შვილიშვილები ასაკოვან ადამიანებს დემენციისგან იცავენ - კვლევის შედეგები

1792618978

შვილიშვილები ასაკოვან ადამიანებს დემენციისგან იცავენ - კვლევის შედეგები

შვილიშვილებზე ზრუნვა ხანდაზმულ ადამიანებს მეხსიერებისა და აზროვნების უნარების შენარჩუნებაში შეიძლება დაეხმაროს. კვლევების თანახმად, შვილიშვილებთან დროის გატარება დადებითად უკავშირდება ხანდაზმულთა კოგნიტიურ ფუნქციებს, თუმცა ბებიებისა და ბაბუების შემთხვევაში გარკვეული განსხვავებები გამოვლინდა.როგორც ჰარვარდის სამედიცინო სკოლის გამოცემა Harvard Health Publishing წერს, 2026 წელს გამოქვეყნებული კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა 2 887 ბებია-ბაბუის მონაცემები გააანალიზეს. მონაწილეთა საშუალო ასაკი 67 წელი იყო. მკვლევრები 2016-2022 წლებში შეგროვებულ ინფორმაციას, მათ შორის მეხსიერებისა და აზროვნების ტესტების შედეგებს სწავლობდნენ.კვლევამ აჩვენა, რომ ბებია-ბაბუებს, რომლებიც შვილიშვილებზე ზრუნავდნენ, მეხსიერებისა და ენობრივი უნარების ტესტებში უკეთესი შედეგები ჰქონდათ იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებიც შვილიშვილების მოვლაში არ მონაწილეობდნენ.თუმცა, დროთა განმავლობაში კოგნიტიური ფუნქციების შედარებით ნელი გაუარესება მხოლოდ იმ ბებიებში გამოვლინდა, რომლებიც შვილიშვილებზე ზრუნავდნენ. მსგავსი განსხვავება ბაბუების შემთხვევაში არ დაფიქსირებულა.მკვლევრები ვარაუდობენ, რომ შვილიშვილებთან ურთიერთობა ხანდაზმულ ადამიანებს გონებრივად აქტიურობასა და სოციალურ კავშირების შენარჩუნებაში ეხმარება. თამაშში მონაწილეობა, ბავშვებთან საუბარი და მათ ყოველდღიურ საქმიანობაში ჩართვა შესაძლოა გონებრივი აქტივობის შენარჩუნებას უწყობდეს ხელს.დემენციის რისკთან დაკავშირებული სხვა კვლევებიც საინტერესო შედეგებს აჩვენებს.2024 წელს სამეცნიერო ჟურნალ The Journals of Gerontology: Series B-ში გამოქვეყნებულმა ამერიკულმა კვლევამ, რომელშიც 52 წლისა და უფროსი ასაკის 10 217 ბებია-ბაბუის მონაცემები შეისწავლეს, აჩვენა, რომ შვილიშვილებზე ზრუნვა დემენციის შედარებით დაბალ რისკთან იყო დაკავშირებული როგორც ქალებში, ისე კაცებში. თუმცა, შედეგები განსხვავდებოდა იმის მიხედვით, რამდენად ინტენსიურად ზრუნავდნენ მონაწილეები შვილიშვილებზე და ცხოვრობდნენ თუ არა მათთან ერთად.მკვლევრების მიხედვით, ბებიებში დემენციის შედარებით დაბალი რისკი შვილიშვილებზე ზომიერი ინტენსივობით ზრუნვისას გამოვლინდა, ხოლო ბაბუებში ინტენსიური ზრუნვის შემთხვევაში, როდესაც ისინი შვილიშვილებთან ერთად არ ცხოვრობდნენ.მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კვლევები შვილიშვილებზე ზრუნვასა და კოგნიტიურ ჯანმრთელობას შორის კავშირს აჩვენებს და არ ამტკიცებს, რომ ბავშვების მოვლა დემენციისგან პირდაპირ იცავს. შედეგებზე შესაძლოა გავლენას ახდენდეს სხვა ფაქტორებიც, მათ შორის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სოციალური ურთიერთობები და ცხოვრების წესი.მიუხედავად ამისა, მეცნიერების დაკვირვებები მიუთითებს, რომ ოჯახური ურთიერთობები და სხვადასხვა თაობას შორის აქტიური კომუნიკაცია ხანდაზმულთა გონებრივი ჯანმრთელობის შესწავლისას მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს.

თავის ტკივილი

1792589520

3 საკვები, რომელიც თავის ტკივილს იწვევს

თავის ტკივილი 200-ზე მეტი დაავადების სიმპტომია. ზოგიერთი სახის თავის ტკივილი შეიძლება იყოს მემკვიდრეობითი, მაგალითად შაკიკი. ასე რომ, ადამიანი მემკვიდრეობით იღებს გარკვეულ გენებს, რომლებიც გარკვეულ გარემოებებში იწვევს თავის ტკივილის შეტევებს.შაკიკი შეიძლება გამოიწვიოს წითელი ღვინოს, შოკოლადის, ყველის მიღებამ, ასევე სტრესმა და სხვა მიზეზებმა.თავის ტკივილი შეიძლება ასოცირებული იყოს საყრდენ-მამოძრავებელ სისტემასთან,განსაკუთრებით ხერხემლის კისრის ნაწილთან. თუ ადამიანი არასწორად ზის, მოძრაობს ან მუშაობს არასწორ მდგომარეობაში, მაშინ კუნთები, პირველ რიგში, ხერხემლის კისრის ნაწილის კუნთებში ასიმეტრიულად დაძაბულია. ეს იწვევს თავის ტკივილს, რომელსაც ექიმები "ცერვიკოგენურს" უწოდებენ.რეგულარული თავის ტკივილი მიუთითებს ორგანიზმში არსებულ პრობლემებზე. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს მაღალი წნევით, ქრონიკული სტრესით და ძლიერი ემოციებით. ეს შესაძლოა გარე ფაქტორებითაც იყოს განპირობებული, მაგალითად, როდესაც ადამიანი ყოველდღიურად იმყოფება დამძიმებულ სამუშაო პირობებში და ასრულებს მძიმე, ხშირად ინტელექტუალურ სამუშაოს.ნევროლოგების მიერ გამოყენებული გარკვეული დიაგნოსტიკური ალგორითმი ხელს შეუწყობს საშიში სიმპტომების იდენტიფიცირებას.ნებისმიერი თავის ტკივილისას უნდა მიმართოთ სპეციალისტს. ზოგიერთი პაციენტი  თავად მკურნალობს და იღებს ანალგეტიკებს... ვრცლად

sleepllessness

1792527867

რატომ ვიღვიძებთ ღამის 3-4 საათზე? – ძილის დარღვევის შესაძლო მიზეზები

ღამის 3-4 საათზე გაღვიძება ბევრისთვის ნაცნობი პრობლემაა. ზოგჯერ ადამიანს გაღვიძების შემდეგ ძილის გაგრძელება უჭირს, რაც მომდევნო დღეს დაღლილობას, გაღიზიანებასა და კონცენტრაციის დაქვეითებას იწვევს.სპეციალისტების განმარტებით, ღამის განმავლობაში ხანმოკლე გამოღვიძება ბუნებრივი მოვლენაა, თუმცა, თუ ეს ხშირად მეორდება და ძილის ხარისხზე მოქმედებს, შესაძლოა გარკვეულ პრობლემებზე მიუთითებდეს.რატომ ვიღვიძებთ ღამის 3-4 საათზე?1. სტრესი და შფოთვაერთ-ერთი გავრცელებული მიზეზი ფსიქოლოგიური დაძაბულობაა. სტრესის დროს ორგანიზმი უფრო ფხიზლად რჩება, რის გამოც ადამიანს შესაძლოა ღამით გაეღვიძოს და ხელახლა ჩაძინება გაუჭირდეს.2. ძილის ბუნებრივი ციკლებიღამის განმავლობაში ძილი რამდენიმე ციკლად მიმდინარეობს. დილის მოახლოებასთან ერთად ღრმა ძილის ხანგრძლივობა, როგორც წესი, მცირდება, ხოლო სწრაფი ძილის (REM) პერიოდები ხანგრძლივდება. ამ დროს გამოღვიძება უფრო ადვილია.3. ალკოჰოლი და კოფეინისაღამოს მიღებულმა ალკოჰოლმა შესაძლოა თავდაპირველად ჩაძინება გააადვილოს, თუმცა მოგვიანებით ძილი დაარღვიოს და ხშირი გამოღვიძება გამოიწვიოს. კოფეინის მოქმედება კი ორგანიზმში რამდენიმე საათს გრძელდება და ძილის ხარისხზე მოქმედებს.4. ჰორმონული ცვლილებებიმენოპაუზის პერიოდში ჰორმონულმა ცვლილებებმა შესაძლოა გამოიწვიოს ღამის ოფლიანობა, ალები და ხშირი გამოღვიძება. ძილის ხარისხზე გავლენას სხვა ჰორმონული დარღვევებიც ახდენს.5. ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემებიღამის ხშირი გამოღვიძება ზოგჯერ დაკავშირებულია ძილის აპნოესთან, გასტროეზოფაგურ რეფლუქსთან, ქრონიკულ ტკივილთან ან შარდვის გახშირებასთან. ასეთ შემთხვევებში მნიშვნელოვანია გამომწვევი მიზეზის დადგენა.როგორ გავიუმჯობესოთ ძილის ხარისხი?სპეციალისტები რამდენიმე მარტივ რეკომენდაციას გვთავაზობენ:დაიძინეთ და გაიღვიძეთ ყოველდღიურად დაახლოებით ერთსა და იმავე დროს;მოერიდეთ კოფეინს დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე;შეზღუდეთ ალკოჰოლის მიღება, განსაკუთრებით საღამოს;საძინებელში შეინარჩუნეთ სიგრილე, სიბნელე და სიმშვიდე;დაძინებამდე შეამცირეთ ეკრანებთან გატარებული დრო, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს ძილს გიფრთხობთ;თუ დიდი ხნის განმავლობაში ვერ იძინებთ, დროებით ადექით და მშვიდ საქმიანობას დაუთმეთ დრო, სანამ ძილიანობას არ იგრძნობთ.როდის უნდა მივმართოთ ექიმს?თუ ღამით გაღვიძება კვირაში რამდენჯერმე მეორდება, გრძელდება რამდენიმე კვირის განმავლობაში და ყოველდღიურ ცხოვრებაზე უარყოფითად მოქმედებს, სასურველია ექიმთან კონსულტაცია.განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ისეთ სიმპტომებს, როგორებიცაა ძლიერი ხვრინვა, ძილის დროს სუნთქვის შეჩერება, ჰაერის უკმარისობით გაღვიძება და დღის განმავლობაში გამოხატული ძილიანობა.ღამის 3-4 საათზე გაღვიძება თავისთავად კონკრეტულ დაავადებაზე არ მიუთითებს. ამ დროს გამოღვიძებას რაიმე განსაკუთრებული სამედიცინო მნიშვნელობა არ აქვს - მიზეზის დასადგენად მნიშვნელოვანია ძილის საერთო რეჟიმისა და თანმხლები სიმპტომების შეფასება.

კვერცხი

1792527746

„არ მიირთვათ ასეთი კვერცხი“ - კვების სპეციალისტის გაფრთხილება

ფიტნეს ტრენერი და კვების სპეციალისტი სანდრო გოგოხია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში მორიგ სასარგებლო რჩევას გვიზიარებს.კვების სპეციალისტი გამომწერებს ურჩევს, არ გამოიყენონ საკვებად კვერცხი, რომელსაც დაზიანებული აქვს ნაჭუჭი.მისივე თქმით, ასევე არ შეიძლება მაცივარში გარეცხილი კვერცხის შენახვა:„არ მიირთვა კვერცხი, რომლის ნაჭუჭიც არის დაზიანებული, უამრავი ბაქტერია აქვს ზედაპირს და საშიშროება, რომ მოხვდება კვერცხის შიგნით, ძალიან დიდია. ასევე, არ შეინახოთ გარეცხილი კვერცხი მაცივარში. როდესაც ნაჭუჭს კავშირი აქვს წყალთან, მისი დამცავი მექანიზმი იშლება. გამოიღე, გარეცხე, გატეხე და მოხარშე ან შეწვი…“, – ამბობს სანდრო გოგოხია.

ორაგული

1792505640

საუკეთესო ვახშამი მათთვის, ვისაც წნევა აწუხებს - ექიმების რჩევა

მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) მართვაში კვების რაციონს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. გამოცემა Parade-სთან საუბარში წამყვანმა ნუტრიციოლოგებმა ლორი რაიტმა, ელიზაბეტ კლინგბეილმა, ჯოანა კაცმა და ჯულია ზუმპანომ, ჰიპერტენზიის მქონე ადამიანებისთვის ვახშმის იდეალური, უგემრიელესი და მარტივად მოსამზადებელი ვარიანტი დაასახელეს.„ოქროს სამეული“ წნევის დასარეგულირებლადექსპერტების თანახმად, საუკეთესო ვახშამი სამი ძირითადი ინგრედიენტისგან შედგება: ორაგული, ისპანახი და ბატატი (ტკბილი კარტოფილი).ეს კომბინაცია უზრუნველყოფს ორგანიზმს ჯანსაღი ცხიმებით, ვიტამინებითა და იმ აუცილებელი მინერალებით, რომლებიც უშუალოდ უწყობს ხელს არტერიული წნევის დარეგულირებას.ისპანახი და ბატატი: ეს ბოსტნეული მდიდარია ბოჭკოვანითა და კალიუმით. კალიუმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჰიპერტენზიის დროს, რადგან ის ეხმარება ორგანიზმს ჭარბი ნატრიუმის (მარილის) გამოდევნასა და სისხლძარღვების მოდუნებაში.ორაგული: წარმოადგენს მაღალი ხარისხის ცილისა და ჯანსაღი უჯერი ცხიმების (ომეგა-3) საუკეთესო წყაროს. ომეგა-3 ამცირებს ანთებას და იცავს გულ-სისხლძარღვთა სისტემას.„ამ პროდუქტების მომზადება მინიმალური მარილითაც კი ისე შეიძლება, რომ კერძი ძალიან გემრიელი გამოვიდეს“, — განმარტავს ელიზაბეტ კლინგბეილი.მომზადების სწორი და სწრაფი წესებიგარდა მაღალი კვებითი ღირებულებისა, ამ ვახშმის კიდევ ერთი დიდი პლუსი დროის ეკონომიაა. ჯულია ზუმპანოს თქმით, ორაგულის, ისპანახისა და ბატატის მომზადებას 30 წუთზე ნაკლები სჭირდება.ჯანსაღი ვახშმის ეფექტურობის შესანარჩუნებლად, ნუტრიციოლოგები გვირჩევენ:მოერიდეთ ტაფაზე შეწვას: ამის ნაცვლად, ტკბილი კარტოფილი და ორაგული გამოაცხვეთ ღუმელში, გრილზე ან აეროგრილში (Air Fryer). ეს მეთოდი ზედმეტი ცხიმის გამოყენებას აგარიდებთ თავიდან.ჩაანაცვლეთ მარილი ალტერნატიული არომატებით: თევზისა და ბოსტნეულის გემოს გასამდიდრებლად, მარილის ნაცვლად გამოიყენეთ ნიორი, ახლად გამოწურული ლიმონის წვენი, სხვადასხვა მწვანილი, პაპრიკა, შავი წიწაკა, ცოტაოდენი ძმარი ან უმარილო სუნელების ნაზავი.ასეთი ვახშამი არამხოლოდ ანაყრებს, არამედ აქტიურად იცავს თქვენს გულსა და სისხლძარღვებს გადატვირთვისგან.წყარო

შემოდგომა

1792503720

იმუნიტეტის ასამაღლებელი 5 მარტივი და იაფი ხერხი შემოდგომაზე - მედიკოსების რჩევა

შემოდგომა სილამაზით სავსე სეზონია, თუმცა სწორედ ამ პერიოდშია ჩვენი ორგანიზმი ყველაზე დაუცველია ვირუსებისა და გაციების მიმართ. იმუნიტეტის გამყარება ყოველთვის არ საჭიროებს ძვირადღირებულ პრეპარატებს — საკმარისია ყოველდღიურ რეჟიმში რამდენიმე მარტივი ჩვევა დავნერგოთ. სეზონური ხილი და ბოსტნეული ყოველდღიურადიმუნიტეტის ასამაღლებლად დიდი მნიშვნელობა აქვს დაბალანსებულ კვებას. ორგანიზმს ნორმალური მუშაობისთვის ესაჭიროება ცილები, მიკროელემენტები.მიკროელემენტების შემცველობით მცენარეული პროდუქტებიდან ლიდერია კაკალი, პარკოსნები, მზესუმზირა, ბურღულეული, შავი შოკოლადი.კარგი იმუნიტეტისთვის აუცილებელია ისეთი მინერალური ნივთიერებების საკმაო რაოდენობით მიღება, რომლებიც შეიცავს კალიუმს, მაგნიუმს, სპილენძს, თუთიას, იოდს.ვიტამინებით მდიდარი საკვები — ვაშლი, ციტრუსები, სტაფილო, გოგრა და ბროკოლი — ბუნებრივი „ფარი“ არის ვირუსების წინააღმდეგ.იმუნიტეტს ამაღლებისათვის ძალიან ეფექტურია ყოველ დილით კონტრასტული შხაპის მიღება. ასევე სასარგებლოა დილით უზმოზე ორი ჩაის კოვზი თაფლი.თბილი სითხეები და საკმარისი წყალითბილი ჩაი, განსაკუთრებით ჯანჯაფილით, ლიმონითა და თაფლით, ეხმარება ორგანიზმს ტოქსინების გამოდევნას და ამშვიდებს ყელს.რჩევა: დღეში მინიმუმ 6–8 ჭიქა სითხე დალიე.ფიზიკური აქტივობა სუფთა ჰაერზემოკლე სეირნობაც კი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და აძლიერებს იმუნურ პასუხს. ყოველდღე 20–30 წუთი სიარული საკმარისია.სრულფასოვანი ძილიიმუნიტეტი მკვეთრად მცირდება სტრესის, დიდი დატვირთვის და ქრონიკული უძილობის დროს. ძილის ნაკლებობა პირველია, რაც ამცირებს ორგანიზმის თავდაცვით უნარს. ეცადე ყოველ საღამოს ერთსა და იმავე დროს დაიძინო, მინიმუმ 7 საათით.სტრესის მართვა და პოზიტიური განწყობამუდმივი სტრესი იმუნურ სისტემას ასუსტებს. მოიფიქრე ის, რაც გაწყნარებს — მუსიკა, წიგნი ან სეირნობა.რჩევა: დღეში 10 წუთი სუნთქვითი ვარჯიშებისთვის გამოყავი.ოპტიმიზმი ჯანსაღი იმუნური სისტემის მთავარი პირობაა, მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ პესიმისტები უფრო ხშირად ავადდებიან.კარგი განწყობა, სიყვარულის გამოვლინება ამაღლებს თქვენს იმუნიტეტს და ასევე დადებითად მოქმედებს სხვებზეც.

სარეცხი

1792501860

იაპონური მეთოდი ზამთარში ტანსაცმლის უფრო სწრაფად გაშრობაში გვეხმარება - რაში მდგომარეობს მისი საიდუმლო

ზამთარში გარეცხილი ტანსაცმელი შეიძლება რამდენიმე დღის განმავლობაში არ გაშრეს, ამ პროცესის დაჩქარებაში სარეცხის გაფენის იაპონური მეთოდი დაგეხმარებათ, რაც საშრობზე ტანსაცმლის განსაზღვრულ განლაგებას გულისხმობს.  წერს mindmegette.hu.ზამთარში გარეცხილი ტანსაცმელი შეიძლება მთელი დღე ან უფრო დიდხანსაც დარჩეს ნესტიანი. განსაკუთრებით ნელა შრება სქელი სვიტერები, ჯინსები და პირსახოცები. გარდა ამისა, თუ სარეცხს ბინაში აშრობთ ჰაერის ტენიანობა იზრდება.პროცესის დაჩქარება საშრობი მანქანის გარეშეც შესაძლებელია - ტანსაცმლის გაფენის იაპონური მეთოდით. მთავარი პრინციპი ის არის, რომ ტანსაცმელი ზომის მიხედვით გაიფინოს: გრძელი ნივთები საშრობის კიდეებში განთავსდეს, ხოლო მოკლე — შუაში. ასე სარეცხი თავისებურ რკალს ქმნის. სწორედ ამიტომ უწოდებენ ამ მეთოდს „რკალურ შრობას“.კიდეებში უნდა განთავსდეს შარვლებით, გრძელსახელოებიანი ზედა ტანსაცმელი და დიდი პირსახოცები, ხოლო შუაში — მაისურები, წინდები და თეთრეული. ასეთი განლაგების წყალობით, ნივთები ნაკლებად ფარავს ერთმანეთს, ჰაერი კი მათ შორის უფრო თავისუფლად ცირკულირებს. ამისთვის სპეციალური მოწყობილობები არ არის საჭირო - ჩვეულებრივი საშრობიც სრულიად საკმარისია.

პირშუშხა

1792499580

მცენარე, რომელიც ტკივილს აბებზე უკეთ დაგიამებთ - ხალხური მედიცინის ექსპერტის რჩევა

სამედიცინო ვებგვერდი „მკურანლი“ აქვეყნებს სტატიას მცენარის შესახებ, რომელიც ტკივილს აბებზე მეტად აყუჩებს.როგორც ირკვევა, სტატია იმ ადამიანზე დაყრდნობით მომზადდა, რომელმაც საკუთარ ტავზე გამოსცადა მცენარის ეფექტურობა.„უკვე წლებია, რაც ქრონიკული ართრიტი მაწუხებს. გაზაფხულსა და შემოდგომით რამდენჯერმე ჩავიტარე სერიული მკურნალობის კურსი, როცა სახსრები ყველაზე მეტად მაწუხებდა.მაფრთხილებდნენ: ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები კუჭ-ნაწლავსა და თირკმელებს ძლიერ დაგიზიანებენ, ამიტომ დროდადრო მცენარეებს მიენდეო.დიდი კითხვისა და რჩევის შემდეგ არჩევანი პირშუშხაზე შევაჩერე:გაზაფხულსა და შემოდგომაზე ვაგროვებ პირშუშხას მწვანე ფოთლებს და მშრალად ვინახავ, საკმარისია სახსრები ამტკივდეს, რომ ძილის წინ ვასხამ მდუღარე წყალს და რამდენიმე წუთის შემდგომ ამ ნაყენით ვიზელ სხეულის მტკივნეულ ადგილებს: მხრებს, მუხლებს და მტევნებს.შემდგომ ზემოდან ვიდებ ცელოფანს და თბილი ქსოვილით ვიხვევ. ზოგიერთებს ძალიან ნაზი კანი აქვთ, ამიტომ პირშუშხას ნაყენმა შესაძლოა მათ მსუბუქი დამწვრობა მიაყენოს, რომელიც საკმაოდ სწრაფად გაივლის. ართრიტებისას რამდენიმე სეანსის შემდგომ უკვე შვებას იგრძნობთ, ჩამოყალიბებული დაავადებებისას შედეგის მისაღებად 10 სეანსია საჭირო“წყარო

ზაზა თელია

1792484280

VIDEO: როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელი საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა - ზაზა თელიას რჩევები

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა უზრუნველყოფს ადამიანის სხეულის ფორმას, საყრდენს, მოძრაობასა და შინაგანი ორგანოების დაცვას.  როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელი საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ დერმატო-ვენეროლოგმა ზაზა თელიამ ისაუბრა:„საუბარია 3 სისტემაზე: ძვლოვანი, სახსრებისა და ხრტილოვანი და კუნთოვანი. ეს სამი სისტემა ყველაფერზე აისახება. ძვლოვან სისტემაში რომ წარმოვიდგინოთ სასწორის ორი მხარე, ოსტეოკლასტებია, რომელიც არის უჯრედები, რაც ძვლის დაშლას უწყობს ხელს და ოსტეობლასტები, რაც ასაკის მატებასთან ერთად აჭარბებს ოსტეოკლასტების რაოდენობას, აქტივობას, რის გამოც ძვლის დაშლა უფრო დაჩქარებულია, ვიდრე ძვლის შექმნა, აღდგენა. ასაკში ხშირად ამბობენ, სახსრების დისკომფორტი, დაჭიმულობა მაქვსო, ამ დროს განლევა ხდება ხრტილოვანი აპარატის“, - ამბობს ზაზა თელია.

ალერგია

1792417620

სახლის რომელი ზონა იწვევს ალერგიის გამწვავებას - სპეციალისტების განმარტება

კედლები, რბილი ავეჯი და ქოთნები მცენარეებით არის ადგილები ბინაში, სადაც შესაძლებელია ალერგენების დაგროვება.მტვრის ტკიპები და ობის სპორები ცხოვრობენ საცხოვრებელ ადგილებში მთელი წლის განმავლობაში. მტვრის ტკიპები ცხოვრობენ ადამიანებისა და ცხოველების კანზე, ასევე ოფლისა და ნერწყვის ნაწილაკებზე. ისინი აქტიურად მრავლდებიან საწოლებში, პერანგსა და ხალიჩებში, გამოყოფენ ორგანულ ნივთიერებებს, რომლებიც საშიშია ალერგიისკენ მიდრეკილი ადამიანებისთვის.ობის სოკო გვხვდება მაღალი ტენიანობის ადგილებში:კედლებზე,მილებზე,სახლის მცენარეებისთვის განკუთვნილი ქოთნების ნიადაგში.გამრავლებისას ჰაერში გამოყოფენ სპორებს, რომლებიც ალერგენებია. საყოფაცხოვრებო ალერგიის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ხველას და ცემინების შეტევებს, ასევე მუდმივ ქოშინს, რომელიც მხოლოდ სახლში ჩნდება. ალერგენების მუდმივმა ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკული ანთებითი პროცესები, რაც ზოგიერთ შემთხვევაში იწვევს ინვალიდობას.რესპირატორული ალერგია ბავშვებში შეიძლება დაიწყოს 3-4 წლის ასაკიდანაც და თუ ზომები არ იქნა მიღებული, ამან შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკული ბრონქიტი და ბრონქული ასთმა. ზრდასრულ ასაკში ეს შეიძლება გახდეს დაბრკოლება გარკვეულ პროფესიებზე წვდომისათვის.ალერგიის თავიდან ასაცილებლად, სახლი სუფთა უნდა იყოს. რეგულარული სველი წმენდის გარდა, მნიშვნელოვანია თეთრეულის გამოცვლა და გარეცხვა 60 გრადუსზე ან სპეციალური აკარიციდული საშუალებების გამოყენებით, რომლებიც ანადგურებენ მტვრის ტკიპებს.როდესაც სახლში ობის სოკო ჩნდება, აუცილებელია ნესტის აღმოფხვრა, დაზიანებული უბნების დეზინფექცია და კოსმეტიკური რემონტის ჩატარება, მაგალითად, ზედაპირების შეღებვა ან ახალი შპალერის გაკვრა.ეს ხელს შეუწყობს ობის სპორების მოშორებას.რა საფრთხეს ქმნის ღრუბლები და ნეჭები?დასაბანი ნეჭები და ჭურჭლის ღრუბლები შეიძლება შეიცავდეს საშიშ პარაზიტებს. მათ შორისაა მოლუსკები და ტკიპები.ასეთი საგნების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის პრობლემები.საქმე ის არის, რომ დახურულ და ნოტიო ოთახში შენახვისას, დასაბანი ქსოვილის ან ღრუბლის სველ ზედაპირზე იწყება მიკროორგანიზმების და სოკოების კოლონიების განვითარება.ასეთი ღრუბლების და ნეჭების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კანისა და ლორწოვანი გარსების ანთებითი და ინფექციური დაავადებები: მიკოზები, კონტაქტური დერმატიტები, დემოდიკოზი, კანის ლიქენი.ნატურალური ბოჭკოებისგან დამზადებული დასაბანი ქსოვილის გამოყენება შესაძლებელია დაახლოებით სამი კვირის განმავლობაში, ხოლო ხელოვნური - ექვს კვირამდე. თქვენ შეგიძლიათ გაახანგრძლივოთ ჰიგიენური ნივთის სიცოცხლე ჭურჭლის სარეცხი მანქანის ან სარეცხი მანქანის გამოყენებით. თუმცა, სანამ ამას გააკეთებთ, ღრუბელი ან ნეჭა მზეზე უნდა გაშრეს. ისინი უნდა შეიცვალოს, თუ ფერი შეიცვალა ან უსიამოვნო სუნი გაუჩნდა.

მუცელი

1792309560

„ეს არის ჩუმი ბომბი მუცლის ღრუში…“ - ანგიოქირურგის გაფრთხილება

„იცოდით, რომ ჩვენს ორგანიზმში შეიძლება არსებობდეს სიცოცხლისთვის საშიში პრობლემა, რომელიც შესაძლოა წლების განმავლობაში ყოველგვარი ტკივილისა და სიმპტომის გარეშე ვითარდებოდეს?“, – ამის შესახებ ვიდეომიმართვაში ექიმი, ანგიოქირურგი, გიორგი დეისაძე საუბრობს.ექიმი ამბობს, რომ საუბარია მუცლის აორტის ანევრიზმაზე, რომელსაც მისივე თქმით, ხშირად ჩუმ ბომბსაც კი ეძახიან მისი უსიმპტომოდ მიმდინარეობის გამო.სპეციალისტი პროფილაქტიკური კვლევების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას:„იცოდით, რომ ჩვენს ორგანიზმში შეიძლება არსებობდეს პრობლემა, რომელიც არანაირ სიმპტომს, ტკივილს არ იწვევს წლების განმავლობაში. დღეს ვისაუბრებთ მუცლის აორტის ანევრიზმაზე, რომელსაც ხშირად ჩუმ ბომბსაც კი ეძახიან მისი უსიმპტომოდ მიმდინარეობის გამო. აორტა ჩვენს ორგანიზმში ყველაზე დიდი დიამეტრის სისხლძარღვია, რომელშიც გაივლის გულიდან წამოსული ჟანგბადით მდიდარი სისხლი.რიგი ფაქტორების ზემოქმედების გამო, შესაძლებელია დროთა განმავლობაში აორტის კედელი დაზიანდეს და ლოკალურად გაფართოვდეს, რასაც უკვე ეწოდება აორტის ანევრიზმა. რადგან პაციენტებს მუცლის აორტის ანევრიზმის შემთხვევაში უმეტესწილად სიმპტომები არ აქვს, ამიტომაც მიიჩნევა ეს საკმაოდ საშიშ პათოლოგიად, თუმცა ერთი მარტივი გამოკვლევით გეგმურ ვიზიტზე, მუცლის ღრუს ულტრაბგერით შესაძლებელია ამ დაავადების დიაგნოსტირება და შემდგომ არსებობს მკურნალობის თანამედროვე გზები. პაციენტებს ვისთანაც უკვე ამ დაავადების დიაგნოზი დასმულია, ამ შემთხვევაში ჩვენთან ხდება თანამედროვე ენდოვასკულარული მიდგომით,მუცლის აორტის ანევრიზმაში სტენტ გრაფტის იმპლანტაცია, რაც წარმოადგენს ძალიან მარტივ მეთოდს ღია ქირურგიასთან შედარებით. რეკომენდაციის სახით, ჩაიტარეთ პროფილაქტიკური გამოკვლევა…“, – ამბობს ექიმი.

დაფნის ფოთოლი

1792263093

რატომ უნდა ჩავდოთ დაფნის ფოთოლი სარეცხ მანქანაში - სპეციალისტის რჩევა

ბევრი ადამიანი რეცხვის დროს ქსოვილის დამარბილებელ საშუალებას იყენებს, რომლის დეფიციტიც მაღაზიებში ნამდვილად არ არის, თუმცა ბევრი დიასახლისი ეძებს სწორედ ნატურალურ, ჯანმრთელობისა და გარემოსთვის უსაფრთხო საშუალებებს. ერთ-ერთი მათგანი, დაფნის ფოთოლი, ბოლო დროს განსაკუთრებულ პოპულარობას იძენს, წერს Fakt.pl.გამოცემა აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში შესაძლოა გამოგვადგეს ჩვეულებრივი დაფნის ფოთოლი, რომელიც ძირითადად ცნობილია, როგორც კერძების სანელებელი.„საკმარისია 3–5 დაფნის ფოთოლი მოათავსოთ პატარა ქსოვილის ტომარაში ან სარეცხის ბადეში და ჩადოთ დოლურაში ტანსაცმელთან ერთად. სითბოსა და ტენიანობის ზემოქმედებით ფოთლები გამოყოფენ ბუნებრივ ეთერზეთებს, რომლებსაც გააჩნიათ სოკოს საწინააღმდეგო და გამაგრილებელი თვისებები“, - ნათქვამია სტატიაში.გგამოცემაში განმარტავენ, რომ მაღაზიაში ნაყიდი ქსოვილის გასავლები საშუალებები, მიუხედავად იმისა, რომ შესანიშნავი არომატი აქვთ, შეიცავენ საკმაოდ ბევრ ქიმიურ ნივთიერებას, რომელთაც შეუძლიათ კანის გაღიზიანება, განსაკუთრებით ბავშვისა და მგრძნობიარე კანის. გარდა ამისა, ავტორის თქმით, ასეთი საშუალებების ხშირი გამოყენება უარყოფითად მოქმედებს სარეცხი მანქანის მდგომარეობაზე: ეს პროდუქტები ილექება დოლურაში და მილებზე, რაც მათ უფრო სწრაფ ცვეთას იწვევს.„ამის სანაცვლოდ, ღირს შინაურ საშუალებებს მივმართოთ. დაფნის ფოთოლი არა მხოლოდ აახლებს, არამედ, როგორც ამტკიცებენ, ეხმარება სარეცხი მანქანის უკეთეს მდგომარეობაში შენარჩუნებასაც. ამ ნატურალური დანამატის რეგულარული გამოყენება აფერხებს სოკოებისა და ბაქტერიების განვითარებას, რაც ხელს უწყობს როგორც ტანსაცმლის, ისე თვითონ მოწყობილობის სისუფთავეს“, - აღნიშნულია მასალაში.დაფნის ფოთლის გარდა, რეცხვისას გამოცემა გვირჩევს რამდენიმე სხვა ნატურალური ინგრედიენტის გამოყენებასაც. კერძოდ, საჭმელი სოდა, რომელიც ანეიტრალებს უსიამოვნო სუნს და არბილებს წყალს. ავტორის თქმით, საკმარისია 1–2 სუფრის კოვზი სოდის ჩაყრა სარეცხი მანქანის დოლურაში.ქსოვილის დამარბილებლის ალტერნატივად ასევე რეკომენდებულია სპირტიანი ძმრის გამოყენება თქვენი საყვარელი ეთერზეთის რამდენიმე წვეთთან ერთად, მაგალითად, ლავანდის ან ლიმონის. ეს დაეხმარება ქსოვილების დაბილებასა და მათთვის ახალი არომატის მინიჭებაში.ყველა ეს დანამატი, როგორც სტატიაშია ნათქვამი, შესაძლებელია უსაფრთხოდ იქნეს გამოყენებული რეცხვისას, კანისა თუ სარეცხი მანქანის დაზიანების შიშის გარეშე.

✕