„ახლა სად ხარ ლაშიკო? სულ მიყვარხარ ჩემო ცაო… ჩემო ლაშიკო“ – სალომე ბაკურაძის ემოციური პოსტი
1762026435
ევრონესტის დელეგაცია ვერ მიუთითებს ქართველ ხალხს, თუ რა მიმართულებით წაიყვანოს საკუთარი ქვეყნის განვითარება. ეს პლატფორმა არასდროს ყოფილა ამ მიზნით შექმნილი, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, ევრონესტის საპარლამენტო პლატფორმაში მონაწილეობა აღარ მიიღოს.
„ძალიან ბევრი ქვეყანა აკლია უკვე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან ამ პლატფორმას. საქართველოს დელეგაციის გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში არის სწორი“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
ევრონესტის რეზოლუციებს, რომელთაგან ერთ-ერთში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები „გაყალბებულად”, არჩეული ხელისუფლება კი „თვითგამოცხადებულად” არის მოხსენიებული, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი განცხადებით გამოეხმაურა. „საქართველოსადმი მტრული, უსამართლო და პოლიტიკურად მიკერძოებული პოზიციებით ცნობილმა ზოგიერთმა ევროპარლამენტარმა რეზოლუციის ტექსტებში დაამატა ისეთი ჩანაწერები, რაც ყოვლად მიუღებელი და აღმაშფოთებელია ქართული საზოგადოებისთვის", - დაწერა შალვა პაპუაშვილმა.