იურისტი განმარტავს, ვინ გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან
1761941375
სასამართლო პროცესი თელავის რაიონულ სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა.
მოსამართლე გრიგოლ ვატიტაძე ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების შეუფარდების საკითხზე მსჯელობდა.
43 წლის მამაკაცის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფისათვის 20- ათასლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა,თუმცა მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა პატიმრობის გამოყენების თაობაზე, სრულად დააკმაყოფილა.
თავად ბრალდებულმა დანაშაული აღიარა და მკვლელობის მოტივად, ეჭვიანობა დაასახელა.
სასამართლო სხდომაზე პროკურორი განმარტავდა, რომ დაკავებულის მხრიდან არსებობდა ხელახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვის,მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე.
შეგახსენებთ, მკვლელობა 29 ოქტომბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ანაგაში მოხდა.
მამაკაცმა ყოფილ ცოლს და მის მეგობარ მამაკაცს სანადირო თოფიდან ესროლა.
47 წლის კაცი ადგილზე გარდაიცვალა, 41 წლის ქალი კი საავადმყოფოშია მოთავსებული.
გამოძიება დამამძიებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.
წინა სასამართლო სხდომა 23 დეკემბერს ჩაინიშნა.