გოგა მანია უახლეს წინასწარმეტყველებას ავრცელებს
1749845304
აშშ-ში დაიწყო ამერიკის არმიის 250 წლის იუბილესადმი მიძღვნილი აღლუმი, რომელიც დონალდ ტრამპის დაბადების დღეს ემთხვევა.
როგორც „სიენენი“ წერს, მოსალოდნელია, რომ ეს ათწლეულების განმავლობაში ქვეყნის დედაქალაქში სამხედრო ძალის ყველაზე მასშტაბური დემონსტრირება იქნება.
აღლუმში მონაწილეობას იღებს 6 100-ზე მეტი ჯარისკაცი, 150 სატრანსპორტო საშუალება, 128 ტანკი და 62 თვითმფრინავი.
გავრცელებული ცნობით, სამხედრო აღლუმს დაახლოებით 200 000-მდე ადამიანი დაესწრება.
პირველი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში ტრამპს 2018 წელს სურდა სამხედრო აღლუმის ჩატარება, მაგრამ, არსებული ინფორმაციით, ის არ შედგა ღონისძიების სავარაუდო ღირებულების გამო (დაახლოებით 92 მილიონი დოლარი). გარდა ამისა, ვაშინგტონის ხელისუფლება შიშობდა, რომ ტანკები და სხვა მძიმე ჯავშანტექნიკა სერიოზულად დააზიანებდა გზებს.