ტრაგედია გონიოში! - ცნობილია, ავარიის დროს დაღუპული გოგონების ვინაობა

გონიო

გონიოში ავარიას მეგი ჯაიანის, ანა მახარაძის და სალომე გორგაძის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

დაშავდა ავტომობილში მყოფი კიდევ ორი პირი, ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილები. 

არსებული ინფორმაციით დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია. 

თვითმხილველების ცნობით, BMW-ს მარკის ავტომობილი საცხოვრებელი სახლის წინ გაჩერებულ სატვირთოს შეეჯახა. შემთხვევა წვეულებათა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

დაღუპულების ცხედრები პროზექტურაში გადაასვენეს.