგილობრივების გამოკითხვა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

ონიანი-ჯანგველიძის კლანი

1790192695

ტარიელ ონიანისა და მერაბ ჯანგველაძის დაჯგუფება ევროპაში შეკრებას გეგმავს - რა დეტალები ხდება ცნობილი

ტარიელ ონიანისა და მერაბ ჯანგველაძის კლანი ევროპაში შეკრებას გეგმავს.გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი ლაშა შუშანაშვილთან არსებული დაპირისპირების დასრულებაა.წინა შეხვედრის დროს, რომელიც საბერძნეთში გაიმართა, მონაწილეები ლაშა შუშანაშვილს ერთი კვირის განმავლობაში ელოდნენ, თუმცა ის შეხვედრაზე არ მივიდა. დაგეგმილი შეკრების ზუსტი ადგილი ჯერჯერობით არ სახელდება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ შეხვედრა პოლონეთში არ გაიმართება, რადგან პოლონეთის ხელისუფლებამ მიმდინარე წელს ქართველი კრიმინალური ავტორიტეტები ქვეყნიდან გააძევა.დაგეგმილ შეხვედრას კვლავ „ლაშა შუშანაშვილის უკანასკნელ შანსად“ მოიხსენიებენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ შესაძლოა ე.წ. „ნათლობა“ გაიმართოს, რომლის ფარგლებშიც, „ქურდული სამყაროს“ წრეში ახალი წევრების მიღება იგეგმება.

ლენტა

1790165269

სასტიკი მკვლელობა ყვარელში - მოკლულია 85 წლის ქალი, მკვლელმა კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა

სასტიკი მკვლელობა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატში - საკუთარ საცხოვრებელ სახლში 85 წლის ქალი მოკლეს.ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი სოფლის ხევის განაპირას, მარტო ცხოვრობდა და მასთან ჯერჯერობით დაუდგენელი პირი სახლში სავარაუდოდ გვიან, ღამით შეიჭრა.სოფელში ვარაუდობენ, რომ თავდამსხმელმა ქალი გააუპატიურა, როცა მისგან ფულის გამოძალვას ცდილობდა.დაუდგენელმა პირმა თანხა ვერ იპოვა, რის შემდეგაც, დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა და ცხედრის დაწვა სცადა.მეზობლები ამბობენ, რომ ქალმა რამდენიმე დღით ადრე თხილის მცირე მოსავალი გაყიდა და სოციალური დახმარებაც აიღო.საქმეზე ამ დროისთვის დაკავებული არავინ არის.„პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ ფაქტზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო.

ლენტა

1790070480

სკანდალი შოტლანდიაში - ორი ქართველი სპორტსმენი გაუპატიურების ბრალდებით იძებნება

შოტლანდიის პოლიცია საქართველოს კერლინგის ეროვნული ნაკრების ორ წევრს ეძებს, რომლებსაც შოტლანდიელი ქალის გაუპატიურებაში ედებათ ბრალი, სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდნენ და მიიმალნენ.ბრიტანული გამოცემა The Sun-ის შოტლანდიური ბიუროს ინფორმაციით, ინციდენტი ქალაქ დამფრისში მოხდა, სადაც მიმდინარე წლის 28 აპრილიდან 4 მაისის ჩათვლით ევროპის კერლინგის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი მიმდინარეობდა.გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულებმა ღამის კლუბის საპირფარეშოს კაბინაში ქალი შეათრიეს, პირზე ხელი ააფარეს და მასზე სექსუალურად იძალადეს.გარდა ამისა, მათ ბრალად ედებათ სხვა ქალების დაჟინებული თვალიერება, ქალთა საპირფარეშოში შეყოლა და მათი მობილური ტელეფონით ფარულად გადაღება.საქმის მასალების მიხედვით, სპორტსმენები ერთ-ერთი ადგილობრივი პაბიდან ქალებს უკან აედევნენ, აგრესიულად იქცეოდნენ, დაწესებულების პერსონალს დაუპირისპირდნენ და გაძევების შემდეგ შენობაში დაბრუნებას ცდილობდნენ.ქალების მიზანმიმართული ადევნების ფაქტები დამფრისის რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზეც დაფიქსირდა. სასამართლო დოკუმენტების თანახმად, ორივე ბრალდებული ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანშია რეგისტრირებული.ცნობილია, რომ ბრალდებულები სასამართლო პროცესამდე გირაოს სანაცვლოდ იყვნენ გათავისუფლებულნი, თუმცა გასულ კვირას კილმარნოკის უმაღლეს სასამართლოში დაგეგმილ სხდომაზე არ გამოცხადდნენ, რის გამოც მოსამართლემ მათი დაკავების ორდერი გასცა.„გაცემულია დაპატიმრების ორდერები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“, - აცხადებენ შოტლანდიის პოლიციაში.მომხდარი სკანდალის გამო, საქართველოს ნაკრებმა ტურნირში მონაწილეობაზე უარი თქვა.კერლინგის მსოფლიო ფედერაციაში ადასტურებენ, რომ ბრალდებულები ნამდვილად იყვნენ ეროვნული გუნდის წევრები და ევროპის ჩემპიონატის C-დივიზიონში უნდა ეასპარეზათ.ფედერაცია მზადყოფნას გამოთქვამს, საჭიროების შემთხვევაში, ითანამშრომლოს გამოძიებასთან.გაერთიანებული სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2024 წლის არჩევნების შემდეგ ქვეყნიდან 11 700-ზე მეტი უცხოელი დამნაშავე (მათ შორის მკვლელები და მოძალადეები) დაადეპორტეს.უწყების განცხადებით, ნებისმიერი უცხოელი, რომელსაც ბრიტანეთში პატიმრობა მიესჯება, დაუყოვნებლივ ექვემდებარება დეპორტაციას და ქვეყანაში დაბრუნება სამუდამოდ ეკრძალება.

ფოტო

1789848862

„ამ ხრიკმა“ საბერძნეთში ქართველი მძარცველები გამოავლინა - კრიმინალურ სქემაში მამაკაცებთან ერთად ქართველი ქალიც იყო ჩართული

ბინების გაქურდვისთვის ქართველი მძარცველები მარტივ, თუმცა, მათი ვარაუდით, ეფექტურ ხრიკს იყენებდნენ - კარსა და ჩარჩოს შორის წებოს მცირე კვალს ტოვებდნენ, რათა გაეგოთ, იმყოფებოდნენ თუ არა მცხოვრებლები სახლში. საბოლოოდ, სწორედ ამ სქემამ პოლიციას მათი საქმიანობის გამოვლენაში შეუწყო ხელი.საბერძნეთის პოლიციის ინფორმაციით, გამოძიებამ გამოავლინა ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც ათენსა და ატიკის სხვა რაიონებში საცხოვრებელ სახლებს ძარცვავდა. პოლიციამ სამი ადამიანი დააკავა, კიდევ ხუთი პირის იდენტიფიცირება კი მოახდინა.როგორ მუშაობდა „წებოს ხრიკი“ჯგუფის წევრები თავდაპირველად საცხოვრებელ კორპუსებსა და ბინებს არჩევდნენ. შემდეგ შერჩეული ბინის კარსა და ჩარჩოს შორის მცირე რაოდენობით წებოს ათავსებდნენ.მეორე დღეს ისინი იმავე ადგილზე ბრუნდებოდნენ და ამოწმებდნენ, შეიცვალა თუ არა წებოს კვალი. თუ წებო უცვლელი ხვდებოდათ, მიიჩნევდნენ, რომ კარი არავის გაუღია და ბინის მცხოვრებლები, სავარაუდოდ, სახლში კვლავ არ იმყოფებოდნენ.ამის შემდეგ ისინი ძარცვისთვის ხელსაყრელ დროს არჩევდნენ.ჯგუფის წევრებს ფუნქციები ჰქონდათ განაწილებულიგამოძიების ინფორმაციით, ჯგუფი წინასწარ დაგეგმილი სქემით მოქმედებდა და წევრებს შორის კონკრეტული როლები იყო განაწილებული.ზოგიერთი მათგანი ბინებს აკვირდებოდა და სამიზნეებს არჩევდა, სხვები საცხოვრებელ კორპუსებში შედიოდნენ, ხოლო დანარჩენები შენობის გარეთ რჩებოდნენ და გარემოს აკონტროლებდნენ. მათი ამოცანა იყო თანამზრახველებისთვის ბინის მცხოვრებლების ან პოლიციის გამოჩენის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.პოლიციის ცნობით, ჯგუფის წევრები ასევე იყენებდნენ სხვადასხვა ავტომობილს, მობილურ ტელეფონებსა და SIM-ბარათებს, მათ შორის სხვა პირების სახელზე რეგისტრირებულ ნომრებს.გამოძიების მიხედვით, მათ ინფორმაციის მოპოვების ქსელიც ჰქონდათ შექმნილი და ცდილობდნენ წინასწარ გაეგოთ, როდის ტოვებდნენ ადამიანები სახლებს.ძარცვის სქემაში ქართველი ქალიც ფიგურირებსსაქმეში 48 წლის ქალიც ფიგურირებს, რომელიც, გამოძიების ინფორმაციით, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში სახლის დამხმარედ მუშაობდა.გამოძიების მიხედვით, ქალმა იცოდა კონკრეტული ბინების მცხოვრებლების გადაადგილებისა და მათი არყოფნის შესახებ და ამ ინფორმაციას ჯგუფის წევრებს აწვდიდა.პოლიციის განცხადებით, ის ასევე ეხმარებოდა ჯგუფს შენობაში წვდომის მოპოვებაში და საერთო სივრცეებს აკონტროლებდა.23 შემთხვევა და 179 ათას ევროზე მეტი უკანონო სარგებელისაბერძნეთის პოლიციის ინფორმაციით, გამოძიების ამ ეტაპზე საცხოვრებელი სახლების გაქურდვისა და გაქურდვის მცდელობის 23 შემთხვევაა გახსნილი. ჯგუფის საქმიანობა 2025 წლის ზაფხულიდან 2026 წლის სექტემბრამდე პერიოდს მოიცავდა.ერთ-ერთი ძარცვის დროს ბინიდან დაახლოებით 75 ათასი ევროს ღირებულების ფული და სამკაულები წაიღეს. სხვა შემთხვევებში კი, გამოძიების ინფორმაციით, მოპარული იყო სამკაულები, საათები, ელექტრონული მოწყობილობები, ბრენდული ჩანთები და სხვა ნივთები.პოლიციის შეფასებით, ჯგუფის მიერ მიღებულმა უკანონო ფინანსურმა სარგებელმა 179 ათას ევროს გადააჭარბა.გამოძიების ინფორმაციით, ფულადი გზავნილების კომპანიების მეშვეობით ჯგუფის წევრებმა დაახლოებით 76 ათასი ევრო უცხოეთში არსებულ ანგარიშებზე გადარიცხეს. ბერძნული მედიის, Ethnos-ის, ცნობით, თანხა საქართველოში არსებულ ანგარიშებზე იგზავნებოდა.

✕