სიახლე მართვის მოწმობასთან დაკავშირებით
1757616093
ლევან ხაბეიშვილი საკმაოდ კომიკური პერსონაჟია და თავის ტაკიმასხარაობაში ცდილობდა, რომ შემოეპარებინა რევოლუციური სცენარები, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.
წილოსანის თქმით, ამ ყველაფერს საზოგადოება ხედავდა.
"ის საჯაროდ მოუწოდებდა მოხელეებს საკუთარი უფლებამოსილების შეუსრულებლობისკენ, ამავდროულად სახელმწიფო ინფორმაციის გასაჯაროებისა და სახელმწიფო ღალატისკენ და ამაში სთავაზობდა ქრთამს, რისთვისაც ლევან ხაბეიშვილი, იგივე ანიტა ხაბეიშვილი არის დაკავებული, ამ ყველაფერს საზოგადოება საჯაროდ უყურებდა და რაც მთავარია, მისი საგულდაგულო მცდელობა, ტელეფონი გადაემალა, კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას იტევს", - აღნიშნა წილოსანმა.
"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ თავმჯდომარეს და ყოფილ პროკურორს, დღეს ბრალს წაუყენებენ. ლევან ხაბეიშვილი პოლიციის თანამშრომლებისთვის ქრთამის საჯაროდ დაპირების გამო დააკავეს. საუბარია 339-ე მუხლზე. ხაბეიშვილთან ერთად დაკავებულია მურთაზ ზოდელავაც, რომელსაც ხაბეიშვილის მობილური ტელეფონის გადამალვას, გაქცევას, სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევას და ძალადობას ედავებიან.