dolari

1792618819

ვალუტის განახლებული კურსი 22 ოქტომბრისთვის

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5976 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5978 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0002 ლარი შეადგინა.რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9163 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9127 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0036 ლარი შეადგინა.

ბანკი

1792575987

ეროვნული ბანკი: ციფრული ლარი საპილოტე პროექტია და ამ ეტაპზე მისი საყოველთაო შემოღება არ იგეგმება

 საქართველოს პარლამენტმა გასულ კვირას ახალი საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცა, რომელიც რამდენიმე ძირითად მიმართულებას მოიცავს.მათ შორის, ერთ-ერთი ცვლილებით იქმნება სამართლებრივი საფუძველი, რომლის მიხედვით, ეროვნულ ბანკს ევროკავშირის წევრი და მსოფლიოს სხვა წამყვანი ქვეყნების მსგავსად, ციფრული ლარის მიმართულებით სხვადასხვა საპილოტე პროექტის განხორციელების შესაძლებლობა ექნება.ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები ციფრული ლარის გამოშვების სამართლებრივ საფუძველს ქმნის, უახლოეს წლებში ეროვნული ბანკი არ გეგმავს ციფრული ლარის სრულმასშტაბიან გამოშვებას, რაც ხაზგასმულია კიდეც „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს ორგანული კანონის განმარტებით ბარათში. ამავე კანონით, ერთმნიშვნელოვნად არის განსაზღვრული და ნარჩუნდება ლარის ნაღდი ფორმით გამოშვება.ციფრული ლარის საპილოტე პროექტი მიზნად ისახავს ახალი ტექნოლოგიური შესაძლებლობების შესწავლას, გამოცდასა და იმის შეფასებას, თუ რა პრაქტიკული სარგებელი შეიძლება შექმნას ციფრულმა ვალუტამ მოქალაქეებისა და ბიზნესებისთვის, რაც მომავალში ხელს შეუწყობს საქართველოს საფინანსო სისტემის ინოვაციურ განვითარებასა და ტექნოლოგიური ცვლილებებისთვის მომზადებას.დღესდღეობით, ციფრული ვალუტა ფინანსური ტრანზაქციების ჩვეული ნაწილი გახდა. საქართველოს მოსახლეობისა და ფინანსური ბაზრის მონაწილეებისთვის უკვე კარგად ნაცნობია ისეთი ციფრული ვალუტები, როგორიცაა, USDT, USDC და სხვა. ამასთან, ყველა მათგანი უცხოურ ვალუტაზე მიბმულ, კერძო პირის მიერ გამოშვებულ ციფრულ აქტივს წარმოადგენს, რაც როგორც საბირჟო ვაჭრობისას, ისე ტრანსსასაზღვრო გადარიცხვების დროს ფართოდ გამოიყენება. ეროვნული ბანკების მიერ გამოშვებული ციფრული ვალუტა კი მხარდაჭერილია ცენტრალური ბანკის მიერ და შესაბამისად, სანდოობის უმაღლესი ხარისხი გააჩნია.აღსანიშნავია, რომ ქვეყნები ციფრული ვალუტების განვითარების სხვადასხვა მოდელს ირჩევენ. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატები კერძო ციფრული ვალუტების (სტაბილქოინების) განვითარებაზეა ორიენტირებული. ევროკავშირი კი კერძო ციფრული ვალუტების პარალელურად, ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის განვითარებას და დომინირებას უჭერს მხარს.  სწორედ ამ უკანასკნელ მიდგომას იზიარებს საქართველოს ეროვნული ბანკიც.ამასთან, ეროვნული ბანკი,  თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, კერძო სექტორის მიერ გამოშვებულ ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებულ საქმიანობას არეგულირებს. მათ შორის, მნიშვნელოვანია სტაბილქოინების გამოშვებისა და უზრუნველყოფის ჩარჩო, რომელიც ფინანსური ინოვაციების უსაფრთხო განვითარებასა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვას ემსახურება.

ლარი და დოლარი

1792524026

დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა - განახლებული კურსი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5978 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5979 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0001 ლარი შეადგინა.რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9127 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9128 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0001 ლარი შეადგინა.

დოლარი

1792419745

ლარი გამყარდა - განახლებული კურსი 20 ოქტომბრისთვის

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5979 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5982 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003 ლარი შეადგინა.რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9128 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9274 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0146 ლარი შეადგინა.

საქსტატი

1792397154

საქსტატი: 2026 წლის იანვარ-სექტემბერში ადგილობრივი ექსპორტი 60.3 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლისექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 6 153.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 19.6 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.საქსტატის ცნობით, ადგილობრივი ექსპორტი, რეექსპორტის გარეშე, მთლიანი ექსპორტის 61.0 პროცენტს შეადგენს.საქსტატის ცნობით, აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 60.3 პროცენტით გაიზარდა და 3 756.5 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.უწყების ანგარიშით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 62.8 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან ჩინეთი – 566.8 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 523.2 მლნ. აშშ დოლარითა და თურქეთი – 323.1 მლნ. აშშ დოლარით.2026 წლის იანვარ-სექტემბერში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ნავთობი და ნავთობპროდუქტები არის წარმოდგენილი 762.6 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 20.3 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ძვირფასი ლითონის მადნები და კონცენტრატები, 464.0 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 239.0 მლნ. აშშ დოლარით.

სიმპოზიუმი

1792233590

ნინო ჯელაძემ გლობალური ფინანსებისა და ტექნოლოგიების ქსელის მაღალი დონის დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯელაძემ ტაილანდში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, გლობალური ფინანსებისა და ტექნოლოგიების ქსელის (GFTN) მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის მრგვალ მაგიდაში მიიღო მონაწილეობა.მრგვალი მაგიდის ფარგლებში ნინო ჯელაძემ ყურადღება გაამახვილა კიბერუსაფრთხოების რისკებზე, თაღლითობის პრევენციის მექანიზმებზე, ბიზნესის უწყვეტობის მნიშვნელობასა და ფინანსური სექტორის მედეგობის გაძლიერებაზე.როგორც ნინო ჯელაძემ აღნიშნა, მყისიერი გადახდების გარემოში, როდესაც ტრანზაქციები წამებში სრულდება, თაღლითობის დროული გამოვლენისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ავტომატიზებული მონიტორინგის სისტემები, რეალურ დროში რისკების შეფასება და საეჭვო ტრანზაქციების იდენტიფიცირება. ამ პროცესში ხელოვნურ ინტელექტს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია, თუმცა მისი განვითარება თაღლითობის ახალი მეთოდების გაჩენის რისკსაც ზრდის.ნინო ჯელაძის განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკი მხარს უჭერს ინოვაციური, სწრაფი და ეფექტიანი საგადახდო სისტემების განვითარებას. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ტექნოლოგიურ პროგრესს თან ახლდეს უსაფრთხოების სტანდარტების გაძლიერება და ფინანსური ინსტიტუტების მედეგობის უზრუნველყოფა.„საგადახდო სისტემა არ არის ნამდვილად ეფექტიანი, თუ ის სწრაფია, მაგრამ მისი ნდობა შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, სისწრაფე, უსაფრთხოება და მედეგობა ერთმანეთის პარალელურად უნდა ვითარდებოდეს“, - აღნიშნა ნინო ჯელაძემ.GFTN-ის მაღალი დონის მრგვალი მაგიდის დისკუსია პოლიტიკის, კაპიტალისა და ტექნოლოგიების დაკავშირებას, ფინანსური სექტორის განვითარებისა და თანამედროვე საგადახდო ეკოსისტემის წინაშე არსებული გამოწვევების განხილვას ისახავდა მიზნად.

ლარი და დოლარი

1792160867

რა ეღირება დოლარი და ევრო უქმეებზე - განახლებული კურსი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5982 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5987 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა.რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9274 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9129 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0145 ლარი შეადგინა.

თიბისი კაპიტალი

1792159199

თიბისი კაპიტალი აქციებით ვაჭრობის მიმართულებით საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა - Euromoney-ს ჯილდო

თიბისი კაპიტალი აქციებით ვაჭრობის მიმართულებით საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა - Euromoney-ს ჯილდოთიბისი კაპიტალი Euromoney-ს 2026 წლის Markets Awards-ის გამარჯვებულია. საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელების შემდეგ, საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემამ კომპანია აქციებით ვაჭრობის მიმართულებით საქართველოში საუკეთესოდ (Georgia’s Best Equities House) აღიარა.თიბისი კაპიტალი საქართველოში წამყვანი საინვესტიციო ბანკია, რომელიც კლიენტებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე ინვესტირების შესაძლებლობებს სთავაზობს. კომპანია სხვადასხვა ციფრული პლატფორმის მეშვეობით ემსახურება როგორც გამოცდილ, ასევე დამწყებ ინვესტორებს.თიბისი ინვესტიციები - თიბისის მობაილბანკში ინტეგრირებული პლატფორმით მომხმარებლებს დაახლოებით 9,000 აქციასა და ფონდში ინვესტირება შეუძლიათ. ასევე, თიბისი ერთადერთი ბანკია საქართველოში, რომელიც მომხმარებლებს მობაილბანკიდან ამერიკის ბაზრების გარდა, ლონდონის საფონდო ბირჟაზეც სთავაზობს ინვესტირებას. საინვესტიციო პლატფორმას ამ ეტაპზე 200 ათასამდე მომხმარებელი ჰყავს.თიბისი კაპიტალის ტრეიდინგ პლატფორმა - თიბისი კაპიტალის ტრეიდინგ პლატფორმა გამოცდილ ინვესტორებს აშშ-ის, ევროპის, გაერთიანებული სამეფოსა და აზიის ბაზრებზე წვდომას აძლევს. მომხმარებლებს შეუძლიათ ივაჭრონ აქციებით, ETF-ებით, ბირჟაზე სავაჭრო ოფციონებით, ობლიგაციებითა და სხვა ფინანსური ინსტრუმენტებით.ინდივიდუალური საინვესტიციო მომსახურება - თიბისი კაპიტალი კლიენტებს სთავაზობს როგორც პასიური და აქტიური მართვის საინვესტიციო სერვისებს, ისე ტრეიდინგის საკონსულტაციო მომსახურებას. შეთავაზება მორგებულია თითოეული კლიენტის საინვესტიციო მიზნებსა და რისკის პროფილზე.“თიბისი კაპიტალის მიზანია, ინვესტორებს სხვადასხვა საინვესტიციო შესაძლებლობაზე წვდომა გავუმარტივოთ. ჩვენ ვფარავთ მსოფლიოს ძირითად ფინანსურ ბაზრებს და ყველა ტიპის ინვესტორს მათ საჭიროებებზე მორგებულ სერვისებს ვთავაზობთ. ამ სერვისების განვითარებით ახალ შესაძლებლობებს ვაჩენთ საქართველოსა და რეგიონში. Euromoney-ს ჯილდო კი ჩვენი გუნდის ყოველდღიური ძალისხმევის მნიშვნელოვანი აღიარებაა, რომელიც თიბისი კაპიტალის ლიდერობას კიდევ ერთხელ ადასტურებს“, - ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.

ვალუტა

1792135009

2026 წლის III კვარტალში, გამოკითხულ კომპანიათა უმრავლესობა (64%) არ ელის მომავალ 6 თვეში ლარის აშშ დოლართან გაცვლითი კურსის ცვლილებას - BAG Index

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია BAG ინდექსის მესამე კვარტლის შედეგებს აქვეყნებს, რომლის თანახმად ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელმა 2019 წლის შემდეგ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 48.4 ქულა შეადგინა.BAG ინდექსის თანახმად, 2026 წლის III კვარტალში, გამოკითხულ კომპანიათა უმრავლესობა (64%) არ ელის მომავალ 6 თვეში ლარის აშშ დოლართან გაცვლითი კურსის ცვლილებას. იმ კომპანიების წილი, რომლებიც ლარის გაუფასურებას ელიან 9%-ია, ხოლო მათი, ვინც გამყარებას მოელის - 27%. აღსანიშნავია, რომ წინა კვარტალთან შედარებით, 15 პროცენტული პუნქტით შემცირდა იმ კომპანიების წილი, რომლებიც მომდევნო 6 თვეში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას არ ელიან, ხოლო 22 პროცენტული პუნქტით გაიზარდა იმ კომპანიების წილი, რომლებსაც მომდევნო 6 თვეში ლარის აშშ დოლართან გაცვლითი კურსის გამყარების მოლოდინი აქვთ.

ლევან ვეფხვაძე

1792134868

კომპანიები სტაბილურად გრძნობენ თავს, იმიტომ, რომ მათ იციან სებ-ის რეზერვი არსებობს და გარკვეული შოკები, თუ რაიმე წარმოიქმნება ჩვენს გარშემო, ეს რეზერვები საშუალებას მოგვცემს, რომ ძალიან მშვიდობიანად გავიაროთ ნებისმიერი მსგავს შოკთან დაკავშირებული პრობლემები - ლევან ვეფხვაძე

კომპანიები სტაბილურად გრძნობენ თავს, იმიტომ, რომ მათ იციან სებ-ის რეზერვი არსებობს და გარკვეული შოკები, თუ რაიმე წარმოიქმნება ჩვენს გარშემო, ეს რეზერვები საშუალებას მოგვცემს, რომ ძალიან მშვიდობიანად გავიაროთ ნებისმიერი მსგავს შოკთან დაკავშირებული პრობლემები, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას BAG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ განაცხადა.„თუ ფინანსური ვალდებულებები დოლარში აქვს და, მეორეს მხრივ, გაყიდვები ლარშია, იქ კურსის გაუარესება, ხვდებით, რომ ძალიან მნიშვნელოვან დარტყმას აყენებს კომპანიას და კომპანიებისთვის ეს არის ერთ-ერთი მათგან დამოუკიდებელი პრობლემა, რომელიც ხელს უშლის ხოლმე მათ გრძელვადიან ოპერირებას და განჭვრეტას მათი ბიზნესოპერაციების.მეორეს მხრივ, ახლა ჩვენ რასაც ვლაპარაკობთ, თუკი ლარი ზედმეტად გამყარდება, დავუშვათ, დოლართან ერთი-ერთზე დადგება, ეროვნულ ბანკს აკრიტიკებდნენ ამას წინათ, მოვისმინე, რატომ მივცეთ საშუალება და ლარი გახდეს ერთი-ერთზე, მაგრამ ეროვნული ბანკის პოლიტიკა იცავს, მე ვფიქრობ, რომ იმ ბალანსს, რომ ექსპორტი არ დავაზარალოთ.ახლა თქვენ რომ ნახოთ, ის 17%, რომელიც ჩვენთან არის, რომელიც გაცვლით კურსზე წუხს, ის იმ კომპანიების წუხილი კი არ არის, რომლებიც გაუფასურებაზე წუხან, არამედ იმ ექსპორტიორი კომპანიების წუხილია, რომ ლარი, მათი აზრით, შეიძლება ზედმეტადაც კი გამყარდეს. ეს ნიშნავს ან შემოსავლების შემცირებას, თუ იქ დოლარში ფასი არ შეეცვალა, ან მათი პროდუქციის ფასის ზრდას დოლარში და ეს მათ კონკურენტუნარიანობას ურტყამს და ეს პირდაპირ აისახება იმაზე, რასაც ბრძანებ, გაყიდვების შემცირებაზე. ამიტომ აქ რაღაც ბალანსი აუცილებელია დავიცვათ, რასაც ეროვნული ბანკი, მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ გონივრულად და ზომიერად ახორციელებს.საინვესტიციოდ კომპანიები სტაბილურად გრძნობენ თავს, იმიტომ, რომ მათ იციან, რომ ამხელა რეზერვი არსებობს და გარკვეული შოკები, თუ რაიმე წარმოიქმნება ჩვენს გარშემო, ეს რეზერვები საშუალებას მოგვცემს, რომ ძალიან მშვიდობიანად გავიაროთ ნებისმიერი მსგავს შოკთან დაკავშირებული პრობლემები“, - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.

ლევან ვეფხვაძე

1792134747

ეროვნული ბანკის პოლიტიკა (გაცვლითი კურსის ნაწილში) მე ვფიქრობ, რომ იცავს იმ ბალანსს, რომ ექსპორტი არ დავაზარალოთ - ლევან ვეფხვაძე

ეროვნული ბანკის პოლიტიკა [გაცვლითი კურსის ნაწილში] მე ვფიქრობ, რომ იცავს იმ ბალანსს, რომ ექსპორტი არ დავაზარალოთ, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას BAG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ განაცხადა.„თუ ფინანსური ვალდებულებები დოლარში აქვს და, მეორეს მხრივ, გაყიდვები ლარშია, იქ კურსის გაუარესება, ხვდებით, რომ ძალიან მნიშვნელოვან დარტყმას აყენებს კომპანიას და კომპანიებისთვის ეს არის ერთ-ერთი მათგან დამოუკიდებელი პრობლემა, რომელიც ხელს უშლის ხოლმე მათ გრძელვადიან ოპერირებას და განჭვრეტას მათი ბიზნესოპერაციების.მეორეს მხრივ, ახლა ჩვენ რასაც ვლაპარაკობთ, თუკი ლარი ზედმეტად გამყარდება, დავუშვათ, დოლართან ერთი-ერთზე დადგება, ეროვნულ ბანკს აკრიტიკებდნენ ამას წინათ, მოვისმინე, რატომ მივცეთ საშუალება და ლარი გახდეს ერთი-ერთზე, მაგრამ ეროვნული ბანკის პოლიტიკა იცავს, მე ვფიქრობ, რომ იმ ბალანსს, რომ ექსპორტი არ დავაზარალოთ.ახლა თქვენ რომ ნახოთ, ის 17%, რომელიც ჩვენთან არის, რომელიც გაცვლით კურსზე წუხს, ის იმ კომპანიების წუხილი კი არ არის, რომლებიც გაუფასურებაზე წუხან, არამედ იმ ექსპორტიორი კომპანიების წუხილია, რომ ლარი, მათი აზრით, შეიძლება ზედმეტადაც კი გამყარდეს. ეს ნიშნავს ან შემოსავლების შემცირებას, თუ იქ დოლარში ფასი არ შეეცვალა, ან მათი პროდუქციის ფასის ზრდას დოლარში და ეს მათ კონკურენტუნარიანობას ურტყამს და ეს პირდაპირ აისახება იმაზე, რასაც ბრძანებ, გაყიდვების შემცირებაზე. ამიტომ აქ რაღაც ბალანსი აუცილებელია დავიცვათ, რასაც ეროვნული ბანკი, მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ გონივრულად და ზომიერად ახორციელებს.საინვესტიციოდ კომპანიები სტაბილურად გრძნობენ თავს, იმიტომ, რომ მათ იციან, რომ ამხელა რეზერვი არსებობს და გარკვეული შოკები, თუ რაიმე წარმოიქმნება ჩვენს გარშემო, ეს რეზერვები საშუალებას მოგვცემს, რომ ძალიან მშვიდობიანად გავიაროთ ნებისმიერი მსგავს შოკთან დაკავშირებული პრობლემები“, - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.

ვალუტა

1792074137

დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა - განახლებული კურსი

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 16 ოქტომბრიდან ერთი აშშ დოლარი – 2.5987, ევრო – 2.9129, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.4435 ლარი ეღირება.დღეს კი ერთი აშშ დოლარი – 2.5989, ევრო – 2.9074, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.4415 ლარი ღირდა.დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 16 ოქტომბერს ამოქმედდება.

✕