ავსტრიაში ცნობილი ქართველი პლასტიკური ქირურგი ზურა კეკელია დააკავეს
1749932937
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში მცხოვრებ ბაიხანაშვილების ოჯახს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება – დღეს ბაიხანაშვილების საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა.
ოჯახის ახლობლების თქმით, ხანძრის შედეგად განადგურდა ყველაფერი – პირადი მოხმარების ნივთები, ავეჯი, ტექნიკა და ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა.
„არასოდეს გამოვირჩევი პოსტების წერით, მიმართვებით და თხოვნებით, ვერც წარმოვიდგენდი მსგავს პოსტს თუ დავწერდი, მაგრამ ამ ეტაპზე თავს უფლებას ვაძლევ , დახმარება გთხოვოთ..
ჩემი მამიდის #მაგდაბაიხანაშვილის ოჯახს , რომელსაც სოფელში ბევრი ძალიან კარგად იცნობთ, დღეს დილით დაეწვა საცხოვრებელი სახლი, რომელიც მთელი წლების მანძილზე სიმწრით და ოფლით ჰქონდათ აშენებული და გაკეთებული.. დარჩნენ ღია ცის ქვეშ..
არაფერი დარჩა საცხოვრებელ სახლში, არანაირი ტექნიკა, არანაირი ავეჯი და პირადი მოხმარების ნივთები, ჩანს სურათებში ყველაფერი დეტალურად..
რა თქმა უნდა, ახლობლები გვერდით ვუდგავართ და გთხოვთ, რომ თქვენც გამოიჩინოთ გულისხმიერება და თანადგომა.. ძალა ყოველთვის ერთობაშია!.
ვისაც სურვილი გაქვთ ტექნიკით, ვისაც სურვილი გაქვთ მატერიალურად, რადგან არანაირი სახსრები ფინანსური ამ ეტაპზე არ გააჩნიათ და თითოეული თეთრი მათთვის მნიშვნელოვანია..
სახლში არ დარჩა არაფერი , არც ერთი ოთახი, რომ ვარგოდეს საცხოვრებლად..
ჩემი თხოვნაა, თუ ვერ დაეხმარებით, პოსტის გადაზიარებაში მაინც მიიღეთ მონაწილეობა , რომ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა ნახოს ..
მიმღების ანგარიშის ნომერი:
BOG-#GE02BG0000000100784453
მიმღების ანგარიშის ნომერი:
Credo-#GE42CD0360000004504097
მიმღების პირადი ნომერი: 20001022241
მიმღები:მაგდა ბაიხანაშვილი