1761647810
VIDEO: „ეს სიმღერა და ტექსტი მე დავუწერე სალოს, რომელიც ლაშას მიუძღვნა...“ - მაიკო კაჭკაჭიშვილი
კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი რესტორან „ქვევრის“ მფლობელისა და მუსიკალური პროდიუსერის ლაშა ბასლანძის გარდაცვალებას ეხმაურება.
„ლაშა ჩემი ბევრი წლის მეგობარი იყო... ყოველთვის გვერდით მედგა. ძალიან ჩამწყდა გული...
ეს სიმღერა და ტექსტი მე დავუწერე სალოს, რომელიც მას მიუძღვნა“, - წერს კომპოზიტორი და ვიდეოს აქვეყნებს.
არსებული ინფორმაციით, ლაშა ბასლანძის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა. ის 40 წლის იყო.












