ავსტრიაში ცნობილი ქართველი პლასტიკური ქირურგი ზურა კეკელია დააკავეს
1749932937
შინაგან საქმეთა სამინისტრო, ალექსანდრე სამხარაძის დაკავებასთან დაკავშირებით, "რუსთავი 2"-თან კომენტარს აკეთებს.
"თბილისის საქალაქო სასამართლომ, მიმდინარე წლის 13 ივნისს, ალექსანდრე სამხარაძეს ადმინისტრაციული სახდელის სახით შეუფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა.
ალექსანდრე სამხარაძემ თავი აარიდა სასამართლოში გამოცხადებას. შესაბამისად, სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ის დააკავეს.
ალექსანდრე სამხარაძე გადაყვანილია დროებითი მოთავსების იზოლატორში, ადმინისტრაციული პატიმრობის აღსრულების მიზნით," - აცხადებენ უწყებაში.