საქართველოს ორმა მოქალაქემ კვიპროსში ცნობილი ბიზნესმენი მოკლეს
1762022765
ევროპის საბჭოს მომხსენებლების განცხადებას, რომელიც გმობს "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ოპოზიციაში გამოეხმაურნენ.
პარტია "საქართველოსთვის" წევრის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა კანონიერი გზაა, თუმცა ყველა ხვდება, რომ "ქართული ოცნების" ყველა ინიციატივა პოლიტიკური ანგარიშსწორებითაა მოტივირებული.
"რა თქმა უნდა, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა, ეს არის კანონიერი გზა, თუნდაც ეს ეხებოდეს პარტიების აკრძალვას, მაგრამ ის, რომ ეს არის შემაშფოთებელი და არავისთვის სასიამოვნო ფაქტი, როდესაც საქმე ეხება პარტიების აკრძალვას, ეს გასაგებია და ამის გამო ჩვენ ევროპარლამენტარებს ნამდვილად ვერ გავაკრიტიკებთ. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ "ოცნებამ" ქვეყანაში იმდენად არასამართლიანი გარემო შექმნა, იმდენად არ არის სასამართლო თავისუფალი, რომ ყველა ხვდება, რომ "ოცნების" ნებისმიერ ახალი ინიციატივა, რაც არ უნდა კანონიერი იყოს ის, მაინც არის მოტივირებული პოლიტიკური ანგარიშსწორების მოტივაციით," - აცხადებს გიორგი შარაშიძე.
"ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელია კი აცხადებს, რომ ევროპელი პარტნიორები საქართველოში მიმდინარე მოვლენებს დემოკრატიის ჭრილში უყურებენ და კრიტიკაც შესაბამისია.
"ვფიქრობ, რომ ეს არის ჩვეულებრივი, დემოკრატიული კრიტიკა, რადგან ჩვენი პარტნიორები და მეგობრები ხედავენ, რომ დღეს პარტიებს კრძალავენ საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების გამო. რა თქმა უნდა, როდესაც ცალი ხელით ხელისუფლება ამას აკეთებს და მეორე ხელით ამბობს, რომ უნდა ევროკავშირში შესვლა და სხვა რაღაც სიკეთეების განხორციელება, რაც, რა თქმა უნდა, სრული სიცრუესა, ის ხალხი, ვინც არის არბიტრი ევროპული ინტეგრაციის პროცესისა, არის კრიტიკულად გაწყობილი და იმ ყველაფერს, რაც დღეს ტრიალებს ჩვენს ქვეყანაში, აფასებს დემოკრატიული სტანდარტების ჭრილში," - აცხადებს გრიგოლ გეგელია.