ვანგას 5 პროგნოზი, რომელიც მან 2025 წლისთვის იწინასწარმეტყველა

ვანგა

ვანგამ, რომელმაც მხედველობა 12 წლის ასაკში დაკარგა, სიცოცხლეში მრავალი მოვლენა იწინასწარმეტყველა, რომლებიც დღემდე იწვევს ინტერესს და კამათს. მიუხედავად იმისა, რომ ის 1996 წელს გარდაიცვალა, მისი წინასწარმეტყველებები კვლავ საოცრად აქტუალურია, წერს The Economic Times. ვანგას წინასწარმეტყველებები 2025 წლისთვის:

აზიაში სტიქიური უბედურებები
ვანგამ აზიაში, განსაკუთრებით იაპონიის მახლობლად, დამანგრეველი წყალქვეშა მიწისძვრა ან ცუნამი იწინასწარმეტყველა. ეს კატასტროფა სანაპირო ქალაქებს დააზარალებს.

იმის გათვალისწინებით, რომ იაპონია წყნარი ოკეანის ცეცხლოვან რგოლზე მდებარეობს, ეს წინასწარმეტყველება განსაკუთრებით შემაშფოთებელია გეოლოგებისა და ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის მზარდი სეისმური აქტივობის ფონზე.

გლობალური ეკონომიკური კოლაფსი
ვანგას პროგნოზით, 2025 წელს დაიწყება მასშტაბური ეკონომიკური კრიზისი, რომელიც ძირითადი ბაზრების კოლაფსით დაიწყება. ეს ვარდნა გლობალურ ფინანსურ არასტაბილურობაში გადაიზრდება, რაც უმუშევრობას, სიღარიბეს და ძირითადი ინსტიტუტების კოლაფსს გამოიწვევს.

უცხო ცივილიზაციებთან კონტაქტი
ვანგა თვლიდა, რომ კაცობრიობა შესაძლოა მალე აღმოაჩენს ან დაამყარებს კონტაქტს უცხო ცივილიზაციასთან დედამიწის ფარგლებს გარეთ. მისი წინასწარმეტყველებები თანხვედრაში მოდის მზარდ ინტერესთან კოსმოსისა და უცხოპლანეტელთა არსებობის მიმართ.

ვანგა აფრთხილებდა, რომ ასეთი კონტაქტი შეიძლება მოულოდნელი შედეგების მქონე იყოს და შეცვალოს ადამიანების წარმოდგენა საკუთარ ადგილზე სამყაროში.

ახალი დაავადებების გამოჩენა
ვანგა, მიუხედავად იმისა, რომ ის საუბრობდა სამედიცინო გარღვევებზე, ასევე აფრთხილებდა უცნაური და ახალი დაავადებების გავრცელების შესახებ. მისი მხარდამჭერები ამ წინასწარმეტყველას აკავშირებენ COVID-19-ის პანდემიასთან და შიშობენ ახალ დაავადებებზე, რომლებიც შესაძლოა გამოიწვიოს ეკოლოგიურმა ცვლილებებმა, მუტაციებმა ან ბიოლოგიურმა პროცესებმა.

სამედიცინო გარღვევები
ვანგა წინასწარ ხედავდა მედიცინაში მიღწეულ წარმატებებს, რომლებიც შეძლებენ ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივებას და აქამდე განუკურნებელი დაავადებების მკურნალობას.

ვანგას ამ წინასწარმეტყველებას ამყარებს გენური თერაპიის, დაბერების საწინააღმდეგო ტექნოლოგიების და ზუსტი მედიცინის სფეროში ინოვაციები და ახალი აღმოჩენები.